ხაშური, სოფელი ცოცხნარა
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 25
- Available places
- 23
- SEN capacity
- 3
- Available SEN places
- 3
შიდა ქართლი · ხაშური · ხაშური, სოფელი ცოცხნარა
Open a section to view its text, related links, and document listing.
მისია სკოლის მისიაა მოსწავლეებისათვის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ზოგადი განათლების მიცემა. ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულების მქონე თავისუფალ პიროვნებად ჩამოყალიბებისათვის საჭირო პირობების, უსაფრთხო და პოზიტიური გარემოს შექმნა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, მოსწავლის მიერ კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა. ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში ხელისშეწყობა სკოლა ზრუნავს ეროვნული ინტერესებისა და ტრადიციების დამცველი, კრიტიკულად მოაზროვნე, შემოქმედი, კომუნიკაბელური, ზნეობრივად, სულიერად და ფიზიკურად ჯანსაღი მოზარდის ფორმირებაზე, რაც ხელს შეუწყობს განვითარებასა და მომავალი თაობის თვითრეალიზაციას. ხედვა სკოლის ყველა თანამშრომელი ზრუნავს ბავშვის გონებრივ, ფიზიკურ, ემოციურ, სულიერ, განვითარებაზე, რათა ჩამოყალიბდეს სოციუმის სრულუფასოვან წევრად. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სწავლება და სწავლა უნდა იყოს ყველასთვის განსხვავებული. სკოლის ყველა თანმშრომლს კარგად ესმის, რომ ყველა ბავშვს აქვს ინდივიდუალური ნიჭი, შესაძლებლობა და განვითარების განსხვავებული პოტენციალი, ამიტომ სკოლა ზრუნავს, თითოეულმა მოსწავლემ შეიგრძნოს და დაინახოს სკუთარი განვითარების პროგრესი. თანადგომით, პასუხისმგებლობით, თანამშრომლობით, სიყვარულით, ერთგულებით … მოსწავლეები უზრუნველყოფილი არიან ღირებული სასწავლო გამოცდილებით, სწავლება/სწავლის ინოვაციური მეთოდებით,ისინი არიან მტკიცე, თუმცა სიკეთითა და მიუკერძოებლობით გამსჭვალული. სკოლა მიმართულია თითოეული მოსწავლის შესაძლებლობების, პოტენციალისა და განსაკუთრებული ნიჭის გამოვლენასა და მაქსიმალურად განითარებაზე. ხელს უწყობს თითოეული ბავშვის ცხოვრებას და წარმატებას დღევანდელ საზოგადოებაში სკოლისა და ოჯახის კონსტრუქციული თანამშრომლობისა და პასუხისმგებლობის გადანაწილების გზით. ღირებულებები კეთილგანწყობილი გარემო, სადაც წახალისებულია მოსწავლეებისა და მასწავლებლების ინიციატივა, საკუთარი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა, ემპათია, ურთიერთპატივისცემა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა; ცოდნასა და განვითარებაზე ორიენტირებული გარემო, რომელიც უზრუნველყოფს კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების დახვეწა-გაუმჯობესებას, არგუმენტირებული მსჯელობის, სიახლეების ძიების, პრობლემების ანალიზისა და გადაჭრის უნარების გამომუშავებას; ინკლუზიური და ტოლერანტული გარემო, სადაც დაფასებულია ადამიანის ინდივიდუალური ნიშან-თვისებები და განსხვავებულობა, დაგმობილია პიროვნებისადმი უპატივცემულო და ღირსების შემლახველი მოპყრობა, სიტყვიერი თუ ფიზიკური შეურაცხყოფა, ბულინგი; ჯანსაღი გარემო, რომელიც უზრუნველყოფს დაბალანსებულ პროგრამას (აკადემიური და კლასგარეშე აქტივობები, სპორტი, დასვენება), რომლის ფარგლებშიც მოსწავლე მიიღებს სიღრმისეულ განათლებას სტრესისგან თავისუფალ გარემოში და შეინარჩუნებს ბავშვობისათვის დამახასიათებელ სილაღეს და თავისუფლებას.
