ქობულეთის მუნიციპალიტეტი სოფელ დაგვა( ლაზისტანი)
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 7
- Available places
- 5
- SEN capacity
- 1
- Available SEN places
- 1
აჭარა · ქობულეთი · ქობულეთი, სოფელი დაგვა
Open a section to view its text, related links, and document listing.
სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვას საჯარო სკოლის მისიაა უსაფრთხო და პოზიტიური გარემოს შექმნა, სადაც ყველა ბავშვი თავდაჯერებული, მოაზროვნე, მაძიებელი, წიგნიერი, მიღებული და დაფასებულია, სადაც სწავლა სასიამოვნო, საინტერესო პროცესია წარმატების მისაღწევად. ინტელექტუალური თუ მატერიალური ღირებულებების შესაქმნელად მოზარდებს ჩამოვუყალიბებთ თანამედროვე დემოკრატიული საზოგადოების ფუნქციონირებისათვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს, დავეხმარებით ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის, უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში. ხედვა 2030 წლისთვის სასკოლო საზოგადოების კონსტრუქციული თანამშრომლობით თანამედროვე გამოწვევების შესაბამისად შევქმნათ ისეთი გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს თითოეული მოზარდის პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას და წარმატებას, დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებას, ყოველმხრივ განვითარებულ ადამიანად ჩამოყალიბებას. ღირებულებებია უსაფრთხოება, განათლების მაღალი ხარისხი, პედაგოგების კომპეტენტურობა და უწყვეტი განვითარება, თანამედროვე მიდგომებისა და ინოვაციების დანერგვა, კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა, დემოკრატიულობა, კანონმორჩილება, ტოლერანტობა, შემოქმედებითობა, პატრიოტიზმი, მოქალაქეობა.
სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვას საჯარო სკოლის სტრუქტურა დირექტორი სამეურვეო საბჭო - დისციპლინური კომიტეტი მანდატური - მრჩეველთა საბჭო დირექტორის მოადგილე ბუღალტერი ადმინისტრატორი საქმისმწარმოებელი ბიბლიოთეკარი ექთანი სპეც. მასწავლებელი მოსწავლეთა თვითმმართველობა - კლუბები ეკოკლუბი ხელოვნების კლუბი მკითხველთა კლუბი ინტელექტ კლუბი საგნობრივი კათედრები - სახელმწიფო ენის - მათემატიკის - საზოგადოებრივი მეცნიერებების - საბუნებისმეტყველო - უცხოური ენების - ესთეტიკის - სპორტის - დაწყებითი კლასების ტექნიკური პერსონალი - დამლაგებელი - დარაჯი - ცეცხლფარეში
სკოლის სტრატეგიული გეგმა წარმოადგენს განვითარების სტრატეგიას, რომელიც მიზნად ისახავს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, სასკოლო გარემოს განვითარებასა და მოსწავლეთა უნარ-ჩვევების გაძლიერებას. გეგმა ეფუძნება სკოლის მისია-ხედვას, არსებული მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების ოპტიმალურ გამოყენებას და თანამედროვე საგანმანათლებლო გამოწვევებზე ადაპტირებას. სტრატეგიული გეგმის შემუშავების პროცესში გათვალისწინებულია როგორც წინარე გამოცდილება, ასევე ახალი გამოწვევები და შესაძლებლობები. იგი მოიცავს გარე და შიდა გარემო ფაქტორების ანალიზს, მათ შორის SWOT (სიძლიერე, სისუსტე, შესაძლებლობები და საფრთხეები) ანალიზს, რაც უზრუნველყოფს სკოლისთვის ოპტიმალური განვითარების გზების განსაზღვრას. სტრატეგიის განხორციელება უზრუნველყოფს სკოლისთვის მნიშვნელოვან წინსვლას და მდგრად განვითარებას მომდევნო შვიდი წლის განმავლობაში, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობის სრულად რეალიზაციას და ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას.
