ხაშური, სოფელი სატივე
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 25
- Available places
- 23
- SEN capacity
- 3
- Available SEN places
- 3
შიდა ქართლი · ხაშური · ხაშური, სოფელი სატივე
Open a section to view its text, related links, and document listing.
სკოლის შესახებ ინფორმაცია სსიპ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ სატივის საჯარო სკოლა მდებარეობს სოელ სატივეში. სკოლა არის საჯარო. სკოლაში სწავლება მიმდინარეობს ქართულ ენაზე - დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე. დაწყებითი საფეხური მოიცავს I-VI კლასებს, საბაზო საფეხური - VII-IX კლასებს, ხოლო საშუალო საფეხური- X-XII კლასებს. სკოლის მისია ,,უზრუნველყოს უსაფრთხო და პოზიტიური გარემო, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი განათლების მქონე კრიტიკულად მოაზროვნე, დამოუკიდებელი, სრულფასოვანი კონკურენტუნარიანი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის“ სკოლის ხედვა “სკოლაში ისეთი სასწავლო გარემოს შექმნა, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას და დემოკრატიულ საზოგადოებაში თანაცხოვრებისთვის საჭირო დამოკიდებულების ჩამოყალიბებას“
დირექტორი, ბუღალტერი, საქმისმწარმოებელი, ბიბლიოთეკარი, ექიმი, დარაჯი, დამლაგებელი, პედაგოგიური საბჭო, კათედრები.
სტრატეგიული მიმართულებები: სკოლის შესაძლებლობებისა და გარემოს შესწავლის (SWOT ანალიზი), მისიითა და ხედვით განსაზღვრული მიზნებისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლება/მოვალეობების განხორციელებისათვის სსიპ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ სატივის საჯარო სკოლას დაგეგმილი აქვს 2023-2030 წლებში იმუშაოს შემდეგი სტრატეგიული მიმართულებით: სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლება; ადამიანური რესურსის განვითარება; მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება; უსაფრთხო, ორგანიზებული და დისციპლინირებული გარემოს უზრუნველყოფა; სასკოლო საზოგადოების ჩართულობა; მოსწავლეთა მხარდაჭერის გაუმჯობესება; ორგანიზაციული განვითარება.
სსიპ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ სატივის საჯარო სკოლამ 2023-2024 სასწავლო წლის სტრატეგიული გეგმის შედგენისას იხელმძღვანელა წინა სასწავლო წლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმის რეფლექსიით. გარდა ამისა, გაითვალისწინა ახალი გამოწვევები და მეტი განვითარებისათვის გამოყო 5 ძირითადი მიმართულება. ესენია: სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლება; სასკოლო დოკუმენტაციის შემუშავება/განახლება და ორგანიზაციული განვითარება; მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება; უსაფრთხო, ორგანიზებული და დისციპლინირებული გარემოს უზრუნველყოფა; მშობელთა ჩართულობის ხელშეწყობა. სკოლას გათვალისწინებული აქვს მთელი რიგი აქტივობები, რაც ხელს შეუწყობს დასახული ამოცანების შესრულებას და საბოლოო ჯამში ზემოაღნიშნული მიზნების მიღწევას.
