თბილისი, ძველი თბილისი, რუსთაველის გამზ. №10
- Sector
- ქართული
- Shift
- 2
- Total capacity
- 150
- Available places
- 0
- SEN capacity
- 16
- Available SEN places
- 9
თბილისი · ძველი თბილისი · თბილისი, ძველი თბილისი, რუსთაველის გამზ. №10
Open a section to view its text, related links, and document listing.
მისია სსიპ თბილისის კლასიკური გიმნაზიის მისიაა, აღზარდოს მოსწავლე ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებზე ორიენტირებულ, განათლებულ, კრიტიკულად მოაზროვნე, ჯანსაღ, კანონმორჩილ, კონკრეტულ გარემოში თვითდამკვიდრების უნარის მქონე ღირსეულ ადამიანად. მოამზადოს იგი ცხოვრებაში წარმატებული ადგილის დამკვიდრებისათვის. ხედვა სსიპ თბილისის კლასიკური გიმნაზიის ხედვაა, იყოს მდგრადი და მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო დაწესებულება. ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების, თანამედროვე მოთხოვნებისა და გამოწვევების შესაბამისად, ზრუნავდეს თავისუფალი და კომპეტენტური ადამიანის ჩამოყალიბებაზე, წვლილი შეჰქონდეს ქვეყნის სამეცნიერო, კულტურულ, სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში. სსიპ თბილისის კლასიკური გიმნაზია წარმართავს პიროვნებაზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო-სააღმზრდელო პროცესს. მოზარდებისათვის ქმნის გარემოს, სადაც ისინი განივითარებენ პოზიტიურ უნარ-ჩვევებს, შეძლებენ მიღებული ცოდნის წარმატებით გადატანასა და გამოყენებას განსხვავებულ სიტუაციებში, რაც ხელს შეუწყობს მათ ადაპტაციას, თავისუფალ აზროვნებას, თვითდამკვიდრებას საზოგადოებაში. სსიპ თბილისის კლასიკური გიმნაზია, პროგრესული ფსიქო-პედაგოგიური მიდგომებითა და განათლების თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, უზრუნველყოფს მოსწავლეების ჩამოყალიბებას მაღალგანვითარებულ, მიზანმიმართულ პიროვნებებად. სსიპ თბილისის კლასიკური გიმნაზია საფუძვლიანი განათლების მიცემით აღზრდის ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელ თავისუფალ პიროვნებას. სკოლა ათწლიან პერსპექტივაში შეინარჩუნებს და კიდევ უფრო გაიმყარებს ლიდერის პოზიციას საგანმანათლებლო სივრცეში. ღირებულებები: სამართლიანობა, პროფესიონალიზმი, ურთიერთთანამშრომლობა, ობიექტურობა, მიუკერძოებლობა, ურთიერთპატივისცემა, ინოვაციური მიდგომები, ინიციატივების მხარდაჭერა, პროფესიული ზრდა
სსიპ თბილისის კლასიკური გიმნაზიის შვიდწლიანი სტრატეგიული გეგმა, შემუშავებულია სპეციალურად ამ მიზნით შემქნილი ჯგუფის მიერ. შეთანხმებულია სკოლის პედაგოგიურ საბჭოსთან და დამტკიცებულია სამეურვეო საბჭოს მიერ.
სსიპ თბილისის კლასიკური გიმნაზიაში შექმნილია სასკოლო საზოგადოებისთვის უსაფრთხო გარემო. სკოლაში შექმნილია ინკლუზიური გარემო, საქმიანობის ცენტრში მოქცეულია მოსწავლე. სკოლა ცდილობს, შექმნას სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრის განვითარებისათვის თანაბარი პირობები. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მოსწავლეთა ფსიქო-ემოციური უსაფრთხოებისათვის სკოლაში მუშაობს 6 მანდატური, ფსიქოლოგი, დღის ერთი და ღამის სამი დარაჯი, რომლებიც აღჭურვილი არიან რაციით, სკოლაში მუშაობს საშვთა სისტემა, შემუშავებული გვაქვს მშობლებთან შეთანხმებით გაკვეთლებიდან მოსწავლეთა გაშვების სპეციალური ფორმა. სკოლის მისიით დასახული ამოცანების შესრულებისათვის სკოლა, როგორც სასკოლო საზოგადოებისთვის უსაფრთხო და პიროვნულ განვითარებაზე ორიენტირებული სოციო-კულტურული სივრცე, ატარებს არაერთ ღონისძიებას. სკოლაში ხორციელდება როგორც შიდა სასკოლო ასევე საქალაქო და საერთაშორისო პროექტები, რომელშიც ფართო სასკოლო საზოგადოება არის ჩართული. სკოლაში მოქმედებს ალუმნის პროგრამა, რომელშიც ჩართული არიან სკოლის კურსდამთავრებულები რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ სკოლასთან და ხელს უწყობენ პოზიტიური გარემოს შექმნას. სპეციალურად ამ მიზნით შექმნილია დახურული ფეისბუქ გვერდი სახელწოდებით „ გიმნაზიელები კარგი სააქმებისთვის“( 6800 გამომწერი). ჩვენს სკოლაში მნიშვნელოვანად წახალისებულია თანამშრომლობა და კომუნიკაცია, რაზეც მეტყველებს პედაგოგთა როგორც სამუშაო, ასევე არაფორმალური შეხვედრები, ხდება მათი წარმატებების აღიარება - მადლობა, სიგელი, პრემია. სკოლის ადმინისტრაცია ცდილობს საგანმანათლებლო საქმიანობის მართვის პროცესში ინფორმირებული და მონაწილე იყოს სასკოლო საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც გამოიხატება სამუშაო და საინფორმაციო შეხვედრებში (მასწავლებლებთან, მოსწავლეთა თვითმმართველობასთან, მოსწავლეთა მშობლებთან), სადაც ხორციელდება სხვადასხვა მასშტაბის სასკოლო აქტივობების, ღონისძიებებისა თუ პროცესების დაგეგმვა, დანერგვა, მონიტორინგი და შეფასება. გიმნაზიაში ისწავლება სხვადასხვა უცხო ენა : ინგლისური, იტალიური, რუსული,გერმანული,სპარსული, ბერძნული. ფუნქციონირებს სხვადასხვა წრეები: გახარნგრძლივებული სწავლების, ხატვის, კარატეს, კალათბურთის, მხატვრული ტანვარჯიშის, ქართული ხალხური ცეკვის, ქართული ხალხური და საესტრადო სიმღერების, კომპიუტერული მეცნიერებების, თეატრალური წრეები. სკოლაში ფუნქციონირებს შემდეგი კლუბები: ეკო კლუბი, სტემ კლუბი, რობოტექნიკის კლუბი, მკითხველთა კლუბი.
სსიპ თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში ქცევის წესები რეგულირდება სკოლის შინაგანაწესით. შინაგანაწესი განხილულია სასკოლო საზოგადოების მიერ და საჯაროდ გამოკრულია სკოლის ფოიეში. განსაზღვრულია აპელაციის მექანიზმები. შინაგანაწესი და აპელაციის მექანიზმები იხილეთ თანდართული სახით.
სსიპ თბილისის კლასიკური გიმნაზიის 2023 წლის ბიუჯეტი შეადგენს 3 000 044 ლარს, მათ შორის, თანამშრომელთა ხელფასები 2 384 391 ლარს, კომუნალური გადასახადები 141 944 ლარს. მიმდინარე რემონტისათვის წელს გახარჯულ იქნა 107 513 ლარი. არაფინანსური აქტივების ზრდამ შეადგინა 3000 ლარი.