დაგვას საჯარო სკოლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმა შემუშავებულია 2023-2030 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმის, სკოლის მისიისა და სტრატეგიული მიზნების შესაბამისად. გეგმა მოიცავს სასწავლო პროცესის გაუმჯობესებას, ადამიანური რესურსის განვითარებას, ინფრასტრუქტურის გაძლიერებას, უსაფრთხოების უზრუნველყოფას და სასკოლო საზოგადოების ჩართულობის გაზრდას. სასწავლო პროცესის გაუმჯობესება პროგრამების განახლება და დანერგვა, შეფასების სისტემის დახვეწა, დიფერენცირებული სწავლების მეთოდების დანერგვა, დამატებითი სასწავლო აქტივობების შეთავაზება და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება. ადამიანური რესურსის განვითარება მასწავლებელთა და ადმინისტრაციული პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა, თანამშრომლობის გაძლიერება და პროფესიული განვითარებისთვის საჭირო ღონისძიებების უზრუნველყოფა. მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება სკოლის ინფრასტრუქტურის განვითარება, სასწავლო რესურსების განახლება, სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეთათვის აუცილებელი რესურსების შეძენა, სპორტული ინვენტარის განახლება და ტექნიკური აღჭურვილობის გაუმჯობესება. უსაფრთხოებისა და დისციპლინის უზრუნველყოფა სკოლის შიდა და გარე უსაფრთხოების გაძლიერება, სახანძრო უსაფრთხოების პრევენციული ღონისძიებების გატარება, ვიდეო მონიტორინგის გაძლიერება და სკოლის წესების დაცვა. სასკოლო საზოგადოების ჩართულობა მოსწავლეთა თვითმმართველობის აქტივობების გაძლიერება, მშობელთა აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა, სასკოლო კომუნიკაციის დახვეწა და კოლეგიური ორგანოების (პედაგოგიური საბჭო, საგნობრივი კათედრები, მრჩეველთა საბჭო, სამეურვეო საბჭო, დისციპლინური კომიტეტი, მოსწავლეთა თვითმმართველობა) გაძლიერება. ორგანიზაციული განვითარება სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობა, ერთობლივი პროექტების განხორციელება, სკოლის ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა და სკოლის ცნობადობის გაზრდა. გეგმის განხორციელება ხელს შეუწყობს სკოლის საგანმანათლებლო ხარისხის გაუმჯობესებას, მოსწავლეთა მიღწევების ზრდას და სასკოლო საზოგადოების აქტიურ ჩართულობას.
https://docs.google.com/presentation/d/1UIs_ppK1Lwnp2Af78Um1nGvYzoYbX7I1/edit?usp=sharing&ouid=102106677949051329015&rtpof=true&sd=true 2025-2026 სასწავლო წლის ანგარიშის ბმული
სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვას საჯარო სკოლაში ქცევის წესების დასარეგულირებლად გამოყენებულია შემდეგი მექანიზმები: ინფორმირება და გაცნობა: შინაგანაწესი (და სკოლის სხვა დოკუმენტები) საჯაროდ ხელმისაწვდომია და სავალდებულოა ყველა მხარისთვის. დამრიგებელი ვალდებულია, სასწავლო წლის დასაწყისში გააცნოს შინაგანაწესი მოსწავლეებსა და მშობლებს, ხოლო თანამშრომლები ხელმოწერით ადასტურებენ შინაგანაწესის გაცნობას. წახალისება: სკოლა იყენებს წახალისების სხვადასხვა ფორმებს, როგორიცაა მადლობის გამოცხადება, სიგელები და ფასიანი საჩუქრები, როგორც თანამშრომლებისთვის, ისე მოსწავლეებისთვის. დისციპლინური ზომები: სკოლის შინაგანაწესი დეტალურად აღწერს დისციპლინურ გადაცდომებსა და შესაბამის სასჯელებს, მათ შორის შენიშვნას, გაფრთხილებას, საყვედურს, ფინანსურ სანქციებს და გათავისუფლებას. განსაზღვრულია დისციპლინური წარმოების პროცედურები, მათ შორის გადაცდომების განხილვის უფლებამოსილი ორგანოები. სკოლაში შექმნილია დისციპლინური კომიტეტი, რომელიც განიხილავს დისციპლინურ გადაცდომებს. დოკუმენტი განსაზღვრავს დისციპლინურ გადაცდომებს, როგორც თანამშრომლებისთვის, ასევე მოსწავლეებისთვის. უსაფრთხოების ზომები: სკოლა იყენებს ვიდეოთვალთვალის სისტემას, ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარს და ევაკუაციის გეგმას უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე ასევე ზრუნავს სკოლის მანდატურები. სკოლის შინაგანაწესი განსაზღვრავს ქცევის წესებს საგანგებო სიტუაციებში. პასუხისმგებლობის განსაზღვრა: სკოლის შინაგანაწესი განსაზღვრავს თითოეული მხარის პასუხისმგებლობებს, რაც ხელს უწყობს წესრიგის დაცვას. კონფლიქტის მოგვარების მექანიზმები: სკოლის შინაგანაწესი განსაზღვრავს განცხადების/საჩივრის განხილვის წესებს, ასევე მრჩეველთა საბჭოს რეკომენდაციების შესრულების წესებს.
სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვს საჯარო სკოლა