Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა - მათემატიკის ქალაქ თბილისის №42 საჯარო სკოლა

თბილისი · ძველი თბილისი · თბილისი, ძველი თბილისი, ჩაიკოვსკის ქ. №9

Register ID#398
Students668
Teachers60
Buildings1
School profile

General information

Principal
ნუგზარ კედელაშვილი
Grade levels
საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
Teaching sector
ქართული
Authorization start
Authorization end
First grade admission

Current capacity information

Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and values1 additional item

აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის N42 საჯარო სკოლა სპეციალიზებულია. სკოლის სტრატეგიული მიზნები და მისია მისი პროფილიდან გამომომდინარეობს. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მდგრადი განვითარებისთვის მეტად მნიშვნელოვანია ზუსტი და საბუნებისმეტყველო დარგების განვითარების ხელშეწყობა. სკოლა ცდილობს გამოიყენოს და განავითაროს მცირერიცხოვანი მოსახლეობის ქვეყნის ძირითადი სიმდიდრე - ინტელექტუალური რესურსი. შესაბამისად, სკოლის ძირითადი დანიშნულებაა მოამზადოს განათლებული ახალგაზრდა ლიდერები, რომელთაც შეეძლებათ, საბაზრო ეკონომიკის პირობებში, თავიანთი ინტელექტუალური პოტენციალის თვითრეალიზება და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესებში წარმატებულად მონაწილეობა. ეკონომიკური ზრდა უნდა იყოს საშუალება მათი შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზებისა და არა თვითმიზანი. სკოლას სურს, რომ მომავალი ინტელექტუალური ელიტის მთავარი საზრუნავი იყოს ადამიანი, მისი პოტენციალის ზრდა, ისეთი საზოგადოების აშენება, რომელშიც ნებისმიერ მოქალაქეს ექნება სრულფასოვანი, ხარისხიანი განათლების მიღების, ჯანმრთელობის დაცვისა და არჩევანის გაკეთების მაქსიმალური თავისუფლება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სკოლა აქტიურად ზრუნავს, მოამზადოს ახალგარდა ლიდერები სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობაში წარმატებული მოღვაწეობისათვის. მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოების პირობებშია შესაძლებელი დემოკრატიული სახელმწიფოს ფორმირება. სკოლის საქმიანობა ასევე ემსახურება მომავალ თაობებში პატრიოტული გრძნობებისა და სამოქალაქო ცნობიერების განვითარებას, სათანადო უნარ-ჩვევების გამომუშავებას, პიროვნების პატივისცემასა და ა.შ. ყოველივე ეს კი განვითარებული ეკონომიკის გარეშე უტოპიური იქნება. ამგვარად, ჩვენი სკოლის მისია და გრძელვადიანი მიზნები უკავშირდება ახალგაზრდა ლიდერების მომზადებას, რომლებსაც შეეძლებათ წარმატებით მიიღონ აქტიური მონაწილეობა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასა და სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობაში. ეს ამბიციური, მაგრამ რეალისტური ამოცანაა, თუ კი გავითვალისწინებთ ჩვენი სკოლის რესურსებს, მის ტრადიციებს, მოსწავლეებისა და მათი მშობლების სურვილებსა და მზაობას, სასკოლო სასწავლო გეგმის სპეციფიკურობასა და გამოცდილ პედაგოგიურ კადრებს. შესაბამისად, სკოლის სამოქმედო სტრატეგია მდგომარეობს შემდეგში: `შევინარჩუნოთ სკოლის საუკეთესო ტრადიციები და გავაძლიეროთ ის ახალი იდეებითა და ინოვაციური მეთოდებით. სკოლა ცდილობს, ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების გაძლიერებული სწავლისათვის მოტივირებულ და სათანადო მზაობის მქონე მოსწავლეებს შეუქმნას შესაბამისი სასწავლო გარემო და საბოლოო ჯამში, ამით უზრუნველყოს ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე სამეცნიერო წრეების, შრომის ბაზრისა და ეკონომიკური განვითარების მოთხოვნის შესაფერისი ინტელექტუალური კადრების მომზადება.

Structure2 additional items

სტრუქტურა

Documents

სტრუქტურა.pdf02/04/2024 11:44:58 · 0.2 MB
Download documents on EMIS
Strategic planPlan and performance report

Plan

სტრატეგიული გეგმა

Documents

შვიდწლიანი სტრატეგიული გეგმა ვეკუა.docx02/04/2024 11:47:46 · 0.15 MB
Download documents on EMIS
Annual action planPlan and performance report

Plan

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა

Documents

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2023-2024 ვეკუა.docx02/04/2024 11:48:23 · 0.18 MB
შვიდწლიანი სტრატეგიული გეგმა ვეკუა.docx02/04/2024 11:48:24 · 0.15 MB
Download documents on EMIS
Behavior rules and appeal mechanisms1 additional item

შინაგანაწესი

Documents

შინაგანაწესი.pdf02/04/2024 11:49:17 · 0.22 MB
Download documents on EMIS