ბათუმი ინასარიძის ქ. №11
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 50
- Available places
- 0
- SEN capacity
- 5
- Available SEN places
- 2
აჭარა · ბათუმი · ქ. ბათუმი ინასარიძის ქ. №11
Open a section to view its text, related links, and document listing.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მისია სსიპ ქალაქ ბათუმის N14 საჯარო სკოლა არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის მისიაა ყოველმხრივ , ჰარმონიულად განვითარებული ჯანსაღი, თავისუფლად მოაზროვნე თაობების აღზრდა, თითოეული მოსწავლის ინტერესსა და შესაძლებლობებზე, სწავლების შედეგებსა და უნარ-ჩვევებზე ორიენტირება; მოსწავლეთა დამოუკიდებული და კრიტიკული აზროვნების განვითარების ხელშეწყობა და პატივისცემა; ტოლერანტობის, მორალური, ზნეობრივი და ჯანსაღი ქცევის ნორმების დამკვიდრება; საინფორმაციო-ტექნოლოგიური საშუალებების პრაქტიკულად გამოყენების უნარ-ჩვევებისა და პრაგმატულად მოაზროვნე პიროვნებების ჩამოყალიბებაზე პასუხისმგებლობა. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხედვა ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულთა უმრავლესობა შეძლებს იყოს რეალიზებული, მოთხოვნადი კადრი შრომის ბაზარზე და თავიანთი საქმიანობით ქმნიდეს ინტელექტუალურ კაპიტალს თანამედროვე სამოქალაქო საზოგადოებაში. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ღირებულებები თავისი საქმიანობის ფარგლებში სკოლა ეყრდნობა განათლების სფეროში საყოველთაოდ აღიარებულ ღირებულებებს, როგორებიცაა: თანამშრომლობა; დემოკრატიული მართვა; ტოლერანტობა; გამოხატვის თავისუფლება; სამართლიანობა; პატრიოტიზმი; პასუხისმგებლობა.
სკოლის განვითარების შვიდწლიანი გეგმის ძირითადი სტრატეგიული მიზნები: ✔ სკოლის ინფრასტრუქტურის განვითარება და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფა; სკოლა მუდმივად ზრუნავს სასწავლო გარემოს, სკოლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და სრულყოფას. აღნიშნული მიზნით, სისტემატურად ხდება სკოლის ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა, სასკოლო რესურსის, საჭიროებისამებრ განახლება და შეძენა. ✔ კვალიფიციური კადრები; იმისთვის რომ სკოლამ უზრუნველყოს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი სწავლება, აუცილებელია კვალიფიციური კადრების მოზიდვა, ზრუნვა მასწავლებლების პროფესიულ განვითარებაზე. ✔ არაფორმალური განათლების გაძლიერება; არაფორმალური განათლების კომპონენტები უზრუნველყოფს სასწავლო პროცესში სასკოლო საზოგადოებისა და თემის ჩართულობას, ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას. ✔ ციფრული ტრანსფორმაცია; სკოლა აქტიურად გეგმავს სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების და თანამედროვე სწავლების სტრატეგიების/მიდგომების გამოყენებას. შესაბამისად სასკოლო სივრცეში იქნება ინტერნეტის სრული ხელმისაწვდომობა. ✔ მონიტორინგი და შეფასება; მონიტორინგის ფარგლებში შეგროვებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე ვახდენთ შეფასებას, რათა განვსაზღვროთ სამომავლო პრიორიტეტები.
