Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - ქალაქ ბათუმის №10 საჯარო სკოლა

აჭარა · ბათუმი · ქ. ბათუმი ბაგრატიონის ქ. №121

Register ID#307
Students2,412
Teachers127
Buildings2
School profile

General information

Principal
დავით ეცადეიშვილი
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
Teaching sector
ქართული
Authorization start
08/12/2023
Authorization end
08/12/2032
First grade admission

Current capacity information

ქ. ბათუმი ბაგრატიონის ქ. №121

Sector
ქართული
Shift
2
Total capacity
125
Available places
0
SEN capacity
13
Available SEN places
7
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and values4 additional items

სსიპ ქალაქ ბათუმის N10 საჯარო სკოლის მისიაა მოსწავლეებს განუვითაროს მაღალი სულიერი ფასეულობები, აღზარდოს განათლებული, თავისუფალი, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი პიროვნება, რომელსაც ექნება განვითარებული გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევები, დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული ცნობიერება და პასუხისმგებლობა ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე,იქნება ტოლერანტული და კონკურენტუნარიანი. ამ მიზნების მისაღწევად სკოლა ქმნის მართვის, აღზრდის, განათლების ხარისხის უზრუნველყოფის, შეფასებისა და თვითშეფასების თანამედროვე სისტემებს. სკოლის მისიის შესასრულებლად და პრობლემათა დასაძლევად შემუშავებულია სკოლის სასწავლო გეგმა, რომელიც გულისხმობს კონკრეტულ ქმედებათა გააზრებასა და რეალიზებას, რამაც თვისებრივად უნდა გააუმჯობესოს სასწავლო დაწესებულებების მართვის სისტემა,განათლების ხარისხი, მოსწავლეთა აღზრდის სისტემა, საკადრო პოტენციალი,აამაღლოს სწავლებისა და სწავლის მოტივაცია,წაახალისოს წარმატება,ინოვაციური ფიქრი და ქმედება. თითოეულ ამ მიმართულებით სსიპ ქალაქ ბათუმის N10 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია აყალიბებს კონცეპტუალურ კონკრეტულ სამოქმედო პროგრამას.სკოლაში საგანმანათლებლო და სააღმზრდელო პროცესი ემსახურება პატრიოტი, დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებლობების მუდმივად განვითარების შემძლე ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი კანონმორჩილი და ტოლერანტი ადამიანი აღზარდოს.სასწავლო პროცესი ორგანიზებულია თითოეულ მოსწავლეზე და ითვალისწინებს მათ ინტერესებს,შესაძლებლობებს და მიდრეკილებებს.  სსიპ ქალაქ ბათუმის №10 საჯარო სკოლის მისიაა მოსწავლეებს/პროფესიულ სტუდენტებს განუვითაროს დემოკრატიული ღირებულებები აღზარდოს განათლებული, თავისუფალი, კონკურენტუნარიანი ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების მატარებელი პიროვნება, რომელიც მიაღწევს თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს, ისწავლის განსხვავებული აზრისა და კულტურის პატივისცემას.  ზოგადი და პროფესიული განათლების საფუძველზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს, პროგრესულად მოაზროვნე თაობის აღზრდას, ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებას, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა/პროფესიულ სტუდენტთა უწყვეტ პროფესიულ და პიროვნულ განვითარებას მთელი სიცოცხლის განამვლობაში სწავლის შესაძლებლობისა და სწავლების მრავალსაფეხურიანობის უზრუნველსაყოფად. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხედვა სკოლის ყველა თანამშრომელი ზრუნავს ბავშვის გონებრივ, ფიზიკურ, ემოციურ, სულიერ, განვითარებაზე, რათა ჩამოყალიბდეს სოციუმის სრულუფასოვან წევრად. სკოლის ხედვაა ისეთი სასწავლო გარემოს შექმნა, რომელშიც ყველას თავისი პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენის შესაძლებლობა ექნება.