ხაშური, სოფელი ვაყა
- Sector
- ქართული
- Shift
- 2
- Total capacity
- 50
- Available places
- 45
- SEN capacity
- 5
- Available SEN places
- 5
შიდა ქართლი · ხაშური · ხაშური, სოფელი ვაყა
Open a section to view its text, related links, and document listing.
სკოლის მისიაა უზრუნველყოს უსაფრთხო და პოზიტიური გარემო, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი განათლების მქონე, კრიტიკულად მოაზროვნე, დამოუკიდებელი, სრულფასოვანი, კონკურენტუნარიანი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის.
სკოლაში ფუნქციონირებს ანგარიშვალდებულების სტრუქტურა, რითაც უზრუნველყოფილია სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვა და სკოლის მისიის განხორციელება.
სსიპ - ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაყის საჯარო სკოლაში 2022 წლის 15 მარტიდან სასწავლო პროცესი სკოლის შენობაში აღარ მიმდინარეობს, დროებით სასწავლო პროცესი მიმდინარეობს მეზობელი სოფლის საჯარო სკოლის შენობაში, რადგან სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, შენობის შემდგომი ნორმალური ექსპლუატაციისათვის საჭიროა გასამაგრებელი სამუშაოების ჩატარება და შენობის აღდგენამდე ამჟამად არსებული სახით ექსპლუატაცია არ არის მიზანშეწონილი, რადგან არ არის უზრუნველყოფილი სასწავლო პროცესის უსაფრთხოდ წარმართვა. ამიტომ სკოლის მომდევნო წლების განვითარების გეგმა ბევრადაა დამოკიდებული შენობის რეაბილიტაციის პროცესზე.
სამოქმედო გეგმა, წამოადგენს სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის შესრულების, ერთწლიან საორიენტაციო დოკუმენტს.
სკოლაში შემუშავებულია და ხორციელდება სხვადასხვა სახის მხარდაჭერის სერვისები: მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერის წესი. სსსმ-პირთათვის-საგანმანათლებლო-სერვისების მიწოდების რეგულაციები; პერსონალის ადაპტაციის წესი სასკოლო სასწავლო გეგმა ჩარიცხვის წესი
სკოლის შინაგანაწესი არეგულირებს ქცევის წესებს, სახდელებსა და აპელაციის მექანიზმებს: მუხლი 36. მოსწავლის დისციპლინური გადაცდომა/დისციპლინური სახდელი 1. მოსწავლის დისციპლინურ გადაცდომად ითვლება: ა) არაერთგზის დაგვიანება; ბ) გაკვეთილის ჩაშლა ან ჩაშლის მცდელობა; გ) გაკვეთილის თვითნებურად მიტოვება; დ) მობილური ტელეფონით ან/და ნებისმიერი სხვა სახის ტექნიკური საშუალებით არასასწავლო მიზნით სარგებლობა; ე) სკოლისათვის მატერიალური/ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა; ვ) მოსწავლის მიერ სკოლის შინაგანაწესით დადგენილი ჩაცმულობის წესის (სამოსი, იერსახე და სხვა) დაუცველად სკოლის ტერიტორიაზე გამოცხადება, გარდა სკოლის მიერ წინასწარ განსაზღვრულ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღების მიზნით გამოცხადებისა; ზ) მოსწავლის/სკოლაში დასაქმებულის/მოსწავლის მშობლის/წარმომადგენლის/სკოლის ტერიტორიაზე შემოსული გარეშე პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა; თ) მოსწავლის/სკოლაში დასაქმებულის/მოსწავლის მშობლის/წარმომადგენლის/სკოლის ტერიტორიაზე შემოსული გარეშე პირის ფიზიკური შეურაცხყოფა; ი) სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლის გამოცხადება შემდეგი ნივთებით: ი.ა) თამბაქოს ნაწარმი/ელექტრონული სიგარეტი; ი.ბ) ალკოჰოლური საშუალებები; ი.გ) ნარკოტიკული საშუალებები; ი.დ) ფსიქოტროპული საშუალებები, ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე; ი.ე) ასაფეთქებელი და მომწამვლავი ნივთიერებები; ი.ვ) ძვირადღირებული ნივთები ან დიდი ოდენობის ფული; ი.ზ) ნებისმიერი სახის იარაღი, კასტეტი ან ბასრი ნივთი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს იარაღად; ი.თ) სანთებელა ან ასანთი; ი.ი) აზარტული თამაშის საშუალებები; ი.კ) უხამსობის ამსახველი ნივთები/საშუალებები; ი.ლ) ელექტროშოკური მოწყობილობა; ი.მ) ნებისმიერი სხვა ნივთი, რომელიც შეიძლება საფრთხეს უქმნიდეს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. კ) მოსწავლის დისკრიმინაცია; ლ) კონფიდენციალურობის დარღვევა; მ) ფულის ან სხვა ნივთების გამოძალვა; ნ) მოსწავლის მიერ წინამდებარე პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ნივთის/ნივთების გამოყენება; ო) ყურსასმენების გამოყენება არასასწავლო მიზნით; პ) სკოლაში დასაქმებული პირების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა: ჟ) სკოლის ტერიტორიაზე სხვისი ნივთის უნებართვოდ აღება, დაკარგვა ან/და დაზიანება; რ) სკოლის უსაფრთხოების წესების დარღვევა, რომელმაც ზიანი გამოიწვია; ს) მოსწავლეთა ქცევის კოდექსის დარღვევა, გარდა აღნიშნული კოდექსის მე-8 მუხლის დარღვევისა; ტ) ფსიქოლოგიური ზეწოლა; უ) სკოლის დოკუმენტაციის ხელყოფა; ფ) სკოლის საქმიანობისთვის განკუთვნილი კომპიუტერული მონაცემის მიღება ან/და კომპიუტერული სისტემის უნებართვოდ ან სკოლის ინტერესების საწინააღმდეგოდ გამოყენება; ქ) არაფხიზელ მდგომარეობაში სკოლაში გამოცხადება; ღ) მოსწავლისთვის შეუფერებელი სხვა ქმედების ჩადენა. 2. დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის მოსწავლის მიმართ გამოიყენება შემდეგი დისციპლინური სახდელები: ა) შენიშვნა; ბ) გაფრთხილება; გ) მკაცრი გაფრთხილება; დ) საყვედური; ე) სასტიკი საყვედური; ვ) სკოლიდან დროებით დათხოვნა; ზ) სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის დაკისრება; თ) მოსწავლის სკოლიდან გარიცხვა (საშუალო საფეხურზე);
სსიპ - ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაყის საჯარო სკოლაში 2022 წლის 15 მარტიდან სასწავლო პროცესი სკოლის შენობაში აღარ მიმდინარეობს, დროებით სასწავლო პროცესი მიმდინარეობს მეზობელი სოფლის საჯარო სკოლის შენობაში, რადგან სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, შენობის შემდგომი ნორმალური ექსპლუატაციისათვის საჭიროა გასამაგრებელი სამუშაოების ჩატარება და შენობის აღდგენამდე ამჟამად არსებული სახით ექსპლუატაცია არ არის მიზანშეწონილი, რადგან არ არის უზრუნველყოფილი სასწავლო პროცესის უსაფრთხოდ წარმართვა.
სკოლის ბიუჯეტი შეადგენს - 441 300.00 ლარს შრომის ანაზღაურებისთვის გაიცემა - 424200.00 ლარი სკოლის განვითარებისთვის განკუთვნილია - 7 100.00 ლარი კომუნალური გადასახადებისთვის განკუთვნილია - 10 000 ლარი