1.1 სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავება, შეთანხმება, განხილვა- დამტკიცება დირექტორი, დირექტორის მოადგილე; სტრუქტურული ერთეულები: სამეურვეო საბჭო, პედაგოგიური საბჭო 1.2 სასკოლო დოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანა/საჭიროების შემთხვევაში ახლის დამტკიცება 1.3 სკოლის ბიუჯეტის დამტკიცება/ცვლილების შეტანა დირექტორი, სამეურვეო საბჭო, ბუღალტერი 1.4 სკოლის 2023 წლის სახელმწიფო შესყიდვების გეგმის შემუშავება/დამტკიცება დირექტორი, ბუღალტერი 1.5 მასწავლებლებთან და თანამშრომლებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება დირექტორი 1.6 მოსწავლეთა მშობლებთან მომსახურების და წიგნების გადაცემაზე ხელშეკრულების გაფორმება დირექტორი, დამრიგებელები
სკოლა უზრუნველყოფს სკოლის ტერიტორიაზე ფიზიკური უსაფრთხოების დაცვას, მათ შორის საგანგებო სიტუაციებში რეაგირებას და პირველადი დახმარების აღმოჩენას. სკოლაში არის მანდატურის სამსახური, სკოლის პერიმეტრი დაცულია 24 საათის განმავლობაში სკოლის დარაჯის მიერ. კლასის დამრიგებლები პირველივე გაკვეთილზე ადგენენ გამოუცხადებელ მოსწავლეთა სიას და აცნობებენ მშობლებს. დღის განმავლობაში ადგენენ გაცდენის მიზეზს და ავსებენ სპეციალურ ფორმას, რომელიც ინახება დირექტორის მოადგილესთან. დილით მორიგე მასწავლებელი ადგენს დაგვიანებულ მოსწავლეთა სიას, რომელიც მიეწოდება მანდატურს, დამრიგებლებს და მშობლებს. სკოლა შემოსაზღვრულია ღობით, თუმცა სკოლის ღობე საჭიროებს სრულ რეაბილიტაციას. სკოლია ეზოში მოსწავლე მეთვალყურეობის ქვეშაა. სკოლაში დამონტაჟებულია 24 ვიდეოთვალი. ფუნქციონირებს ექიმის კაბინეტი, შემუშავებულია და სართულებზე განთავსებულია საევაკუაციო გეგმა და ნიშნულები. 2016 წლის 6 აპრილის დირექტორის 01-03/13 ბრძანებით განსაზღვრულია სახანძრო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირები. აგრეთვე სკოლაში წელიწადში ერთხელ მაინც ტარდება სიმულაციური განგაში და იმიტირებული ევაკუაცია გეგმის მიხედვით. სკოლა უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას. სკოლაში დგება მასწვლებელთა მორიგეობის გრაფიკი სართულების მიხედვით, ცხრილი განთავსებულია ყველა სართულზე. შესვენებებზე ყველა დამრიგებელი იმყოფება თავის სადამრიგებლო კლასთან. სკოლაში ტარდება კლასსაათები, რომლებზეც ინტენსიურად განიხილება მოსწავლეთა ქცევის წესები. სკოლაში შექმნილია დისციპლინური კომიტეტი, რომელიც განიხილავს მასწავლებელთა და მოსწავლეთა დისციპლინურ გადაცდომებს. საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში ასევე აქტიურად არის ჩართული მანდატურის სამსახური. სკოლის ტერიტორიაზე სასკოლო დროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით სკოლის 2021 წლის 25 ოქტომბრის დირექტორის 01-03/35 ბრძანებით შექმნილია მრჩეველთა საბჭო. სკოლა უზრუნველყოფს ფსიქოლოგიურად და ემოციურად უსაფრთხო სასკოლო გარემოს. კლასის დამრიგებლებს და მასწავლებლებს აქვთ მშობლებთან კომუნიკაცია მოსწავლის ამა თუ იმ გამოვლენილ ფსიქოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებით. სკოლაში არის მანდატურის სამსახური, რომელიც უზრუნველყოფს წესრიგის დაცვას და საჭიროების შემთხვევაში ახდენს რეფერირებას ფსიქოლოგიურ სამსახურთან. ყოფილა შემთხვევა, როცა მოვიწვიეთ მანდატურის სამსახურთან არსებული ფსიქოლოგები კლასში არსებულ პრობლემებზე სასაუბროდ, მაგალითად, იყო პრობლემა