Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - ქალაქ ხაშურის №1 საჯარო სკოლა

შიდა ქართლი · ხაშური · ქ. ხაშური, ტაბიძის ქ. №22

Register ID#2488
Students671
Teachers40
Buildings1
School profile

General information

Principal
მორის დანდურიშვილი
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
Teaching sector
ქართული
Authorization start
13/11/2023
Authorization end
13/11/2032
First grade admission

Current capacity information

ქ. ხაშური, ტაბიძის ქ. №22

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
50
Available places
11
SEN capacity
5
Available SEN places
5
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and values1 additional item

სკოლის მისია: სსიპ ქალაქ ხაშურის N1 საჯარო სკოლის (შემდგომში – სკოლა) მისიაა მოსწავლეებს განუვითაროს მაღალი სულიერი ფასეულობები, აღზარდოს განათლებული, თავისუფალი, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი პიროვნება, რომელსაც ექნება განვითარებული გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევები, დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული სამოქალაქო ცნობიერება და პასუხისმგებლობა ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე, იქნება ტოლერანტული და კონკურენტუნარიანი. ხედვა: იყოს კონკურენტუნარიანი და ღირებულებებზე დაფუძნებული სკოლა, რომელიც მოზარდს მოამზადებს მუდმივად განვითარებად სამყაროში ორიენტაციისთვის, იქნება ფოკუსირებული განათლების ხარისხზე, უწყვეტ განვითარებაზე, ინოვიციური მიდგომების დანერგვასა, ინკლუზიური გარემოს შექმნაზე. სკოლის მიზანია მოსწავლეებს ჩაუნერგოს სამოქალაქო პასუხისმგებლობის ღრმა გრძნობა, დემოკრატიული ღირებულებები და ერთგულება ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე. ხედვა ასევე ეფუძნება მოსწავლეებში ტოლერანტული ბუნების ჩამოყალიბებას. ღირებულებები: • გუნდური მუშაობა - მართველი რგოლისა და დაქვემდებარებული პირების კოორდინირებული და შეთანხმებული მუშაობა, დაწესებულებაში საერთო ძალისხმევით ჩამოყალიბებული ორგანიზაციული კულტურა; • დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული სამოქალაქო ცნობიერება - დემოკრატიული პრინციპების გაგების/გააზრების ხელშეწყობა, სამოქალაქო ჩართულობა და აქტიური მონაწილეობა საზოგადოების საქმიანობაში; • განვითარებაზე ორიენტირებულობა - მოსწავლეებს მიეწოდება სრულყოფილი განათლება, რომელიც მოიცავს აკადემიურ ცოდნას, კრიტიკული აზროვნების უნარებს და პრაქტიკულ შესაძლებლობებს, ასევე სწავლება დაფუძნებულია თანამედროვე მიდგომებზე; • ტოლერანტობა - მრავალფეროვნების პატივისცემის, მიღებისა და დაფასების ხელშეწყობა, ინკლუზიური და ჰარმონიული სასკოლო საზოგადოების ფორმირება.

StructureText information

მოსწავლეზე ორიენტირებული პროცესების ეფექტური მართვისთვის, სკოლაში ფუნქციონირებს ანგარიშვალდებულების სტრუქტურა

