თბილისი, დიდუბე-ჩუღურეთი, დიღმის მას. II კვ.
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 125
- Available places
- 12
- SEN capacity
- 13
- Available SEN places
- 9
თბილისი · დიდუბე-ჩუღურეთი · თბილისი, დიდუბე-ჩუღურეთი, დიღმის მას. II კვ.
Open a section to view its text, related links, and document listing.
მისია - ჩვენი სკოლის მისიაა, შექმნას ტოლერანტული და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული გარემო, რათა აღიზარდოს ეროვნული და საერთაშორისო ღირებულებების, ინტელექტუალური, თავისუფლად მოაზროვნე, მაღალი კულტურის, ჰუმანიზმისა და დემოკრატიული ფასეულობების, ეკოლოგიური ცნობიერების მქონე, გარემოზე მზრუნველი, კანონმორჩილი, კონკურენტუნარიანი და ემპათიური პიროვნება, რომელიც ფიზიკური, შემეცნებითი, ზნეობრივი და ესთეტიკური განვითარების ხელშეწყობით თანამედროვე ტექნოლოგიურ სამყაროში შეძლებს ციფრული მიღწევების ეფექტიან გამოყენებას საკუთარ ინტელექტუალურ, ეკონომიკურ და შემოქმედებით საქმიანობაში. სასკოლო განათლება ხელს უწყობს საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებს სამომავლო პროფესიის არჩევასა და საბაზისო უნარების ჩამოყალიბებაში. მოსწავლეების საჭიროებებზე ორიენტირებული მრავალფეროვანი, წამახალისებელი აქტივობებით,ისინი იძენენ სისტემურ აკადემიურ ცოდნას, გამოიმუშავებენ კრიტიკულ,ანალიტიკურ-შემოქმედებით აზროვნებასა და ცვალებად გარემოში ადაპტაციის უნარებს, რათა დაიმკვიდრონ ღირსეული ადგილი საზოგადოებაში.; ხედვა - სასკოლო საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით, სწავლა-სწავლების ინოვაციური მეთოდების დანერგვით,პოზიტიური, უსაფრთხო ფიზიკური, ფსიქოლოგიური და ინკლუზიური გარემოს შექმნით, ვფიქრობთ, ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულები შეძლებენ საკუთარი პოტენციალის გამოვლენასა და განვითარებას, რათა ისინი ჩამოყალიბდნენ სიახლის შეცნობის მსურველ, განათლებულ და მზრუნველ მოქალაქეებად, რომლებსაც შეუძლიათ იყვნენ წარმატებულნი, გამოიჩინონ ინიციატივა სამყაროს უკეთესობისკენ შესაცვლელად და ხელი შეუწყონ ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოაყალიბებას.; ღირებულებები - ეთიკური და ზნეობრივი პრინციპების დაცვა; • თანასწორობა; • კულტურული მრავალფეროვნების მიმართ პატივისცემა; • გამჭვირვალობა; • გუნდური მუშაობა; • პროფესიული ზრდა და განვითარება; • საქმის სიყვარული და ერთგულება; • კეთილსინდისიერება და პატიოსნება; • პასუხისმგებლობა; • სამართლიანობა;
სკოლაში აქტიურად მუშაობს მოსწავლეთა სასკოლო კლუბები: • სამოქალაქო განათლების კლუბი • ეკოკლუბი • წიგნიერების კლუბი • ღირებულებითი განათლების კლუბი • სიმღერის გუნდი ტარდება ინტელექტუალური თამაშები, სპორტული შეჯიბრებები, სხვადასხვა სასწავლო-შემეცნებითი ღონისძიებები. სკოლა თანამშრომლობს პროფესიულ კოლეჯებთან „მერმისი“ და ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯთან. ხორციელდება ერთობლივი პროექტები -მოსწავლეთა პროფესიული უნარების განვითარების მიზნით.
ქცევის წესები რეგულირდება სკოლის შინაგანაწესით.