თბილისი, ძველი თბილისი, გრიშაშვილის ქ. №54
- Sector
- ქართული
- Shift
- 2
- Total capacity
- 25
- Available places
- 25
- SEN capacity
- 2
- Available SEN places
- 2
თბილისი · ძველი თბილისი · თბილისი, ძველი თბილისი, გრიშაშვილის ქ. №54
Open a section to view its text, related links, and document listing.
სსიპ ქალაქ თბილისის N73 საჯარო სკოლის მისია სკოლის მისიაა აღზარდოს წიგნიერი, შემოქმედებითი და მიზანდასახული, კომუნიკაბელური, კრიტიკულად მოაზროვნე, ტოლერანტი პიროვნება, რომელიც ღირსეულ ადგილს დაიკავებს საზოგადოებაში და საკუთარ წვლილს შეიტანს ქვეყნის განვითარებაში. სკოლის ძირითად პრინციპია, ხელი შეუწყოს მოსწავლეებში პატრიოტიზმის, სამართლიანობის, ჰუმანიზმის, პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბებას, თავისუფალი აზროვნების განვითარებას, უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნას და მოსწავლეების აღჭურვას ცოდნით, რომელსაც ისინი წარმატებით გამოიყენებენ საზოგადოებაში დამკვიდრებისათვის. სკოლის მისია საფეხურების მიხედვით დაწყებითი საფეხურის მისიაა: ა) საგანთა თანამიმდევრული სწავლა-სწავლების გზით მოსწავლის გონებრივი, ფიზიკური, ემოციური და სოციალური განვითარების ხელშეწყობა; ბ) საბაზისო უნარების - წიგნიერებისა და რაოდენობრივი წიგნიერების განვითარების ხელშეწყობა; გ) სასკოლო გარემოსა და სწავლის მიმართ დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება, ცნობისმოყვარეობის ცოდნისმოყვარეობაში გადაზრდა და მოსწავლის მომზადება საბაზო საფეხურისთვის. საბაზო საფეხურის მისიაა: საგანთა სწავლა-სწავლების საფუძველზე მყარი, დინამიკური და ფუნქციური ცოდნის კონსტრუირება, მოსწავლის ინტერესებისა და მიდრეკილებების გამოვლენა, მოსწავლის დამოუკიდებელი სწავლის უნარისა და შრომისუნარიანობის განვითარება, აქტიური მოქალაქის ფორმირების ხელშეწყობა და საფუძველების შექმნა განათლების მომდევნო საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის ან შრომითი საქმიანობისთვის. საშუალო საფეხურის მისიაა: ა) საგანთა გაღრმავებული სწავლების გზით სისტემური ცოდნის კონსტრუირება; ბ) მოაზროვნე, მაძიებელი, ახლის შემოქმედი, წიგნიერი, ინფორმირებული და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქის ჩამოყალიბება, რომელსაც შეუძლია გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება, საკუთარი მიღწევების გამოყენება ახალი მატერიალური, ინტელექტუალური თუ სულიერი ღირებულებების შესაქმნელად. ხედვა სსიპ ქალაქ თბილისის N73 საჯარო სკოლა იქნება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელსაც უზრუნველყოფილი ექნება: • მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების მაღალი დონე; • მასწავლებელთა პროფესიული ზრდის უწყვეტობა; • თანამშრომლობითი გარემო; • მოსწავლეთა გამჭვირვალე, ვალიდური, სანდო და ობიექტური შეფასების სისტემა; • მაღალი ხარისხის ინკლუზიური განათლება. • განხორციელებული ექნება ერთობლივი პროექტები, რათა აღზარდოს პასუხისმგებლიანი, კანონმორჩილი, კონკურენტუნარიანი, უწყვეტ განვითარებაზე ორიენტირებული მოქალაქეები. • საშუალო საფეხურის კურსდამთავრებულთა 90-95% სწავლის დამთავრების პირველ წელს ჩაირიცხება უმაღლეს სასწავლებლებში. სკოლის ძირითადი ღირებულებებია: სამართლიანოვა, პატრიოტიზმი, ტოლერანტობა, ჰუმანიზმი, პასუხისმგებლობა.
სსიპ ქალაქ თბილისის N73 საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოება მოიცავს: სამეურვეო საბჭო, მრჩეველთა საბჭო, მოსწავლეთა თვითმმართველობა, დისციპლინური კომიტეტი, პედაგოგიური საბჭო, დირექტორი, ბუღალტერი, დირექტორის მოადგილე, ადმინისტრაცია, საგნობრივი კათედრა; ტექნიკური პერსონალი.
მიმდინარეობს მუშაობა სკოლის შვიდწლიანი სტრატეგიული გეგმის შექმნის შესახებ.
სსიპ ქალაქ თბილისის N73 საჯარო სკოლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმა
მოსწავლის ჩარიცხვის, საფეხურის დაძლევის, მობილობის სტატუსის შეჩერების და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებისა და გასაჩივრების, ინკლიუზიური განათლების მხარდაჭერის მექანიზმები
1. წინამდებარე სსიპ ქალაქ თბილისის N73 საჯარო სკოლის (შემდგომში – ,,სკოლა”) შინაგანაწესი (შემდგომში – ,,შინაგანაწესი”) ვრცელდება სკოლაში დასაქმებულ პირებზე, მოსწავლეებსა და მათ მშობლებზე/კანონიერ წარმომადგენლებზე, ასევე სკოლის ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირზე და სავალდებულოა შესასრულებლად. 2. შინაგანაწესი წარმოადგენს სკოლასა და სკოლაში დასაქმებულებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. დასაქმებული ვალდებულია გაეცნოს შინაგანაწესს და აღნიშნული დაადასტუროს საკუთარი ხელმოწერით. სკოლა ვალდებულია დასაქმებულს გააცნოს შრომის შინაგანაწესში შეტანილი ცვლილება მისი შეტანიდან 14 კალენდარული დღის ვადაში. 3. შინაგანაწესი ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის. 4. სკოლა ვალდებულია შინაგანაწესი განათავსოს ყველასათვის თვალსაჩინო ადგილას. 5. დამრიგებელი ვალდებულია სასწავლო წლის დაწყებისას შინაგანაწესი გააცნოს მოსწავლესა და მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს. შინაგანაწესში განხორციელებული ცვლილების გაცნობა უნდა მოხდეს არაუგვიანეს 5 დღეში. 6. შინაგანაწესით განისაზღვრება: ა) სამუშაო კვირის ხანგრძლივობა, ყოველდღიური სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დრო; ბ) დასვენების ხანგრძლივობა; გ) შრომის ანაზღაურების გაცემის დრო და წესი; დ) ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი; ე) ანაზღაურების გარეშე შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი; ვ) შრომის პირობების დაცვის წესები; ზ) წახალისებისა და პასუხისმგებლობის სახე და გამოყენების წესი; თ) მატერიალური პასუხისმგებლობა; ი) განცხადების/საჩივრის განხილვის წესი; კ) სასწავლო პროცესის მარეგულირებელი ზოგადი ნორმები; ლ) სკოლაში ჩაცმულობის წესი.
ზოგადი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ’’ ქვეპუნქტისა და ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის N448 ბრძანების დანართი N1-ით დამტკიცებული ,,საჯარო სკოლის წესდების“ მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,კ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სკოლის დირექტორს ეკისრება ვალდებულება ყოველი წლის 10 დეკემბრამდე სამეურვეო საბჭოს წინაშე წარსდგეს და გააცნოს ანგარიში ფინანსური საქმიანობისა და სასწავლო პროცესის მიმდინარეობის შესახებ.