Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - ქალაქ თბილისის №145 საჯარო სკოლა

თბილისი · ისანი-სამგორი · თბილისი, ისანი-სამგორი, ქალაქი თბილისი, ჯავახეთის II შესახვევი, №10

Register ID#249
Students1,400
Teachers75
Buildings1
School profile

General information

Principal
მაია ოსიყმიშვილი
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
Teaching sector
ქართული
Authorization start
05/12/2023
Authorization end
05/12/2032
First grade admission

Current capacity information

თბილისი, ისანი-სამგორი, ქალაქი თბილისი, ჯავახეთის II შესახვევი, №10

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
150
Available places
0
SEN capacity
15
Available SEN places
7
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and valuesText information

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მისია აღვზარდოთ ქვეყნისა და საზოგადოების მიმართ პასუხისმგებლიანი, კანონმორჩილი, ტოლერანტი მოქალაქე; ახალი გამოწვევების სამყაროში ხელი შევუწყოთ მოსწავლეთა ადაპტაციას, ინტელექტუალურად და ზოგადი საკომუნიკაციო უნარ-ჩვევებით განვავითაროთ მოსწავლეები, რომლებსაც ეცოდინებათ ტექნოლოგიური მიღწევების ცხოვრებაში ეფექტიანად გამოყენება. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხედვა სკოლის სასწავლო-საგანმანათლებლო პროცესი სრულად მორგებულია მოსწავლეთა ინდივიდუალურ საჭიროებებზე და დაფუძნებულია სწავლა-სწავლების ინოვაციურ მეთოდებზე. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ღირებულებები გუნდური მუშაობა, განვითარებასა და ხარისხზე ორიენტირება, გამჭვირვალობა და ღიაობა.

StructureText information

სკოლის სტრუქტურა შედგება სკოლის სტრუქტურული ერთეულებისაგან, კოლეგიური სამუშაო ჯგუფებისაგან (კომისიები/საბჭოები) და თანამდებობრივი პოზიციებისაგან. სკოლის სტრუქტურული ერთეულებია: ა) დირექცია; ბ) პედაგოგიური საბჭო; გ) სამეურვეო საბჭო; დ) მოსწავლეთა თვითმმართველობა; ე) დისციპლინური კომიტეტი. სკოლის კოლეგიური სამუშაო ჯგუფების კომპეტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება დირექტორის მიერ დამტკიცებული დებულებებით ან/და საქართველოს კანონმდებლობით. სკოლის დირექციაში შედის სკოლის დირექტორი, დირექტორის მოადგილე და ბუღალტერი. საგნობრივი კათედრები სკოლა უფლებამოსილია საგნობრივი ჯგუფების მიხედვით შექმნას კათედრები, რომლებშიც გაერთიანებულია საგნობრივი ჯგუფის ყველა მასწავლებელი. იმ შემთხვევაში, თუ სკოლაში საგნობრივი ჯგუფის თითო მასწავლებელია, შესაძლებელია სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფის პედაგოგები ერთ კათედრაზე გაერთიანდნენ. კათედრის თავმჯდომარეს ირჩევს კათედრა ერთი სასწავლო წლის ვადით; კათედრის თავმჯდომარის ფუნქციებია: ა) კათედრის შეხვედრების ორგანიზება (დღის წესრიგის მომზადება, ოქმებისა და სხვა დოკუმენტაციის წარმოება-შენახვა); ბ) სკოლის მართვის ორგანოებისათვის კათედრის შეხვედრების შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებათა მიწოდება (მაგ. გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებისა და სხვა სასწავლო მასალის არჩევის თაობაზე); გ) პროფესიული განვითარებისთვის სასარგებლო აქტივობების (კოლეგებთან შეხვედრების, ტრენინგების, კონფერენციების და სხვ.) ორგანიზება. სკოლის საგნობრივი კათედრებია: ა) სახელმწიფო ენის კათედრა; ბ) საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრა; გ) მათემატიკისა და ტექნოლოგიების კათედრა; დ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრა; ე) უცხოური ენების კათედრა; ვ) ესთეტიკური აღზრდისა და სპორტის კათედრა ზ) დაწყებითი კლასების კათედრა; სკოლის ადმინისტრაციული პერსონალი: 1. საქმისმწარმოებელი; 2. საინფორმაციო მენეჯერი; 3. ბიბლიოთეკარი; 4. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორი; 5. ექიმი; 6. ფსიქოლოგი; 7. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტი; 8. სპეციალური მასწავლებელი; სკოლის დამხმარე პერსონალი 1. დამლაგებელი; 2. დარაჯი;

