თბილისი, ძველი თბილისი, პეტრიაშვილის ქ. №7
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 125
- Available places
- 54
- SEN capacity
- 13
- Available SEN places
- 13
თბილისი · ძველი თბილისი · თბილისი, ძველი თბილისი, პეტრიაშვილის ქ. №7
Open a section to view its text, related links, and document listing.
იხ.დანართი
სკოლის სტრატეგიული გეგმის ძირითადი მიმართულებები სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმა შემუშავებულია სასკოლო საზოგადოების ჩართულობით, გამოყენებულია სკოლის ავტორიზაციის საკითხებზე მომუშავე ჯგუფის რეკომენდაციები, წინა ს/წლის შედეგების ანალიზი, გერმანული ენის სწავლების საერთაშორისო სტანდარტები. სკოლის დირექცია უზრუნველყოფს დოკუმენტის თანაბარ ხელმისაწვდომობას ყველა დაინტერესებული მხარისთვის და გამოთქვამს მზადყოფნას კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის. სკოლის შესაძლებლობებისა და საქმიანი გარემოს შესწავლის (SWOT ანალიზი), დეკლარირებული მისიისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლება/მოვალეობების ფარგლებში სსიპ ქალაქ თბილისის N21 საჯარო სკოლას დაგეგმილი აქვს 2023-2030 წლებში იმუშაოს სამი სტრატეგიული მიმართულებით, თითოეული სტრატეგიული მიმართულება აერთიანებს რამდენიმე სტრატეგიულ მიზანს: 1. სკოლის ადმინისტრირების გაუმჯობესება; სტრატეგიული მიზანი 1. - თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი სასწავლო-სააღმზრდელო პროცესებისა და სამუშაო გარემოს ორგანიზება სკოლის სასწავლო გეგმის საშუალებით სტრატეგიული მიზანი 2. - სასწავლო პროცესის უზრუნველყოფა სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული შესაბამისი მატერიალური რესურსით. სტრატეგიული მიზანი N3 - სკოლაში, სასწავლო პროცესის შესაბამისი ადამიანური რესურსის განვითარების ხელშეწყობა და პერსონალის, მოსწავლეთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფა. 2. სკოლაში განათლების ხარისხის გაუმჯობესება ციფრული ტექნოლოგიების საგაკვეთილო პროცესში გამოყენების გზით; სტრატეგიული მიზანი N1 - სწავლა-სწავლების ხარისხისა და მოსწავლეების შედეგების გაუმჯობესება. სტრატეგიული მიზანი 2 - მასწავლებლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა სტრატეგიული მიზანი N 3 - სასკოლო მონიტორინგისა და შეფასების სისტემის საქმიანობის ხელშეწყობა 3. გერმანული ენის დიპლომის გამოცდების მაჩვენებლის გაზრდა. სტრატეგიული მიზანი N1- სკოლის სასწავლო გეგმაში გერმანული ენის დიპლომის სტანდარტის გათვალისწინება სტრატეგიული მიზანი N2 - გერმანული ენის სწავლების ხარისხის გაუმჯობესება საგანთაშორის ინტეგრირების საშუალებით სტრატეგიული მიზანი N3 - პარტნიორული ურთიერთობების გაძლიერება სტრატეგიული მიზნები წარმატებით მოიცავს სკოლისთვის სხვა აქტუალური საქმიანობის განხორციელებას: • უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა სკოლაში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მთავარი მიზანია შექმნას ისეთი უსაფრთხო და მზრუნველი გარემო სადაც მოსწავლეებისა და თანამშრომლებისთვის გარანტირებული იქნება ფიზიკური და ფსიქო-ემოციური უსაფრთხოება, სადაც თითოეულ ბავშვს ექნება ჩართულობის გრძნობა და ერთმანეთთან და უფროსებთან თანამშრომლობის