ახალგადმოსულ მოსწავლის მიმღებლობასთან დაკავშირებით, ასევე იყო კლასის საერთო პრობლემა სოციალურ ქსელთან დაკავშირებით, იყო პრობლემა თანაკლასელის გარდაცვალების გამო შექმნილი სტრესული მდომარეობის გამო. საგაკვეთილო პროცესი სკოლას გამოუყენებია მოსწავლეთა ფსიქო- სოციალური მდგომარების გაძლიერებისათვის, მაგალითად ხელოვნების გაკვეთილზე მოსწავლეებს მიეცათ დავალება ბულინგთან დაკავშირებით თავიანთი ხედვით შეექმნათ ნახატები, რომელთა გამოფენაც მოხდა სკოლის სივრცეში. სკოლის მთავარი ფასეულობა, რომელიც ეფუძნება თანამშრომლობით კულტურას და გუნდური მუშაობის პრინციპს არის ძირითადი ბერკეტი, იმისთვის, რომ სკოლაში იყოს ფსიქოლოგიურად და ემოციურად უსაფრთხო სასკოლო გარემო. სკოლა უზრუნველყოფს სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვას. სკოლას საშტატო განრიგის მიხედვით ჰყავს შვიდი დამლაგებელი, რომლებიც გადანაწილებული არიან სკოლის სხვადასხვა სივრცეში და შრომითი ხელშეკრულებით აქვთ ვალდებულებები სკოლის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვასთან დაკავშირებით. სკოლაში გამართულია სველი წერტილები, უზრუნველყოფილია ცხელი წლყით, მუდმივად მარაგდება თხევადი საპნით და ქაღალდის ხელსახოცებით. ყოველდღიურად სველი წესით ლაგდება საკლასო ოთახები, დერეფნები. სველი წერტილების დასამუშვებლად ვიყენებთ სადეზინფექციო საშუალებებს. სკოლაში სისტემატურად ხორციელდება მონიტორინგი რესურსცენტრის, ქალაქის მერიის, ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენელთა მიერ. გვაწვდიან მონიტორინგის შედეგებს, რომლის მიხედვითაც ხდება არსებული ხარვეზის აღმოფხვრა. სამომავლოდ ვგეგმავთ სკოლის გეგმარებასა და ინფრასტრუქტურაზე მორგებული დასუფთავებისა და გამართულობის შემოწმების გრაფიკის შემუშავებას. სკოლა უზრუნველყოფს პერსონალური მონაცემების დაცვას. სკოლის მოსწავლეთა და პერსონალის მონაცემთა ელექტრონული ბაზა (eschool) ხელმისაწვდომია კონკრეტული პირებისთვის, მატერიალური დოკუმენტაცია ინახება სკოლის არქივში, რომელიც დაცულია გისოსებით და ცხაურის კარით. კომპიუტერულ ლაბორატორიაში სამუშაო პროცესის დასრულების შემდეგ ირთვება სიგნალიზაცია და იცავს დაცვის სამსახური. სკოლაში 2021 წლის 10 თებერვლის დირექტორის 01-07/12 ბრძანებით შექმნილია პერსონალურ მონაცემთა და ინფორმაციულ მონაცემთა დაცვის დებულება და განსაზღვრულია პასუხისმგებელი პირები. სკოლას გააჩნია მის ხელთ არსებული ინფორმაციის დაცვის მექანიზმები. სკოლაში არსებულ ყველა კომპიუტერში ლიცენზირებული პროგრამის ჩაწერას და დაინსტალირებას ახდენს მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ დანიშნული თანამშრომელი და კომპიუტერული პროგრამების მუდმივ განახლებას და უსაფრთხოების დაცვას ახდენს განათლების სამინისტრო. სკოლაში 2021 წლის 10 თებერვლის დირექტორის 01-07/12 ბრძანებით შექმნილია პერსონალურ მონაცემთა და ინფორმაციულ მონაცემთა დაცვის დებულება და განსაზღვრულია პასუხისმგებელი პირები. სკოლა ახორციელებს ადამიანებისა და პროცესების უსაფრთხოების მექანიზმების ფუნქციონირების პერიოდულ შეფასებას და შეფასების შედეგებს იყენებს აღნიშნული მექანიზმების გაუმჯობესებისთვის. სკოლა მუშაობს ორ ცვლაში,
