ქ. ხაშური, რუსთაველის ქ. №50
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 75
- Available places
- 14
- SEN capacity
- 8
- Available SEN places
- 8
შიდა ქართლი · ხაშური · ქ. ხაშური, რუსთაველის ქ. №50
Open a section to view its text, related links, and document listing.
სკოლის მისია სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ხაშურის N3 საჯარო სკოლის მისიაა შექმნას ისეთი სასწავლო გარემო, სადაც ყველა მოსწავლეს ექნება სკოლაში სწავლის თანაბარი პირობები, და ერთნაირი მოლოდინი. თანამედროვე ტექნოლოგიების და სწავლების მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენებით მიიღწევა თითოეული მოსწავლის განვითარება საკუთარი უნარების შესაბამისად. მოსწავლისათვის საჭირო ცოდნის მიწოდებით, გონებრივ - ფიზიკური მონაცმების განვითარების ხელშეწყობით აღვზრდით ისეთი მოქალაქეების რომლებიც იქნებიან ტოლერანტი, დამოუკიდებელნი, გადაწყვეტილების მიმღები, შემოქმედი, დასაქმებული და კანონმორჩლი მოქალაქეები, რომლებიც ყოველთვის დაიცავენ ქვეყნის და ოჯახის ინტერესებს. სკოლის ხედვა ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ხაშურის N3 საჯარო სკოლა არის თანამშრომლობაზე და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული უსაფრთხო სკოლა, რომელიც ორიენტირებულია მოსწავლეთა მაღალ მიღწევებზე და კონკურენტუნარიანი, დამოუკიდებელი, რეალიზებული წარმატებული მოქალაქეების აღზრდაზე. ღირებულებები სკოლის მთავარი ღირებულება თანამშრომლობით კულტურაზე დამყარებული ინკლუზიური გარემოა. განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა, ემპათია, გუნდურობა, თანასწორობა, ურთიერთპატივისცემა , პასუხისმგებლობა.
მოსწავლეზე ორიენტირებული პროცესების ეფექტური მართვისთვის, სკოლაში ფუნქციონირებს ანგარიშვალდებულების სტრუქტურა
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ხაშურის N3 საჯარო სკოლის (შემდგომში სკოლის) 2023-2030 წლის სტრატეგიული გეგმა ასახავს სკოლის სტრუქტურას, საქმიანობის გრძელვადიან ხედვას, მისიას, განმარტავს სკოლის მიზნებსა და ძირითად ამოცანებს. სტრატეგიული გეგმა წარმოადგენს სკოლის განვითარების უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს, რომელიც დეკლარილებული მიზნების მისაღწევად ხელს უწყობს სკოლის სტრუქტურული ერთეულების შეთანხმებულ და ეფექტურ მუშაობას და მთელი სასკოლო საზოგადოების სკოლის საქმიანობაში აქტიური ჩართულობის წახალისებას. ამავე დროს სკოლის თანამშრომლები სტრატეგიულ გეგმას განიხილავენ, როგორც შესაძლებლობას, ყველა დაინტერესებულ მხარეს გაუზიარონ თავიანთი ხედვა და ამით ხელი შეუწყონ სკოლის საქმიანობის შეფასებასა და სრულყოფას. სტრატეგიული გეგმის შემუშავების მიზნით შექმნილმა ჯგუფმა მუშაობის დაწყებისას ყურადღება გაამახვილა სკოლისა და სასკოლო საზოგადოების მდგომარეობაზე ხუთი ძირითადი ასპექტით: • მოსწავლეთა შედეგები; • მასწავლებელთა და სკოლის სხვა თანამშრომელთა პროფესიული განვითარება; • სკოლის მატერილურ ტექნიკური ბაზისა და ინფრასტრუქტურის განვითარება; • სკოლასა და საზოგადოებას შორის კავშირი; • რესურსების მოზიდვა და მართვა; სკოლის 2023-2030 წლების სტრატეგიული გეგმა ასახავს სკოლის ხედვას და მისიას, მიმოიხილავს ძლიერ და სუსტ მხარეებს, აზუსტებს სტრატეგიულ მიზნებს და ამოცანებს. სკოლის სტრატეგიული გეგმა თანამშრომლობითი პროცესის შედეგად ჩამოყალიბდა, რომელშიც მეტ-ნაკლები აქტიურობით მთელი სასკოლო საზოგადოება იყო ჩაბმული. სამუშაო შეხვედრების შედეგად ჩამოყალიბდა : • სკოლის ხედვა და მისია; • სკოლის ძლიერი და სუსტი მხარეების, შესაძლებლობებისა და რისკების SWOT ანალიზი; • სტრატეგიული მიზნები; • ამოცანები; • მონიტორინგის და შეფასების სისტემა; სკოლის ხელმძღვანელობას, თანამშრომლებს, მშობლებს, დაინტერესებულ საზოგადოებას კარგად აქვთ გაცნობიერებული, რომ სტრატეგიული გეგმა ცოცხალი დოკუმენტია, რომელიც გარკვეული პერიოდულობით (საჭიროებისამებრ)ყოველთვის დაექვემდებარება გადახედვას და მასში ცვლილებები შევა შიდა და გარე ფაქტორების გათვალისწინებით.