შესაძლებლობა. სკოლაში უსაფრთხოების დაცვის პოლიტიკას ახორციელებს სკოლის დირექცია მანდატურის სამსახურთან ერთად. მანდატურები თავის საქმიანობას წარმართავენ მანდატურის სამსახურის მიერ დამტკიცებული დებულების შესაბამისად. სკოლა აღჭურვილია ვიდეოკამერებით და მიმდინარეობს ვიდეოკონტროლი. სკოლის უსფრთხოების დაცვის პოლიტიკა რეგულირდება დოკუმენტით - სსიპ ქალაქ თბილისის N21 საჯარო სკოლის უსაფრთხოების დაცვის პოლიტიკა რომელიც მოქმედებს შემდეგი პრინციპები: ავიცილოთ დისკრიმინაცია: გენდერის, რასის, ფერის, სოციალური, ეთნიკური, წარმომავლობის, ენის, რელიგის, ან სხვა სტატუსის მიხედვით; ადეკვატური ინსტრუმენტების შექმნით ავამუშაოთ ეფექტური მონიტორინგის სისტემა სკოლაში ძალადობის პრევენციისათვის; პროპაგანდირება გაუწიოს ცხოვრების ჯანსაღ წესს, ადამიანის ფუნდამენტურ ფასეულობებს და მაქსიმალურად დაიცვას მოსწავლე ქუჩის მავნე ზეგავლენისგან. განუვითაროს მოსწავლეს საკუთარი კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების უნარ-ჩვევები; თითოეულ მოსწავლეში გავზარდოთ პიროვნული და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა. სკოლაში შეზღუდულია მოსწავლეების ჯგუფური და/ან უმეთვალყურეოდ გამოშვება (გამოძევებული მოსწავლეები) უფლებამოსილი პირის ან მეთვალყურის (მანდატური, დირექციის წევრი, მორიგე პედაგოგი) გარეშე. • მშობელთა ჩართულობა სასკოლო პოლიტიკის თანახმად დირექცია უზრუნველყოფს სკოლისადმი თითოეული დაინტერესებული პირის კონსტრუქციულ, თავაზიან და კეთილსინდისიერ დამოკიდებულებას. მათი მოთხოვნილებების და შეხედულებების გათვალისწინებასა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას. მშობელთა ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით, სკოლა უზრუნველყოფს: ორმხრივ, რეგულარულ და ეფექტურ კომუნიკაციას სკოლასა და ოჯახს შორის: ეფექტური კომუნიკაცია მოითხოვს სკოლის მიერ ინიცირებულ თანამშრომლობას მშობელთან და მშობლის მიერ ინიცირებულ თანამშრომლობას სკოლასთან, სადაც ორივე მხარე ერთმანეთს გაუზიარებს ინფორმაციას ბავშვი ძლიერი და სუსტი მხარეების და მათი მიღწევების შესახებ. ეფექტური კომუნიკაციისთვის საჭიროა ორივე მხარემ გაითვალისწინოს ისეთი საკითხები, როგორიცაა კულტურული მრავალფეროვნება და ენობრივი განსხვავებები და მიიღოს შესაბამისი ზომები ყველა დაინტერესებულ პირთან ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველსაყოფად. აქტიური მშობლის წახალისება და დახმარება: ოჯახი ბავშვის განათლებაში უმთავრეს როლს ასრულებს და სკოლამ პატივი უნდა სცეს და დააფასოს ის ტრადიციები და საქმიანობა რომელიც განსაკუთრებულ როლს თამაშობს საზოგადოების კულტურულ ცხოვრებაში. მშობლების როლი მოსწავლის სწავლის პროცესში: სკოლა აღიარებს მშობლის უმნიშვნელოვანეს როლს ბავშვის აღზრდისა და განათლების პროცესში. მოსწავლის აკადემიური მოსწრება საგრძნობლად უმჯობესდება, როდესაც მშობელი არის ჩართული სწავლის პროცესში. სკოლის გახსნილობა მშობელთა ჩართულობისადმი და შესაბამისი პროგრამების აქტიური მხარ
