თბილისი, ძველი თბილისი, ნინოშვილის ქ. №39
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 75
- Available places
- 43
- SEN capacity
- 8
- Available SEN places
- 6
თბილისი · ძველი თბილისი · თბილისი, ძველი თბილისი, ქ. თბილისი, ნინოშვილის ქ. N39
Open a section to view its text, related links, and document listing.
სსიპ ქალაქ თბილისის N29 საჯარო სკოლის მისიაა: • მოსწავლეთათვის შექმნას კონკურენტუნარიანი, კეთილმეგობრული, სწავლება/სწავლის ინოვაციური მეთოდებზე დაფუძნებული უსაფრთხო სასწავლო გარემო, რათა ხელი შეუწყოს მათი ინტელექტუალური პოტენციალის მაქსიმალურ გამოვლენასა და განვითარებას. • დაეხმაროს მოსწავლეებს საკუთარი თავის ძიებაში, შეუქმნას პირობა ეფექტური თვითგანვითარებისთვის. • არაფორმალური განათლების გაძლიერების ხარჯზე მოსწავლეებს ჩამოუყალიბოს სამოქალაქო ცნობიერება, დაეხმაროს პროფესიულ ორიენტაციაში, განავითაროს ციფრული კომპეტენციები, რათა აღზარდოს სიახლის შეცნობის მსურველი, განათლებული, ტოლერანტი, ემპათიის მქონე, მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის მოქალაქეები“. სსიპ ქალაქ თბილისის N29 საჯაროს სკოლა 2030 წლისთვის იქნება წარმატებული კონკურენტუნარიანი საგანმანათლებლო დაწესებულება. სკოლის ხედვაა მისი თითოეული მოსწავლე აღჭურვოს ისეთი უნარ-ჩვევებით, რომლებსაც გააზრებული ექნებათ საზოგადოებასა და ბუნებაში ადამიანის როლი და სწორი პროფესიული ორიენტაციით შეძლებენ ცხოვრებისეული გზის გაკვლევასა და დამკვიდრებას. სკოლის კურსდამთავრებულები იქნებიან კანონმორჩილი, ტოლერანტი მოქალაქეები, რომლებიც ცხოვრების შემდგომ ეტაპზე, მარტივად მოახერხებენ სკოლაში მიღებული ცოდნის რეალიზებასა და სხვათა მხარდაჭერას. სკოლის ღირებულებებია: სასკოლო საზოგადოება აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას, ორიენტირებულია შედეგებზე და ხელს უწყობს იმგვარი სასწავლო გარემოს შექმნას, სადაც პატივს სცემენ შემდეგ ღირებულებებს: გამჭვირვალობა, შრომის მიღწევებისა და აზრის პატივისცემა, ტოლერანტობა, სამართლიანობა, განსხვავებული კულტურისადმი პატივისცემა.
წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს 2023 – 2030 წლების სტრატეგიული განვითარების შვიდწლიან გეგმას, რომელიც სკოლის მისიიდან და სკოლის სტრატეგიული მიზნებიდან გამომდინარეობს. მასში ასახულია სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი აქტივობები, შესრულების ინდიკატორები, შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები/სტრუქტურული ერთეულები, შესაბამისი რესურსები და დასახული მიზნების რეალიზების ვადები. 7 (შვიდ) წლიანი სტრატეგიული გეგის შედგენისას გათვალისწინებული იქნა, როგორც წინარე გამოცდილება, ასევე, ახალი გამოწვევები. ინფორმაციის შეჯერების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებითა და თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით: სკოლის ძირითადი ამოცანაა მისცეს მოსწავლეებს ხარისხიანი, 21-ე საუკუნის შესაბამისი განათლება და ორიენტირებულია მუდმივ განვითარებაზე. სკოლა ამზადებს მოზარდს მომავალი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, ხელს უწყობს საჭირო უნარ-ჩვევების, პიროვნული ღირებულებების ჩამოყალიბებას კვალიფიციური კადრების მეშვეობით. სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმის შემუშავების პროცესის წარმართვაზე პასუხისმგებელია სკოლის დირექტორი, რომელიც უზრუნველყოფს კომუნიკაციას სკოლის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, საჭირო ინფორმაციის შეგროვებაზე. სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის რეალიზება ხდება შიდა და გარე ფაქტორების გათვალისწინებით. ობიექტური ანალიზის საფუძველზე, შესაძლებელია მოხდეს სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის გადახედვა გარკვეული პერიოდულობით.
