ბათუმი, დ. თავდადებულის 47
- Sector
- ქართული
- Shift
- 2
- Total capacity
- 125
- Available places
- 0
- SEN capacity
- 13
- Available SEN places
- 9
აჭარა · ბათუმი · ქ. ბათუმი დ. თავდადებულის ქ. №47
Open a section to view its text, related links, and document listing.
სკოლის მისია: კვლევაზე დაფუძნებული სასწავლო პროცესის უზრუნველყოფა მოსწავლეებში სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და გლობალური ცნობიერების ამაღლების მიზნით. სკოლის მიზანი: სკოლის მიზანია მოსწავლეს მისცეს საკუთარი პოტენციალის რეალიზების საშუალება, ჩამოუყალიბოს უნარი, იყოს შემოქმედი, თავად შექმნას ღირებულებები და იყოს ტოლერანტი. სკოლის ხედვა: თითოეული მოსწავლე აღიჭურვოს საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ-ჩვევებით და სოციალურად სწორი ორიენტაციით გახდეს თანამედროვე საზოგადოების სრულფასოვანი წევრი. სკოლის ღირებულებები: ა) ურთიერთპატივისცემის, შემწყნარებლობისა და თანასწორობის დამკვიდრება მოსწავლეებს, მშობლებსა და მასწავლებლებს შორის, განურჩევლად მათი სოციალური, ეთნიკური, რელიგიური, ლინგვისტური და მსოფლმხედველობრივი კუთვნილებისა; ბ) სკოლის საზოგადოების წევრებისთვის შემოქმედებითი და თანამშრომლობითი გარემოს შექმნა; გ) მოსწავლეთა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის განვითარება და სამოქალაქო ჩართულობა; დ) ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა; ე) კულტურული მრავალფეროვნების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულებისა და ტოლერანტობის დამკვიდრება; ვ) ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და უსაფრთხოების დაცვა; ზ) გარემოს დაცვით განათლება მდგრადი განვითარებისთვის; თ) კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების გზების სწავლება; ი) სამეწარმეო უნარების განვითარება და ინიციატივების წახალისება.
სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქ. ბათუმის N1 საჯარო სკოლის 2022-2023 სასწავლო წლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმა დამტკიცებულია სკოლის სამეურვეო საბჭოს 07.09.2022 N3 სხდომაზე. სსიპ ქ. ბათუმის N1 საჯარო სკოლამ 2022-2023 სასწავლო წლის სტრატეგიული გეგმის შედგენისას იხელმძღვანელა წინა სასწავლო წლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმის რეფლექსიით. გარდა ამისა, გაითვალისწინა ახალი გამოწვევები და მეტი განვითარებისათვის გამოყო 5 ძირითადი მიმართულება. ესენია: Ø სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლება; Ø სასკოლო დოკუმენტაციის შემუშავება/განახლება და ორგანიზაციული განვითარება; Ø მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება; Ø უსაფრთხო, ორგანიზებული და დისციპლინირებული გარემოს უზრუნველყოფა; Ø მშობელთა ჩართულობის ხელშეწყობა.
ფიზიკური და ფსიქო-ემოციური უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა სკოლის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია სასწავლო პროცესის განხორციელების პროცესში. სკოლას გააზრებული აქვს საკუთარი როლი და ადგილი, სკოლაში შექმნილია სასკოლო საზოგადოებისთვის უსაფრთხო და პიროვნების განვითარებაზე ორიენტირებული სოციო-კულტურული სივრცე. სკოლა უზრუნველყოფს სასკოლო საზოგადოების დაცულობას და მათი ინტერესების დაცვას, აღნიშნული მიზნების მისაღწევად სკოლა მიმართავს სხვადასხვა მექანიზმს. სკოლაში დაცულია საზოგადოებრივი წესრიგი სკოლას ყავს - დარაჯი, ფუნქციონირებს მანდატურის სამსახური. მოსწავლეების სკოლაში მოსვლისა და გასვლის პროცესს მონიტორინგს უწევენ ადმინისტრაციის წარმომადგენლები და კლასის დამრიგებლები. სკოლაში უცხო პირების შესვლა მკაცრად კონტროლდება, გადაცდომების პრევენციის მიზნით დადგენილია მორიგეობის გრაფიკი - შესვენების დროს თითოეულ სართულზე 2-3 პედაგოგი ზრუნავს წესრიგსა და მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე (იხ. დანართი 1 - მორიგეობის განრიგი) . ამას გარდა, სკოლის ტერიტორიაზე უზრუნველყოფილია საგანგებო სიტუაციებში რეაგირებისა და პირველადი დახმარების აღმოჩენის მექანიზმები კანონმდებლობის შესაბამისად; დაცულია სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები (იხ.