მოცემული სამოქმედო გეგმა, წამოადგენს სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის შესრულების, ერთწლიან საორიენტაციო დოკუმენტს.
სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ხაშურის N3 საჯარო სკოლაში დასაქმებული ნებისმიერი პირი ვალდებულია აცნობიერებდეს, რომ: 1. გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსწავლეთა ჩართვა ნიშნავს მათთვის ხმის უფლების მიცემას იმ ყველაფერთან დაკავშირებით, რაც მათ სკოლაში ხდება. თეორიულად, მოსწავლეს აქვს ხმის უფლება მისი სასკოლო ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტში, მათ შორის: • კურიკულუმი, მაგ., შესასწავლი საკითხების, არჩევითი საგნების შესახებ; • სწავლა და სწავლება, მაგ., დისტანციური სწავლების, საკლასო ოთახის წესების შესახებ; • სკოლის პოლიტიკა, მაგ., გენდერული თანასწორობის, დისციპლინური პროცედურების შესახებ; • სკოლის ინფრასტრუქტურა და ფიზიკური გარემო, მაგ., გათბობის, ავეჯის შესახებ; • რესურსები, მაგ., სახელმძღვანელოების შესყიდვის, კომპიუტერების გამოყენების შესახებ; • კლასგარეშე აქტივობები, მაგ., კლუბების, საზოგადოებრივი პროექტების შესახებ; • ყოველდღიური სასკოლო ცხოვრება, მაგ., სკოლის წესების, ფორმის ტანსაცმლის შესახებ. სათანადო მართვის შემთხვევაში, მოსწავლეების წახალისებას სკოლის ცხოვრებაში აქტიურად ჩასართავად ბევრი სარგებელი მოაქვს არა მხოლოდ მოსწავლეებისთვის, არამედ მასწავლებლებისთვის, სკოლებისა და მთლიანად საზოგადოებისთვის. 1.1. მოსწავლეებს ეს ეხმარება: • თავდაჯერებულობის ჩამოყალიბებაში; • ხელს უწყობს მათ სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში; • თავს აგრძნობინებს სასკოლო საზოგადოების ღირსეულ წევრად, რომელსაც საკუთარი წვლილის შეტანა შეუძლია; • ავითარებს მათ კომპეტენციებს აქტიური მოქალაქეობისთვის; • აუმჯობესებს მათ მიღწევებს სასკოლო საგნებში; • ასწავლის მათ იმ უნარებს და დამოკიდებულებებს, რომლებიც საჭიროა სამუშაო ადგილზე წარმატების მისაღწევად. 1.2. მასწავლებლებს ეს ეხმარება: • მოსწავლეებთან უკეთესი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში; • კლასში დისციპლინის გაუმჯობესებაში; • ეროვნული სასწავლო გეგმით მათი საგნისთვის გათვალისწინებული მნიშვნელოვანი მოთხოვნების მიწოდებაში; • უკუკავშირის უზრუნველყოფაში უფრო საინტერესო და რელევანტური გაკვეთილების დაგეგმვის მიზნით; • მოსწავლეთა მოტივირებასა და მათი მიღწევების გაუმჯობესებაში. 1.3. დირექტორებს ეს ეხმარება: • სკოლაში გადაწყვეტილების მიღებისა და მმართველობის ხარისხის გაუმჯობესებაში; • პრობლემური ქცევის შემცირებაში, როგორიცაა გაცდენები და ბულინგი; • სკოლის პოზიტიური კულტურის შექმნაში, სადაც ყველა უსაფრთხოდ იგრძნობს თავს და ექნება მიკუთვნებულობის შეგრძნება; • მოსწავლეთა მიღწევებში უკეთესი შედეგებისა და მაღალი სტანდარტების დაკმაყოფილებაში. 