ქობულეთი, აღმაშენებლის ქ. №47
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 100
- Available places
- 20
- SEN capacity
- 10
- Available SEN places
- 5
აჭარა · ქობულეთი · ქობულეთი, აღმაშენებლის ქ. №47
Open a section to view its text, related links, and document listing.
> სსიპ - აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქობულეთის №1 საჯარო სკოლის მისიაა მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა, მსმენელთა პიროვნული/პროფესიული განვითარება, რათა ისინი ჩამოყალიბდნენ სიახლის შეცნობის მსურველ, კონკურენტუნარიან, განათლებულ მოქალაქეებად. ფართო სპექტრის, შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შეთავაზებით სკოლა ხელს უწყობს მოსწავლეთა/პროფესიულ სტუდენტთა უწყვეტ პროფესიონალურ და პიროვნულ განვითარებას, როგორც საკვალიფიკაციო პროგრამების, ასევე, არაფორმალური აქტივობების განხორციელების გზით. ზოგადი და პროფესიული განათლების საფუძველზე სოციალური ინკლუზიისა და მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლა/სწავლების ხელშეწყობის პრინციპებით სკოლა უზრუნველყოფს დემოკრატიული ფასეულობების მქონე მოტივირებული, კონკურენტუნარიანი და მოაზროვნე მსოფლიო მოქალაქეების აღზრდას. > 2030 წლისათვის სკოლა იქნება საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც საზოგადოებას გაუწევს მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო მომსახურებას ფორმალური და არაფორმალური განათლების გზით, სადაც დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ როგორც ზოგადი, ასევე პროფესიული განათლების მიღება. სკოლის კურსდამთავრებულები იქნებიან ადგილობრივი და საერთაშორისო შრომის ბაზარზე მაღალკვალიფიციური, მოთხოვნადი კადრები. > ხარისხი – სკოლა მუდმივი განვითარების პროცესშია, როგორც სწავლების, ისე მისი საქმიანობის სხვა მიმართულებების ხარისხის მაღალი სტანდარტების მისაღწევად. სამართლიანობა: სკოლის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება ემყარება სამართლიანობის პრინციპებს. სოციალური ინკლუზია/ხელმისაწვდომობა – სკოლა ცდილობს უზრუნველყოს მისი სერვისების ყველასათვის ხელმისაწვდომობა. ჰუმანიზმი: სკოლა ქმნის მზრუნველ გარემოს, რისთვისაც ყველა გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ მხარდამჭერის პოზიციიდან. გუნდურობა: სკოლაში გადაწყვეტილებები მიიღება გუნდურად, სასკოლო საზოგადოების მონაწილეობით, მათი კომპეტენციის ფარგლებში.
სკოლაში ქცევის წესები რეგულირდება შინაგანაწესითა და მოსწავლის ქცევის კოდექსით