Strategic planPlan and performance report

Plan

სსიპ ხაშურის N1 საჯარო სკოლის (შემდგომში - სკოლა) სტრატეგიული განვითარების გეგმა (2023-2030წწ.) წარმოადგენს ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებზე დაფუძნებულ შვიდწლიან სტრატეგიულ განაცხადს, რომელიც მოიცავს სკოლის ისტორიის მოკლე მიმოხილვას, ხედვასა და ღირებულებებს, რომელსაც სკოლა იზიარებს და ავითარებს დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებზე, რაც გამომდინარეობს სკოლის მისიიდან და მისი განვითარების საფუძველს ქმნის. მოცემულ სტრატეგიის დოკუმენტში ასახულია ყველა ის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც გავლენას მოახდენს, ან შესაძლოა მოახდინოს, სკოლის ინსტიტუციურ განვითარებასა და მისი რომელიმე სტრუქტურული ერთეულის გამართულად ფუნქციონირებაზე. სკოლის მიზანია, საკუთარი მისიისა და ხედვის საპასუხოდ, დაწესებულებამ დანერგოს და შეიმუშავოს ხარისხის მექანიზმები, ხელი შეუწყოს საკომუნიკაციო არხების გამართულად ფუნქციონირების პროცესს, მოახდინოს ადამიანური რესურსების ეფექტური მართვა, ორგანიზაციული კულტურის დამკვიდრება და ყოველივე ამის ფონზე დაიკავოს ლიდერი პოზიცია კონკურენტულ ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში. სტრატეგიული განვითარების გეგმაში ჩამოყალიბებული მიზნების მიღწევას უზრუნველყოფს სკოლის დირექტორის, სამეურვეო საბჭოს, თანამშრომლების, მოსწავლეების, მშობლებისა და სკოლის საქმიანობით დაინტერესებული საზოგადოების მჭიდრო და ინტენსიური თანამშრომლობა. სკოლის მართვის სტილი ეყრდნობა თანამშრომლობით დემოკრატიის პრინციპებს, ფუნქციათა დელეგირებას, ურთიერთნდობასა და გამჭვირვალეობას, რაც ხელს უწყობს სასკოლო საზოგადოებაში (პედაგოგები, მოსწავლეები, მშობლები) მიკუთვნებულობის განცდის ჩამოყალიბებას და ინსტიტუციურ განვითარებაზე ორიენტირებულობას. სკოლა ცდილობს შექმნას განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემო და ხელი შეუწყოს მოსწავლეების პიროვნულ, კოგნიტურ, სოციალურ თუ ემოციურ განვითარებას, რომელშიც მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა თანამედროვე სამყაროში ჰარმონიული ადაპტირებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებისა და დემოკრატიული ღირებულებების ჩამოყალიბებას. სტრატეგიული განვითრების მიზნების შესრულებისთვის საჭირო აქტივობები გაწერილი არის სამოქმედო გეგმებში, რომლიც უშუალოდ სტრატეგიული მიზნების მიღწევასა და კონკრეტული ამოცანების ეფექტურად განხორციელებას მოიაზრებს, სადაც ჩამოყალიბებულია მიზნები და ამოცანები, ასევე ინდიკატორები და შესრულებაზე პასუხისმგებელი პირი/პირები. მისი გადახედვა და მასში ცვლილებების შეტანა მოხდება საჭიროებისამებრ. სტრატეგიულ გეგმაში წარმოდგენილია სკოლის პრიორიტეტები, ჩამოყალიბებულია ინსტიტუციური განვითარების ხედვა, ღირებულებები, რომლებიც ეყრდნობა სკოლის მისიას და ორგანიზაციაში ჩატარებულ SWOT ანალიზის შედეგად გამოვლენილ არსებით საკითხებს დაწესებულების ძლიერი და სუსტი მხარების განსაზღვრისა, ასევე, გარე საფრთხეებისა და შესაძლებლობების ანალიზს.

Documents

სსიპ-ხაშურის-N1-საჯარო-სკოლის-სტრატეგიული-განვითარების-გეგმა.pdf03/08/2023 16:16:16 · 0.34 MB
დანართი_სტრატეგიული ჩარჩო_სამოქმედო გეგმა 2023-2030.pdf03/08/2023 18:31:28 · 0.09 MB
Download documents on EMIS
Annual action planPlan and performance report

Plan

მოცემული სამოქმედო გეგმა, წამოადგენს სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის შესრულების, ერთწლიან საორიენტაციო დოკუმენტს 2025-2026 სასწავლო წლისთვის.