დანართი 2,3,4). სკოლას ასევე გააჩნია სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებული წესები და რეგულაციები, რომლებიც შესაბამისობაშია სკოლის სპეციფიკასა და მოთხოვნებთან. სკოლას ყავს მრჩეველთა საბჭო, რომელიც პერიოდულად სკოლის ადმინისტრაციას აწვდის რეკომენდაციებს სკოლაში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საჭიროებების შესახებ (იხ. დანართი 5, 6 - მრჩეველთა საბჭოს ოქმი, შინაგანაწესი). თუმცა, უსაფრთხო სკოლა მხოლოდ ფიზიკური გარემოს კონტროლს არ გულისხმობს და ის მოსწავლეების ფსიქოლოგიური და ემოციური უსაფრთხოების უზრუნველყოფასაც მოიცავს. სასწავლო პროცესში უზრუნველყოფილია უპირობოდ პოზიტიური, ღია, მხარდამჭერი და მიმღებლობითი გარემო. სკოლის ადმინისტრაციისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია სკოლში მოსული თითოეული მოსწავლე თავს ემოციურად უსაფრთხოდ გრძნობდეს, რაც თავის მხრივ აისახება მის წარმატებაზე როგორც სწავლაში, ასევე ცხოვრებასა და ურთიერთობაში. ამგვარი გარემოს მიღწევაში ბევრი სხვადასხვა ფაქტორი მონაწილეობს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ბავშვების სოციალურ-ემოციური უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რაშიც მასწავლებლის როლი უმნიშვნელოვანესია. პედაგოგები ზრუნავენ სასწავლო პროცესი წარმართონ მოსწავლეზე ორიენტირებულად და უზრუნველყონ პოზიტიური კლიმატი სკოლისა და კლასის დონეზე. სკოლაში არსებობს სადამრიგებლო საათი, სადაც პედაგოგები მიზანმიმართულად (ხშირად კონკრეტული საჭიროებიდან გამომდინარე) საუბრობენ ბავშვებთან სხვადასხვა საკითხებზე, განიხილავენ სიტუაციებს, ეძებენ გამოსავალს, აკეთებენ დასკვნებს. მოსწავლეებს ასევე აქვთ საშუალება განიხილონ და ისაუბრონ თავიანთ პრობლემებზე. უსაფრთხო სკოლის პოლიტიკის შესაფასებლად სკოლის ადმინისტრაციის ინიციატივით ჩატარებულ კვლევაში (კვლევა ჩატარდა 2022-2023 სასწავლო წლის სექტემბერში) იყო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კითხვები. მშობლებისა და პედაგოგების აზრით ამ ეტაპზე სკოლას არანაირი გამოწვევა არ აქვს და როგორც ფიზიკური გარემო, ისე სასწავლო პროცესი სკოლაში ყველასთვის მისაღებია. თუმცა, გარდა ზოგადი პრევენციული აქტივობებისა, ფსიქო-ემოციური უსაფრთხოების მიზნით, სკოლა ასევე, მუდმივად სწავლობს სიტუაციას, ახდენს კონკრეტული პრობლემის იდენტიფიცირებას და შეიმუშავებს კონკრეტულ სიტუაციაზე მორგებულ, რეაქტიული ინტერვენციის გზებს. ვთვლით, რომ ეს არის ზრუნვაზე ორიენტირებული მიდგომა, რომ მოსწავლეს ჰქონდეს პირობები, თავი მაქსიმალურად დაცულად იგრძნოს და შეძლოს თვითრეალიზება. ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებს ჰქონდეთ საკუთარი მნიშვნელოვნებისა და კომპეტენტურობის განცდა, როცა მის აზრს ითვალისწინებენ, პატივს სცემენ. სკოლაში, როგორც ერთ-ერთი პრო-აქტიული აქტივობა, ბულინგის კვირეულის ფარგლებში განხორციელდა პროექტი, სადაც დამრიგებლები და სხვადასხვა საგნის მასწავლებლები იყვნენ ჩართული. აღმზრდელობითი და ღირებულებითი მუშაობა მიმდინარეობდა სხვადასხვა ფორმით: დისკუსიები, ფილმებისა და ნაწარმოებების განხილვა, პოსტერების, ვიდეო რგოლების და სლოგანების დამზადება; ნახატების გამოფენა. მოსწავლეთა სამოქალაქო შეგნების ჩამოყალიბებასთან ერთად, პროექტის ერთ-ერთი მიზანი იმ ემოციური კომფორტის მიღწევაში დახმარება იყო, რომელიც მოსწავლეს უყალიბებს სკოლისადმი პოზიტიური განწყობას, უქმნის უსაფრთხოების შეგრძნებას და უზრდის სწავლის მოტივაციას. რა თქმა უნდა, სკოლაში კანონმდებლობის შესაბამისად დაცულია პერსონალური მონაცემები და ინფორმაციული უსაფრთხოება.
