თბილისი, ისანი-სამგორი, რუსთავის გზატკეცილი 18
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 125
- Available places
- 51
- SEN capacity
- 13
- Available SEN places
- 11
თბილისი · ისანი-სამგორი · თბილისი, ისანი-სამგორი, რუსთავის გზატკ. №18
Open a section to view its text, related links, and document listing.
ჩვენი სკოლის მისია და ხედვა ეფუძნება ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს და მათი მიღწევისკენ არის მიმართული. კერძოდ, ჩვენი სკოლის მისიაა - შევქმნათ მზრუნველი, უსაფრთხო, მოსწავლეზე ორიენტირებული და ინოვაციური სასწავლო გარემო, სადაც აღვზრდით კონკურენტუნარიან, გლობალური და ეროვნული ღირებულებების დამცველ მოქალაქეებს, რომლებიც მზად იქნებიან, წვლილი შეიტანონ თანამედროვე საზოგადოების ჩამოყალიბებაში. ჩვენი სკოლის ხედვაა - შევძლოთ მოსწავლეთა აღჭურვა 21-ე საუკუნის კომპეტენციებითა და გლობალურ-ფუნქციური უნარებით, რასაც მივაღწევთ ინოვაციური და ტრადიციული სწავლების მეთოდებით. ჩვენ გვსურს შევქმნათ ისეთი საგანმანათლებლო მოდელი, სადაც თითოეულ მოსწავლეს ექნება შესაძლებლობა აღმოაჩინოს საკუთარი პოტენციალი და განავითაროს მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლისადმი პოზიტიური მიდგომა და მუდმივად მზად იქნება ახალი ცოდნის მისაღებად და პოზიტიური ცვლილებების შესატანად მსოფლიოს გამოწვევებით სავსე სამყაროში. ჩვენი სკოლა მისიითა და ხედვით განსაზღვრავს საკუთარ როლს. ჩვენი სკოლა არის საგანმანათლებლო სივრცე, სადაც ყოველი მოსწავლე იზრდება არა მხოლოდ აკადემიურად, არამედ პიროვნულად და მოქალაქეობრივად. ჩვენი სკოლის მიზანია: · გავხდეთ წარმატებული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც სასწავლო პროცესს წარმართავს თანამედროვე სწავლების მეთოდებით, გამოირჩევა მაღალი აკადემიური სტანდარტებითა და მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებით. · გვქონდეს სკოლა, სადაც განათლება გულისხმობს კვლევაზე დაფუძნებულ პროექტებს, კრიტიკულ აზროვნებას, პრობლემების გადაჭრის უნარებისა და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას. · დავნერგოთ ციფრული და ტექნოლოგიური ინოვაციები, რომლებიც მოსწავლეებს მოამზადებს თანამედროვე სამყაროს გამოწვევებისთვის. · აღვზარდოთ ახალგაზრდები, რომლებიც პატივს სცემენ მრავალფეროვნებას, კულტურულ მემკვიდრეობას და ეროვნულ გარემოს. · ჩამოვაყალიბოთ მჭიდრო ურთიერთობები სკოლას, ოჯახსა და თემს შორის, რათა მოსწავლე მუდმივად დაცულად გრძნობდეს თავს. · მოვამზადოთ მოქალაქეები, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში და წვლილი შეაქვთ ქვეყნის წინსვლაში. · შევქმნათ გარემო, სადაც ყველა მოსწავლეს აქვს თანაბარი შესაძლებლობა, განივითაროს საკუთარი პოტენციალი, გახდეს კონკურენტუნარიანი და მიაღწიოს წარმატებას. ჩვენ გვჯერა, რომ განათლება არის გზა უკეთესი მომავლისკენ, და ჩვენი სკოლა წარმოადგენს ადგილს, სადაც იზრდებიან ლიდერები, მოაზროვნეები, რომლებიც პოზიტიურ გავლენას მოახდენენ საქართველოსა და მსოფლიოზე.
ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა; ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა; ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა.