Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ აგარის საჯარო სკოლა

აჭარა · ხულო · ხულო, სოფელი აგარა

Register ID#413
Students76
Teachers17
Buildings2
School profile

General information

Principal
გურამ მარკოიძე
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
Teaching sector
ქართული
Authorization start
22/10/2025
Authorization end
22/10/2034
First grade admission

Current capacity information

ხულო, სოფელ აგარის საჯარო სკოლა

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
25
Available places
23
SEN capacity
3
Available SEN places
3
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and valuesText information

მისია ჯანსაღ, უსაფრთხო და პოზიტიურ სასკოლო გარემოში ხარისხიანი განათლებითა და საზოგადოებრივი მეცნიერებების გაძლიერებული სწავლების მხარდაჭერით აღვზარდოთ კონკურენტუნარიანი, გლობალური და ეროვნული ღირებულებების დამცველი მოქალაქეები. ხედვა უახლოესი ათწლეულების განმავლობაში სსიპ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ აგარის სკოლა შეძლებს მოსწავლეთა აღჭურვას 21-ე საუკუნის კომპეტენციებითა და გლობალურ-ფუნქციური უნარებით, რასაც მივაღწევთ ინოვაციური და ტრადიციული სწავლების მეთოდებით, სტრატეგიებითა და მიდგომებით. კურსდამთავრებულები მეტაკოგნიციის საშუალებით შეძლებენ განათლების უწყვეტ პროცესში ორგანულ ჩართვას, რითაც თავს შრომის ბაზარზეც, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიო მასშტაბით.

Structure2 additional items

Documents

1.1.1.2.სკოლის სტრუქტურა.pdf16/07/2025 09:49:51 · 0.04 MB
Download documents on EMIS
Strategic planPlan and performance report

Documents

1.2.1.2. შვიდწლიანი სტრატეგიული გეგმა 2024-2031-აგარა 1.docx16/07/2025 09:47:24 · 0.05 MB
Download documents on EMIS
Annual action planPlan and performance report

Documents

1.2.2.3.ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2024-2025 აგარა1.docx16/07/2025 09:46:59 · 0.08 MB
Download documents on EMIS
Programs and support servicesText information

