Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის №51 საჯარო სკოლა

თბილისი · ძველი თბილისი · თბილისი, ძველი თბილისი, მელიქიშვილის ქ. №2

Register ID#403
Students1,441
Teachers141
Buildings1
School profile

General information

Principal
ეკატერინე წიფურია
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
Teaching sector
ქართული
Authorization start
13/11/2023
Authorization end
13/11/2032
First grade admission

Current capacity information

თბილისი, ძველი თბილისი, მელიქიშვილის ქ. №2

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
150
Available places
91
SEN capacity
16
Available SEN places
11
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and values1 additional item

2023 წლის ივნისის თვეში სსიპ გალაკტიონ ტაბიძის ქ. თბილისის N51 საჯარო სკოლა აქტიურად ჩაერთო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის პროცესში. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ შექმნილმა კომისიამ დაადგინა , რომ აღნიშნული სკოლა სრულად შეესაბამება დადგენილი სტანდარტის მოთხოვნებს და მიანიჭა 9 წლიანი სრული ავტორიზაცია. სკოლის მისია სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქ. თბილისის 51-ე საჯარო სკოლის მისიაა თანასწორუფლებიან და მხარდამჭერ გარემოში აღზარდოს თავისუფალი პიროვნება, რომელიც აცნობიერებს პასუხისმგებლობას საკუთარი ქვეყნის ინტერესების, ტრადიციების, ღირებულებების მიმართ და მზადაა, მონაწილეობა მიიღოს უკეთესი მსოფლიოს შექმნაში; აღჭურვოს იგი თანამედროვე ცოდნითა და უნარებით სწრაფად ცვალებად სამყაროში წარმატებული თვითრეალიზაციისათვის. სკოლის ხედვა სკოლაში თითოეული მოსწავლე თავს გრძნობს დაცულად და მიისწრაფვის საკუთარი შესაძლებლობების სრულყოფისაკენ. სკოლა წარმოადგენს სივრცეს, რომელშიც მუდმივად ხდება ცოდნის გაზიარება სასკოლო საზოგადოების წევრებს შორის მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესების მხარდასაჭერად.   სკოლის ღირებულებები: სკოლა უპირველეს ყოვლისა, ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესში ჩართული პირების საუკეთესო ინტერესებით და საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით: • თანამშრომლობა: ჩვენ ღია ვართ დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის. კონსტრუქციულად განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებულნი ვართ პრობლემების გადაჭრაზე. • გამჭირვალობა: ჩვენი საქმიანობა, ხედვები და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია ყველა დაინტერესებული პირისათვის, უზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა. • განვითარებისაკენ სწრაფვა: სისტემატურად ვაფასებთ ჩვენს საქმიანობას და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, ვგეგმავთ განვითარების ინოვაციურ გზებს. არ ვერიდებით სიახლეების დანერგვას. • სამართლიანობა: ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სკოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და ითვალისწინებს დაინტერესებულ მხარეთა საუკეთესო ინტერესებს; • ურთიერთპატივისცემა: ჩვენ ვიზიარებთ განსხვავებულ აზრს და ურთიერთობები არის ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული; • კეთილსინდისიერება: ჩვენ ვზრდით კეთილსინდისიერ თაობას უკეთესი მომავლისათვის. სკოლის მიზნები სკოლის მიზანია: • აღზარდოს მაღალი აკადემიური ცოდნის მიღებაზე ორიენტირებული თავისუფალი და პასუხისმგებელი, კრიტიკული აზროვნების, ეფექტური კომუნიკაციის უნარების, ჯანსაღი ღირებულებების მატარებელი ადამიანები, რომელთაც შეეძლებათ საკუთარი შესაძლებლობების ოპტიმალური შეფასება და ცხოვრებაში რეალიზება. • ხელი შეუწყოს მასწავლებელთა პროფესიულ ზრდას და პედაგოგიური პრაქტიკის შემდგომ დახვეწასა და გამდიდრებას. • მოსწავლეთათვის შესაბამისი უნარების განვითარება, დამოუკიდებლად მოახერხოს საჭირო ინფორმაციის მოძიება, აღქმა, ანალიზი, დასკვნის გაკეთება და გადაწყვეტილების მიღება; • მოსწავლეთა შესაძლებლობების მაქსიმალური გამოვლენა და განვითარება; • მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მუდმივი განახლება; • უსაფრთხო და შესაძლებლობებით მრავალფეროვანი გარემოს შექმნა და მუდმივი სრულყოფა; • სასკოლო საზოგადოების გააქტიურება.