სსიპ ქალაქ ბათუმის N14 საჯარო სკოლის შინაგანაწესი 2023 წელი მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. წინამდებარე სსიპ ქალაქ ბათუმის N14 საჯარო სკოლის (შემდგომში – ,,სკოლა”) შინაგანაწესი (შემდგომში – ,,შინაგანაწესი”) ვრცელდება სკოლაში დასაქმებულ პირებზე, მოსწავლეებსა და მათ მშობლებზე/კანონიერ წარმომადგენლებზე, ასევე სკოლის ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირზე და სავალდებულოა შესასრულებლად. 2. შინაგანაწესი წარმოადგენს სკოლასა და სკოლაში დასაქმებულებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. დასაქმებული ვალდებულია გაეცნოს შინაგანაწესს და აღნიშნული დაადასტუროს საკუთარი ხელმოწერით. სკოლა ვალდებულია დასაქმებულს გააცნოს შრომის შინაგანაწესში შეტანილი ცვლილება მისი შეტანიდან 14 კალენდარული დღის ვადაში. 3. შინაგანაწესი ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის. 4. სკოლა ვალდებულია შინაგანაწესი განათავსოს ყველასათვის თვალსაჩინო ადგილას. 5. დამრიგებელი ვალდებულია სასწავლო წლის დაწყებისას შინაგანაწესი გააცნოს მოსწავლესა და მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს. შინაგანაწესში განხორციელებული ცვლილების გაცნობა უნდა მოხდეს არაუგვიანეს 14 კალენდარული დღის ვადაში.. 6. შინაგანაწესით განისაზღვრება: ა) სამუშაო კვირის ხანგრძლივობა, ყოველდღიური სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დრო, ცვლაში მუშაობისას - ცვლის ხანგრძლივობა; ბ) დასვენების ხანგრძლივობა; გ) შრომის ანაზღაურების გაცემის დრო და წესი; დ) ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი; ე) ანაზღაურების გარეშე შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი; ვ) შრომის პირობების დაცვის წესები; ზ) წახალისებისა და პასუხისმგებლობის სახე და გამოყენების წესი; თ) მატერიალური პასუხისმგებლობა; ი) განცხადების/საჩივრის განხილვის წესი; კ) სასწავლო პროცესის მარეგულირებელი ზოგადი ნორმები; ლ) სკოლაში ჩაცმულობის წესი. 7. შინაგანაწესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) სკოლის ადმინისტრაცია - სკოლის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული პირები (გარდა მასწავლებლისა), ასევე სკოლაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები; ბ) სკოლის დირექცია – სკოლის დირექტორი და მისი მოადგილე/მოადგილეები (ასეთის არსებობის შემთხვევაში); გ) სასკოლო დრო – სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული პროცესის, აგრეთვე სკოლის მიერ ინიცირებული, ორგანიზებული, კონტროლირებული, დაფინანსებული ნებისმიერი ღონისძიების მიმდინარეობის დრო. დ) უფლებამოსილი პირი – სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირი, რომელიც ეხმარება მანდატურს საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვაში, მანდატურის სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ე) დისკრიმინაცია არის განზრახ ან გაუფრთხილებლობით პირის განსხვავება ან გამორიცხვა ან მისთვის უპირატესობის მინიჭება რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას. პირდაპირია დისკრიმინაცია, როდესაც ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო პირის მიმართ ხორციელდება არათანაბარი მოპყრობა სხვა პირთან შედარებით, რომელიც იმავე ან მსგავს მდგომარეობაში არის, იყო ან შეიძლებოდა ყოფილიყო უფრო ხელსაყრელი მოპყრობის ობიექტი. ირიბია დისკრიმინაცია, როდესაც ნეიტრალური დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო პირს სხვა პირთან შედარებით არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა ობიექტურად არის