ბათუმი, ხარიტონ ახვლედიანის ქ.N19
- Sector
- ქართული
- Shift
- 2
- Total capacity
- 125
- Available places
- 1
- SEN capacity
- 13
- Available SEN places
- 7
აჭარა · ბათუმი · ქ. ბათუმი, ხარიტონ ახვლედიანის ქ. N19
Open a section to view its text, related links, and document listing.
მისია ჩვენ გვჯერა, რომ შეგვიძლია სკოლის ბაზაზე, ყველა მოსწავლის საჭიროებებზე მორგებული სასწავლო რესურსების შექმნა და გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესის ეფექტიანად წარმართვისთვის. ამიტომ, მზად ვართ შევქმნათ თითოეულ საგანში სხვადასხვა საჭიროების მოსწავლეზე მორგებული სასწავლო რესურსები და ამ რესურსების გამოყენების და გარდაქმნის გზამკვლევები, რაც უზრუნველყოფს თითოეული მოსწავლის პიროვნული და აკადემიური განვითარების მაქსიმალურ მხარდაჭერას და განვითარებას. ხედვა ჩვენი მიზანია 2030 წლისთვის, ვიყოთ პირველი სკოლა რეგიონში, რომელსაც ექნება სხვადასხვა საჭიროების მქონე მოსწავლის შესაძლებლობებზე მორგებული საავტორო რესურსები, რასაც გააზიარებს ეროვნულ დონეზე. ღირებულებები ჩვენი მისიის მიღწევას ვგეგმავთ სიყვარულზე, სამართლიანობაზე, თანადგომაზე, ურთიერთპატივისცემაზე, პატრიოტიზმზე, ერთგულებაზე, მიმტევებლობაზე, პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული სასკოლო კულტურით.
სკოლა-დირექტორი, მოადგილე, ბუღალტერი,პედსაბჭო,მრჩეველთა საბჭო,ადმინისტრაცია,სამეურვეო საბჭო, დისციპლინური კომიტეტი,არასაშტატო ერთეული პედსაბჭო-მათემატიკის კათედრა,ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა,საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრა, სპორტისა და ესთეტიკის კათედრა, საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრა,უცხოური ენების კათედრა, დაწყებითი კლასების კათედრა ადმინისტრაცია-მატ. ტექ.უზრუნველყოფის კოორდინატორი, საქმისმწარმოებელი, ბიბლიოთეკარი, საინფორმაციო მენეჯერი, ექიმი. ინკლ განათლების სპეციალისტები, ფსიქოლოგი არასაშტატო ერთეული-დამლაგებელი, დარაჯი,ცეცხლფარეში, მუშა
სსიპ ქალაქ ბათუმის N2საჯარო სკოლა ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად მიიჩნევს იმ მოსწავლეთა დახმარებას, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით სათანადოდ ვერ ივითარებენ ფუნდამენტურ აკადემიურ უნარებს
სკოლის ძირითადი დანიშნულება მოსწავლეებისთვის მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო მომსახურების უზრუნველყოფაა. ამიტომ სკოლა ვალდებულია, ხელი შეუწყოს ისეთი სამუშაო და სასწავლო გარემოს ფრომირებას, რომელიც შესაბამისობაში იქნება მის საგანმანათლებლო მისიასთან.
სკოლა შედგება 2 კორპუსისაგან, ორსართულიანი კორპუსი აგებულია 1904 წელს და დღევანდელი მდგომარეობით არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, მეორე კორპუსი 4 სართულიანი აგებულია 1972 წელს.სკოლას 2022 ჩაუტარდა კაპიტალური რემონტი.სკოლა სრულიად ადაპტირებულია.აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი ინვენტარით ციფრული ლაბორატორიით, სპურტული დარბაზებით და სააქტო დარბაზით..კლასებში დამონტაჟებულია პროექტორები და ლეპტობები, სამასწავლებლოშიც განლაგებულია 30 ლეპტოპი სკოლა პასუხობს თანამედროვეობის მოთხოვნებსა და გამოწვევებს.
,,ზოგადი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო სკოლის დირექტორი თანხებს განკარგავს სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული სკოლის ბიუჯეტის მიხედვით. სკოლის შემოსავლის ძირითად ნაწილს შეადგენდა მოსწავლეთა ვაუჩერული დაფინანსება.