Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - ქალაქ ბათუმის №17 საჯარო სკოლა

აჭარა · ბათუმი · ქ. ბათუმი ნონეშვილის ქ. №1/5

Register ID#309
Students634
Teachers40
Buildings1
School profile

General information

Principal
გელა სირაძე
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
Teaching sector
ქართული
Authorization start
04/10/2023
Authorization end
04/10/2032
First grade admission

Current capacity information

ბათუმი, ნონეშვილის 6

Sector
ქართული
Shift
2
Total capacity
50
Available places
0
SEN capacity
5
Available SEN places
5
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and values1 additional item

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მისია სსიპ ქალაქ ბათუმის N17 საჯარო სკოლა არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის მისიაა ყოველმხრივ , ჰარმონიულად განვითარებული ჯანსაღი, თავისუფლად მოაზროვნე თაობების აღზრდა, თითოეული მოსწავლის ინტერესსა და შესაძლებლობებზე, სწავლების შედეგებსა და უნარ-ჩვევებზე ორიენტირება; მოსწავლეთა დამოუკიდებული და კრიტიკული აზროვნების განვითარების ხელშეწყობა და პატივისცემა; ტოლერანტობის, მორალური, ზნეობრივი და ჯანსაღი ქცევის ნორმების დამკვიდრება; საინფორმაციო-ტექნოლოგიური საშუალებების პრაქტიკულად გამოყენების უნარ-ჩვევებისა და პრაგმატულად მოაზროვნე პიროვნებების ჩამოყალიბებაზე პასუხისმგებლობა. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხედვა ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულთა უმრავლესობა შეძლებს იყოს რეალიზებული, მოთხოვნადი კადრი შრომის ბაზარზე და თავიანთი საქმიანობით ქმნიდეს ინტელექტუალურ კაპიტალს თანამედროვე სამოქალაქო საზოგადოებაში. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ღირებულებები თავისი საქმიანობის ფარგლებში სკოლა ეყრდნობა განათლების სფეროში საყოველთაოდ აღიარებულ ღირებულებებს, როგორებიცაა: თანამშრომლობა; დემოკრატიული მართვა; ტოლერანტობა; გამოხატვის თავისუფლება; სამართლიანობა; პატრიოტიზმი; პასუხისმგებლობა.

Documents

მისია, ხედვა, მეთოდოლოგია.pdf20/09/2023 09:34:42 · 0.15 MB
Download documents on EMIS
Structure1 additional item

სსიპ-ქალაქ ბათუმის №17 საჯარო სკოლა წარმოადგენს მრავალფუნქციურ საგანმანათლებლო სივრცეს, სადაც სასწავლო პროცესის ეფექტურობასა და სკოლის მართვას უზრუნველყოფს მწყობრი სტრუქტურული ერთეულები. მართვა და ადმინისტრირებასკოლის მართვა ხორციელდება დემოკრატიული პრინციპებით, სადაც ჩართულნი არიან როგორც ადმინისტრაციული ორგანოები, ისე თვითმმართველობის რგოლები: ხელმძღვანელობა: დირექცია: დირექტორი, მოადგილე, ბუღალტერი. სათათბირო ორგანოები: გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობს სამეურვეო საბჭო და პედაგოგიური საბჭო. ეთიკა და წესრიგი: სკოლაში ფუნქციონირებს დისციპლინური კომიტეტი. თვითმმართველობა: აქტიურად მუშაობს მოსწავლეთა თვითმმართველობა და სხვადასხვა კლუბები. აკადემიური ერთეულები (კათედრები) სასწავლო პროცესს კოორდინაციას უწევენ საგნობრივი კათედრები: დაწყებითი კლასების; ქართული ენისა და ლიტერატურის; უცხოური ენების; ისტის მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების; საზოგადოებრივი მეცნიერებების; ესთეტიკური აღზრისა და სპორტის; დამხმარე და ტექნიკური პერსონალისკოლის უსაფრთხო, ჰიგიენურ და ორგანიზაციულ გამართულობაზე ზრუნავს პროფესიონალთა გუნდი: ადმინისტრაციული და სამედიცინო მხარდაჭერა: საქმეთამწარმოებელი და ექიმი. საგანმანათლებლო რესურსები: ბიბლიოთეკარი. ტექნიკური პერსონალი: დარაჯი, დამლაგებელი და მუშა.