გამართლებული კანონიერი მიზნით და გამოყენებული საშუალებები ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელი და თანაზომიერია. მუხლი 2. სამუშაო კვირის ხანგრძლივობა, სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დრო 1. სკოლაში სამუშაო კვირა ხუთდღიანია (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით). სამუშაო დროის ხანგრძლივობა შეადგენს 40 საათს კვირაში (გარდა ხელშეკრულებით განსაზღვრული შემთხვევისა) რაც გულისხმობს 8-საათიან 5 სამუშაო დღეს (სამუშაო დროში არ იგულისხმება შესვენების დრო და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დასვენების დღეები. 2. შაბათ-კვირა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უქმე დღეები არის დასვენების დღეები. 3. სამუშაო დროის დასაწყისია 09:00 საათი, ხოლო დასასრული - 18:00 საათი., გარდა კლასის დამრიგებლისა და მასწავლებლისა, რომელთა სკოლაში გამოცხადება განსაზღვრულია 23-ე მუხლის მე-6 პუნქტით. სამუშაო დროის განმავლობაში შესვენების დროა 13:00 საათიდან 14:00 საათამდე, გარდა მასწავლებლისა, რომლის შესვენების დროც განისაზღვრება გაკვეთილებს შორის შესვენების დროის შესაბამისად. ასევე, დარაჯის შესვენების დრო განისაზღვრ
სსიპ ქალაქ ბათუმის N14 საჯარო სკოლის ანგარიში 2022 წლის ფინანსური საქმიანობის შესახებ. ,,ზოგადი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო სკოლის დირექტორი თანხებს განკარგავს სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული სკოლის ბიუჯეტის მიხედვით. 2021 წლის ბოლოს დამტკიცდა 2022 წლის ბიუჯეტი, რომელიც დაგეგმილი იყო რეალური გათვლებისა და გაანგარიშების საფუძველზე, როგორც შემოსავლით, ისე ხარჯვით ნაწილში. ბიუჯეტის დაგეგმვისას, ასევე, გათვალისწინებულ იქნა გასული წლების გამოცდილება. 2022 წლის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მხედველობაში იქნა მიღებული, როგორც ვაუჩერული დაფინანსებიდან, ისე ეკონომიკური საქმიანობიდან მისაღები სავარაუდო შემოსავლები. 2022 წლის ბიუჯეტში, წინა წლიდან გადმოსული ნაშთი შეადგენდა 53 094,00 ლარს, ხოლო ბიუჯეტი ჯამურად განისაზღვრა 1 769 634,00ლარი გაუმჯობესებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, 2021-2022 სასწავლო წელი ძირითადად მიმდინარეობდა დასწრებით რეჟიმში. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2022 წლის ბიუჯეტის შედგენისას, როგორც შემოსავლების ასევე ხარჯების ნაწილში, გაითვალისწინა ყველა ის გარემოება, რაც სკოლის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის იყო აუცილებელი. 2021-2022 სასწავლო წლის მანძილზე, პერიოდულად, ფუნქციონირებდა ე.წ. ,,ონლაინ ჯგუფები’’ იმ მოსწავლეებისათვის, რომლებიც პერიოდულად იმყოფებოდნენ ონლაინ სწავლებაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, სკოლის ბიუჯეტში რეგულარულად ირიცხებოდა დამატებითი ანაზღაურება იმ მასწავლებლებისათვის, რომლებიც დამატებით უძღვებოდნენ საგაკვეთილო პროცესს დისტანციურ რეჟიმში. „ზოგადი განათლების ხელშეწყობის“ პროგრამის "COVID-19 გამოწვეული პანდემიის პირობებში საჯარო სკოლების მხარდაჭერის" ქვეპროგრამის ფარგლებში მასწავლებლის მიერ დამატებითი დისტანციური სწავლების ფარგლებში/ონლაინ ჯგუფებში ჩატარებული გაკვეთილებისთვის, მასწავლებელს თანამდებობრივ სარგოზე ეძლეოდათ დანამატი ყოველ ჩატარებულ დისტანციურ გაკვეთილზე კვირაში 7 (შვიდი) ლარის ოდენობით. ამ სახით ე.