სკოლის სტრუქტურა მოიცავს პედაგოგიურ საბჭოს, სამეურვეო საბჭოს, სკოლის დირექციას, მოსწავლეთა თვითმმართველობას და დისციპლინურ კომიტეტს. სკოლაში შეიძლება შეიქმნას სააპელაციო კომიტეტი. წყარო: საქართველოსგანათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №448 „ზოგადსაგანმანათლებლოდაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდებისდამტკიცების შესახებ“
2023-2024 სასწავლო წლის სკოლის განვითარების სტრატეგიული სამოქმედო გეგმა 1. სკოლის დოკუმენტაციის შემუშავება, სკოლის ორგანიზაციული განვითარება N აქტივობები/შინაარსი პასუხისმგებელი პირი 2023 წელი 2024 წელი IX X XI XII I II III IV V VI 1.1 სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავება, შეთანხმება, განხილვა- დამტკიცება დირექტორი, დირექტორის მოადგილე; სტრუქტურული ერთეულები: სამეურვეო საბჭო, პედაგოგიური საბჭო 1.2 სკოლის შინაგანაწესში ცვლილების შეტანა დირექტორი, სამეურვეო საბჭო 1.3 სკოლის ბიუჯეტის დამტკიცება/ცვლილების შეტანა დირექტორი, სამეურვეო საბჭო, ბუღალტერი 1.4 სკოლის 2022 წლის სახელმწიფო შესყიდვების გეგმის შემუშავება/დამტკიცება დირექტორი, ბუღალტერი 1.5 მასწავლებლებთან და თანამშრომლებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება დირექტორი 2. სწავლა - სწავლების ხარისხის ამაღლება N აქტივობები/შინაარსი პასუხისმგებელი პირი 2023 წელი 2024 წელი IX X XI XII I II III IV V VI 2.1 სასწავლო პროგრამების (კურიკულუმების) შემუშავება მასწავლებლები 2.2 ინოვაციური პედაგოგიური მიდგომების დანერგვის ხელშეწყობა ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭრის ჯგუფი, დირექტორი, დირექტორის მოადგილე 2.3 საგნობრივი კათედრების სხდომების ჩატარება და ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, შესაბამისი საკითხების განხილვა საგნობრივი კათედრები 2.4 კათედრების მიერ შემაჯამებელი დავალებების ანალიზი კათედრები 2.5 სადამრიგებლო პროგრამების შემუშავება და დამრიგებლის საათის ჩატარება დირექტორის მოადგილე, დამრიგებელი 2.6 სასწავლო პროცესის მონიტორინგის განხორციელება. დირექტორი, დირექტორის მოადგილე 2.7 მოსწავლეთა მიღწევების დინამიკის შესწავლა, თანმდევი დამატებითი სამუშაოების განხორციელება დირექტორის მოადგილე, მასწავლებლები, დამრიგებლები 2.8 ოლიმპიადებში მონაწილეობა, სხვადასხვა საგნებში მოსწავლეთა მომზადება ოლიმპიადებისთვის დირექტორი, დირექტორის მოადგილე, კათედრები, შესაბამისი საგნის პედაგოგები 2.9 შესაბამისი სასწავლო აქტივობების დაგეგმვა (პროექტები, პრეზენტაციები, კონკურსები, ოლიმპიადები, მიზნობრივი ექსკურსიები და ა.შ.) ორგანიზება დირექტორი, დირექტორის მოადგილე; დამრიგებლები, კათედრები, მასწავლებლები 2.10 სკოლის მიერ მოსწავლეებისათვის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული დამატებითი საგანმანათლებლო და/ან ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურების შეთავაზება დირექტორი, სამეურვეო საბჭო, პედაგოგიური საბჭო 3. სკოლის მმართველობაში დემოკრატიული კულტურის დამკვიდრება N აქტივობები/შინაარსი პასუხისმგებელი პირი 2023 წელი 2024 წელი IX X XI XII I II III IV V VI 3.1 სკოლის დემოკრატიული მართვის პრინციპების დამკვიდრება დირექტორი, დირექტორის მოადგილე, სამეურვეო საბჭო 3.2 მმართველობის სწორი და ეფექტური დელეგირება დირექტორი 3.3 სკოლის საზოგადოების ჩართვა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ფუნქციების გადანაწილება გუნდური პასუხისმგებლობის უზრუნველყოფისათვის დირექტორი, დირექტორის მოადგილე, სამეურვეო საბჭო 3.4 მრჩეველთა საბჭოს ფუნქციონირება და მისი რეკომენდაციების გათვალისწინება 3.5 დისციპლინური კომიტეტის არჩევა და ფუნქციონირება 3.6 მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნების დანიშვნა, ჩატარება სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, სკოლის დირექცია, დამრიგებლები 4. ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარება და სკოლის კომპიუტერიზაცია N აქტივობები/შინაარსი პასუხისმგებელი პირი 20223წელი 2024 წელი IX X XI XII I II III IV V VI 4.1. საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის დახვეწა და განვითარება დირექტორი, მატერიალურ ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორი, საინფორმაციო მენეჯერი 4.2. ელექტრონული ჟურნალის წარმოება დირექტორის მოადგილე. საინფორმაციო მენეჯერი, მასწავლებლები 4.3. სკოლის მონაცემთა ბაზის ფორმირება საინფორმაციო მენეჯერი, საქმისმწარმოებელი 5. სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფა, განვითარება და აღჭურვა N აქტივობები/შინაარსი პასუხისმგებელი პირი 2023 წელი 2024 წელი IX X XI XII I II III IV V VI VII VIII 5.1. სკოლის კეთილმოწყობა, არსებული მდგომარეობის შენარჩუნება და განვითარება დირექტორი, მატერიალურ ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორი 5.2. შენობაში სარემონტო სამუშაოების ჩატარება დირექტორი, მატერიალურ ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორი 5.3 სკოლაში სანიტარული, ჰიგიენური უსაფრთხოების ნორმების დაცვა დირექტორი, დამლაგებელი, ექიმი 6. სკოლის აღჭურვა სასწავლო რესურსებითა და სწავლების ხელშემწყობი სხვა საშუალებებით. N აქტივობები/შინაარსი პასუხისმგებელი პირი 20223წელი 2024წელი IX X XI XII I II III IV V VI 6.1. სკოლის შევსება კომპიუტერებით და სხვა ტექნიკური საშუალებებით: პროექტორი, პრინტერი, ლეპტოპი და სხვა დირექტორი, მატერიალურ ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორი, საინფორმაციო მენეჯერი 6.2. წიგნადი ფონდის შევსება, საგანმანათლებლო ელექტრონული რესურსების მოძიება დირექტორი, დირექტორის მოადგილე; ბიბლიოთეკარი 6.3. მასწავლებლისათვის მეთოდური და დამხმარე ლიტერატურის შეძენა დირექტორი, დირექტორის მოადგილე; ბიბლიოთეკარი 6.4. დამატებით სკოლის საოფისე და სასწავლო ინვენტარის შეძენა. დირექტორი, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველ

სკოლაში შექმნილია მზრუნველი და კეთილგანწყობილი სასკოლო კლიმატი და იგი ორიენტირებულია მოსწავლეთა მოსმენასა და მხარდაჭერაზე. სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგები და სკოლის ყველა თანამშრომელი მოსწავლეს აგრძნობინებს, რომ მას პატივს სცემენ და მისი აზრი მნიშვნელოვანია. მოსწავლეებს აქვთ საკუთარი აზრის გამოხატვის თავისუფლება და სასკოლო გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობის უფლება არა მხოლოდ თვითმმართველობის, როგორც სკოლის სტრუქტური ერთეულის, არამედ როგორც პიროვნების, როგორც საზოგადოების სრულფასოვანი წევრის პოზიციიდან. სკოლა სთავაზობს მოსწავლეებს კლუბებს (მკითხველთა, ინგლისური ენის) და თავისუფალი დროის დაგეგმისთვის ინფრასტრუქტურას. სკოლა ჩართულია მოსწავლეთა ექსკურსიების, ლაშქრობების და გასვლითი ღონისძიებების ორგანიზებაში. ასევე მოსწავლეთა უფასო ტრანსპორიტრების პროგრამაში.
