ქედა, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელი ცხემნა
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 3
- Available places
- 1
- SEN capacity
- 1
- Available SEN places
- 1
აჭარა · ქედა · ქედის მუნიციპალიტეტი, სოფელი ძენწმანი, 1- ლი ქუჩა N14; ქედის მუნიციპალიტეტი, სოფელი ძენწმანი, მე-4 ქუჩა N8; ქედის მუნიციპალიტეტი, სოფელი ცხემნა, 1- ლი ქუჩა N1; ქედის მუნიციპალიტეტი, სოფელი კორომხეთი, მე-2 ქუჩა N1
Open a section to view its text, related links, and document listing.
სკოლის მისია ჩვენ გვჯერა, რომ მხოლოდ ბედნიერი ბავშვი არის წარმატებული. შესაბამისად მზად ვართ შევქმნათ პოზიტიური, უსაფრთხო და სწავლის მასტიმულირებელი გარემო ბავშვებისთვის, სადაც ყველა მიღებული და დაფასებულია. სადაც სწავლა მოსწავლისთვის საინტერესო პროცესია. სკოლის ხედვა მისიის განხორციელება შესაძლებელია სწავლა სწავლების პროცესში მეტი არაფორმალური განათლების აქტივობებით. რაც მოსწავლეებს მისცემს საკუთარი უნარების გამოვლენის შესაძლებლობას. 21-ე საუკუნე ციფრული ტექნოლოგიების ხანა, ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას მოსწავლეებმა ინტეგრირებული სწავლების გზით შეძლონ: • თეორიული ცოდნის მიღება; • საგანთა შორის ინტეგრირება; • ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება. სკოლის ღირებულებები: სკოლა უპირველეს ყოვლისა, ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესში ჩართული პირების საუკეთესო ინტერესებით და საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით: • გამჭირვალობა: ჩვენი საქმიანობა, ხედვები და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია ყველა დაინტერესებული პირისათვის, უზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა. • მიუკერძოებლობა: ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სკოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და ითვალისწინებს დაინტერესებულ მხარეთა საუკეთესო ინტერესებს. • თანამშრომლობა: ჩვენ ღია ვართ დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის. კონსტრუქციულად განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებულნი ვართ პრობლემების გადაჭრაზე. • უსაფრთხოება: ჩვენ ვზრუნავთ, პოზიტიური, უსაფრთხო და სწავლის მასტიმულირებელი გარემოს შექმნაზე, სადაც ყველა მიღებული და დაფასებულია. • განვითარება და ინოვაციურობა: სისტემატურად ვაფასებთ ჩვენს საქმიანობას და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, ვგეგმავთ განვითარების ინოვაციურ გზებს. არ ვერიდებით სიახლეების დანერგვას.
სტრატეგიული გეგმა მოიცავს სკოლის მისიას, ხედვას, ღირებულებებსა და სტრატეგიულ მიზნებს. სტრატეგია განსაზღვრავს თუ როგორ უნდა მიაღწიოს სკოლამ დასახულ მიზნებს არსებული მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენების გზითა და საჭირო დამატებითი რესურსების მოძიებით. სტრატეგიული გეგმა დეტალურად ახდენს გარემო ფაქტორების და შიდა გარემოს SWOT (სიძლიერე, სისუსტე, შესაძლებლობები და საფრთხე) ანალიზს. 7 (შვიდ) წლიანი სტრატეგიული გეგმის პროექტის შედგენისას გათვალისწინებული იქნა, როგორც წინარე გამოცდილება, ასევე, ახალი გამოწვევები. ინფორმაციის შეჯერების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებითა და თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით: ძირითად ამოცანად სკოლა ისახავს მოსწავლეებს მისცეს ხარისხიანი, 21-ე საუკუნის შესაბამისი განათლება, მოამზადოს ისინი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, ხელი შეუწყოს საჭირო უნარჩვევების, პიროვნული ღირებულებების ჩამოყალიბებას შესაბამისი კვალიფიციური კადრების მეშვეობით. სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმის შემუშავების პროცესის წარმართვაზე პასუხისმგებელია სკოლის დირექტორი, რომელიც უზრუნველყოფს კომუნიკაციას სკოლის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, საჭირო ინფორმაციის შეგროვებას. სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის რეალიზება ხდება შიდა და გარე ფაქტორების გათვალისწინებით. ობიექტური ანალიზის საფუძველზე, შესაძლებელია მოხდეს სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის გადახედვა გარკვეული პერიოდულობით.
ერთწლიანი სამოქმედო გეგმა გამომდინარეობს 2023 – 2030 წლების სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმიდან, სკოლის მისიიდან და სკოლის სტრატეგიული მიზნებიდან. მასში ასახულია სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი აქტივობები, შესრულების ინდიკატორები, შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები/სტრუქტურული ერთეულები, შესაბამისი რესურსები და დასახული მიზნების რეალიზების ვადები.