წ „ონლაინ ჯგუფებისთვის“ ჩატარებული გაკვეთილების ასანაზღაურებლად სკოლის ბიუჯეტში არსებულმა შემოსულობებმა შეადგინა 23 142,00 ლარი. სკოლის შემოსავლის ძირითად ნაწილს შეადგენდა მოსწავლეთა ვაუჩერული დაფინანსება. გასულ წელთან შედარებით სკოლაში 2022 წელს მოსწავლეთა რაოდენობამ მნიშვნელოვნად მოიმატა/შემცირდა, შესაბამისად, სკოლის ბიუჯეტი საგრძნობლად გაიზარდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, სკოლამ მოსწავლეთა ვაუჩერული დაფინანსებიდან მიიღო 88695,00 ლარი. 2022 წლის განმავლობაში, რამდენიმეჯერ შეიცვალა სსსმ მოსწავლეთა რაოდენობა. საერთო ჯამში, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №476 დადგენილების შესაბამისად, სსსმ მოსწავლეებისათვის გამოყოფილმა დამატებითმა დაფინანსებამ წლიურად შეადგინა 43400,00 ლარი. 2021 წლის დეკემბერში „მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის N126/ნ ბრძანებაში შესული ცვლილების შესაბამისად, მასწავლებლებს და სპეციალურ მასწავლებლებს სტატუსის დანამატი გაეზარდათ 100 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, 2022 წლის იანვრიდან გაიზარდა საშტატო განრიგით გათვალისწინებული თანამდებობების მიხედვით ხელფასები არსებული ხელფასების 10%-ის ფარგლებში. შესაბამისად, სახელფასო ხარჯები განხორციელდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებული საშტატო განრიგის შესაბამისად. 2022 წელს სტატუსი აიმაღლა ორმა მასწავლებელმა, რომლებზეც შესაბამისად გაიცა სტატუსის დანამატები. აღნიშნულის გათვალისწინებით, 2022 წელს, სახელფასო ფონდის ხარჯი ჯამში 1 582 000,00ლარს შეადგენს. რაც შეეხება დამატებითი ეკონომიკური საქმიანობის შედეგად მიღებულ შემოსავლებს, ეპიდემიოლოგიური მდგმარეობის გაუმჯობესებასთან ერთად, 2022 წლის იანვრიდან გაიზარდა ბიუჯეტში იჯარიდან შემოსული თანხის ოდენობა. არსებული ვითარების გათვალისწინებით, შემოსულმა თანხამ წლის განმავლობაში ჯამურად შეადგინა 7803.00 ლარი სასწავლო წლის მიმდინარეობისას, სკოლას დასჭირდა სხვადასხვა საქონლისა თუ მომსახურებების შესყიდვაც, ჩაატარა გარკვეული კოსმეტიკური სარემონტო სამუშაოები, ასევე შეძლო, სკოლისათვის შეეძინა საჭირო ინვენტარი და ავეჯი.ასევე საკუტარი სახსრებიტ სკოლამ შეძლო აეყვანა სკოლის ექთანი, რაც აადვილებს ექიმის კაბინეტის ფუნქციონირებას. ყოველივე აღნიშნული ასახულ იქნა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში. სკოლას საბანკო ანგარიშზე განხორციელებული ბრუნვის ფარგლებში, სკოლას სარგებლის სახით დაერიცხა გარკვეული თანხა (დარიცხული პროცენტი), საიდანაც ჯამურმა შემოსავალმა 2022 წლის 01დეკემბრის ჩათვლით შეადგინა 6271,00 ლარი. 2022 წლის დასაწყისში იჯარით გაცემული იყო შემდეგი ფართები: 77 კვ მ ფართი ნებადართული საქმიანობების ნუსხით გათვალისწინებული მიზნობრიობით (წლიური შემოსავალი 2250,00 ლარი ხელშეკრულების თანხა); 21 კვ მ ფართი ნებადართული საქმიანობების ნუსხით გათვალისწინებული მიზნობრიობით (წლიური შემოსავალი 360,00ლარი ხელშეკრულების თანხა); 52 კვ მ ფართი ნებადართული საქმიანობების ნუსხით გათვალისწინებული მიზნობრიობით (წლიური შემოსავალი 600,00 ლარი ხელშეკრულენბის თანხა) 71 კვ მ ფართი ნებადართული საქმიანობების ნუსხით გათვალისწინებული მიზნობრიობით (წლიური შემოსავალი 4850,00ლარი ხელშეკრულების თანხარომელიც გაფორმა 2022 წლის 19 სექტემბერს); ზაფხულის პერიოდში სკოლის ტერიტორი