აფხაზეთი, სენაკი, ყოფილი სამხედრო დასახლების სკოლის შენობა
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 25
- Available places
- 10
- SEN capacity
- 3
- Available SEN places
- 2
აფხაზეთი · აფხაზეთი · აფხაზეთი, სენაკი, სამხედრო ქალაქი №4
Open a section to view its text, related links, and document listing.
სსიპ თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის N7 საჯარო სკოლის მისია: შექმნას მოსწავლეზე ორიენტირებული, უსაფრთხო გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს ფორმალური და არაფორმალური განათლების , ჯანსაღი, ინოვაციური, კონკურენტუნარიანი და ინტელექტუალური პიროვნების ჩამოყალიბებას, აფხაზეთის ისტორიულ-კულტურული მეხსიერების შენარჩუნებას. ხედვა: 2033 წლისათვის სკოლა იქნება ერთ-ერთი აღიარებული და ყველაზე პრესტიჟული სასწავლო დაწესებულება სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პატრიოტი მოქალაქეების აღზრდის კუთხით, რომელთაც გააზრებული ექნებათ ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნებითა და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების გათვალისწინებით ერთიანი სახელმწიფოს მშენებლობის მნიშვნელობა. ჩვენი სკოლა იქნება მაღალ-ტექნოლოგიური უსაფრთხო დაწესებულება, სადაც მოსწავლე თავის მომავალს მშვიდობისა და განათლების ფუნდამენტზე ააგებს. ღირებულებები: სამართლიანობა ; გუნდურობა; ზრუნვა ; გამჭვირვალობა ; სკოლისადმი ერთგულება ; სიახლეების მიმართ ღიაობა სკოლის მიზანია: 1. ეფექტური, უსაფრთხო, მოდერნიზებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შექმნა, რომელიც მოწოდებულია, აღზარდოს პატრიოტი, თავისუფლად მოაზროვნე, სოციალურად აქტიური მოქალაქე, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება დღევანდელ სწრაფადცვალებად სამყაროში და მომავალში პროდუქტიულ წვლილს შეიტანს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. 2. მოსწავლეებს კარგად შეასწავლოს თავისი და სხვა ქვეყნების წარსული, სწორად დააკავშიროს მოვლენები აწმყოში და შეძლებისდგავარად გათვალოს მოსალოდნელი შედეგები. 3. აქტიურად ჩართოს მოსწავლეები საქალაქო, რეგიონალურ და სხვა ინტელექტუალური, სპორტული და შემოქმედებით პროგრამებში. 4. იზრუნოს მოსწავლეთა უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე. 5. სისტემატური კავშირი იქონიოს მოსწავლეთა მშობლებთან, აქტიურად ჩართოს ისინი როგორც სასწავლო, ისე გასართობ პროექტებში და სისტემატურად ჩააბაროს ანგარიში მათი შვილების აკადემიური მოსწრების შესახებ. 6. სისტემატურად იზრუნოს სასწავლო პორგრამებისა და სწავლების ტექნოლოგიების განახლებისათვის.
სკოლის სტრუქტურა სსიპ აფხაზეთის N7 საჯარო სკოლა იმართება გუნდურობის პრინციპის დაცვით. სკოლას ჰყავს სამეურვეო საბჭო, დირექცია, ადმინისტრაცია, სკოლის პედაგოგიური საბჭო, ტექპერსონალი, მოსწავლეთა თვითმმართველობა, საგნობრივი ჯგუფები, დისციპლინარული კომიტეტი, მრჩეველთა საბჭო, ექიმი, მანდატური. სსიპ აფხაზეთის N7 საჯარო სკოლის ყოველ სტრუქტურულ რგოლს შორის ფუნქციები და პასუხიმგემბლობები გადანაწილებულია სკოლის საქმიანობიდან გამომდინარე, მხარეთა შორის დადებული შრომითი ხელშეკრულებებისა და დებულებების საფუძველზე. . სსიპ აფხაზეთის N7 საჯარო სკოლაში სკოლის დირექტორის ბრძანებით, დამტკიცებულია სტრუქტურული ერთეულების/პირების ფუნქციების აღმწერი დოკუმენტი, სადაც დეტალურად გაწერილია სკოლაში დასაქმებულ პირთა ფუნქცია მოვალეობები. ყველა სტუქტურული ერთეული მოქმედებს თავის კომპეტენციის ფარგლებში, ასევე გვაქვს სქემატურად გამოსახული სკოლის სტრუქტურა, რომელიც შესაბამისობაშია სკოლის ორგანიზაციულ მოწყობასთან და აჩვენებს ურთიერთმიმართებას სტრუქტურულ ერთეულებსა და პირებს შორის.
სსიპ თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის N7 საჯარო სკოლა მდებარეობს ქ. სენაკში, მისამართზე სენაკი, სამხედრო ქალაქი 3 (ყოფილი სამხედრო დასახლება). სკოლაში სწავლობს 214 მოსწავლე , ძირითადი კონტინგენტი არის აფხაზეთიდან დევნილი მოსწავლეები, სკოლაში სულ 38 თანამშრომელია, მათ შორის 24 მასწავლებელი. სკოლის შენობა აშენდა 1986 წელს, საბჭოთა ჯარის ძალისხმევით. 1993 წლამდე იყო რუსული სკოლა. 1993 წელს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა ბინა დიდეს ყოფილ სამხედრო დასახლებაში და 1996 -2000 წლებში სკოლის შენობაში ფუნქციონირებდა ქ. სენაკში აფხაზეთიდან ლტოლვილთა მესამე საფეხურის კლასები. 2001-2005 წლებში გაიხსნა ქ. სენაკში აფხაზეთიდან დევნილთა ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლა. 2005წლიდან 2009 წლამდე სკოლას მიენიჭა აფხაზეთის N7 საჯარო სკოლის ტიტული. 2009 წლიდან დღემდე სკოლა ატარებს სსიპ თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის N7 საჯარო სკოლის ტიტულს. 2008 წელს სკოლის შენობას ჩაუტარდა კაპიტალური რემონტი. ამჟამად სკოლის იფრასტრუქტურელი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სკოლა მზად არის საგანმანათლებლო პროცესების განხორციელებისათვის.