სკოლა უზრუნველყოფს სკოლის ტერიტორიაზე ფიზიკური უსაფრთხოების დაცვას, მათ შორის საგანგებო სიტუაციებში რეაგირებას და პირველადი დახმარების აღმოჩენას. სკოლის პერიმეტრი დაცულია 24 საათის განმავლობაში სკოლის დარაჯის მიერ. კლასის დამრიგებლები პირველივე გაკვეთილზე ადგენენ გამოუცხადებელ მოსწავლეთა სიას და აცნობებენ მშობლებს. დღის განმავლობაში ადგენენ გაცდენის მიზეზს და ავსებენ სპეციალურ ფორმას, რომელიც ინახება დირექტორის მოადგილესთან. დილით მორიგე მასწავლებელი ადგენს დაგვიანებულ მოსწავლეთა სიას. სკოლა შემოსაზღვრულია რკინის ღობით. სკოლის ეზოში მოსწავლე მეთვალყურეობის ქვეშაა. სკოლაში დამონტაჟებულია 11 ვიდეოთვალი. ფუნქციონირებს ექთნის კაბინეტი, შემუშავებულია და სართულებზე განთავსებულია საევაკუაციო გეგმა და ნიშნულები. 2023 წლის10 მაისის დირექტორის 01-03/16 ბრძანებით განსაზღვრულია სახანძრო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირები. სკოლა უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას. სკოლაში დგება მასწვლებელთა მორიგეობის გრაფიკი სართულების მიხედვით, ცხრილი განთავსებულია ყველა სართულზე. შესვენებებზე ყველა დამრიგებელი იმყოფება თავის სადამრიგებლო კლასთან. სკოლაში ტარდება კლასსაათები, რომლებზეც ინტენსიურად განიხილება მოსწავლეთა ქცევის წესები. სკოლაში შექმნილია დისციპლინური კომიტეტი, რომელიც განიხილავს მასწავლებელთა და მოსწავლეთა დისციპლინურ გადაცდომებს. სკოლა უზრუნველყოფს ფსიქოლოგიურად და ემოციურად უსაფრთხო სასკოლო გარემოს. კლასის დამრიგებლებს და მასწავლებლებს აქვთ მშობლებთან კომუნიკაცია მოსწავლის ამა თუ იმ გამოვლენილ ფსიქოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებით. სკოლის დირექცია საჭიროების შემთხვევაში ახდენს რეფერირებას ფსიქოლოგიურ სამსახურთან. საგაკვეთილო პროცესი სკოლას გამოუყენებია მოსწავლეთა ფსიქო- სოციალური მდგომარების გაძლიერებისათვის, მაგალითად სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე, ასევე სკოლის მაშტაბით იმართება ღონისძიებები ბულინგთან დაკავშირებით. სკოლის მთავარი ფასეულობა, რომელიც ეფუძნება თანამშრომლობით კულტურას და გუნდური მუშაობის პრინციპს არის ძირითადი ბერკეტი, იმისთვის, რომ სკოლაში იყოს ფსიქოლოგიურად და ემოციურად უსაფრთხო სასკოლო გარემო. სკოლა უზრუნველყოფს სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვას. სკოლას საშტატო განრიგის მიხედვით ჰყავს 2 დამლაგებელი, ასევე სოციალური პროგრამის ფარგლებში დასაქმებული 3 დამლაგებელი სულ 5, რომლებიც გადანაწილებული არიან სკოლის სხვადასხვა სივრცეში და შრომითი ხელშეკრულებით აქვთ ვალდებულებები სკოლის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვასთან დაკავშირებით. სკოლაში გამართულია სველი წერტილები, უზრუნველყოფილია ცხელი წლყით, მუდმივად მარაგდება თხევადი საპნით და ქაღალდის ხელსახოცებით. ყოველდღიურად სველი წესით ლაგდება საკლასო ოთახები, დერეფნები. სველი წერტილების დასამუშვებლად ვიყენებთ სადეზინფექციო საშუალებებს. სკოლაში სისტემატურად ხორციელდება მონიტორინგი რესურსცენტრის, ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენელთა მიერ. გვაწვდიან მონიტორინგის შედეგებს, რომლის მიხედვითაც ხდება არსებული ხარვეზის აღმოფხვრა. სკოლა უზრუნველყოფს პერსონალური მონაცემების დაცვას. სკოლის მოსწავლეთა და პერსონალის მონაცემთა ელექტრონული ბაზა (eschool) ხელმისაწვდომია კონკრეტული პირებისთვის, პერსონალის მონაცემთა დაკავშირებით გვაქვს მშობელთა, თანამშრომელთა და მოსწავლეთა თანხმობები. კომპიუტერულ ლაბორატორიაში სამუშაო პროცესის დასრულების შემდეგ ირთვება სიგნალიზაცია და იცავს დარაჯი. სკოლაში 2024 წლის 8 აპრილის დირექტორის 01-03/09 ბრძანებით შექმნილია პერსონალურ მონაცემთა და ინფორმაციულ მონაცემთა დაცვის დებულება და განსაზღვრულია პასუხისმგებელი პირები. სკოლას გააჩნია მის ხელთ არსებული ინფორმაციის დაცვის მექანიზმები. სკოლაში არსებულ ყველა კომპიუტერში ლიცენზირებული პროგრამის ჩაწერას და დაინსტალირებას ახდენს მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ დანიშნული თანამშრომელი და კომპიუტერული პროგრამების მუდმივ განახლებას და უსაფრთხოების დაცვას ახდენს განათლების სამინისტრო. სკოლაში 2024 წლის 8 აპრილის დირექტორის 01-03/09 ბრძანებით შექმნილია პერსონალურ მონაცემთა და ინფორმაციულ მონაცემთა დაცვის დებულება და განსაზღვრულია პასუხისმგებელი პირები. სკოლა სწავლებას ახორციელებს სამივე საფეხურზე: 1.ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხური ზოგადსაგანმანატლებლო პროგრამა 2.ზოგადი განათლების საბაზო საფეხური ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა,რომლის დასრულების შემდეგ მოსწავლე იღებს საბაზო განათლების დასრულების ატესტატს. 3.ზოგადი განათლების საშუალო საფეხური ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა,რომლის დასრულების შემდეგ მოსწავლე იღებს საშუალო განატლების დასრულების ატესტატს.

Behavior rules and appeal mechanisms1 additional item

Documents

აგარის სკოლის შინაგანაწესი.pdf16/07/2025 11:05:43 · 0.28 MB
Download documents on EMIS
Infrastructure1 additional item
Finances1 additional item

Documents

სკოლის ფინანსური ანგარიში 2025 წლის.pdf16/07/2025 10:58:20 · 0.03 MB
Download documents on EMIS