Documents

სამოქმედო გეგმა_2024-2025 სასწავლო წელი.pdf26/08/2024 16:57:56 · 0.1 MB
მონიტორინგი_სამოქმედო გეგმა_2025-2026 სასწავლო წელი.xlsx27/11/2025 16:26:35 · 0.02 MB
Download documents on EMIS

Documents

შესრულების ანგარიში_2023-2024 სასწავლო წელი.pdf26/08/2024 16:08:49 · 0.11 MB
შესრულების ანგარიში_2024-2025 სასწავლო წელი.xlsx27/11/2025 16:21:41 · 0.02 MB
Download documents on EMIS
Programs and support servicesText information

სსიპ ქალაქ ხაშურის N1 საჯარო სკოლაში დასაქმებული ნებისმიერი პირი ვალდებულია აცნობიერებდეს, რომ: 1. გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსწავლეთა ჩართვა ნიშნავს მათთვის ხმის უფლების მიცემას იმ ყველაფერთან დაკავშირებით, რაც მათ სკოლაში ხდება. თეორიულად, მოსწავლეს აქვს ხმის უფლება მისი სასკოლო ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტში, მათ შორის: • კურიკულუმი, მაგ., შესასწავლი საკითხების, არჩევითი საგნების შესახებ; • სწავლა და სწავლება, მაგ., დისტანციური სწავლების, საკლასო ოთახის წესების შესახებ; • სკოლის პოლიტიკა, მაგ., გენდერული თანასწორობის, დისციპლინური პროცედურების შესახებ; • სკოლის ინფრასტრუქტურა და ფიზიკური გარემო, მაგ., გათბობის, ავეჯის შესახებ; • რესურსები, მაგ., სახელმძღვანელოების შესყიდვის, კომპიუტერების გამოყენების შესახებ; • კლასგარეშე აქტივობები, მაგ., კლუბების, საზოგადოებრივი პროექტების შესახებ; • ყოველდღიური სასკოლო ცხოვრება, მაგ., სკოლის წესების, ფორმის ტანსაცმლის შესახებ. სათანადო მართვის შემთხვევაში, მოსწავლეების წახალისებას სკოლის ცხოვრებაში აქტიურად ჩასართავად ბევრი სარგებელი მოაქვს არა მხოლოდ მოსწავლეებისთვის, არამედ მასწავლებლებისთვის, სკოლებისა და მთლიანად საზოგადოებისთვის. 1.1. მოსწავლეებს ეს ეხმარება: • თავდაჯერებულობის ჩამოყალიბებაში; • ხელს უწყობს მათ სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში; • თავს აგრძნობინებს სასკოლო საზოგადოების ღირსეულ წევრად, რომელსაც საკუთარი წვლილის შეტანა შეუძლია; • ავითარებს მათ კომპეტენციებს აქტიური მოქალაქეობისთვის; • აუმჯობესებს მათ მიღწევებს სასკოლო საგნებში; • ასწავლის მათ იმ უნარებს და დამოკიდებულებებს, რომლებიც საჭიროა სამუშაო ადგილზე წარმატების მისაღწევად. 1.2. მასწავლებლებს ეს ეხმარება: • მოსწავლეებთან უკეთესი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში; • კლასში დისციპლინის გაუმჯობესებაში; • ეროვნული სასწავლო გეგმით მათი საგნისთვის გათვალისწინებული მნიშვნელოვანი მოთხოვნების მიწოდებაში; • უკუკავშირის უზრუნველყოფაში უფრო საინტერესო და რელევანტური გაკვეთილების დაგეგმვის მიზნით; • მოსწავლეთა მოტივირებასა და მათი მიღწევების გაუმჯობესებაში. 1.3. დირექტორებს ეს ეხმარება: • სკოლაში გადაწყვეტილების მიღებისა და მმართველობის ხარისხის გაუმჯობესებაში; • პრობლემური ქცევის შემცირებაში, როგორიცაა გაცდენები და ბულინგი; • სკოლის პოზიტიური კულტურის შექმნაში, სადაც ყველა უსაფრთხოდ იგრძნობს თავს და ექნება მიკუთვნებულობის შეგრძნება; • მოსწავლეთა მიღწევებში უკეთესი შედეგებისა და მაღალი სტანდარტების დაკმაყოფილებაში. 