Documents

სკოლის სტრუქტურა.docx13/03/2026 10:01:49 · 0.06 MB
Download documents on EMIS
Strategic planPlan and performance report

Documents

2.შვიდწლიანი სტრატეგიული გეგმის ნიმუში საჯარო.docx13/03/2026 09:53:43 · 0.05 MB
Download documents on EMIS
Annual action planPlan and performance report

Documents

ერთწლიანი სამოქმედო 25-26 წწ.docx13/03/2026 09:58:55 · 0.07 MB
ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 24-25.pdf24/03/2026 16:51:54 · 1.47 MB
Download documents on EMIS

Documents

2024-25 სასწავლო გეგმის ანგარიში.pdf24/03/2026 16:51:54 · 0.6 MB
Download documents on EMIS
Programs and support services7 additional items

სკოლა უზრუნველყოფს სკოლის ტერიტორიაზე ფიზიკური უსაფრთხოების დაცვას, მათ შორის საგანგებო სიტუაციებში რეაგირებას და პირველადი დახმარების აღმოჩენას. სკოლაში არის მანდატურის სამსახური, სკოლის პერიმეტრი დაცულია 24 საათის განმავლობაში სკოლის დარაჯის მიერ. კლასის დამრიგებლები პირველივე გაკვეთილზე ადგენენ გამოუცხადებელ მოსწავლეთა სიას და აცნობებენ მშობლებს. დღის განმავლობაში ადგენენ გაცდენის მიზეზს და ავსებენ სპეციალურ ფორმას, რომელიც ინახება დირექტორის მოადგილესთან. სკოლა შემოსაზღვრულია ღობით, სკოლის ეზოში მოსწავლე მეთვალყურეობის ქვეშაა. სკოლაში დამონტაჟებულია ვიდეოთვალი. ფუნქციონირებს ექიმის კაბინეტი, შემუშავებულია და სართულებზე განთავსებულია საევაკუაციო გეგმა და ნიშნულები. 2020 წლის 6 მარტის დირექტორის 01-07/12 ბრძანებით განსაზღვრულია სახანძრო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი. აგრეთვე სკოლაში წელიწადში ერთხელ მაინც ტარდება სიმულაციური განგაში და იმიტირებული ევაკუაცია გეგმის მიხედვით. სკოლა უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას. სკოლაში დგება მასწვლებელთა მორიგეობის გრაფიკი სართულების მიხედვით, ცხრილი განთავსებულია ყველა სართულზე. შესვენებებზე ყველა დამრიგებელი იმყოფება თავის სადამრიგებლო კლასთან. სკოლაში ტარდება კლასსაათები, რომლებზეც ინტენსიურად განიხილება მოსწავლეთა ქცევის წესები. სკოლაში შექმნილია დისციპლინური კომიტეტი, რომელიც განიხილავს მასწავლებელთა და მოსწავლეთა დისციპლინურ გადაცდომებს. საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში ასევე აქტიურად არის ჩართული მანდატურის სამსახური. სკოლის ტერიტორიაზე სასკოლო დროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით სკოლის 2025 წლის 11 სექტემბრის დირექტორის 01-03/33 ბრძანებით შექმნილია უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე პირები. სკოლა უზრუნველყოფს ფსიქოლოგიურად და ემოციურად უსაფრთხო სასკოლო გარემოს. კლასის დამრიგებლებს და მასწავლებლებს აქვთ მშობლებთან კომუნიკაცია მოსწავლის ამა თუ იმ გამოვლენილ ფსიქოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებით. სკოლაში