სკოლას შემუშავებული აქვს: 1. საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის წესი 2. პერსონალთა მართვის პოლიტიკა 3. პერსონალის ადაპტაციის წესი 4. მშობელთან ურთიერთობის დებულება (კომუნიკაციის სტრატეგია) 5. სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი 6. მოსწავლეთა ადაპტაციის წესი 7. ინკლუზიური განათლების პროგრამა და დებულება 8. ციფრული განვითარების გეგმა 9. უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესი 10. მოსწავლის, მათი მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის და პერსონალის კანონიერი უფლებების დაცვისა და გასაჩივრების მარეგულირებელი დოკუმენტი
ამონარიდი სკოლის შეინაგანაწესიდან: მუხლი 16. მოსწავლის დისციპლინური გადაცდომა და პასუხისმგებლობის სახეები 1. მოსწავლის დისციპლინურ გადაცდომად ითვლება: ა) გაკვეთილზე არაერთგზის დაგვიანება; ბ) გაკვეთილის ჩაშლა ან ჩაშლის მცდელობა; გ) გაკვეთილის თვითნებურად მიტოვება; დ) სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონით ან/და ნებისმიერი სხვა სახის ტექნიკური საშუალებით არასასწავლო მიზნით სარგებლობა; ე) სკოლისათვის მატერიალური/ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა; ვ) მოსწავლის მიერ შინაგანაწესით დადგენილი ჩაცმულობის წესის დაუცველად სკოლის ტერიტორიაზე გამოცხადება, გარდა სკოლის მიერ წინასწარ განსაზღვრულ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღების მიზნით გამოცხადებისა; ზ) მოსწავლის/სკოლაში დასაქმებულის/მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის/სკოლის ტერიტორიაზე შემოსული გარეშე პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა; თ) მოსწავლის/სკოლაში დასაქმებულის/მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის/სკოლის ტერიტორიაზე შემოსული გარეშე პირის ფიზიკური შეურაცხყოფა; ი) სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლის გამოცხადება შემდეგი ნივთებით: ი.ა) თამბაქოს ნაწარმი/ელექტრონული სიგარეტი; ი.ბ) ალკოჰოლური საშუალებები; ი.გ) ნარკოტიკული საშუალებები და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისათვის საჭირო ნივთები; ი.დ) ფსიქოტროპული საშუალებები, ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე; ი.ე) ასაფეთქებელი და მომწამვლავი ნივთიერებები; ი.ვ) ნებისმიერი სახის იარაღი, კასტეტი ან ბასრი ნივთი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს იარაღად; ი.ზ) სანთებელა ან ასანთი; ი.თ) აზარტული თამაშის საშუალებები; ი.ი) უხამსობის ამსახველი ნივთები/საშუალებები; ი.კ) ელექტროშოკური მოწყობილობა; ი.ლ) ნებისმიერი სხვა ნივთი, რომელიც შეიძლება საფრთხეს უქმნიდეს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. კ) მოსწავლის დისკრიმინაცია; ლ) მოსწავლის ან/და სკოლაში დასაქმებული პირის პირად ცხოვრებაში ჩარევა; მ) ფულის ან სხვა ნივთების გამოძალვა; ნ) მოსწავლის მიერ წინამდებარე პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ნივთის/ნივთების გამოყენება; ო) სკოლაში დასაქმებული პირების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა; პ) სკოლის ტერიტორიაზე სხვისი ნივთის უნებართვოდ აღება, დაკარგვა ან/და დაზიანება; ჟ) სკოლის უსაფრთხოების წესების დარღვევა, რომელმაც ზიანი გამოიწვია; რ) მოსწავლეთა ქცევის კოდექსის დარღვევა; ს) მოსწავლის ან/და სკოლაში დასაქმებული პირის მიმართ ფსიქოლოგიური ზეწოლა; ტ) სკოლის დოკუმენტაციის ხელყოფა; უ) სკოლის საქმიანობისთვის განკუთვნილი კომპიუტერული მონაცემის მიღება ან/და კომპიუტერული სისტემის უნებართვოდ ან სკოლის ინტერესების საწინააღმდეგოდ გამოყენება; ფ) არაფხიზელ მდგომარეობაში სკოლაში გამოცხადება; ქ) მოსწავლისთვის შეუფერებელი სხვა ქმედების ჩადენა. 2. დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის მოსწავლის მიმართ გამოიყენება შემდეგი დისციპლინური პასუხისმგებლობის სახე: ა) შენიშვნა; ბ) გაფრთხილება; გ) მკაცრი გაფრთხილება; დ) საყვედური; ე) სასტიკი საყვედური; ვ) სკოლიდან დროებით დათხოვნა; ზ) სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის დაკისრება; თ) მოსწავლის სკოლიდან გარიცხვა (საშუალო საფეხურზე)
სსიპ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ სატივის საჯარო სკოლის საჯუთრებაშია 9007 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე მდებარე საჯარო სკოლის შენობა.
ნაშთი პერიოდის დასაწყისში-650 შემოსავალი-375,741.7 ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსება-370,941.7 ვაუჩერული დაფინანსება-194,543.3 სერთიფიცირებული მასწავლებლების დანამატი-176,396.4 ადგილობრივი ორგანოებიდან მიღებული დაფინანსება-400 შერეული და სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლები-4,800 ხარჯები-411,346.4 შრომის ანაზღაურება-320,556.4 თანამდებობრივი სარო-320,556.4 საქონელი და მომსახურება-83,090.0