ქ. ხაშური, თამარ მეფის ქ. №10ა
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 25
- Available places
- 7
- SEN capacity
- 3
- Available SEN places
- 3
შიდა ქართლი · ხაშური · ქ. ხაშური, თამარ მეფის ქ. №10ა
Open a section to view its text, related links, and document listing.
სკოლის მისია: პროფესიონალი პედაგოგებით, უსაფრთხო და ინკლუზიური სასწავლო გარემოს შეთავაზებით, საზოგადოებისა და მშობელთა ჩართულობით სკოლა მოამზადებს XXI საუკუნის უნარ-ჩვევებით აღჭურვილი და კონკურენტუნარიანი, აქტიური მოქალაქეობრივი პოზიციების მქონე პიროვნებას. ხედვა: სსიპ ქალაქ ხაშურის N7 საჯარო სკოლის ხედვაა, იყოს მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული, კერძოდ: 1. უსაფრთხო და ინკლუზიური სასწავლო გარემოს შეთავაზებით, სკოლას 2029 წლისთვის ექნება სასკოლო საზოგადოების, თემის, მშობლების სრულ ნდობაზე აგებული სასწავლო პროცესები, რაც გაზრდის სკოლის მოსწავლეთა კონტინგენტს 500 მოსწავლემდე და დაიმკვიდრებს მნიშვნელოვან ადგილს რეგიონის სკოლათა შორის. 2. პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე, რომელიც 2029 წლისთვის ქვეყანას მოუმზადებს 200 სპეციალური პროფესიული მიმართულების მქონე ახალგაზრდას; 3. მასწავლებელთა მუდმივი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, რაც საშუალებას მოგვცემს გვყავდეს 50% მენტორი მასწავლებელი, 40% - წამყვანი მასწავლებელი, 10% - უფროსი მასწავლებელი, შესაბამისად პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ მოსწავლეთა რაოდენობა გაიზრდება 80%- მდე. ღირებულებები: სკოლის ღირებულებები უნდა იყოს გათავისებული სასკოლო საზოგადოების მიერ და მუშაობა წარიმართოს შემდეგი პრინციპით: 1. უნდა ემსახურონ კანონს, იყვნენ მიუკერძოებლები, გააცნობიერონ საკუთარი პასუხისმგებლობა და მუდმივად იზრუნონ სკოლის წარმატებისთვის; 2. იზრუნონ პროფესიულ განვითარებაზე და წინსვლაზე. 3. დააფასონ ერთმანეთის შრომა და მიღწევები, პატივი სცენ არამარტო ერთმანეთის აზრს, არამედ ნებისმიერი გადაწყვეტილება მიღებული იქნას დემოკრატიის დაცვის პრინციპით; 4. მუდმივად უნდა ხდებოდეს ახალი გამოცდილებისა და კარგი პრაქტიკის გაზიარება კოლეგებს შორის, ერთობლივად იგეგმებოდეს პრობლემების პრაქტიკული გადაჭრის გზები. 5. იზრუნონ სწავლა-სწავლების მაღალ ხარისხზე, გამოიჩინონ ინიციატივები, დანერგონ თანამედროვე, ინოვაციური მეთოდები, ხელი შეუწყონ დუალური-პროფესიული განათლების მიმართულებით განვითარებას; 6. იყვნენ ორიენტირებულნი შედეგზე, იმუშაონ გუნდურად და იყვნენ სკოლის ერთგულნი;
სსიპ ქალაქ ხაშურის N7 საჯარო სკოლაში არსებობს შემდეგი სტრუქტურული ერთეულები: პედაგოგიური საბჭო, სამეურვეო საბჭო, დირექცია, დისციპლინური კომიტეტი, მოსწავლეთა თვითმმართველობა, სკოლის საგნობრივი კათედრები, მრჩეველთა საბჭო, დირექცია, ტექნიკური პერსონალი, ხარისხის მართვისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფი. რომელთა ფუნქციებიც რეგულირდება , როგორც „საქართველოს ზოგადი განათლების კანონით“, ასევე სკოლის შინაგანაწესით, შრომითი ხელშეკრულებებით. აღნიშნული სტრუქტურული ერთეულები და პირები უფლება-მოვალეობას ასრულებენ ანგარიშგებისა და პროფესიული პასუხისმგებლობის შესაბამისად, დამოუკიდებლად და გამჭვირვალედ. ურთიერთთანამშრომლობითა და კოლეგიალობის დაცვით.
სსიპ ქალაქ ხაშურის N7 საჯარო სკოლის 2023-20230 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმა მოიცავს სკოლის ხედვასა და მისიას, ღირებულებებსა და მიზნებს. სტრატეგიული განვითარება გულისხმობს სკოლის გადაქცევას ქმედით და წარმატებულ ორგანიზაციად. ისეთი სასკოლო სისტემის არსებობას , სადაც სკოლას შეუძლია დაგეგმოს და განახორციელოს მისთვის პრიორიტეტული მიმართულებები, უზრუნველყოს ზოგად განათლების ეროვნული მიზნებით გათვალისწინებული შედეგების მიღწევა. სტრატეგიული გეგმა აანალიზებს არსებული რესურსების გამოყენებით, როგორ მიაღწიოს დასახულ მიზნებს, ითვალისწინებს სასწავლო პროცესის ეფექტურად მართვის სტრატეგიებს, SWOT ანალიზის შედეგად გამოვლენილ სკოლის ძლიერ და სუსტ მხარეებს, შესაძლებლობებსა და საფრთხეებს.