ერთწლიანი სამოქმედო გეგმა გამომდინარეობს 2023 – 2030 წლების სტრატეგიული განვითარების შვიდწლიან გეგმიდან, სკოლის მისიიდან და სკოლის სტრატეგიული მიზნებიდან. მასში ასახულია სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი აქტივობები, შესრულების ინდიკატორები, შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები/სტრუქტურული ერთეულები, შესაბამისი რესურსები და დასახული მიზნების რეალიზების ვადები.
სსიპ ქალაქ თბილისის N29 სკოლას აქვს შინაგანაწესი შემუშავებული და შეთანხმებული სასკოლო საზოგადოებასთან და დამტკიცებული სამეურვეო საბჭოს მიერ, რომლის დაცვის და აღსრულების უზრუნველსაყოფად იგი გაზიარებულია სასკოლო საზოგადოებისათვის. სკოლაში შექმნილია მოსწავლის ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის ჯგუფი, რომელიც დაეხმარება მოსწავლეს სასკოლო გარემოში ადაპტაციასა და აკადემიური შედეგების გაუმჯობესებაში. მოსწავლეთა ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის ჯგუფის მიზანია მოსწავლეთა კეთილდღეობაზე ზრუნვა. ამ პროცესებში აქტიურად არიან ჩართულნი კლასის დამრიგებლები, დირექტორის მოადგილე მოსწავლეთა ფსიქო-ემოციური მხარდაჭერის მიზნით- სკოლას ჰყავს სოციალური მუშაკი, რომელიც არის საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის წარმომადგენელი. სკოლას შემუშავებული აქვს ბავშვის მიმართ განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებული შიდა ინსტრუქცია, რომელიც არეგულირებს ოჯახში და მის გარეთ ბავშვზე ძალადობასა და მის დაცვას ყველა ფორმისგან; სკოლას გაწერილი აქვს მოსწავლის ჩარიცხვის, საფეხურის დაძლევის, მობილობის, სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის, გასაჩივრების, მოსწავლეთა ადაპტაციის, კონსულტირების- გამჭვირვალე და მკაფიო კანონმდებლობის შესაბამისი მექანიზმები; სკოლის მოსწავლეები ჩართულები არიან გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მოსწავლეს აქვს ხმის უფლება მისი სასკოლო ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტში, მათ შორის: • კურიკულუმი, მაგ., შესასწავლი საკითხების, არჩევითი საგნების შესახებ; • სწავლა და სწავლება, მაგ., დისტანციური სწავლების, საკლასო ოთახის წესების შესახებ; • სკოლის პოლიტიკა, მაგ., გენდერული თანასწორობის, დისციპლინური პროცედურების შესახებ; • სკოლის ინფრასტრუქტურა და ფიზიკური გარემო, მაგ., გათბობის, ავეჯის შესახებ; • რესურსები, მაგ., სახელმძღვანელოების შესყიდვის, კომპიუტერების გამოყენების შესახებ; • კლასგარეშე აქტივობები, მაგ., კლუბების, საზოგადოებრივი პროექტების შესახებ; • ყოველდღიური სასკოლო ცხოვრება, მაგ., სკოლის წესების, ფორმის ტანსაცმლის შესახებ. მოსწავლეებს ეს ეხმარება: • თავდაჯერებულობის ჩამოყალიბებაში; • ხელს უწყობს მათ სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში; • თავს აგრძნობინებს სასკოლო საზოგადოების ღირსეულ წევრად, რომელსაც საკუთარი წვლილის შეტანა შეუძლია; • ავითარებს მათ კომპეტენციებს აქტიური მოქალაქეობისთვის; • აუმჯობესებს მათ მიღწევებს სასკოლო საგნებში; • ასწავლის მათ იმ უნარებს და დამოკიდებულებებს, რომლებიც საჭიროა სამუშაო ადგილზე წარმატების მისაღწევად; ჩვენი სკოლისთვის მნიშვნელოვანია მშობლებთან თანამშრომლობა-ინფორმირებულობა, მასწავლებელთა, საზოგადოების და სოციალური მუშაკის ჩართულობის გზით. მშობლებთან ეფექტური კომუნიკაციის დასამყარებლად სკოლა მიმართავს რეგულარულ არაფორმალურ შეხვედრებს, რაც არის საწინდარი სკოლაში პოზიტიური გარემოს შექმნის. მოსწავლეთა გააქტიურებასა და სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობის მიზნით სკოლაში შექმნილია კლუბები, მაგ: სამოქალაქო კლუბი, კითხვის მოყვარულთა კლუბი.
სსიპ ქალაქ თბილისის N29 საჯარო სკოლის 2023 წლის ბიუჯეტი შეადგენს 1019924 ლარს. აქედან შრომის ანაზღაურებაა 858922 ლარი, შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურებაა 65302 ლარი, კომუნალურები 45093 ლარი და სკოლის განვითარებისთვის 50607 ლარი.