თბილისი, ისანი-სამგორი, ვარკეთილი მე-4 მ/რ მე-2 რიგი №1
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 150
- Available places
- 46
- SEN capacity
- 16
- Available SEN places
- 12
თბილისი · ისანი-სამგორი · თბილისი, ისანი-სამგორი, ვარკეთილი მე-4 მ/რ, მე-2 რიგი №1
Open a section to view its text, related links, and document listing.
მისია: ჩვენი მისიაა, შევქმნათ მოსწავლეზე ორიენტირებული, ინკლუზიური და მხარდამჭერი საგანმანათლებო გარემო, სადაც თითოეული მოსწავლე აღიზრდება თავისუფალი, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე პიროვნებად. სკოლაში მიღებული ცოდნა და შეძენილი პრაქტიკული უნარ-ჩვევები საშუალებას მისცემს მოსწავლეებს, გაუძლონ XXI საუკუნის გამოწვევებს. დაეხმარება მათ, მზად იყვნენ რეალური ცხოვრებისა და პროფესიული სიღრმეებისთვის, თითოეული მოსწავლე გახდეს განათლებული, პასუხისმგებლიანი და აქტიური მოქალაქე, ასევე წიგნიერი, მოაზროვნე, შემოქმედებითი და კონკურენტუნარიანი ადამიანი. სკოლის უმთავრესი მისია მოსწავლეთა პროფესიულ ორიენტაციაზე უწყვეტი ზრუნვა. ხედვა: ვხედავთ სკოლას, როგორც პროგრესულ და ინოვაციურ საგანამანათლებლო სივრცეს, რომელიც მუდმივად ვითარდება და ემსახურება ეროვნული და მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი განათლების უზრუნველყოფას. ჩვენი მიზანია, მოსწავლეების სრული პოტენციალის გამოვლენა და მომავლის ლიდერის აღზრდა. სწავლებისა და არაფორმალური განათლების გაძლიერების გზით, როგორც საერთაშორისო,ისე ეროვნული შრომის ბაზარზე დამკვიდრება. ღირებულებები: სკოლა საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით: განვითარება: მუდმივი სწავლისა და თვითწარმატებისკენ სწრაფვა თანასწორობის, განსხვავებულობისა და ერთმანეთის პატივისცემის ხელშეწყობა. პასუხისმგებლობა: სოციალური და სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაღვივება.
სტრუქტურული ერთეულები,იხილეთ ფაილი
პროგრამები და მხარდამჭერი სერვისები
შინაგანაწესი წარმოადგენს სკოლასა და სკოლაში დასაქმებულებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. დასაქმებული ვალდებულია გაეცნოს შინაგანაწესს და აღნიშნული დაადასტუროს საკუთარი ხელმოწერით. შინაგანაწესი ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის.
ფაილის სახით წარმოდგენილია სკოლის ინსფრასტრუქტურა
სსიპ ქალაქ თბილისის N176 საჯარო სკოლას აქვს ვაუჩერული დაფინანსება და ეკონომიკური შემოსავალი. სკოლას არ აქვს ფინანსური დავალიანება. სკოლა, თავის შემოსავლის ფარგლებში, სწორი ბიუუჯეტირებით, ინარჩუნებს ფინანსურ მდგრადობას. სკოლის ეკონომიკური შემოსავალი მიმართულია სკოლის საჭიროებებზე. სკოლის ბიუჯეტს ამტკიცებს სამეურვეო საბჭო, დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულია შესყიდვების წესი/გეგმა. სკოლის დირექტორი, ყოველი წლის 10 დეკემბრამდე, ანგარიშით წარდგება სამეურვეო საბჭოს წინაშე. მოცემულ ვებგვერდზე განთავსებულია სკოლის ბიუჯეტი.