თბილისი, გლდანი-ნაძალადევი, სარაჯიშვილის გამზ. №9
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 50
- Available places
- 0
- SEN capacity
- 5
- Available SEN places
- 1
თბილისი · გლდანი-ნაძალადევი · თბილისი, გლდანი-ნაძალადევი, სარაჯიშვილის გამზ. №9
Open a section to view its text, related links, and document listing.
სკოლის მისია სსიპ დავით სარაჯიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N16 საჯარო სკოლის მისიაა მრავალფეროვანი სასწავლო პროცესის, ორგანიზებული სასწავლო გარემოსა და ხარისხიანი განათლების მიღების საშუალებით აღზარდოს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის მქონე, ინიციატივიანი, თავისუფალი მოქალაქე, რომელიც შეძლებს სათანადო ადგილის დამკვიდრებას საზოგადოებაში და საკუთარი წვლილის შეტანას ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაში. სკოლის ხედვა სსიპ დავით სარაჯიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N16 საჯარო სკოლა სასკოლო თემში სარგებლობს მაღალი ნდობითა და რეპუტაციით; სკოლა ორიენტირებულია თითოეული მოსწავლის შესაძლებლობების, პოტენციალისა და განსაკუთრებული ნიჭის გამოვლენასა და რეალიზებაზე, მათი ინდივიდუალური საჭიროებების აღიარებასა და მხარდაჭერაზე; ზრუნავს მოსწავლის გონებრივ, ფიზიკურ, ემოციურ განვითარებასა და სოციუმის სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებაზე; სკოლა სასკოლო თემს სთავაზობს უსაფრთხო, ინკლუზიურ, კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებულ სასწავლო გარემოსა და მოსწავლის ჰოლისტურ განვითარებასთან დაკავშირებულ პროცესს; მოსწავლეები უზრუნველყოფილნი არიან ღირებული სასწავლო გამოცდილებითა და სწავლა/სწავლების ინოვაციური მეთოდებით; სასწავლო პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების, მრავალფეროვანი პროგრამებისა და ონლაინ-საგანმანათლებლო რესურსების გამოყენებით უვითარებს მოსწავლეებს შემოქმედებით და კრიტიკულ აზროვნებას, ხელს უწყობს ავტონომიურობასა და ინდივიდებთან თუ ჯგუფებთან ეფექტურ კომუნიკაციას; სკოლაში მიღებული გამოცდილება, უნარ-ჩვევები და კომპეტენციები მამოტივირებელი საშუალებაა მოსწავლეები ჩაერთონ ეროვნულ თუ საერთაშორისო პროექტებში; მზრუნველი და მხარდამჭერი ატმოსფერო, მუდმივი, უწყვეტი პროფესიული ზრდის შესაძლებლობა სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრისთვის, დელეგირებული, გაზიარებული პასუხისმგებლობა და სკოლისა და ოჯახის კონსტრუქციული თანამშრომლობა ქმნის უნიკალურ სასკოლო კულტურას; სკოლის მისიისა და ხედვის განხორციელების მიზნით სასკოლო საზოგადოება ხელმძღვანელობს ღირებულებებით: • საქმიანობის განხორციელებისას სამართლიანობის პრინციპის დაცვა; • საკუთარი და სხვათა ღირსების პატივისცემა; • იდეებისა და ინოვაციების განხორციელებისთვის ხელსაყრელი გარემოს უზრუნველყოფა; • თანამშრომლობა, კომუნიკაცია და გუნდურობა;
სსიპ - დავით სარაჯიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის №16 საჯარო სკოლაში სწავლა მიმდინარეობს ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის სამივე საფეხურზე: ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა I საფეხური (I-VI კლასები); ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა II საფეხური (VII-IX კლასები) და ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა III საფეხური (X - XII კლასები). სსიპ დავით სარაჯიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N 16 საჯარო სკოლაში შემუშავებულია მოსწავლის ჩარიცხვის, საფეხურის დაძლევის, კლასიდან-კლასში გადაყვანის, სტატუსის შეჩერებისა ან/და შეწყვეტის, მობილობისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების საფუძველზე მოსწავლის ჩარიცხვის წესი
შინაგანაწესი დამტკიცებულია სამეურვეო საბჭოს მიერ
სკოლაში ხდება ფინანსური მართვა, რომელშიც იგულისხმება: დაგეგმვა (ანუ ბიუჯეტის შედგენა); განკარგვა (შესყიდვების გეგმის შედგენა), მონიტორინგი (სამეურვეო საბჭოსთვის ფინანსური ანგარიშის წარდგენა). სკოლას აქვს ფინანსური რესურსები, შემოსავლების წყაროს წარმოადგენს ვაუჩერული დაფინანსება, ეკონომიკური საქმიანობა (იჯარები). სკოლის დირექტორი ფინანსური საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარუდგენს სამეურვეო საბჭოს. სამეირვეო საბჭო ამტკიცებს სკოლის ბიუჯეტს. სკოლას ემსახურება სახელმწიფო ხაზინა, რომლის საშუალებითაც ხორციელდება ფინანსური რესურსების მართვა და მონიტორინგი.