სსიპ ქალაქ თბილისის N21 საჯარო სკოლა (შემდგომში – სკოლა), ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებით დაფუძნდა. სკოლა, თბილისის N6 ქართულ-გერმანული სკოლის სამართალმემკვიდრეა, რომელიც დაარსა ქართველმა ენათმეცნიერმა, ჰუმბოლტის პრემიის მფლობელმა, გურამ რამიშვილმა 1981 წელს. სკოლის კონცეფცია დაფუძნებული იყო ევროპული განათლების მოდელზე და თავიდანვე გულისხმობდა მრავალფეროვნებას მოსწავლეთა ინტერესებთან მიმართებაში. სკოლის მიზანი იყო ისეთი ქართულ-ევროპული სასწავლებლის შექმანა, რომელიც მშობლიურ კულტურას და ცივილიზაციას წარმოადგენდა ევროპულთან ინტეგრაციაში. ეს იყო ფორმით ევროპული და შინაარსით ქართული სასწავლებელი. საბჭოთა კავშირის ეპოქაში, ეს საკმაოდ ამბიციური და სახიფათო პროექტი იყო. ბევრი წინააღმდეგობის მიუხედავად, სკოლას აქტუალობა არ დაუკარგავს და აწ უკვე, სსიპ ქალაქ თბილისის N21 საჯარო სკოლა დღესაც მოთხოვნადია და გამოირჩევა მოსწავლეთა მაღალი კონტიგენტით, რაც განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა ბოლო წლებში. გერმანული ენის სწავლების სფეროში ქვეყნის მასშტაბით ლიდერის პოზიცია უჭირავს. ამან განაპირობა, რომ სსიპ - ქალაქ თბილისის N21 საჯარო სკოლას 2017 წლის 12 ივლისს მინისტრის ბრძანების საფუძველზე მიენიჭა გერმანული ენის გაძლიერებული სწავლების სტატუსი. გერმანული ენის დიპლმის (DSD) მაჩვენებლების მიხედვით, რომელიც ხორციელდება მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანის 1000-ზე მეტი სკოლაში და ენის გამოცდაზე ყოველწლიურად გადის 70 000-მდე მოსწავლე, სსიპ ქალაქ თბილისის N21 საჯარო სკოლის მოსწავლეები შედიან მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო 10%-ში. აღნიშნული სტატუსიდან გამომდინარე სკოლა ჩართულია არაერთ საერთაშორისო პროგრამაში, კერძოდ: • ახორციელებს გერმანული ენის სწავლების პროგრამა, რის საფუძველზეც გაიცემა გერმანული ენის DSD-I და DSD-II დონის დიპლომი; • პარტნიორული ურთიერთობები აქვს გერმანიის შემდეგ სკოლებთან: ლანდჰაიმ შონდორფი (ბაიერნი), ზაარ-ფალცის გიმნაზია ჰომბურგში (ზაარლანდი), ფრაიბერგის კოლეჯი (საქსონია). • მონაწილეობს პარტნიორობის ფარგლებში გამართულ სასკოლო პროექტებში (სკოლები-მომავლის პარტნიორები, უცხოეთში სასკოლოს განათლების ცენტრალური უწყება, გერმანიის საელჩო, გოეთეს ინსტიტუტი) გარდა საერთაშორისო აქტივობებისა, სსიპ - ქალაქ თბილისის N21 საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები სხვადასხვა საგანმანათლებლო ოლიმპიადებსა და აქტივობებში და აღწევენ მნიშვნელოვან წარმატებებს. სკოლაში დასაქმებულია 86 მასწავლებელი. აქედან 4 - მენტორი, 35 - წამყვანი, 45 - უფროსი და 2 უსტატუსო მასწავლებელი. სკოლა ღიაა ყველა მსურველისთვის. აქ ინდივიდუალური სასწავლო გეგმით სწავლობს 33 სსსმ მოსწავლე, რომელთა სოციალური ადაპტაციისა და საკუთარი შესაძლებლობების გასავითარებლად, მაქსიმალურად ვცდილობთ შევქმნათ საუკეთესო გარემო. სკოლის საქმიანობის ძირითადი პრინციპებია: • ლიდერის წამყვანი როლი; • ორიენტაცია მომხმარებელზე; • პერსონალის მონაწილეობა; • პროცესული მიდგომა ხარისხის მართვისადმი ( ყურადღების გამახვილება უშუალოდ პროცესზე და არა მის შედეგზე) • სისტემური მიდგომა ხარისხის მართვისადმი (გულისხმობს ურთიერთდაკავშირებული პროცესების ერთიანი სისტემის შექმნას და მართვას); • ხარისხი უწყვეტი გაუმჯობესება (დაგეგმე–გააკეთე–შეამოწმე–გაასწორე); • გადაწყვეტილების მიღება ფაქტების საფუძველზე; • ურთიერთხელსაყრელი კავშირები.