სკოლის ბაზაზე საჩივრის განხილვის მექანიზმი ,,დამტკიცებულია“ სკოლის სამეურვეო საბჭოს მიერ. სხდომის ოქმი N-10 4 მაისი 2023 წელი 1. სკოლის ძირითადი დანიშნულება მოსწავლეებისათვის მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო მომსახურების უზრუნველყოფაა. ამიტომ სკოლა ვალდებულია, ხელი შეუწყოს ისეთი სამუშაო და სასწავლო გარემოს ფორმირებას, რომელიც შესაბამისობაში იქნება მის საგანმანათლებლო მისიასთან. საჩივრების ეფექტური სისტემის არსებობა სკოლის მართვის პროცესში არსებული ხარვეზების აღმოჩენისა და აღმოფხვრის ძირითადი მექანიზმია. 2. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სკოლამ უნდა უზრუნველყოს თითოეული მოსწავლის, მშობლისა და მასწავლებლის უფლება, გაასაჩივროს მასწავლებლისა და სკოლის უკანონო და სხვა არამართლზომიერი ქმედებები, აგრეთვე მიიღოს მიყენებული ზიანის სრული ანაზღაურება. ამის მისაღწევად სკოლამ უნდა შეიმუშაოს საჩივრების მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი განხილვის ეფექტიანი საშუალება. 3. წინამდებარე საჩივრების განხილვის მექანიზმი ემყარება შემდეგ ძირითად პრინციპებს: ა) წამოჭრილი პრობლემის არაფორმალური მოგვარების მხარდაჭერა; ბ) საჩივრების პროცედურების ხელმისაწვდომობა; გ) საჩივრების პროცედურების სიმარტივე; დ) გონივრული და მკაფიოდ განსაზღვრული დროის ფარგლები საჩივრის განხილვისა და გადაწყვეტისათვის; ე) საჩივრით წამოჭრილი საკითხების სამართლიანი, სრული და მიუკერძოებელი განხილვა და გადაწყვეტა. ვ) ხელმისაწვდომობა და საჯაროობა. 4. სკოლაში მოქმედი საჩივრების პროცედურების შესახებ ინფორმაცია უნდა არის საჯარო და ფართოდ ხელმისაწვდომი.
დანართი N1 ანგარიში (ფინანსური საქმიანობის შესახებ) წარმოგიდენთ სსიპ ილია წავჭავაძის სახელობის ქალაქ ბათუმის N 1 საჯარო სკოლის, 2022 წლის ფინანსური საქმიანობის შესახებ ანგარიშს. ,,ზოგადი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო სკოლის დირექტორი თანხებს განკარგავს სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული სკოლის ბიუჯეტის მიხედვით. 2021 წლის ბოლოს დამტკიცდა 2022 წლის ბიუჯეტი, რომელიც დაგეგმილი იყო რეალური გათვლებისა და გაანგარიშების საფუძველზე, როგორც შემოსავლით, ისე ხარჯვით ნაწილში. ბიუჯეტის დაგეგმვისას, ასევე, გათვალისწინებულ იქნა გასული წლების გამოცდილება. 2022 წლის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მხედველობაში იქნა მიღებული, როგორც ვაუჩერული დაფინანსებიდან, ისე ეკონომიკური საქმიანობიდან მისაღები სავარაუდო შემოსავლები. 2022 წლის ბიუჯეტში, წინა წლიდან გადმოსული ნაშთი შეადგენდა 60974.37 ლარს. სკოლის შემოსავლის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს მოსწავლეთა ვაუჩერული დაფინანსება. იქიდან გამომდინარე, რომ წინა წელთან შედარებით სკოლაში 2022 წელს მოსწავლეთა რაოდენობა მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, სკოლის ბიუჯეტში ამ კუთხით მხოლოდ მცირედი ცვლილებები განხორციელდა. შესაბამისად, სკოლამ მოსწავლეთა ვაუჩერული დაფინანსებიდან მიიღო 1124679,14 ლარი. სკოლის ბიუჯეტმა სსსმ დაფინანსების მხრივ შეადგინა 42000 ლარი. აღნიშნული თანხა სრულად მოხმარდა სსსმ მოსწავლეთა საჭიროებებს. დისტანციური სწავლების გათვალისწინებით, სკოლის ბიუჯეტში რეგულარულად ირიცხებოდა დამატებითი ანაზღაურება იმ მასწავლებლებისათვის, რომლებიც დამატებით უძღვებოდნენ საგაკვეთილო პროცესს დისტანციურ რეჟიმში. „ზოგადი განათლების ხელშეწყობის“ პროგრამის "COVID-19 გამოწვეული პანდემიის პირობებში საჯარო სკოლების მხარდაჭერის" ქვეპროგრამის ფარგლებში მასწავლებლის მიერ დამატებითი დისტანციური სწავლების ფარგლებში/ონლაინ ჯგუფებში ჩატარებული გაკვეთილებისთვის, მასწავლებელს თანამდებობრივ სარგოზე მიეცემა დანამატი ყოველ ჩატარებულ დისტანციურ გაკვეთილზე კვირაში 7 (შვიდი) ლარის ოდენობით. ამ სახით ე.