სკოლის სამოქმედო გეგმა გამომდინარეობს სტრატეგიული გეგმიდან და შესაბამისად თანხვედრაშია სკოლის მისიას, ხედვასა და ღირებულებებთან. ერთწლიანი სამოქმედო გეგმა ლოგიკურ ბმაშია შვიდწლიან სტრატეგიულ გეგმასთან, მისიასა და ხედვასთან შესასრულებელი ერთწლიანი მიზნებითა და ამოცანებით.
დანართი სსიპ ქალაქ ხაშურის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერის და მათი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართვის პოლიტიკა სსიპ ქალაქ ხაშურის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ინიციატივების მხარდამჭერა ვრცელდება სკოლის ყველა მოსწავლეზე სასწავლო და სამუშაო პროცესში: 1. მოსწავლეს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით, წერილობით ან/და ზეპირად გამოხატოს საკუთარი აზრი და გამოიჩინოს ინიციატივა 2. მოსწავლეს ან/და მოსწავლეთა გარკვეულ ჯგუფს შეუძლია ინიციატივით მიმართოს სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობას/კლასის დამრიგებელს/დირექციას და ჩაერთოს ინიციატივის განხილვის პროცესში 3. მოსწავლეთა თვითმმართველობა ან/და კლასის დამრიგებელი უფლებამოსილია მხარი დაუჭიროს მოსწავლის ან/და მოსწავლეთა გარკვეული ჯგუფის ინიციატივას და მიმართოს სკოლის დირექციას. მოსწავლეთა ჩართვა ნიშნავს მათთვის ხმის უფლების მიცემას იმ ყველაფერთან დაკავშირებით, რაც სკოლაში ხდება. სასკოლო ცხოვრების თითქმის ყველა მიმართულებით; ეს მოსწავლეს ეხმარება ადამიანებთან, თანატოლებთან ურთიერთობაში, მატებს თავდაჯერებულობას; აცნობიერებს, რომ მის ინიციატივას პატივს სცემენ, მისი აზრი მიღებული და გათვალისწინებულია, შეუძლია სკოლის ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა; აძლევს მოტივაციას სწავლის მიმართულებით და აუმჯობესებს აკადემიური მოსწრების ხარისხს; ყალიბდება აქტიერ მოსწავლედ ,რაც სამომავლოდ აქტიური მოქალაქეობის გარანტი ხდება. ავითარებს და აუმჯობესებს იმ უნარებს , რაც ცხოვრებაში წარმატების მიღწევაში დაეხმარება. ექნება სურვილი და შესაძლებლობა, დადებითად შეცვალოს სხვების ცხოვრება ადგილობრივ, ეროვნულ თუ საერთაშორისო დონეზე; მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერა , წახალისება დადებითად აისახება სასკოლო ცხოვრებაზე. მასწავლებელს: უადვილებს ურთიერთობებს მოსწავლეებთან, რაც დადებითად გავლენას ახდენს პოზიტიური სასკოლო კულტურის ჩამოყალიბებაში. დირექტორს ეხმარება მმართველობის ხარისხის გაუმჯობესებაში; სკოლის პოზიტიური კულტურის შექმნაში, პრობლემური ქცევის შემცირებაში. მოსწავლეთა მონაწილეობის შესაძლებლობები თავისთავად არ წარმოიქმნება, საჭიროა მისი დაგეგმვა და ორგანიზება. რაც ნიშნავს, ისეთი სასკოლო პერსონალის არსებობას, რომლისთვისაც გასაგებია მოსწავლეებთან თანამშრომლობისა და მათთვის გადაწყვეტილების მიღების საშუალების მინიჭების დადებითი მხარეები. ამ საბაზისო მოთხოვნების გარდა, არსებობს რამდენიმე სხვა ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს სკოლებში მოსწავლეთა მონაწილეობის უზრუნველყოფაზე. ესენია: • მხარდამჭერი სასკოლო კლიმატი, სადაც ყველა ბავშვი თავს დაფასებულად და საზოგადოების ნაწილად იგრძნობს; • კეთილგანწყობილი სკოლის ლიდერები, რომლებიც წარმოადგენენ ღია და გაზიარებული ლიდერობის ფორმების მოდელს; • თავდაჯერებული მასწავლებლები, რომლებმაც იციან, თუ როგორ უნდა ჩართონ მოსწავლე სწავლების პროცესში; • კლასგარეშე აქტივობების შესაძლებლობა, რაც ბავშვებს საშუალებას მისცემს, მონაწილეობა მიიღონ თვითონ მოსწავლეების, სკოლისა და საზოგადოების მიერ ნაკარნახევ რიგ აქტივობებში; • მოსწავლეთა აქტიური თვითმმართველობა, რომელიც მოიცავს მოსწავლეთა მთელ კონტინგენტს; • მიმღები სამეურვეო საბჭო, რომელიც ეძიებს მოსწავლეთა მოსაზრებებს და მოქმედებს მათ საფუძველზე; • მოსწავლეთა მონაწილეობა არ შემოიფარგლება სასკოლო ცხოვრების ერთი სფეროთი. ის მოიცავს სკოლის ყველა ასპექტს და მოითხოვს საერთო სასკოლო მიდგომას. • მრჩეველთა საბჭო, სადაც მოსწავლის ინიციატივას აქვს მხარდაჭერა , სასკოლო ცხოვრების, სკოლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების თვალსაზრისით.