სკოლის მოსწავლეების მიერ შემუშავებულია „ღირსების კოდექსი“ რომელიც ძირითადად სკოლის ღირებულებებზეა მორგებული და ხელს უწყობს მაღალი სამოქალაქო ცნობიერების ფორმირებას. „ღირსების კოდექსის“ მიხედვით ჩვენი მოსწავლეებისთვის ფასეულია: შრომა - სწავლის შედეგების მიღწევის წინაპირობა შრომისმოყვარეობაა. ჩვენი სკოლის ყველა მოსწავლე ცდილობს იშრომოს და განივითაროს ინტელექტუალური პოტენციალი, ჩაერთოს საგაკვეთილო და სასკოლო აქტივობებში; არ თაკილობს სკოლაზე ზრუნვას და სიამოვნებით აწესრიგებს გარემოს; კეთილსინდისიერება - მოსწავლე კეთილსინდისიერად ასრულებს სასკოლო დავალებებს, გმობს პლაგიატს, არ მიითვისებს სხვის ნაშრომს, მათ შორის ინტელექტუალურს, არ ცდილობს გადაიწეროს სხვისგან საშინაო დავალება; ზედმიწევნით იცავს სასწავლო პროცესის სწორად წარმართვისთვის დადგენილ წესებს; თანასწორობა და თანადგომა - სკოლა ყველა მოსწავლეს იღებს თანაბარი უფლებით, განურჩევლად მათი განსხვავებული საჭიროებებისა, სოციალური შემწყნარებლობა და ურთიერთპატივისცემა - სკოლის მოსწავლეს შეუძლია განსხვავებული აზრის მოსმენა, აგვარებს კონფლიქტებს მშვიდობიანი გზით და გმობს აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. მიუღებელია არაეთიკური ქმედება, შეურაცხყოფა, ჩაგვრა, ძალადობა და ცილისწამება ერთმანეთის მიმართ; სკოლის პატივისცემა და პასუხისმგებლობა - სკოლის მოსწავლე იცავს სასკოლო წესებს, შინაგანაწესსა და სხვადასხვა ინსტრუქციას. უმიზეზოდ არ აცდენს და არ იგვიანებს გაკვეთილზე. პატივისცემით ეპყრობა სკოლის თანამშრომლებს. უფრთხილდება სკოლის მატერიალურ ბაზას, არ სვრის კედლებს და არ ანაგვიანებს სასკოლო სივრცეს. მოსწავლე აცნობიერებს დაკისრებულ მოვალეობებს და პასუხს აგებს თავის ქმედებებზე; თავისუფლება - სკოლის მოსწავლე არ ექცევა სხვისი გავლენის ქვეშ, მოქმედებს საკუთარი შეხედულებების მიხედვით, აზროვნებს კრიტიკულად, მსჯელობს საღად და იღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას. მე, სსიპ ქალაქ თბილისის N21 საჯარო სკოლის მოსწავლე, ვაღიარებ და ვუერთდები მოსწავლის ღირსების კოდექსს და ვაცხადებ, რომ: ვიქნები ორიენტირებული განათლების მიღებასა და ჩემს პიროვნულ განვითარებაზე, რაც აისახება აკადემიურ მოსწრებაზე; მონაწილეობას მივიღებ სასკოლო აქტივობებში, ვიზრუნებ სკოლასა და მის გარემოზე; პატივისცემით მოვეპყრობი სკოლის ყველა თანამშრომელს, დავიცავ სკოლის შინაგანაწესით დადგენილ წესებს და შევასრულებ სასკოლო მოთხოვნებს; ვგმობ აგრესიას, არ დავჩაგრავ არავის და არ ვიძალადებ; შევეცდები, ნებისმიერი კონფლიქტი მოვაგვარო მშვიდობიანად; პატივს ვცემ ყველა მოსწავლეს, მიუხედავად განსხვავებული საჭიროებისა, სოციალური, ეთნიკური და რელიგიური