1.4. საზოგადოებას ეს ეხმარება: • აქტიური და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქეების მომზადებაში, რომლებსაც ექნებათ სურვილი და შესაძლებლობა, დადებითად შეცვალონ სხვების ცხოვრება ადგილობრივ, ეროვნულ თუ საერთაშორისო დონეზე; დემოკრატიული პროცესის მიმართ ნდობის აღდგენასა და დემოკრატიის კულტურის განვითარებაში. 2. მოსწავლის ხმა არა მხოლოდ სასარგებლოა, არამედ ეს არის მისი უფლება. მოსწავლეებზე გავლენას ახდენს განათლებაში მიმდინარე მოვლენები, თუმცა მათ არ გააჩნიათ ამ მოვლენებზე ისეთივე სამართლებრივი პასუხისმგებლობა, როგორიც სკოლის დირექტორს, მასწავლებლებსა და სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს აქვთ. დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები მოსწავლეთა მონაწილეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობაა მისი წვლილი ახალგაზრდების დემოკრატიულ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაში. იმისათვის, რომ დემოკრატიულმა კულტურამ წარმატებას მიაღწიოს, საზოგადოებას სჭირდება არა მხოლოდ პოლიტიკური და სამართლებრივი სტრუქტურები და პროცედურები, არამედ, ასევე, კომპეტენტური მოქალაქეები, რომელთაც შეუძლიათ დემოკრატიულ პროცესებში ეფექტური მონაწილეობა. 2.1. საერთო სასკოლო მიდგომა მოსწავლეთა მონაწილეობის შესაძლებლობები თავისთავად არ წარმოიქმნება, საჭიროა მისი დაგეგმვა და ორგანიზება. რაც ნიშნავს, ისეთი სასკოლო პერსონალის არსებობას, რომლისთვისაც გასაგებია მოსწავლეებთან თანამშრომლობისა და მათთვის გადაწყვეტილების მიღების საშუალების მინიჭების დადებითი მხარეები. ამ საბაზისო მოთხოვნების გარდა, არსებობს რამდენიმე სხვა ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს სკოლებში მოსწავლეთა მონაწილეობის უზრუნველყოფაზე. ესენია: • მხარდამჭერი სასკოლო კლიმატი, სადაც ყველა ბავშვი თავს დაფასებულად და საზოგადოების ნაწილად იგრძნობს; • კეთილგანწყობილი სკოლის ლიდერები, რომლებიც წარმოადგენენ ღია და გაზიარებული ლიდერობის ფორმების მოდელს; • თავდაჯერებული მასწავლებლები, რომლებმაც იციან, თუ როგორ უნდა ჩართონ მოსწავლე სწავლების პროცესში; • კლასგარეშე აქტივობების შესაძლებლობა, რაც ბავშვებს საშუალებას მისცემს, მონაწილეობა მიიღონ თვითონ მოსწავლეების, სკოლისა და საზოგადოების მიერ ნაკარნახევ რიგ აქტივობებში; • მოსწავლეთა აქტიური თვითმმართველობა, რომელიც მოიცავს მოსწავლეთა მთელ კონტინგენტს; • მიმღები სამეურვეო საბჭო, რომელიც ეძიებს მოსწავლეთა მოსაზრებებს და მოქმედებს მათ საფუძველზე; • მოსწავლეთა მონაწილეობა არ შემოიფარგლება სასკოლო ცხოვრების ერთი სფეროთი. ის მოიცავს სკოლის ყველა ასპექტს და მოითხოვს საერთო სასკოლო მიდგომას.
