თბილისი, ძველი თბილისი, ქ.თბილისი. ირბახის ქ N16
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 75
- Available places
- 25
- SEN capacity
- 8
- Available SEN places
- 8
თბილისი · ძველი თბილისი · თბილისი, ძველი თბილისი, ირბახის ქ. №16
Open a section to view its text, related links, and document listing.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მისია სსიპ გრიგოლ კობახიძის სახელობის ქალაქ თბილისის N 77 საჯარო სკოლის მისია გრიგოლ კობახიძის სახელობის ქალაქ თბილისის N 77 საჯარო სკოლის მისიაა სკოლაში ისეთი ჯანსაღი, მრავალფეროვანი კულტურის, თანამშრომლობითი და უსაფრთხო გარემოს შექმნა, რომ შესაძლებელი გახდეს მოაზროვნე, მაძიებელი, ახლის შემოქმედი, წიგნიერი, ინფორმირებული, კონკურენტუნარიანი, წარმატებული და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე, აქტიური მოქალაქის ჩამოყალიბება, რომელსაც შეუძლია გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება, საკუთარი მიღწევების გამოყენება ახალი მატერიალური, ინტელექტუალური ღირებულებების შესაქმნელად. ხედვა: -დავეხმაროთ ჩვენს მოსწავლეებს მდგრადი განვითარების მიზნების გაცნობიერებაში; -ხელი შევუწყოთ მათ ადრეული ასაკიდანვე გამოიმუშაონ დასწავლის უნარ-ჩვევები, განუვითაროთ შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება, რათა დამოუკიდებლად თუ სხვებთან ერთად შეძლონ ცოდნის შეძენა და გაღრმავება. ჩამოყალიბდნენ გლობალურად მოაზროვნე , მაღალი მოქალაქეობრივი პასუხიმგებლობის მქონე ადამიანებად , რომლებიც შექმნიან უფრო უსაფრთხო და მშვიდობიან სამყაროს. ღირებულებები: გუნდური მუშაობა, პროფესიონალიზმი, ინოვაციურობა, ღიაობა, სამართლიანობა, ადამიანის უფლებების დაცვა.