შეხედულებებისა. მხარში დავუდგები მათ, რათა შეძლონ ჩვენს სკოლაში სრულფასოვანი და ადეკვატური განათლების მიღება; ვაცნობიერებ ჩემს უფლებებს, პასუხისმგებლობას, თავისუფლებასა და მოვალეობებს, პატივს ვცემ სხვის უფლებებსა და თავისუფლებას; თუ შეგნებულად დავარღვიე სკოლის ღირსების კოდექსი, პასუხს ვაგებ ქმედებებზე. გარდა „ღირსების კოდექსისა“ სკოლსას შემუშავებული აქვს შრომის შინაგანაწესი, რომლითაც რეგულირდება თანამშრომლების და მოსწავლეების ქცევის წესები, რომლის მიხედვითაც სკოლის ტერიტორიაზე მყოფი ყველა ადამიანი ვალდებულია გაუფრთხილდეს როგორც საკუთარ ასევე სხვების ჯანმრთელობას, უსაფრთხოებას და კეთილდღეობას. დაიცვას სასკოლო წესრიგი, რომლის მიხედვითაც: 1. გაკვეთილების პერიოდში იკრძალება ყოველგვარი ხმაური დერეფნებში. 2. დაუშვებელია ნებისმიერი სახის კონფლიქტის გაღვივება, წახალისება, მასში ჩაბმა. 3. დაუშვებელია სკოლაში ალკოჰოლური ან ნარკოტიკული ნივთიერებების ზეგავლენის ქვეშ გამოცხადება, ნარკოტიკული და ალკოჰოლური ნივთიერებების მიღება. 4. დაუშვებელია უცენზურო, უხამსი გამონათქვამების გამოყენება და ამგვარი ინფორმაციის გავრცელება. 5. დილით დაგვიანებული მოსწავლეების აღრიცხვას აწარმოებს დირექციის მიერ გამოყოფილი უფლებამოსილი პირი და მისი საშუალებითვე მოხდება მშობლების და/ან კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირება. 6. გათავისუფლებული მოსწავლეების აღრიცხვა: • საგაკვეთილო პროცესიდან დროზე ადრე გათავისუფლებული მოსწავლეების სკოლიდან გასვლა მოხდება საშვის საფუძველზე. • საშვი გაიცემა დამრიგებლის მიერ დირექტორთან შეთანხმებით, მშობლის წინასწარი ინფორმაციის საფუძველზე და მოხდება მოსწავლის სპეციალურ ჟურნალში ჩანიშვნა. • საშვი უნდა შეიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას: მოსწავლის გვარი და სახელი, კლასი, თარიღი, დრო, მიზეზი, საშვის გამცემი პირის მონაცემები და ხელმოწერა. 7. სკოლაში უცხო პირების გადაადგილება შეზღუდულია საშვის გარეშე. სკოლაში შემოსვლა შეუძლიათ: • მშობლებს ყოველ პარასკევს 14.00 სთ-ის შემდეგ; • მშობლებს, რომლებსაც წინასწარ შეთანხმებით აქვთ საგაკვეთილო პროცესზე დაკვირვების ნება; • სკოლაში არსებული სხვადასხვა სახის წრეებში ჩართულ პირებს; • იჯარით გასხვისებული ფართების მეპატრონეებს; • უცხო პირებს დირექციასთან წინასწარი შეთანხმებისა და სპეციალურ ჟურნალში გატარების შემდეგ; მოსწავლეთა სკოლიდან გაპარვის თავიდან ასაცილებლად, მოსწავლეების ძირითადი ნაკადის გასვლისა და შემოსვლი დროს შესასვლელ კართან იდგება სკოლის მიერ სპეციალურად გამოყოფილი პირი, რომელიც გააკონტროლებს იმ მოსწავლეების მოძრაობას, რომლებსაც საგაკვეთილო ბადის მიხედვით დაუმთავრდათ გაკვეთილები. რისკის ჯგუფში შემავალი მოსწავლეების მიმართ მოქმედებს განსაკუთრებული მიდგომები, რაც გულისხმობს: • კერძო საუბრებს, სხვადასხვა კულტურულ და საგანმანათლებლო აქტივობებში ჩართვას, • ოჯახთან მჭიდრო ურთიერთობას, მათი მხრიდან ჩადენილ დარღვევებზე ადექვატურ რეაგირებ