StructureText information

სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის N51 საჯარო სკოლის სტრუქტურა

Strategic planPlan and performance report

Plan

წინამდებარე დოკუმენტი მოიცავს სკოლის მისიას, ხედვას, ღირებულებებსა და სტრატეგიულ მიზნებს. სტრატეგია განსაზღვრავს თუ როგორ უნდა მიაღწიოს სკოლამ დასახულ მიზნებს არსებული მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენების გზითა და საჭირო დამატებითი რესურსების მოძიებით. სტრატეგიული გეგმა დეტალურად ახდენს გარემო ფაქტორების და შიდა გარემოს SWOT (სიძლიერე, სისუსტე, შესაძლებლობები და საფრთხე) ანალიზს. შვიდწლიანი სტრატეგიული გეგმის პროექტის შედგენისას გათვალისწინებული იქნა როგორც წინარე გამოცდილება, ასევე ახალი გამოწვევები. ინფორმაციის შეჯერების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებითა და თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით ძირითად ამოცანად სკოლა ისახავს მოსწავლეებს მისცეს ხარისხიანი, 21-ე საუკუნის შესაბამისი განათლება, მოამზადოს ისინი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, ხელი შეუწყოს საჭირო უნარ-ჩვევების, პიროვნული ღირებულებების ჩამოყალიბებას შესაბამისი კვალიფიციური კადრების მეშვეობით. სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმის შემუშავების პროცესის წარმართვაზე პასუხისმგებელია სკოლის დირექტორი, რომელიც უზრუნველყოფს კომუნიკაციას სკოლის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, საჭირო ინფორმაციის შეგროვებას. სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის რეალიზება ხდება შიდა და გარე ფაქტორების გათვალისწინებით. ობიექტური ანალიზის საფუძველზე შესაძლებელია მოხდეს სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის გადახედვა გარკვეული პერიოდულობით.

Documents

შვიდწლიანი-სტრატეგიული-გეგმა ახალი.pdf20/09/2023 11:11:30 · 0.4 MB
Download documents on EMIS
Annual action planPlan and performance report

Plan

სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის N51 საჯარო სკოლის წლიური სამოქმედო გეგმა

Documents

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2023-2024.pdf19/09/2023 15:32:42 · 0.86 MB
ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2024-2025 წელი.docx08/11/2024 10:43:39 · 0.2 MB
სასკოლო სასწავლო გეგმა 2025-2026.doc01/10/2025 07:55:14 · 5.44 MB
2025-2026 წლების სამოქმედო გეგმა.docx01/10/2025 07:55:14 · 0.2 MB
2024-2025 სასწავლო წლის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში.docx01/10/2025 08:02:07 · 0.03 MB
Download documents on EMIS
Programs and support services11 additional items

სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის #51 საჯარი სკოლა, ფორმალური განათლების პარალელურად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს არაფორმალურ განათლებას, სადაც მოსწავლის კარიერული წინსვლის უმეტესი წილი სწორედ არაფორმალური გზით მიღებულ განათლებაზე მოდის. შესაბამისად უკვე, მოსწავლე, მასწავლებელი და მშობელი თანხმდება იმაზე, რომ მოსწავლისთვის ფორმალურ განათლებასთან ერთად მნიშვნელოვანია არაფორმალური განათლება, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეს კარიერულ წინსვლასა და ინტერესების უკეთ წარმოჩენაში. უკვე სამივე რგოლი თანაბრად აღიარებს, რომ არაფორმალური განათლება მოსწავლეში ხელს უწყოს ინდივიდუალური, ესთეტიური და შემოქმედებითი მიდრეკილებების განვითარებას. რაც შემდგომში მოსწავლეს განუვითარებს შემდეგ უნარებს: ანალიტიკური/კრიტიკული აზროვნების უნარი, გადაწყვეტილებების მიღების უნარი, პრობლემის გადაჭრის უნარი, სოციალური და თანამშრომლობითი უნარები, სისტემური აზროვნების უნარი. სწავლა-სწავლების პროცესში მოსწავლე თეორიულ ცოდნასთან ერთად იძენს პრაქტიკულ გამოცდილებას. სკოლის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა შექმნას არაფორმალური სივრცე, სადაც მოსწავლეებისთვის შეიქმნა/იქმნება სახელოვნებო გარემო. მსგავს გარემოს ქმნის სასკოლო პროექტები. შესაბამისი პროექტები სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის #51 საჯარო სკოლაში წლებია აქტიურად მიმდინარეობს. თითოეული პროექტის მიზანია სკოლამ ადრეულ ასაკშივე ჩამოუყალიბოს მოსწავლეს პროფესიული/სახელოვნებო განათლების მიმართ ინტერესი, მოსწავლის ცხოვრება გახადოს საინტერესო და თანამედროვე. სკოლა ქმნის საკუთარ საავტორო პროექტებს. პარალელურად აქტიურად ერთვება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ რეკომენდირებულ პროგრამებსა და პროექტებში. მოსწავლეებს აქვთ სურვილი ჩაერთონ და განახორციელონ ისეთი სასკოლო პროექტები, რომელიც მათ ინტერესებზე იქნება მორგებული. ამიტომაც სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის #51 საჯარო სკოლაში გააქტიურდა მოსწავლეთა თვითმმართველობის რგოლი და ყველა პროექტი, აქტივობა იგეგმება მოსწავლეების ჩართულობით, მხარდაჭერით, მათ ინტერესებზე მორგებით. სკოლა მოსწავლეთა თვითმმართველობასთან და მოსწავლეები სკოლასთან აქტიურად თანამშრომლოს, ხდება იდეების გაცვლა და ისეთი აქტივობების დაგეგვმა რომლებიც მათთვის საჭირო და საინტერესოა. მოსწავლეები ჩართულები არიან სხვადასხვა პროგრამებში, პროექტებში. 2025-2026 სასწავლო წელს მოსწავლეებს შევთავაზეთ სპარსული ენის შემსწავლელი ჯგუფი, სადაც სწავლება უფასოა. 2025-2026 სასწავლო წელს მოსწავლეებს, ინტერესის მიხედვით, შეუძლიათ გაერთიანდნენ სხვადასხვა კლუბებში. სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს მრავალფეროვან სერვისებს. (იხ. მიმაგრებული ფაილი)