არის მანდატურის სამსახური, რომელიც უზრუნველყოფს წესრიგის დაცვას და საჭიროების შემთხვევაში ახდენს რეფერირებას ფსიქოლოგიურ სამსახურთან. ყოფილა შემთხვევა, როცა მოვიწვიეთ მანდატურის სამსახურთან არსებული ფსიქოლოგები კლასში არსებულ პრობლემებზე სასაუბროდ, საგაკვეთილო პროცესი სკოლას გამოუყენებია მოსწავლეთა ფსიქო-სოციალური მდგომარების გაძლიერებისათვის, მაგალითად ხელოვნების გაკვეთილზე მოსწავლეებს მიეცათ დავალება ბულინგთან დაკავშირებით თავიანთი ხედვით შეექმნათ ნახატები, რომელთა გამოფენაც მოხდა სკოლის სივრცეში. სკოლის მთავარი ფასეულობა, რომელიც ეფუძნება თანამშრომლობით კულტურას და გუნდური მუშაობის პრინციპს არის ძირითადი ბერკეტი, იმისთვის, რომ სკოლაში იყოს ფსიქოლოგიურად და ემოციურად უსაფრთხო სასკოლო გარემო. სკოლა უზრუნველყოფს სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვას. სკოლას საშტატო განრიგის მიხედვით ჰყავს შვიდი დამლაგებელი, რომლებიც გადანაწილებული არიან სკოლის სხვადასხვა სივრცეში და შრომითი ხელშეკრულებით აქვთ ვალდებულებები სკოლის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვასთან დაკავშირებით. სკოლაში გამართულია სველი წერტილები, უზრუნველყოფილია ცხელი წლყით, მუდმივად მარაგდება თხევადი საპნით და ქაღალდის ხელსახოცებით. ყოველდღიურად სველი წესით ლაგდება საკლასო ოთახები, დერეფნები. სველი წერტილების დასამუშვებლად ვიყენებთ სადეზინფექციო საშუალებებს. სკოლაში სისტემატურად ხორციელდება მონიტორინგი რესურსცენტრის, ქალაქის მერიის, ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენელთა მიერ. გვაწვდიან მონიტორინგის შედეგებს, რომლის მიხედვითაც ხდება არსებული ხარვეზის აღმოფხვრა. სამომავლოდ ვგეგმავთ სკოლის გეგმარებასა და ინფრასტრუქტურაზე მორგებული დასუფთავებისა და გამართულობის შემოწმების გრაფიკის შემუშავებას. სკოლა უზრუნველყოფს პერსონალური მონაცემების დაცვას. სკოლის მოსწავლეთა და პერსონალის მონაცემთა ელექტრონული ბაზა (eschool) ხელმისაწვდომია კონკრეტული პირებისთვის, მატერიალური დოკუმენტაცია ინახება სკოლის არქივში. სკოლაში 2025 წლის 18 აგვისტოს დირექტორის 01-03/27 ბრძანებით შექმნილია პერსონალურ მონაცემთა და ინფორმაციულ მონაცემთა დაცვის დებულება და განსაზღვრულია პასუხისმგებელი პირები. სკოლას გააჩნია მის ხელთ არსებული ინფორმაციის დაცვის მექანიზმები. სკოლაში არსებულ ყველა კომპიუტერში ლიცენზირებული პროგრამის ჩაწერას და დაინსტალირებას ახდენს მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ დანიშნული თანამშრომელი და კომპიუტერული პროგრამების მუდმივ განახლებას და უსაფრთხოების დაცვას ახდენს განათლების სამინისტრო. სკოლა ახორციელებს ადამიანებისა და პროცესების უსაფრთხოების მექანიზმების ფუნქციონირების პერიოდულ შეფასებას და შეფასების შედეგებს იყენებს აღნიშნული მექანიზმების გაუმჯობესებისთვის. სკოლა მუშაობს ორ ცვლაში.

Documents

ბიბლიოთეკის დებულება.pdf13/03/2026 10:13:07 · 0.45 MB
პროგრამები.docx13/03/2026 10:16:58 · 0.01 MB
რემედიაციული სწავლების მეთოდოლოგია.pdf13/03/2026 10:50:10 · 0.06 MB
მოსწავლეთა ადაპტაციის წესი_compressed.pdf13/03/2026 11:50:14 · 0.19 MB
კომპიუტერული ლაბორატორიით სარგებლობის წესი.pdf13/03/2026 11:50:14 · 0.04 MB
სსსმ მოსწავლისათვის საგანმანათლებლო სერვისების მიწოდების რეგულაცია.pdf13/03/2026 11:57:43 · 0.09 MB
ტრანზაცია_compressed.pdf13/03/2026 11:57:43 · 0.06 MB
Download documents on EMIS
Behavior rules and appeal mechanisms2 additional items

. წინამდებარე სსიპ - ქალაქ ბათუმის N 17 საჯარო სკოლის (შემდგომში – ,,სკოლა”) შინაგანაწესი (შემდგომში – ,,შინაგანაწესი”) ვრცელდება სკოლაში დასაქმებულ პირებზე, მოსწავლეებსა და მათ მშობლებზე/კანონიერ წარმომადგენლებზე, ასევე სკოლის ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირზე და სავალდებულოა შესასრულებლად. 2. შინაგანაწესი წარმოადგენს სკოლასა და სკოლაში დასაქმებულებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. დასაქმებული ვალდებულია გაეცნოს შინაგანაწესს და აღნიშნული დაადასტუროს საკუთარი ხელმოწერით. სკოლა ვალდებულია დასაქმებულს გააცნოს შრომის შინაგანაწესში შეტანილი ცვლილება მისი შეტანიდან 14 კალენდარული დღის ვადაში. 3. შინაგანაწესი ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის. 4. სკოლა ვალდებულია შინაგანაწესი განათავსოს ყველასათვის თვალსაჩინო ადგილას. 5. დამრიგებელი ვალდებულია სასწავლო წლის დაწყებისას შინაგანაწესი გააცნოს მოსწავლესა და მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს. შინაგანაწესში განხორციელებული ცვლილების გაცნობა უნდა მოხდეს არაუგვიანეს 14 კალენდარული დღის ვადაში.. 6. შინაგანაწესით განისაზღვრება: ა) სამუშაო კვირის ხანგრძლივობა, ყოველდღიური სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დრო, ცვლაში მუშაობისას - ცვლის ხანგრძლივობა; ბ) დასვენების ხანგრძლივობა; გ) შრომის ანაზღაურების გაცემის დრო და წესი; დ) ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი; ე) ანაზღაურების გარეშე შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი; ვ) შრომის პირობების დაცვის წესები; ზ) წახალისებისა და პასუხისმგებლობის სახე და გამოყენების წესი; თ) მატერიალური პასუხისმგებლობა; ი) განცხადების/საჩივრის განხილვის წესი; კ) სასწავლო პროცესის მარეგულირებელი ზოგადი ნორმები; ლ) სკოლაში ჩაცმულობის წესი. 7. შინაგანაწესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) სკოლის ადმინისტრაცია - სკოლის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული პირები (გარდა მასწავლებლისა), ასევე სკოლაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები; ბ) სკოლის დირექცია – სკოლის დირექტორი და მისი მოადგილე/მოადგილეები (ასეთის არსებობის შემთხვევაში); გ) სასკოლო დრო – სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული პროცესის, აგრეთვე სკოლის მიერ ინიცირებული, ორგანიზებული, კონტროლირებული, დაფინანსებული ნებისმიერი ღონისძიების მიმდინარეობის დრო. დ) უფლებამოსილი პირი – სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირი, რომელიც ეხმარება მანდატურს საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვაში, მანდატურის სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

Documents

შინაგანაწესი 2025-26.pdf13/03/2026 10:48:42 · 0.49 MB
გასაჩივრების განხილვის წესი.pdf13/03/2026 11:53:06 · 0.2 MB
Download documents on EMIS
Infrastructure1 additional item
Finances2 additional items

სსიპ-ქალაქ ბათუმის №17 საჯარო სკოლის ფინანსური საქმიანობა ეფუძნება საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპებს. სკოლის ბიუჯეტის დაგეგმვა და ხარჯვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით, რაც უზრუნველყოფს სასწავლო პროცესის შეუფერხებელ ფუნქციონირებასა და ინფრასტრუქტურულ განვითარებას. მართვა და ზედამხედველობა: ბიუჯეტის ფორმირებასა და რაციონალურ განაწილებაზე პასუხისმგებელია სკოლის დირექცია. გადაწყვეტილების მიღება: ფინანსური პრიორიტეტების განსაზღვრაში აქტიურად მონაწილეობს სამეურვეო საბჭო, რაც ბიუჯეტის ხარჯვის პროცესს ხდის ღიას და საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისს. გამჭვირვალობა: სკოლის ყველა ფინანსური ოპერაცია არის აღრიცხული და ხელმისაწვდომი შესაბამისი ორგანოებისა და დაინტერესებული მხარეებისთვის, რაც გამორიცხავს გაუმჭვირვალე ხარჯვას. ბიუჯეტი ორიენტირებულია როგორც პედაგოგიური და ადმინისტრაციული პერსონალის შრომის ანაზღაურებაზე , ისე სკოლის უსაფრთხოებისა და სანიტარული ნორმების დაცვაზე, რაც ქმნის ჯანსაღ საგანმანათლებლო გარემოს ჩვენი მოსწავლეებისთვის

Documents

სკოლის ბალანსი.pdf13/03/2026 11:00:43 · 1.26 MB
22.12.25 სკოლის ბიუჯეტი 2026.pdf14/03/2026 11:04:45 · 0.12 MB
Download documents on EMIS