Strategic planPlan and performance report

Plan

წინამდებარე დოკუმენტი მოიცავს სკოლის მისიას, ხედვას, ღირებულებებსა და სტრატეგიულ მიზნებს. სტრატეგია განსაზღვრავს თუ როგორ უნდა მიაღწიოს სკოლამ დასახულ მიზნებს არსებული მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენების გზითა და საჭირო დამატებითი რესურსების მოძიებით. სტრატეგიული გეგმა დეტალურად ახდენს გარემო ფაქტორების და შიდა გარემოს SWOT (სიძლიერე, სისუსტე, შესაძლებლობები და საფრთხე) ანალიზს. 7 (შვიდ) წლიანი სტრატეგიული გეგმის პროექტის შედგენისას გათვალისწინებული იქნა, როგორც წინარე გამოცდილება, ასევე, ახალი გამოწვევები. ინფორმაციის შეჯერების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებითა და თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით: ძირითად ამოცანად სკოლა ისახავს მოსწავლეებს მისცეს ხარისხიანი, 21-ე საუკუნის შესაბამისი განათლება, მოამზადოს ისინი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, ხელი შეუწყოს საჭირო უნარ-ჩვევების, პიროვნული ღირებულებების ჩამოყალიბებას შესაბამისი კვალიფიციური კადრების მეშვეობით. სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმის შემუშავების პროცესის წარმართვაზე პასუხისმგებელია სკოლის დირექტორი, რომელიც უზრუნველყოფს კომუნიკაციას სკოლის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, საჭირო ინფორმაციის შეგროვებას. სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის რეალიზება ხდება შიდა და გარე ფაქტორების გათვალისწინებით. ობიექტური ანალიზის საფუძველზე, შესაძლებელია მოხდეს სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის გადახედვა გარკვეული პერიოდულობით.

Documents

შვიდწლიანი-სტრატეგიული-გეგმა.docx06/11/2023 16:02:22 · 0.05 MB
Download documents on EMIS
Annual action planPlan and performance report

Plan

სსიპ ქალაქ თბილისის N1454 საჯარო სკოლამ 2023-2024 სასწავლო წლის სტრატეგიული გეგმის შედგენისას იხელმძღვანელა წინა სასწავლო წლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმის რეფლექსიით. გარდა ამისა, გაითვალისწინა ახალი გამოწვევები და მეტი განვითარებისათვის გამოყო 6 ძირითადი მიმართულება. ესენია: სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლება; სასკოლო დოკუმენტაციის შემუშავება/განახლება და ორგანიზაციული განვითარება; მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება; უსაფრთხო, ორგანიზებული და დისციპლინირებული გარემოს უზრუნველყოფა; მშობელთა ჩართულობის ხელშეწყობა ორგანიზაციული განვითარება და მასტიმულირებელი ბერკეტები სწავლებისა და აღზრდის საქმეში სკოლას გათვალისწინებული აქვს მთელი რიგი აქტივობები, რაც ხელს შეუწყობს დასახული ამოცანების შესრულებას და საბოლოო ჯამში ზემოაღნიშნული მიზნების მიღწევას.

Documents

ერთწლიანი-სამოქმედო-გეგმა-2023-2024.docx07/11/2023 13:39:11 · 0.05 MB
Download documents on EMIS
Programs and support services2 additional items

სკოლაში მოქმედებს მხარდაჭერის სერვისები, რაც ძირითადად გამოხატულია, როგორც უნივერსიტეტებთან ასევე პროფესიულ სასწავლებლებთან თანამშრომლობის კუთხით, რის საფუძველზეც სკოლას გაფორმებული აქვს მემორანდუმი რამდენიმე პროფესიულ სასწავლებელთან. აღნიშნული მემორანდუმი ითვალისწინებს მოსწავლეთა დაინტერესების გაღვივებას პროფესიული სასწავლებლების მიმართ, რაც შემდგომში დაემხარებათ პროფესიის წარმატებით დაგეგმვასა და კარიერულ წინსვლაში

Documents

06-მემორანდუმი-145-ე-სკ..doc06/11/2023 16:09:13 · 0.06 MB
მემურანდუმი-ევროპის-უნივერსიტეტი.docx06/11/2023 16:09:13 · 0.03 MB
Download documents on EMIS
Behavior rules and appeal mechanisms2 additional items