Documents

51-ე-სკოლა-არაფორმალური-განათლება.pdf21/09/2023 16:55:15 · 0.63 MB
კლუბი-ჰარმონია.docx27/10/2025 08:54:21 · 0.14 MB
კლუბი-ჭაშნიკი.docx27/10/2025 08:54:21 · 0.68 MB
კლუბი-წიგნოსნები.docx27/10/2025 08:54:21 · 0.14 MB
კლუბი-რა-სად-როდის.docx27/10/2025 08:54:21 · 0.14 MB
კლუბი-პოლიგლოტი.docx27/10/2025 08:54:21 · 0.14 MB
კლუბი-ოდისეა.docx27/10/2025 08:54:21 · 0.14 MB
კლუბი-ინტელექტის-ფორმულა.docx27/10/2025 08:54:21 · 0.22 MB
კლუბი-ინიციატივა-51.docx27/10/2025 08:54:21 · 0.14 MB
კლუბი-აინშტაინი.docx27/10/2025 08:54:22 · 0.14 MB
კლუბი დავითიანი.docx27/10/2025 08:54:22 · 0.14 MB
Download documents on EMIS
Behavior rules and appeal mechanisms3 additional items

წინამდებარე დოკუმენტი სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის N51 საჯარო სკოლის შინაგანაწესი ვრცელდება სკოლაში დასაქმებულ პირებზე, მოსწავლეებსა და მათ მშობლებზე/კანონიერ წარმომადგენლებზე, ასევე სკოლის ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირზე და სავალდებულოა შესასრულებლად. დისციპლინური სახდელის სახით შენიშვნა შესაძლოა გამოყენებულ იქნეს შემდეგ შემთხვევებში: ა) გაკვეთილზე ზედიზედ არაერთგზის დაგვიანება; ბ) საგაკვეთილო პროცესის დროს მობილური ტელეფონით ან/და ნებისმიერი სხვა სახის ტექნიკური საშუალებით არასასწავლო მიზნით სარგებლობა; გ) მოსწავლის მიერ სკოლის შინაგანაწესით დადგენილი ჩაცმულობის წესის (სამოსი, იერსახე და სხვა) დაუცველად სკოლის ტერიტორიაზე გამოცხადება. გამონაკლისი დაიშვება სკოლის მიერ წინასწარ განსაზღვრულ ღონისძიებებში მონაწილეობისას. დ) სკოლის ტერიტორიაზე სხვისი ნივთის უნებართვოდ აღება; ე) სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლის გამოცხადება შემდეგი ნივთებით: ე.ა) თამბაქოს ნაწარმი/ელექტრონული სიგარეტი; ე.ბ) სანთებელა ან ასანთი; ე.გ) აზარტული თამაშის საშუალებები; 2. დისციპლინური სახდელის სახით გაფრთხილება შესაძლოა გამოყენებულ იქნეს შემდეგ შემთხვევებში: ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის განმეორებით ჩადენისას, თუ მოსწავლის მიმართ უკვე გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომა (შენიშვნა) ან შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის სისტემატურად ჩადენისას, რის გამოც მიზანშეწონილია მის მიმართ დისციპლინური სახდელის სახით გაფრთხილების გამოყენება დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომის გამოყენების გარეშე; ბ) გაკვეთილის ჩაშლა ან ჩაშლის მცდელობა; გ) გაკვეთილის თვითნებურად მიტოვება; დ) სკოლისათვის მატერიალური/ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა; 14 ე) სკოლაში დასაქმებული პირების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა; ვ) მოსწავლის სიტყვიერი შეურაცხყოფა; ზ) სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლის გამოცხადება შემდეგი ნივთებით: ზ.ა) ალკოჰოლური საშუალებები; ზ.ბ) უხამსობის ამსახველი ნივთები/საშუალებები. თ) არაფხიზელ მდგომარეობაში სკოლაში გამოცხადება

Documents

შინაგანაწესი.pdf20/09/2023 11:21:42 · 0.42 MB
შინაგანაწესი 2024-2025 წელი.pdf08/11/2024 10:45:40 · 10.73 MB
შინაგანაწესი 2025-2026 წელი.pdf01/10/2025 08:02:19 · 10.73 MB
Download documents on EMIS
Infrastructure