მუხლი 16. მოსწავლის დისციპლინური გადაცდომა და პასუხისმგებლობის სახეები 1. მოსწავლის დისციპლინურ გადაცდომად ითვლება: ა) გაკვეთილზე არაერთგზის დაგვიანება; ბ) გაკვეთილის ჩაშლა ან ჩაშლის მცდელობა; გ) გაკვეთილის თვითნებურად მიტოვება; დ) სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონით ან/და ნებისმიერი სხვა სახის ტექნიკური საშუალებით არასასწავლო მიზნით სარგებლობა; ე) სკოლისათვის მატერიალური/ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა; ვ) მოსწავლის მიერ შინაგანაწესით დადგენილი ჩაცმულობის წესის დაუცველად სკოლის ტერიტორიაზე გამოცხადება, გარდა სკოლის მიერ წინასწარ განსაზღვრულ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღების მიზნით გამოცხადებისა; ზ) მოსწავლის/სკოლაში დასაქმებულის/მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის/სკოლის ტერიტორიაზე შემოსული გარეშე პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა; თ) მოსწავლის/სკოლაში დასაქმებულის/მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის/სკოლის ტერიტორიაზე შემოსული გარეშე პირის ფიზიკური შეურაცხყოფა; ი) სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლის გამოცხადება შემდეგი ნივთებით: ი.ა) თამბაქოს ნაწარმი/ელექტრონული სიგარეტი; ი.ბ) ალკოჰოლური საშუალებები; ი.გ) ნარკოტიკული საშუალებები და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისათვის საჭირო ნივთები; ი.დ) ფსიქოტროპული საშუალებები, ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე; ი.ე) ასაფეთქებელი და მომწამვლავი ნივთიერებები; ი.ვ) ნებისმიერი სახის იარაღი, კასტეტი ან ბასრი ნივთი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს იარაღად; ი.ზ) სანთებელა ან ასანთი; ი.თ) აზარტული თამაშის საშუალებები; ი.ი) უხამსობის ამსახველი ნივთები/საშუალებები; ი.კ) ელექტროშოკური მოწყობილობა; ი.ლ) ნებისმიერი სხვა ნივთი, რომელიც შეიძლება საფრთხეს უქმნიდეს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. კ) მოსწავლის დისკრიმინაცია; ლ) მოსწავლის ან/და სკოლაში დასაქმებული პირის პირად ცხოვრებაში ჩარევა; მ) ფულის ან სხვა ნივთების გამოძალვა; ნ) მოსწავლის მიერ წინამდებარე პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ნივთის/ნივთების გამოყენება; ო) სკოლაში დასაქმებული პირების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა; პ) სკოლის ტერიტორიაზე სხვისი ნივთის უნებართვოდ აღება, დაკარგვა ან/და დაზიანება; ჟ) სკოლის უსაფრთხოების წესების დარღვევა, რომელმაც ზიანი გამოიწვია; რ) მოსწავლეთა ქცევის კოდექსის დარღვევა; ს) მოსწავლის ან/და სკოლაში დასაქმებული პირის მიმართ ფსიქოლოგიური ზეწოლა; ტ) სკოლის დოკუმენტაციის ხელყოფა; უ) სკოლის საქმიანობისთვის განკუთვნილი კომპიუტერული მონაცემის მიღება ან/და კომპიუტერული სისტემის უნებართვოდ ან სკოლის ინტერესების საწინააღმდეგოდ გამოყენება; ფ) არაფხიზელ მდგომარეობაში სკოლაში გამოცხადება; ქ) მოსწავლისთვის შეუფერებელი სხვა ქმედების ჩადენა. 2. დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის მოსწავლის მიმართ გამოიყენება შემდეგი დისციპლინური პასუხისმგებლობის სახე: ა) შენიშვნა; ბ) გაფრთხილება; გ) მკაცრი გაფრთხილება; დ) საყვედური; ე) სასტიკი საყვედური; ვ) სკოლიდან დროებით დათხოვნა; ზ) სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის დაკისრება; თ) მოსწავლის სკოლიდან გარიცხვა (საშუალო საფეხურზე).
სკოლის ბიუჯეტი შეადგენს 612 270 ლარი შრომის ანაზღაურებაზე გაიცემა 566715 ლარი კომუნალური ხარჯებისთვის განკუთვნილია 22 185 ლარი სკოლის განვითარებისკენ მიმართული თანხა 11 450 ლარი