Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - ქალაქ თბილისის №104 საჯარო სკოლა

თბილისი · ძველი თბილისი · თბილისი, ძველი თბილისი, ათონელის ქ. №5

Register ID#391
Students230
Teachers25
Buildings1
School profile

General information

Principal
ირინა ჟამკოჩიანი
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
Teaching sector
ქართული, სომხური
Authorization start
Authorization end
First grade admission

Current capacity information

თბილისი, ძველი თბილისი, ათონელის ქ. №5

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
25
Available places
25
SEN capacity
2
Available SEN places
2

თბილისი, ძველი თბილისი, ათონელის ქ. №5

Sector
სომხური
Shift
1
Total capacity
25
Available places
12
SEN capacity
3
Available SEN places
3

თბილისი, ძველი თბილისი, ათონელის ქ. №5

Sector
სომხური
Shift
2
Total capacity
25
Available places
25
SEN capacity
3
Available SEN places
3
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and values4 additional items

მისია სკოლის მისიაა, ხელი შეუწყოს თითოეული მოსწავლის პოტენციალის გამოვლენას და განვითარებას, აღზარდოს ოთხ (ქართულ, სომხურ, ინგლისურ და რუსულ) ენაზე მოსაუბრე, მოაზროვნე, წიგნიერი, პატრიოტი და ტოლერანტი მოქალაქეები კონკურენტულ სამყაროში წარმატებული საქმიანობისათვის, აღჭურვოს მოსწავლეები საჭირო ცოდნითა და უნარ-ჩვევებით, რათა ისინი ჩამოყალიბდნენ განათლებულ, ზნეობრივ, სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობაში აქტიურად ჩართულ წარმატებულ ლიდერებად - XXI საუკუნის გამოწვევათა საპასუხოდ შესაბამისი ინტელექტუალური შესაძლებლობების, სამოქალაქო ცნობიერების, ეროვნული ღირებულებებისა და ლინგვისტური უნარ-ჩვევების მქონე პიროვნებებად. ხედვა სსიპ ქალაქ თბილისის N104 საჯარო სკოლის მომავლის ხედვაა, იყოს მყარი და მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ცოდნის კერა. თანამედროვე მოთხოვნათა და გამოწვევათა შესაბამისად, ზრუნავდეს ტოლერანტი და პატრიოტი ადამიანის ჩამოყალიბებაზე. წვლილი შეჰქონდეს ქვეყნის სამეცნიერო, კულტურულ, სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში. ღირებულებები სკოლა უპირველეს ყოვლისა, ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესში ჩართული პირების საუკეთესო ინტერესებით და საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით: • გამჭირვალობა: ჩვენი საქმიანობა, ხედვები და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია ყველა დაინტერესებული პირისათვის, უზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა. • მიუკერძოებლობა: ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სკოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და ითვალისწინებს დაინტერესებულ მხარეთა საუკეთესო ინტერესებს. • თანამშრომლობა: ჩვენ ღია ვართ დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის. კონსტრუქციულად განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებულნი ვართ პრობლემების გადაჭრაზე. • ობიექტურობა: ჩვენ მიერ განხორციელებული შეფასებები, ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას და ფაქტობრივ გარემოებებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს შეფასებაში მონაწილე პირების სუბიექტივიზმს. • განვითარება და ინოვაციურობა: სისტემატურად ვაფასებთ ჩვენს საქმიანობას და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, ვგეგმავთ განვითარების ინოვაციურ გზებს. არ ვერიდებით სიახლეების დანერგვას.

Documents

დანართი N3-საშუალო-საფეხურის-კურიკულუმი.pdf29/01/2025 10:58:23 · 0.29 MB
დანართი N2-საბაზო-საფეხურის-კურიკულუმი.pdf29/01/2025 10:58:23 · 0.28 MB
დანართი N1-დაწყებითი საფეხურის კურიკულუმი.pdf29/01/2025 10:58:23 · 0.27 MB
სასკოლო სასწავლო გეგმა 2024-2025-N104 საჯარო სკოლა.pdf29/01/2025 10:58:23 · 0.37 MB
Download documents on EMIS
Structure
Strategic planPlan and performance report

Plan

სსიპ ქალაქ თბილისის N104 საჯარო სკოლის შვიდწლიანი სტრატეგიული განვითარების გეგმა მოიცავს სკოლის მისიას, ხედვას, ღირებულებებსა და სტრატეგიულ მიზნებს. სკოლის შვიდწლიანი სტრატეგიული განვითარების გეგმა შემუშავებულია სკოლის დირექტორის მონაწილეობით, შეთანხმებულია სკოლის პედაგოგიურ საბჭოსთან და დამტკიცებულია სამეურვეო საბჭოს მიერ. სკოლის შვიდწლიანი სტრატეგიული განვითარების გეგმა იხილეთ თანდართული დოკუმენტის სახით.