სკოლა მიმართულია თითოეული მოსწავლის შესაძლებლობების, პოტენციალისა და განსაკუთრებული ნიჭის გამოვლენასა და მაქსიმალურად განითარებაზე. ხელს უწყობს თითოეული ბავშვის ცხოვრებას და წარმატებას დღევანდელ საზოგადოებაში სკოლისა და ოჯახის კონსტრუქციული თანამშრომლობისა და პასუხისმგებლობის გადანაწილების გზით.  სკოლის ხედვაა ისეთი სასწავლო გარემოს შექმნა, რომელშიც ყველას თავისი პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენის შესაძლებლობა ექნება. 2030 წლისათვის სკოლა იქნება საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც საზოგადოებას გაუწევს მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო მომსახურებას.  სსიპ ქალაქ ბათუმის №10 საჯარო სკოლა იქნება რეგიონში ლიდერი საგანამანათლებლო დაწესებულება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით მრავალფეროვანი, ხარისხზე ორიენტირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულება. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ღირებულებები სიყვარული, თანადგომა, სამართლიანობა, ურთიერთპატივისცემა, პატრიოტიზმი, ერთგულება, პასუხისმგებლობა, თანამშრომლობა, ტოლერანტობა (მიმტევებლობა). • თანასწორობა; • სამართლიანობა; • ღიაობა • სანდოობა • სოციალური ინკლუზია/ხელმისაწვდომობა • გუნდურობა; თანასწორუფლებიანობა: გულისხმობს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ყველა წევრისათვის შესაძლებლობების თანაბრად ხელმისაწვდომობას. ეს უფლებები გამყარებულია საქართველოს კონსტიტუციით და ადამიანის უფლებათა დეკლარაციით. სამართლიანობა: გულისხმობს შედეგების, შეფასების შესაბამისობას სწავლასა და შრომასთან. ჩვენ მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება ემყარება სამართლიანობის პრინციპებს. განხორციელებული შეფასებები, ასევე თვითშეფასება ეფუძნება კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებს და ფაქტობრივ გარემოებებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს მონაწილე პირების სუბიექტივიზმს და არ ტოვებს უსამართლობის განცდას. ღიაობა: ჩვენ ღია ვართ დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის. კონსტრუქციულად განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებულნი ვართ პრობლემების გადაჭრაზე. სისტემატურად ვაფასებთ ჩვენს საქმიანობას და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, ვგეგმავთ განვითარების ინოვაციურ გზებს. სანდოობა: სანდოობა ნიშნავს, რომ შეფასების შედეგები არის განმეორებადი. ამ უკანასკნელს კი უზრუნველყოფს მკაფიო შეკითხვები, ინსტრუქციები, ერთგვაროვანი გარემო და ზუსტად შერჩეული გასაზომი კრიტერიუმები . შეფასება შეიძლება იყოს ობიექტური, მაგრამ არ იყოს სანდო. სოციალური ინკლუზია/ხელმისაწვდომობა – სკოლა ცდილობს უზრუნვ

Documents

პედაგოგიური-საბჭოს-ოქმი 2023-2024 სასწ. წელი.pdf27/09/2023 15:36:08 · 0.81 MB
2023-2024 სასწავლო წლის სამეურველო საბჭოს ოქმი სასკოლო სასწავლო გეგმისა და სტრატეგიული გეგმის დამტკიცება.pdf27/09/2023 15:36:08 · 12.77 MB
პედაგოგიური საბჭოს სხდომის ოქმი N02-02.5 ოქმი.pdf13/06/2024 17:36:10 · 0.8 MB
სამეურვეო საბჭო N04-05-13.pdf13/06/2024 17:36:11 · 8.92 MB
Download documents on EMIS
Strategic planPlan and performance report

Documents

სტრატეგიული გეგმა 2023-2030 წელი(7 წლიანი).pdf27/09/2023 15:40:24 · 0.2 MB
Download documents on EMIS
Annual action planPlan and performance report

Documents

3. 2023-2024 ერთწლიანი სამოქმედო გეგმა.pdf27/09/2023 15:43:37 · 0.13 MB
Download documents on EMIS