თბილისი, ისანი-სამგორი, გორგასალის ქუჩა #2
- Sector
- ქართული
- Shift
- 2
- Total capacity
- 125
- Available places
- 70
- SEN capacity
- 13
- Available SEN places
- 9
თბილისი · ისანი-სამგორი · თბილისი, ისანი-სამგორი, გორგასლის ქ. №2
Open a section to view its text, related links, and document listing.
მისია სსიპ ქალაქ თბილისის N72 საჯარო სკოლის მისიაა - ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე განათლებული პიროვნების აღზრდა. ინკლუზიური, ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფით, სახელმწიფო ენის გაძლიერებული სწავლებით, მდგრადი განვითარების პრინციპების დანერგვითა და პროფესიულ ორიენტაციაზე უწყვეტი ზრუნვით მოზარდის კონკურენტულ სამყაროში წარმატებული საქმიანობისათვის მომზადება. ხედვა სსიპ ქალაქ თბილისის N72 საჯარო სკოლა 2023-2030 სასწავლო წლებისთვის იქნება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელსაც უზრუნველყოფილი ექნება: • მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების მაღალი დონე; • მასწავლებელთა პროფესიული ზრდის უწყვეტობა; • თანამშრომლობითი გარემო; • მოსწავლეთა გამჭვირვალე, ვალიდური, სანდო და ობიექტური შეფასების სისტემა; • მაღალი ხარისხის ინკლუზიური განათლება. • განხორციელებული ექნება ერთობლივი პროექტები, რათა აღზარდოს პასუხისმგებლიანი, კანონმორჩილი, კონკურენტუნარიანი, უწყვეტ განვითარებაზე ორიენტირებული მოქალაქეები. • საშუალო საფეხურის კურსდამთავრებულთა 90-95% სწავლის დამთავრების პირველ წელს ჩაირიცხება უმაღლეს სასწავლებლებში. ღირებულებები • სსიპ ქალაქ თბილისის N72 საჯარო სკოლა იზიარებს საქართველოს განთლებისa და მეცნიერების სამინისტროს იდეებს. სკოლის ღირებულებები ეფუძნება კრიტიკულ, შემოქმედებით და პროგრესულ აზროვნებას, აკადემიური თავისუფლებისა და აკადემიური ეთიკის პრინციპებს, ღია, დინამიურ და გამჭვირვალე ურთიერთობებს, გუნდურობას, პროფესიონალიზმს, ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის დაცვას.
საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურების გაწევის მიზნით სკოლაში ფუნქციონირებს ფასიანი წრე - „სტუდია ტრიო“.
სკოლა ნაწილობრივ რეაბილიტირებულია, სკოლაში არის საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა, საქმისმწარმოებლის, ბუღალტრის, დირექტორის, ექიმის, ტექნოლოგიების, ჯეოსელის კლასის ოთახები. საბუნებისმეტყველო კათედრის ლაბორატორია. სსსმ მოსწავლეთა რესურსოთახი, აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე მოსწავლეთა ინტეგრირებული კლასი, ფუნქციონირებს სააქტო დარბაზი. გარე სპორტული მოედანი. საპირფარეშო ოთხივე სართულზეა, მათ შორის ერთია ადაპტირებული საპირფარეშო. შენობას არ აქვს პანდუსი. სკოლაში არის ბუნებრივ აირზე მომუშავე ცენტრალური გათბობის სისტემა. სკოლის წყლით მომარაგება ხდება წყლის ცენტრალური მაგისტრალიდან. სკოლაში ფუნქციონირებს ბუფეტი.