Documents

სსიპ ქალაქ თბილისის N104 საჯარო სკოლის შვიდწლიანი სტრატეგიული განვითარების გეგმა (2023-2030).pdf01/11/2023 11:28:43 · 0.18 MB
Download documents on EMIS
Annual action planPlan and performance report

Plan

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა გამომდინარეობს 2023 – 2030 სასწავლო წლის სკოლის სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმიდან, სკოლის მისიიდან და სკოლის სტრატეგიული მიზნებიდან. მასში ასახულია სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი აქტივობები, შესრულების ინდიკატორები, შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები/სტრუქტურული ერთეულები, შესაბამისი რესურსები და დასახული მიზნების რეალიზების ვადები. ერთწლიანი სამოქმედო გეგმა იხილეთ თანდართული დოკუმენტის სახით.

Documents

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2024-2025.pdf29/01/2025 10:48:43 · 0.31 MB
Download documents on EMIS
Programs and support services1 additional item

სსიპ ქალაქ თბილისის N104 საჯარო სკოლის შინაგანაწესის და სასკოლო სასწავლო გეგმის დამტკიცებამდე, გათვალისწინებულია სასკოლო საზოგადოების წინადადებები და რჩევები. სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული სკოლის შინაგანაწესი და სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებული და პედაგოგიური საბჭოს მიერ დამტკიცებული სასკოლო სასწავლო გეგმა გაზიარებულია სასკოლო საზოგადოებისათვის. ჩვენი სკოლისთვის მნიშვნელოვანია მშობლებთან კომუნიკაცია და მათი ინფორმირებულობა. სკოლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მშობლები აქტიურად არიან ჩართული და ისინი არიან როგორც მაყურებლები, ასევე მონაწილეებიც. მოსწავლეებს აქვთ ხმის უფლება სასკოლო ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტში. სკოლის მოსწავლეთა გამოკითხვის შედეგად, მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით და აგრეთვე, მშობელთა ინტერესების გათვალისწინებით, დამატებით საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურებების ფასიანი წრის სახით, სკოლაში ფუნქციონირებს გახანგრძლივებული სწავლების წრე (I-VII კლასებში), ინგლისური ენის წრე (I-XII კლასებში) და ქორეოგრაფიული წრე (I-XII კლასებში). სსიპ ქალაქ თბილისის N104 საჯარო სკოლას გაფორმებული აქვს სომხეთის რესპუბლიკის ქალაქ ერევნის ვარდგეს პეტროსიანის სახელობის N51 საბაზო სკოლასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიზანია მხარეთა შორის თანამშრომლობა, რაც ხელს უწყობს განათლების ხარისხის და მხარეთა კულტურების პოპულარიზაციას და კონკურენტუნარიანი მოსწავლეების მომზადებას, ტარდება ერთობლივი საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებები, მხარეები ორგანიზებას უწევენ პედაგოგებისა და მოსწავლეების ურთიერთ ვიზიტებს. სსიპ ქალაქ თბილისის N104 საჯარო სკოლას აგრეთვე, გაფორმებული აქვს მემორანდუმი სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და ბევრი სტუდენტი სკოლაში გადის პედაგოგიურ პრაქტიკას სხვადასხვა საგნებში. სკოლის ყველანაირი აქტივობა და ინფორმაცია გაზიარებულია სკოლის ფეისბუქ გვერდზე: https://www.facebook.com/profile.php?id=100057263897923&locale=ka_GE სკოლა მზად არის მიიღოს წინადადებები და რჩევები, რაც ხელს შეუწყობს, რომ უფრო განვითარებულები და წარმატებულები გახდნენ ჩვენი მოსწავლეები.

Behavior rules and appeal mechanisms2 additional items

სსიპ - ქალაქ თბილისის №104 საჯარო სკოლაში ქცევის წესები რეგულირდება სკოლის შინაგანაწესით. შინაგანაწესი განხილულია სასკოლო საზოგადოების მიერ და საჯაროდ არის გამოკრული სკოლის ფოიეში. შინაგანაწესი იხილეთ თანდართული დოკუმენტის სახით.

Documents

სსიპ ქალაქ თბილისის №104 საჯარო სკოლის - შინაგანაწესი.pdf27/09/2023 15:18:55 · 0.45 MB
სსიპ ქალაქ თბილისის N104 საჯარო სკოლის - უსაფრთხოების დაცვის პოლიტიკა.pdf10/11/2023 09:49:03 · 0.09 MB
Download documents on EMIS
Infrastructure
Finances1 additional item

სსიპ - ქალაქ თბილისის №104 საჯარო სკოლის ბიუჯეტი იხილეთ თანდართული დოკუმენტის სახით.

Documents

სსიპ ქალაქ თბილისის №104 საჯარო სკოლის ბიუჯეტი.pdf29/03/2024 13:57:19 · 2.74 MB
Download documents on EMIS