წ „ონლაინ ჯგუფებისთვის“ ჩატარებული გაკვეთილების ასანაზღაურებლად სკოლის ბიუჯეტში არსებულმა შემოსულობებმა შეადგინა 22359 ლარი, რაც სრულად გაიცა მასწავლებელთა შრომის ანაზღაურებაზე. სკოლის ბიუჯეტში 2022 წელს ირიცხებოდა მასწავლებლების სტატუსის დანამატი 792547,46 ლარი და სპეცმასწავლებლების დანამატები 22404,80 ლარი, რაც სრულად გაიცა სერთიფიცირებულ მასწავლებელთა შრომის ანაზღაურებაზე. სკოლის ბიუჯეტში ასევე ირიცხებოდა სკოლის ექიმის დაფინანსების თანხა 6752 ლარი, რაც ასევე სრულად გაიცა სკოლის ექიმის შრომის ანაზღაურებაზე. სკოლამ იტალიის საელჩოდან იტალიური ენის მასწავლებლებისათვის დანამატის გასაცემად მიიღო 7206,81 ლარი, რაც გაცემულია დანიშნულებისამებრ. რაც შეეხება დამატებითი ეკონომიკური საქმიანობის შედეგად მიღებულ შემოსავლებს, იგი შეადგენს წრეებიდან და ბუფეტის იჯარით ფართის გაცემის შედეგად მიღებულ შემოსავალს, საპროცენტო სარგებლიდან მიღებულ შემოსავალს. შემოსულმა თანხამ სულ შეადგინა 18498 ლარი. აღნიშნულმა შემოსავალმა სკოლას მისცა შესაძლებლობა, მოეხდინა დამატებითი ფინანსების მობილიზება და დაეფინანსებინა მცირე ინფრასტრუქტურული ხარჯები, რომლებიც ამ ეტაპზე სკოლისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. სასწავლო წლის მიმდინარეობისას, სკოლას დასჭირდა სხვადასხვა საქონლისა თუ მომსახურებების შესყიდვაც, მათ შორის სანიტარული და ჰიგიენური საშულებები, რომელთა შეძენა საჭირო გახდა როგორც გაზაფხულზე, ისე ახალი სასწავლო წლის დაწყების წინ. 2022 წლის ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი მოხმარდა შრომის (ხელფასები, თანამდებობრივი სარგო, სქემით განსაზღვრული სტატუსის დანამატები) ანაზღაურებას. ასევე, სკოლის ბიუჯეტიდან დაიფარა კომუნალური გადასახადები. საბიუჯეტო წლის განმავლობაში, ასევე, შესყიდულ იქნა სკოლის შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის საჭირო საოფისე ნივთები (საოფისე ინვენტარი, ქაღალდი, საკანცელარიო ნივთები და სხვა ანალოგიური მასალები). შეძენილ იქნა 20 ცალი პროექტორი 33600 ლარად. სკოლის შენობას, საკლასო ოთახებს ესაჭიროებოდა სარემონტო სამუშაოების ჩატარება, რომელიც განხორციელდა საკუთარი სახსრებით. მოხერხდა საკლასო ოთახების ნაწილობრივი რეაბილიტაცია. ამასთან, გამომდინარე იქიდან, რომ სკოლის შემოსავლები იძლეოდა დასაქმებულების წახალისების შესაძლებლობას, 2022 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულ იქნა ტექნიკური პერსონალისათვის პრემიების მუხლი. 2022 წლის 01 იანვრიდან 01 დეკემბრის ჩათვლით მიღებულმა სკოლის შემოსავალმა ჯამში შეადგინა 2036447 ლარი, ხოლო ხარჯმა 2036049 ლარი. სკოლის თანხების ხარჯვა განხორციელდა წინასწარ დასახული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად და სასწავლო პროცესში გამოვლენილი საჭიროებების შესაბამისად. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებთ, 2022 წლის სკოლის ბიუჯეტის შემოსავლები და გადარიცხვითი ოპერაციები განხორციელებულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.