ზოგადი დებულება: 1. წინამდებარე სსიპ ქალაქ თბილისის N145 საჯარო სკოლის (შემდგომში – ,,სკოლა”) შინაგანაწესი (შემდგომში – ,,შინაგანაწესი”) ვრცელდება სკოლაში დასაქმებულ პირებზე, მოსწავლეებსა და მათ მშობლებზე/კანონიერ წარმომადგენლებზე, ასევე სკოლის ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირზე და სავალდებულოა შესასრულებლად. 2. შინაგანაწესი წარმოადგენს სკოლასა და სკოლაში დასაქმებულებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. დასაქმებული ვალდებულია გაეცნოს შინაგანაწესს და აღნიშნული დაადასტუროს საკუთარი ხელმოწერით. 3. შინაგანაწესი ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის. 4. სკოლა ვალდებულია შინაგანაწესი განათავსოს ყველასათვის თვალსაჩინო ადგილას. 5. დამრიგებელი ვალდებულია სასწავლო წლის დაწყებისას შინაგანაწესი გააცნოს მოსწავლესა და მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს. შინაგანაწესში განხორციელებული ცვლილების გაცნობა უნდა მოხდეს არაუგვიანეს 5 დღეში. 6. შინაგანაწესით განისაზღვრება: ა) სამუშაო კვირის ხანგრძლივობა, ყოველდღიური სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დრო; ბ) დასვენების ხანგრძლივობა; გ) შრომის ანაზღაურების გაცემის დრო და წესი; დ) ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი; ე) ანაზღაურების გარეშე შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი; ვ) შრომის პირობების დაცვის წესები; ზ) წახალისებისა და პასუხისმგებლობის სახე და გამოყენების წესი; თ) მატერიალური პასუხისმგებლობა; ი) განცხადების/საჩივრის განხილვის წესი; კ) სასწავლო პროცესის მარეგულირებელი ზოგადი ნორმები; ლ) სკოლაში ჩაცმულობის წესი. 7. შინაგანაწესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) სკოლის ადმინისტრაცია - სკოლის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული პირები (გარდა მასწავლებლისა), ასევე სკოლაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები; ბ) სკოლის დირექცია – სკოლის დირექტორი და მისი მოადგილე/მოადგილეები (ასეთის არსებობის შემთხვევაში); გ) სასკოლო დრო – სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული პროცესის, აგრეთვე სკოლის მიერ ინიცირებული, ორგანიზებული, კონტროლირებული, დაფინანსებული ნებისმიერი ღონისძიების მიმდინარეობის დრო. დ) უფლებამოსილი პირი – სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირი, რომელიც სკოლის ტერიტორიაზე, სასკოლო დროს უზრუნველყოფს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას იმ სკოლებში, სადაც არ არის განაწილებული მანდატური (შემდგომში - მანდატური), ხოლო იმ სკოლებში სადაც არის მანდატური, ეხმარება მანდატურს საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვაში, მანდატურის სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

Documents

შინაგანაწესი.pdf17/11/2023 16:31:46 · 0.7 MB
მოსწავლის-ქცევის-კოდექსი.pdf17/11/2023 16:31:46 · 0.09 MB
Download documents on EMIS
Infrastructure2 additional items

ზოგადი ინფორმაცია: სკოლაში დირექტორის ბრძანებით შექმნილი გვაქვს საგანგებო შტაბი, რომელსაც ევალება დაიცვას სკოლაში თანამშრომელთა და მოსწავლეთა უსაფრთხოება. გაკვეთილზე დასწრების კონტროლს ანხორციელებს კლასის დამრიგებელი, მოსწავლის მოსვლის მომენტიდან, გაკვეთილის დასრულებამდე, დამტკიცებულია საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმა; სკოლაში ყველა სართულებზე გამოკრულია ევაკუაციის გეგმა. სკოლის შიდა და გარე პერიმეტრი აღჭურვილია ვიდეოსათვალთვალო კამერებით, სკოლას ჰყავს კვალიფიკაციური ექიმი, რომელიც უზრუნველყოფს სკოლაში პირველადი დახმარების გაწევას, როგორც სკოლის თანამშრომლებისა და მოსწავლეებისათვის, ასევე, სკოლის ტერიტორიაზე მყოფი პირებისათვის.

Finances1 additional item

სსიპ ქალაქ თბილისის N145 საჯარო სკოლას აქვს ვაუჩერული დაფინანსება და ეკონომიკური შემოსავალი. სკოლას არ აქვს ფინანსური დავალიანება. სკოლა, თავის შემოსავლის ფარგლებში, სწორი ბიუუჯეტირებით, ინარჩუნებს ფინანსურ მდგრადობას. სკოლის ეკონომიკური შემოსავალი მიმართულია სკოლის საჭიროებებზე. სკოლის ბიუჯეტს ამტკიცებს სამეურვეო საბჭო, დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულია შესყიდვების წესი/გეგმა. სკოლის დირექტორი, ყოველი წლის 10 დეკემბრამდე, ანგარიშით წარდგება სამეურვეო საბჭოს წინაშე. მოცემულ ვებგვერდზე განთავსებულია სკოლის ბიუჯეტი.

Documents

ბიუჯეტი.pdf17/11/2023 16:48:23 · 1.55 MB
Download documents on EMIS