1.4. საზოგადოებას ეს ეხმარება: • აქტიური და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქეების მომზადებაში, რომლებსაც ექნებათ სურვილი და შესაძლებლობა, დადებითად შეცვალონ სხვების ცხოვრება ადგილობრივ, ეროვნულ თუ საერთაშორისო დონეზე; დემოკრატიული პროცესის მიმართ ნდობის აღდგენასა და დემოკრატიის კულტურის განვითარებაში. 2. მოსწავლის ხმა არა მხოლოდ სასარგებლოა, არამედ ეს არის მისი უფლება. მოსწავლეებზე გავლენას ახდენს განათლებაში მიმდინარე მოვლენები, თუმცა მათ არ გააჩნიათ ამ მოვლენებზე ისეთივე სამართლებრივი პასუხისმგებლობა, როგორიც სკოლის დირექტორს, მასწავლებლებსა და სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს აქვთ. დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები მოსწავლეთა მონაწილეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობაა მისი წვლილი ახალგაზრდების დემოკრატიულ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაში. იმისათვის, რომ დემოკრატიულმა კულტურამ წარმატებას მიაღწიოს, საზოგადოებას სჭირდება არა მხოლოდ პოლიტიკური და სამართლებრივი სტრუქტურები და პროცედურები, არამედ, ასევე, კომპეტენტური მოქალაქეები, რომელთაც შეუძლიათ დემოკრატიულ პროცესებში ეფექტური მონაწილეობა. 2.1. საერთო სასკოლო მიდგომა მოსწავლეთა მონაწილეობის შესაძლებლობები თავისთავად არ წარმოიქმნება, საჭიროა მისი დაგეგმვა და ორგანიზება. რაც ნიშნავს, ისეთი სასკოლო პერსონალის არსებობას, რომლისთვისაც გასაგებია მოსწავლეებთან თანამშრომლობისა და მათთვის გადაწყვეტილების მიღების საშუალების მინიჭების დადებითი მხარეები. ამ საბაზისო მოთხოვნების გარდა, არსებობს რამდენიმე სხვა ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს სკოლებში მოსწავლეთა მონაწილეობის უზრუნველყოფაზე. ესენია: • მხარდამჭერი სასკოლო კლიმატი, სადაც ყველა ბავშვი თავს დაფასებულად და საზოგადოების ნაწილად იგრძნობს; • კეთილგანწყობილი სკოლის ლიდერები, რომლებიც წარმოადგენენ ღია და გაზიარებული ლიდერობის ფორმების მოდელს; • თავდაჯერებული მასწავლებლები, რომლებმაც იციან, თუ როგორ უნდა ჩართონ მოსწავლე სწავლების პროცესში; • კლასგარეშე აქტივობების შესაძლებლობა, რაც ბავშვებს საშუალებას მისცემს, მონაწილეობა მიიღონ თვითონ მოსწავლეების, სკოლისა და საზოგადოების მიერ ნაკარნახევ რიგ აქტივობებში; • მოსწავლეთა აქტიური თვითმმართველობა, რომელიც მოიცავს მოსწავლეთა მთელ კონტინგენტს; • მიმღები სამეურვეო საბჭო, რომელიც ეძიებს მოსწავლეთა მოსაზრებებს და მოქმედებს მათ საფუძველზე; • მოსწავლეთა მონაწილეობა არ შემოიფარგლება სასკოლო ცხოვრების ერთი სფეროთი. ის მოიცავს სკოლის ყველა ასპექტს და მოითხოვს საერთო სასკოლო მიდგომას. დამატებით: სკოლა ჩართულია მოსწავლეთა უფასო ტრანსპორტირების პროგრამაში.