მოსწავლის ქცევის წესები მუხლი 4. მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან დამოკიდებულება 1. მოსწავლე ყოველთვის თავაზიანია მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან ურთიერთობაში და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას. 2. მოსწავლე ემორჩილება სკოლის დირექტორის, მასწავლებლის, სკოლაში დასაქმებული სხვა პირისა და მანდატურის კანონიერ მითითებებს. მუხლი 5. მოსწავლეებთან დამოკიდებულება მოსწავლე თავაზიანად ეპყრობა სხვა მოსწავლეებს, თავს იკავებს მათთან ძალადობის მუქარისგან, ცილისმწამებლური ან დამცინავი განცხადებებისაგან და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას. მუხლი 6. მოსწავლის ჩაცმის წესი მოსწავლე სკოლაში ცხადდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის შესაფერისი სამოსითა და აქსესუარებით. მუხლი 7. მოსწავლის ქცევა სკოლის ტერიტორიაზე, სასწავლო პროცესისა და სასკოლო ღონისძიებების დროს 1. მოსწავლე დროულად ცხადდება გაკვეთილზე ან სკოლის მიერ ორგანიზებულ სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაზე. 2. გაკვეთილზე ყოფნისას მოსწავლეს აქვს სასწავლო პროცესისათვის აუცილებელი ნივთები. 3. მოსწავლე გამოხატავს აზრებს და შეხედულებებს სხვა პირთა უფლებების შელახვის გარეშე. 4. მოსწავლე არ იყენებს მობილურ ტელეფონს ან სხვა ტექნიკურ საშუალებებს სასწავლო პროცესის დროს, არასასწავლო მიზნით. 5. მოსწავლე ხელს არ უშლის მასწავლებელსა და სხვა მოსწავლეებს, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას. 6. მოსწავლე პატივს სცემს სხვის აზრსა და აკადემიურ ნაშრომს, სხვისი ინტელექტუალური საქმიანობის შედეგად შექმნილ პროდუქტს არ ასაღებს თავისად. 7. მოსწავლე არ ეწევა რელიგიურ და პოლიტიკურ პროპაგანდას. 8. მოსწავლე არ ტოვებს გაკვეთილს მასწავლებლის ნებართვის გარეშე. 9. მოსწავლე უფრთხილდება და არ აზიანებს საკუთარ, სხვა პირთა და სკოლის ქონებას. 10. მოსწავლე იცავს სისუფთავეს სკოლაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. მუხლი 8. სკოლაში აკრძალული ნივთები მოსწავლე არ ცხადდება სკოლაში შემდეგი ნივთებით: ა) თამბაქოს ნაწარმი; ბ) ყველანაირი სახის იარაღი ან ისეთი ბასრი ნივთები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს იარაღად; გ) სანთებელა ან ასანთი; დ) ალკოჰოლური საშუალებები; ე) ტექნიკური საშუალებები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს; ვ) ძვირადღირებული ნივთები ან დიდი ოდენობის ფული; ზ) აზარტული თამაშის საშუალებები; თ) უხამსობის ამსახველი ნივთები; ი) ნარკოტიკული საშუალებები; კ) ასაფეთქებელი და მომწამლავი ნივთიერებები; ლ) ფსიქოტროპული საშუალებები, ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე. მუხლი 9. პასუხისმგებლობა ქცევის კოდექსის დარღვევისათვის მოსწავლის მიერ ამ კოდექსით განსაზღვრული ქცევის ნორმების დარღვევა იწვევს დისციპლინური დევნის დაწყებას “ზოგადი განათლების შესახებ„ საქართველოს კანონისა და სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. აპელაციის მექანიზმების შესახებ სკოლაში მოქმედებს შინაგანაწესი და დირექტორის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები,
სსიპ ვაჟა ფშაველას სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცოცხნარის საჯარო სკოლა არის სრულად რეაბილიტირებული და კეთილმოწყობილი
2023 წლის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მხედველობაში იქნა მიღებული, როგორც ვაუჩერული დაფინანსებიდან, ისე ეკონომიკური საქმიანობიდან მისაღები სავარაუდო შემოსავლები. 2023 წლის ბიუჯეტში, წინა წლიდან გადმოსული ნაშთი შეადგენდა 17410 ლარს, ხოლო ბიუჯეტი ჯამურად განისაზღვრა 260195 ლარით. დაზუსტების მიზნით, სკოლის ბიუჯეტში წლის განმავლობაში რამდენიმეჯერ განხორციელდა ცვლილება. 2023 წლის განმავლობაში მოსწავლეთა რაოდენობა სკოლაში მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, შესაბამისად, ვაუჩერული დაფინანსებიდან მიღებული შემოსავლების კუთხით უმნიშვნელო ცვლილებები განხორციელდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, საანგარიშო პერიოდში სკოლამ მოსწავლეთა ვაუჩერული დაფინანსებიდან მიიღო 223 303 ლარი. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის წერილის საფუძველზე, რომელიც ეხება სამედიცინო კაბინეტის/პუნქტის ფუნქციონირებას, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამატებითი დაფინანსების გამოყოფილმა დანამატმა შეადგინა 1122 ლარი ექთნის ხელფასისთვის . სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მიერ საჯარო სკოლის ტერიტორიაზე სასკოლო დროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე სერტიფიცირებული უფლებამოსილი პირის შრომის ანაზღაურებისთვის სკოლას ერიცხება დამატებითი დანამატი წლიურად 1500 ლარი. სახელფასო ხარჯი ჯამში შეადგენს 213957 ლარს.