ხულო, სოფელი ბეღლეთი
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 35
- Available places
- 33
- SEN capacity
- 5
- Available SEN places
- 5
აჭარა · ხულო · ხულო, სოფელი ბეღლეთი
Open a section to view its text, related links, and document listing.
მისია, ხედვა, ღირებულებები მისია სსიპ.ნადიმ ართმელაძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბეღლეთის საჯასრო სკოლა. სკოლის მისიაა დაამკვიდროს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება. ხელი შეუწყოს მის გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას. შესძინოს მას თვითრეალიზაციისთვის საჭირო ცოდნა და ცნობიერება, განუვითაროს კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა. ჩაუნერგოს ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოს მიმართ პატივისცემა. შეუქმნას მოსწავლეს სათანადო პირობები საერთაშორისო სტანდარტის მქონე განათლების მისაღებად, საკუთარი ინტელექტუალური, ფიზიკური და სულიერი თვისებებისა და შესაძლებლობების გამოსავლენად და გასავითარებლად. ასევე, დაეხმაროს მას მომავალი განვითარების გზის არჩევაში ( გააგრძელოს სწავლა უმაღლეს სასწავლებელში, ან ჩაებას შრომით საქმიანობაში). იზრუნოს პედაგოგთა საქმიანობის ხარისხობრივ ზრდაზე, იყოს კონკურენტუნარიანი სკოლის მისიაა ხელი შეუწყოს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. რისთვისაც უზრუნველყოფს სხვადასხვა მიმართულების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას, პროფესიული განათლების თანაბარ ხელმისაწვდომობას, მოამზადებს ადგილობრივი და საერთაშორისო შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი კვალიფიკაციის, კონკურენტუნარიან პროფესიული განათლების მქონე კვალიფიციურ კადრებს. ხედვა ჩვენ ვართ სკოლა, რომელიც დაფუძნებულია ურთიერთთანამშრომლობაზე, პატივისცემასა და ტოლერანტობაზე. ვქმნით სამართლიან, გამჭვირვალე გარემოს და მხარს ვუჭერთ მოსწავლის თანამედროვე სამყაროსთვის საჭირო უნარ-ჩვევებით აღჭურვას. ჩვენ ვაძლიერებთ არაფორმალურ განათლებას და ვზრდით კრიტიკულად შემოქმედებითად მოაზროვნე, პრობლემების გადამჭრელ, ნოვატორ, თავისუფალ მოქალაქეს. ჩვენ ვაყალიბებთ მართვის დემოკრატიულ სისტემას, კვლევაზე დაფუძნებით ვავლენთ გამოწვევებს და ერთობლივად ვნერგავთ გადაჭრის სტრატეგიებს. ჩვენ ვახალისებთ ინიციატივებს და ხელს ვუწყობთ მათ განხორციელებაში. რაც თემში პოზიტიური ცვლილებების საწინდარია. სკოლა უზრუნველყოფს შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი კომპეტენციების განვითარებას, სწავლის პერიოდშივე პროფესიული სტუდენტების/მსმენელების რეალურ სამუშაო პროცესებში ჩართვას, ინოვაციების, გამოცდილებისა და რესურსების ურთიერთგაზიარებას. სკოლის ხედვაა 2031 წლისთვის გახდეს რეგიონში წამყვანი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლიც მსურველებს შესთავაზებს მრავალფეროვან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს. სკოლის ღირებულებები • თანასწორობა • პატივისცემა/ტოლერანტობა • ურთიერთთანამშრომლობა • სამართლიანობა • გამჭვირვალობა • შემოქმედებითობა/ნოვატორობა • მიზანდასახულობა • ხარისხიანი პროფესიული განათლება • თვითგამოხატვის თავისუფლება სკოლის მიზნები და ამოცანები საფეხურების მიხედვით სკოლაში მიმდინარეობს 12 წლიანი ზოგადსაგანმანათლებლო სწავლება ქართულ ენაზე. სკოლა, სრული ზოგადი განათლების მიხედვით, არის სამსაფეხურიანი: დაწყებითი (I-VI კლასები), საბაზო (VII-IX კლასები) და საშუალო (X-XII კლასები). სკოლაში ფუნქციონირებს პროფესიული ინტეგრირებული პროგრამა. დაწყებითი საფეხურის ძირითადი ამოცანებია: ა) შეუქმნას მოსწავლეს პირობები საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად და სწავლისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამოსამუშავებლად; ბ) ჩამოუყალიბოს მოსწავლეს სწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულება და სამყაროს შემეცნების მიმართ ინტერესი; გ) შეუქმნას მოსწავლეს პირობები და ჩამოუყალიბოს საფუძვლები შემდგომ, საბაზო საფეხურზე სწავლის წარმატებით გასაგრძელებლად; იმ ცოდნის დასაუფლებლად, უნარ- ჩვევების განსავითარებლად და დამოკიდებულებების ჩამოსაყალიბებლად, რომლებიც მას მომავალში დასჭირდება. საბაზო საფეხურის ძირითადი ამოცანებია: ა) დაეხმაროს მოსწავლეს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში; ბ) შეუქმნას მოსწავლეს პირობები იმ უნარ-ჩვევების გასავითარებლად, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მთელი ცხოვრების განმავლობაში; გ) შეუქმნას მოსწავლეს წინაპირობა სწავლის გასაგრძელებლად, ან შრომით ბაზარზე სწორი არჩევანის გასაკეთებლად. საშუალო საფეხურის ძირითადი ამოცანებია: ა) შეუქმნას მოსწავლეს პირობები თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი განათლების მისაღებად; ბ) დაეხმაროს მოსწავლეს მომავალი არჩევანის გასაკეთებლად (სწავლის გასაგრძელებლად და/ან შრომით საქმიანობაში ჩასაბმელად); გ) მისცეს მოსწავლეს ხარისხიანი სრული ზოგადი განათლება. დ) განახორციელოს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობა; ე) მოამზადოს შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი, სათანადო თეორიული, პრაქტიკული ცოდნისა და უნარების მქონე სპეციალისტები; ამ მიზნების შესრულებისათვის სკოლა: • ზრუნავს, როგორც პროგრამის განმახორციელებელი პერსონალის, ისე ადმინისტრაციული პერსონალის პროფესიულ განვითარებაზე; • უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროცესს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი განახლებადი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით და ადამიანური რესურსით; მენიუ • მისია • ინფრასტრუქტურა • პერსონალი • შინაგანაწესი • სამოქმედო გეგმა • ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკა • სტრატეგიული განვითარების გეგმა 2024-2031 წლები © 2024-2031 სსიპ ნადიმ ართმელაძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბეღლეთის საჯარო სკოლა.
დანართი N2 წინამდებარე დოკუმენტი: განხილულია სასკოლო საზოგადოების მიერ დამტკიცებულია სკოლის დირექტორის მიერ 2024 წლის 8.09. N01.03/26 ბრძანებით სსიპ -ნადიმ ართმელაძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბეღეთის საჯარო სკოლის სამოქმედო გეგმა 2024-2025 წლები სამოქმედო გეგმა გამომდინარეობს 2024 – 2031 წლების სტრატეგიული განვითარების შვიდწლიან გეგმიდან, სკოლის მისიიდან და სკოლის სტრატეგიული მიზნებიდან. 2024-2025 სასწავლო წლის სამოქმედო გეგმის პირველი ვერსია წარმოადგენდა რამდენადმე ხარვეზიან დოკუმენტს (არ იყო შექმნილი სტრატეგიული დაგეგმარების მეთოდოლოგიური დოკუმენტის მიხედვით) და მას ჩაენაცვლა ახალი დოკუმენტი (სკოლის ახალ ფილოსოფიურ დოკუმენტაციაზე მუშაობა სტრატეგიული დაგეგმარების სამუშაო ჯგუფმა დაიწყო საინიციატივო განცხადების მიღების შემდეგ). მასში ასახულია სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი აქტივობები, შესრულების ინდიკატორები, შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები/სტრუქტურული ერთეულები, შესაბამისი რესურსები და დასახული მიზნების რეალიზების ვადები. 1. სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლება სტრატეგიული მიზნები ამოცანები აქტივობები პასუხისმგებელი პირი შესრულების პერიოდი IX X XI XII I II III IV V VI VII VIII შესრულების ინდიკატორები/ მტკიცებულება რესურსები სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლება ახალი პროგრამების შემუშავება/ დანერგვა რევიზიისა და მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით, სასწავლო პროგრამების/კურიკულუმების შემუშავება მასწავლებლები; საგნობრივი კათედრები; კურიკულუმი; საგნობრივი კათედრის ოქმები; პედაგოგიური საბჭოს ოქმი; სამეურვეო