Behavior rules and appeal mechanismsText information

ამონარიდი სკოლის შეინაგანაწესიდან: მუხლი 16. მოსწავლის დისციპლინური გადაცდომა და პასუხისმგებლობის სახეები 1. მოსწავლის დისციპლინურ გადაცდომად ითვლება: ა) გაკვეთილზე არაერთგზის დაგვიანება; ბ) გაკვეთილის ჩაშლა ან ჩაშლის მცდელობა; გ) გაკვეთილის თვითნებურად მიტოვება; დ) სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონით ან/და ნებისმიერი სხვა სახის ტექნიკური საშუალებით არასასწავლო მიზნით სარგებლობა; ე) სკოლისათვის მატერიალური/ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა; ვ) მოსწავლის მიერ შინაგანაწესით დადგენილი ჩაცმულობის წესის დაუცველად სკოლის ტერიტორიაზე გამოცხადება, გარდა სკოლის მიერ წინასწარ განსაზღვრულ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღების მიზნით გამოცხადებისა; ზ) მოსწავლის/სკოლაში დასაქმებულის/მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის/სკოლის ტერიტორიაზე შემოსული გარეშე პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა; თ) მოსწავლის/სკოლაში დასაქმებულის/მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის/სკოლის ტერიტორიაზე შემოსული გარეშე პირის ფიზიკური შეურაცხყოფა; ი) სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლის გამოცხადება შემდეგი ნივთებით: ი.ა) თამბაქოს ნაწარმი/ელექტრონული სიგარეტი; ი.ბ) ალკოჰოლური საშუალებები; ი.გ) ნარკოტიკული საშუალებები და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისათვის საჭირო ნივთები; ი.დ) ფსიქოტროპული საშუალებები, ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე; ი.ე) ასაფეთქებელი და მომწამვლავი ნივთიერებები; ი.ვ) ნებისმიერი სახის იარაღი, კასტეტი ან ბასრი ნივთი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს იარაღად; ი.ზ) სანთებელა ან ასანთი; ი.თ) აზარტული თამაშის საშუალებები; ი.ი) უხამსობის ამსახველი ნივთები/საშუალებები; ი.კ) ელექტროშოკური მოწყობილობა; ი.ლ) ნებისმიერი სხვა ნივთი, რომელიც შეიძლება საფრთხეს უქმნიდეს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. კ) მოსწავლის დისკრიმინაცია; ლ) მოსწავლის ან/და სკოლაში დასაქმებული პირის პირად ცხოვრებაში ჩარევა; მ) ფულის ან სხვა ნივთების გამოძალვა; ნ) მოსწავლის მიერ წინამდებარე პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ნივთის/ნივთების გამოყენება; ო) სკოლაში დასაქმებული პირების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა; პ) სკოლის ტერიტორიაზე სხვისი ნივთის უნებართვოდ აღება, დაკარგვა ან/და დაზიანება; ჟ) სკოლის უსაფრთხოების წესების დარღვევა, რომელმაც ზიანი გამოიწვია; რ) მოსწავლეთა ქცევის კოდექსის დარღვევა; ს) მოსწავლის ან/და სკოლაში დასაქმებული პირის მიმართ ფსიქოლოგიური ზეწოლა; ტ) სკოლის დოკუმენტაციის ხელყოფა; უ) სკოლის საქმიანობისთვის განკუთვნილი კომპიუტერული მონაცემის მიღება ან/და კომპიუტერული სისტემის უნებართვოდ ან სკოლის ინტერესების საწინააღმდეგოდ გამოყენება; ფ) არაფხიზელ მდგომარეობაში სკოლაში გამოცხადება; ქ) მოსწავლისთვის შეუფერებელი სხვა ქმედების ჩადენა. 2. დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის მოსწავლის მიმართ გამოიყენება შემდეგი დისციპლინური პასუხისმგებლობის სახე: ა) შენიშვნა; ბ) გაფრთხილება; გ) მკაცრი გაფრთხილება; დ) საყვედური; ე) სასტიკი საყვედური; ვ) სკოლიდან დროებით დათხოვნა; ზ) სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის დაკისრება; თ) მოსწავლის სკოლიდან გარიცხვა (საშუალო საფეხურზე).

InfrastructureText information

სკოლის ინფრასტრუქტურა მოწესრიგებულია.

Finances2 additional items

სსიპ ქალაქ ხაშურის N1 საჯარო სკოლის 2025 წლის ბიუჯეტი და 2025 წლის სახელმწიფო შესყიდვების გეგმა, დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ მიბმული ფაილის სახით.

Documents

2025 წლის გეგმა.xlsx12/12/2024 09:46:46 · 0.02 MB
2025 ბიუჯეტი.xlsx12/12/2024 09:46:46 · 0.03 MB
Download documents on EMIS