ბათუმი, გრიშაშვილის 3
- Sector
- ქართული
- Shift
- 2
- Total capacity
- 100
- Available places
- 0
- SEN capacity
- 10
- Available SEN places
- 8
აჭარა · ბათუმი · ქ. ბათუმი გრიშაშვილის ქ. №3
Open a section to view its text, related links, and document listing.
მისია სსიპ - ქალაქ ბათუმის N18 საჯარო სკოლა არის საჯარო სკოლის მისიაა, აღზარდოს ეროვნული და დემოკრატიული ღირებულებების მატარებელი პიროვნებები, რომლებიც შეძლებენ ინტელექტუალური მიღწევების ეფექტიან გამოყენებასა და საკუთარი ადგილის დამკვიდრებას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ხედვა სსიპ -ქალაქ ბათუმის N18 საჯარო სკოლა არის საჯარო სკოლის ხედვაა სკოლის კურსდამთავრებულთა უმრავლესობას შეეძლოს იყოს რეალიზებული, მოთხოვნადი კადრი შრომის ბაზარზე და თავისი საქმიანობით შექმნას ინტელექტუალური კაპიტალი თანამედროვე სამოქალაქო საზოგადოებაში. ღირებულებები სსიპ - ქალაქ ბათუმის N18 საჯარო სკოლა, თავისი საქმიანობის ფარგლებში, ეყრდნობა განათლების სფეროში საყოველთაოდ აღიარებულ ღირებულებებს, როგორიცაა: • თანამშრომლობა; • დემოკრატიული მართვა; • ტოლერანტობა; • გამოხატვის თავისუფლება; • სამართლიანობა; • პატრიოტიზმი; • პასუხისმგებლობა.
სკოლაში ,,ზოგადი განათლების შესახებ კანონიდან" გამომდინარე მოქმედებს ხუთის სტრუქტურული ერთეული: სამეურვეო საბჭო, დირექცია, პედაგოგიური საბჭო, მოსწავლეთა თვითმმართველობა და დისციპლინური კომიტეტი.
სკოლაში შემუშავებულია და ფუნქციონირებს სხვადასხვა სახის მხარდაჭერის სერვისები: მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერის წესი: პროფესიული ორიენტაციის დაგეგმვისა და კონსულტირების გაწევის წესი; ტრანზიციის გეგმა; ინდივიდუალური-სასწავლო-გეგმის-შემუშავების-მეთოდოლოგია; ინტერვენციის გეგმა; სსსმ-პირთათვის-საგანმანათლებლო-სერვისების მიწოდების რეგულაციები; მრჩეველთა საბჭო სასკოლო სასწავლო გეგმა; საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მექანიზმი; მშობლებთან ურთიერთობის დებულება; შიდა კონტროლის წესი; რეფერირების ინსტყრუქცია; საზოგადოებასთან ურთიერთიობის წესი
სკოლაში მოქმედებს: სკოლის შინაგანაწესი; შიდა კონტროლის წესი; მშობლებთან ურთიერთობის დებულება; გასაჩივრებისა და საჩივრის განხილვის წესი; პირველადი დახმარების აღმოჩენის წესი; საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მექანიზმის დებულება; მოსწავლეთა ჩარიცხვის,საფეხურის დაძლევის,მობილობის,სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის წესი;
სკოლა სრულად რეაბილიტირებულია ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ ამერიკელი ხალხის დაფინანსებით ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის კომპაქტის ფარგლებში MILLENNIUM
სსიპ ქალაქ ბათუმის მე-18 საჯარო სკოლის სკოლის ბიუჯეტი შეადგენს - 1,838,066 ლარს შრომის ანაზღაურება - 1,624,140 ლარი; კომუნალური გადასახადები - 50,100 ლარი; სოციალური დახმარება და საპენსიო ფონდი - 12,000ლარი; სხვა ხარჯები - 151,826 ლარი.