საბჭოს ოქმი ადამიანური რესურსი საჭიროების შემთხვევაში, შემუშავებული პროგრამების/ კურიკულუმების მოდიფიცირება მასწავლებლები; საგნობრივი კათედრები; კურიკულუმი; საგნობრივი კათედრის ოქმები; პედაგოგიური საბჭოს ოქმი; სამეურვეო საბჭოს ოქმი ადამიანური რესურსი საჭიროების შემთხვევაში რემედიაციის პროგრამის შემუშავება მასწავლებლები; შემუშავებული/განხორციელებული პროგრამები ადამიანური რესურსი; სასკოლო დოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანა/საჭიროების შემთხვევაში ახლის დამტკიცება დირექტორი; სამეურვეო საბჭო; პედაგოგიური საბჭო; შესაბამისი დოკუმენტაციის დამტკიცების მასალები ადამიანური რესურსი საჭიროების შემთხვევაში, სსსმ მოსწავლეთათვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმების შემუშავება/სწავლება დირექტორი; ისგ ჯგუფები; სპეციალური მასწავლებლები; ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სხვა სპეციალისტები; პედაგოგიური საბჭოს ოქმი; სამეურვეო საბჭოს ოქმი; ისგ ჯგუფის ოქმები; ინდივიდუალური გეგმები ადამიანური რესურსი მოსწავლეთათვის მრავალფეროვანი, დამატებითი სასწავლო პროგრამების შეთავაზება დირექტორი; დირექტორის მოადგილე; საგნობრივი კათედრები; მასწავლებლები; სასკოლო კურიკულუმი; დამატებითი სასწავლო პროგრამების აღწერილობა ადამიანური რესურსი სადამრიგებლო პროგრამების შემუშავება/დანერგვა დირექტორის მოადგილე, დამრიგებლები სადამრიგებლო პროგრამები; დამრიგებლის პორტფოლიო ადამიანური რესურსი სასწავლო პროცესის ხარისხის გაზრდა შიდა სასკოლო პროექტების დანერგვა და მართვა დირექტორი; დირექტორის მოადგილე; საგნობრივი კათედრები; პროექტის პროგრამა; ფოტო-ვიდეო მასალა ადამიანური რესურსი; მატერიალური რესურსი; ფინანსური რესურსი დიფერენცირებული სწავლება დირექტორის მოადგილე; მასწავლებლები; საგნობრივი კურიკულუმები; ინდივიდუალური გეგმები ადამიანური რესურსი; გამჭვირვალე, სანდო, ობიექტური და სამართლიანი შეფასების სისტემის დანერგვა დირექტორი; მასწავლებლები კურიკულუმი; მოსწავლეთა მიერ შესრულებული დავალებები; შეფასებები ადამიანური რესურსი შეფასების ვერიფიკაცია დირექტორის ბრძანებით შექმნილი ჯგუფი განხორციელებული ვერიფიკაციის შედეგები; ადამიანური რესურსი დამხმარე რესუსურსების ვალიდაცია საგნობრივი კათედრები კათედრის ოქმები რემედიაციის პროგრამის ფარგლებში დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებთან დამატებითი მუშაობა დირექტორი; დირექტორის მოადგილე; მასწავლებლები მოსწავლის აკადემიური მხარდაჭერის საკონსულტაციო გრაფიკი; მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების შედეგების ანალიზი და ანგარიში; ადამიანური რესურსი სასწავლო პროცესის მონიტორინგი და შედეგების გათვალისწინებით შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა/ განხორციელება სხვადასხვა ტიპის კითხვარების შემუშავება. მოსწავლეთა, მასწავლებელთა და მშობელთა პერიოდული გამოკითხვა სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საჭიროებების კვლევის მიზნით დირექტორი; დირექტორის მოადგილე; კითხვარების ანალიზი ადამიანური რესურსი სასწავლო პროცესის დიაგნოსტიკური წერების ჩატარება დირექტორი; დირექტორის მოადგილე; ჩატარებული დიაგნოსტიკური წერის ანალიზი ადამიანური რესურსი; მატერიალური რესურსი სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, მოსწავლეთა მიღწევების დინამიკის შესწავლა და პერიოდულად მონიტორინგის ჩატარება დირექტორი; დირექტორის მოადგილე; განხორციელებული მონიტორინგის ანგარიში ადამიანური რესურსი სასკოლო სასწავლო გეგმის შესრულების მონიტორინგი დირექტორი; დირექტორის მოადგილე; განხორციელებული მონიტორინგის ანგარიში ადამიანური რესურსი საგაკვეთილო პროცესზე დასწრება, შედეგების ანალიზი და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა/განხორ
სასკოლო აქტივობებისა და მიღწეული შედეგების ფოტოები