ამონარიდი სკოლის შეინაგანაწესიდან: მუხლი 16. მოსწავლის დისციპლინური გადაცდომა და პასუხისმგებლობის სახეები 1. მოსწავლის დისციპლინურ გადაცდომად ითვლება: ა) გაკვეთილზე არაერთგზის დაგვიანება; ბ) გაკვეთილის ჩაშლა ან ჩაშლის მცდელობა; გ) გაკვეთილის თვითნებურად მიტოვება; დ) სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონით ან/და ნებისმიერი სხვა სახის ტექნიკური საშუალებით არასასწავლო მიზნით სარგებლობა; ე) სკოლისათვის მატერიალური/ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა; ვ) მოსწავლის მიერ შინაგანაწესით დადგენილი ჩაცმულობის წესის დაუცველად სკოლის ტერიტორიაზე გამოცხადება, გარდა სკოლის მიერ წინასწარ განსაზღვრულ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღების მიზნით გამოცხადებისა; ზ) მოსწავლის/სკოლაში დასაქმებულის/მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის/სკოლის ტერიტორიაზე შემოსული გარეშე პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა; თ) მოსწავლის/სკოლაში დასაქმებულის/მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის/სკოლის ტერიტორიაზე შემოსული გარეშე პირის ფიზიკური შეურაცხყოფა; ი) სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლის გამოცხადება შემდეგი ნივთებით: ი.ა) თამბაქოს ნაწარმი/ელექტრონული სიგარეტი; ი.ბ) ალკოჰოლური საშუალებები; ი.გ) ნარკოტიკული საშუალებები და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისათვის საჭირო ნივთები; ი.დ) ფსიქოტროპული საშუალებები, ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე; ი.ე) ასაფეთქებელი და მომწამვლავი ნივთიერებები; ი.ვ) ნებისმიერი სახის იარაღი, კასტეტი ან ბასრი ნივთი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს იარაღად; ი.ზ) სანთებელა ან ასანთი; ი.თ) აზარტული თამაშის საშუალებები; ი.ი) უხამსობის ამსახველი ნივთები/საშუალებები; ი.კ) ელექტროშოკური მოწყობილობა; ი.ლ) ნებისმიერი სხვა ნივთი, რომელიც შეიძლება საფრთხეს უქმნიდეს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. კ) მოსწავლის დისკრიმინაცია; ლ) მოსწავლის ან/და სკოლაში დასაქმებული პირის პირად ცხოვრებაში ჩარევა; მ) ფულის ან სხვა ნივთების გამოძალვა; ნ) მოსწავლის მიერ წინამდებარე პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ნივთის/ნივთების გამოყენება; ო) სკოლაში დასაქმებული პირების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა; პ) სკოლის ტერიტორიაზე სხვისი ნივთის უნებართვოდ აღება, დაკარგვა ან/და დაზიანება; ჟ) სკოლის უსაფრთხოების წესების დარღვევა, რომელმაც ზიანი გამოიწვია; რ) მოსწავლეთა ქცევის კოდექსის დარღვევა; ს) მოსწავლის ან/და სკოლაში დასაქმებული პირის მიმართ ფსიქოლოგიური ზეწოლა; ტ) სკოლის დოკუმენტაციის ხელყოფა; უ) სკოლის საქმიანობისთვის განკუთვნილი კომპიუტერული მონაცემის მიღება ან/და კომპიუტერული სისტემის უნებართვოდ ან სკოლის ინტერესების საწინააღმდეგოდ გამოყენება; ფ) არაფხიზელ მდგომარეობაში სკოლაში გამოცხადება; ქ) მოსწავლისთვის შეუფერებელი სხვა ქმედების ჩადენა. 2. დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის მოსწავლის მიმართ გამოიყენება შემდეგი დისციპლინური პასუხისმგებლობის სახე: ა) შენიშვნა; ბ) გაფრთხილება; გ) მკაცრი გაფრთხილება; დ) საყვედური; ე) სასტიკი საყვედური; ვ) სკოლიდან დროებით დათხოვნა; ზ) სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის დაკისრება; თ) მოსწავლის სკოლიდან გარიცხვა (საშუალო საფეხურზე).
სკოლის ინფრასტრუქტურა მოწესრიგებულია.
სკოლის ბიუჯეტი შეადგენს - 1241467 ლარი შრომის ანაღზაურებისთვის გაიცემა - 1142552 ლარი სკოლის განვითარებისთვის განკუთვნილია - 48233 ლარი კომუნალური გადასახადებისთვის განკუთვნილია - 50682