სკოლის სასწავლო გეგმით განსაზღვრული სასწავლო პროცესის შესაბამისად, სკოლის ინფრასტრუქტურა საჭიროებს რეაბილიტაციას. • სკოლას აქვს სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული სასწავლო პროცესის შესაბამისი მატერიალური რესურსი, მათ შორის: საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კუთვნილი უძრავი ქონება შემდეგ მისამართზე: თბილისი, პეტრიაშვილის ქ.N7; • სკოლაში ფუნქციონირებს 49 ფინანსური კლასი შესაბამისი რაოდენობის სასკოლო ინვენტარით. • სათანადოდ აღჭურვილი საზოგადოებრივი მეცნიერების კაბინეტები; სკოლაში ფუნქციონირებს ინტეგრირებული პროგრამა ,,სარესტორნო მომსახეურება“, რომლის ინფრასტრუქტურა სრულადაა აღჭურვილი. • სკოლას აქვს 2 სპორტული დარბაზი, სააქტო დარბაზი და ბუფეტი. • სკოლაში არის საგანმანათლებლო პროცესის წარმართვისთვის აუცილებელი გარემო: ელექტროენერგიის მიწოდების უწყვეტი სისტემა, სველი წერტილები, ბუნებრივი განათების შესაძლებლობა და გათბობის საშუალებები; • სკოლაში არის სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისი ბიბლიოთეკა სათანადო რაოდენობის წიგნადი ფონდით, პერიოდიკითა და სხვა დამხმარე მასალით; • სკოლას აქვს ადაპტირებული გარემო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეთათვის. მოსწავლეები სართულებზე გადაადგილდებიან ლიფტის საშუალებით; • სკოლას აქვს სასკოლო სასწავლო გეგმით დასახული მიზნების განხორციელებისათვის აუცილებელი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, მათ შორის, ინტერნეტით მუდმივად უზრუნველყოფილი კომპიუტერები. ვებგვერდი ასრულებს საკომუნიკაციო და საინფორმაციო ფუნქციას; • სკოლაში დაცულია პერსონალისა და მოსწავლეთა უსაფრთხოება და ჯანმრთელობა, რისთვისაც არსებობს: ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმები და ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარი; თვალსაჩინო ადგილას გამოკრული ევაკუაციის გეგმა, ექიმის კაბინეტი; წესრიგის დაცვის უზრუნველყოფის მექანიზმები; • უსაფრთხოების კამერები, რომლებიც უზრუნველყოფენ სკოლის შიდა და გარე პერიმეტრის კონტროლს და რომელიც შეესაბამება „აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებისა და მათი დამონტაჟება- ექსპლოატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს №1143 ბრძანებით განსაზღვრულ ვიდეომეთვალყურეობის სისტემებსა და მათი დამონტაჟება-ექსპლუატაციის წესებს;
იხ.დანართი