ხაშური სოფ.ზემო ოსიაური
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 25
- Available places
- 16
- SEN capacity
- 3
- Available SEN places
- 3
შიდა ქართლი · ხაშური · ხაშური, სოფელი ოსიაური, ზაზა მახარაშვილის ქ. №1
Open a section to view its text, related links, and document listing.
სკოლაში მოქმედი სტრუქტურული ერთეულები შექმნილია „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის N448 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სკოლის წესდების მიხედვით. სტრუქტურული ერთეულებია: 1. სამეურვეო საბჭო, 2.დირექცია,3. ადმინისტრაცია, 4 ტექნიკური პერსონალი 5.პედაგოგიური საბჭო, 6. მოსწავლეთა თვითმმართველობა, 7.მრჩეველთა საბჭო, 8 მანდატურის სამსახური 9. დისციპლინური კომიტეტი, 10. კათედრები. თითოეული სტურქტურული ერთეულის ფუნქციები მეტწილად გაწერილია და არეგულირებს როგორც სკოლის შიანგანაწესი და შრომითი ხელშეკრულებები, აგრეთვე ზოგადი განათლების შესახებ კანონი. სამეურვეო საბჭო შედგება 7 წარმომადგენლისგან, სამეურვეო საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს სკოლის დირექტორს, სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის ბიუჯეტს, აგრეთვე ამტკიცებს დირექტორის მიერ მომზადებულ წლიურ ანგარიშს და უზრუნველყოფს მის საჯაროობას. სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს, რომელიც ამომწურავად განსაზღვრავს დისციპლინური გადაცდომების ნუსხას და მათთვის გათვალისწინებულ დისციპლინურ სახდელებს, სკოლიდან გადაყვანის პირობებს; გამოხატავს თანხმობას პედაგოგიური საბჭოს მიერ შემუშავებული სასკოლო სასწავლო გეგმის, სასწავლო მასალის, მათ შორის, გრიფმინიჭებული, პედაგოგების მიერ შერჩეული, სასწავლო წლის განმავლობაში გამოსაყენებელი სახელმძღვანელოების ნუსხის, თაობაზე; აკონტროლებს სკოლის დირექციის მიერ ფინანსების ხარჯვასა და ქონების განკარგვას და სხვ. დირექცია დაკომპლექტებულია დირექტორის, დირექტორის მაოდგილის და ბუღალტრისაგან სკოლის დირექტორი ახორციელებს სკოლის მართვას; წარმოადგენს სკოლას მესამე პირებთან. სამეურვეო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს სკოლის შინაგანაწესს და სკოლის ბიუჯეტს; შეიმუშავებს საშტატო განრიგს; მონაწილეობს პედაგოგიური 22 საბჭოს მიერ სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავებაში; კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს მასწავლებლებსა და სკოლის სხვა თანამშრომლებთან შრომითი ხელშეკრულებების დადებასა და შესრულებას; უფლებამოსილია ვადამდე შეუწყვიტოს მასწავლებელს შრომითი ხელშეკრულება ხელშეკრულების პირობების დარღვევის, სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის ან კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არაკვალიფიციურობის დადასტურების შემთხვევაში; სკოლის სამეურვეო საბჭოს ყოველი წლის 10 დეკემბრამდე აბარებს ანგარიშს სასწავლო პროცესის მიმდინარეობის შესახებ, ხოლო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში – ანგარიშს ფინანსური საქმიანობის შესახებ; უფლებამოსილია დადოს გარიგებები, მათ შორის, სკოლის ქონების შესახებ, გარდა იმ გარიგებებისა, რომელთათვისაც საქართველოს კანონმდებლობითა და სკოლის წესდებით გათვალისწინებულია სამეურვეო საბჭოს ან კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობა; სკოლის წესდებით გათვალისწინებული წესით განიხილავს საჩივრებს და იღებს შესაბამის ზომებს; სკოლაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით თანამშრომლობს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურთან და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურთან; ზედამხედველობს სკოლაში მიმდინარე სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს; ვალდებულია მის მიერ განსაზღვრულ შესაბამის უფლებამოსილ პირს მიაწოდოს ინფორმაცია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შესაძლო ჩადენის ფაქტზე, თუ არსებობს ძალადობის განმეორების საშიშროება; შეიმუშავებს სკოლის წესდების პროექტს და მას წარუდგენს სამეურვეო საბჭოს შესათანხმებლად, ხოლო სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებულ პროექტს წარუდგენს სამინისტროს დასამტკიცებლად; დირექტორი საქართველოს კანონმდებლობითა და სკოლის წესდებით გათვალისწინებული დროის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს. დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, დირექტორის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მოადგილე, რომელიც დარეგისტრირებულია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში. სკოლის ჰყავს ბუღალტერი , რომლის ფუნქციები დარეგულირებულია ხელშეკრულებით. სკოლის ადმინისტრაცია ხელს უწყობს მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას. სკოლაში, ამ ეტაპზე ,მასწავლებლის პოზიციაზე დასაქმებულია 24 მასწავლებელი, მათ შორის 23 საგნის და 1 უფროსი სპეც.მასწავლებელი. სკოლას ჰყავს 2 მენტორი, 8 წამყვანი და 13 უფროსი მასწავლებელი ( 12 საგნის და ერთი სპეც. მასწავლებელი).
სსიპ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურის საჯარო სკოლის შვიდწლიანი სტრატეგიული განვითარების გეგმა შესავალი წინამდებარე დოკუმენტი მოიცავს სკოლის მისიას, ხედვას, ღირებულებებსა და სტრატეგიულ მიზნებს. სტრატეგია განსაზღვრავს თუ როგორ უნდა მიაღწიოს სკოლამ დასახულ მიზნებს არსებული მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენების გზითა და საჭირო დამატებითი რესურსების მოძიებით. სტრატეგიული გეგმა დეტალურად ახდენს გარემო ფაქტორების და შიდა გარემოს SWOT (სიძლიერე, სისუსტე, შესაძლებლობები და საფრთხე) ანალიზს. 7 (შვიდ) წლიანი სტრატეგიული გეგმის პროექტის შედგენისას გათვალისწინებული იქნა, როგორც წინარე გამოცდილება, ასევე, ახალი გამოწვევები. ინფორმაციის შეჯერების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებითა და თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით: ძირითად ამოცანად სკოლა ისახავს მოსწავლეებს მისცეს ხარისხიანი, 21-ე საუკუნის შესაბამისი განათლება, მოამზადოს ისინი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, ხელი შეუწყოს საჭირო უნარ-ჩვევების, პიროვნული ღირებულებების ჩამოყალიბებას შესაბამისი კვალიფიციური კადრების მეშვეობით. სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმის შემუშავების პროცესის წარმართვაზე პასუხისმგებელია სკოლის დირექტორი, რომელიც უზრუნველყოფს კომუნიკაციას სკოლის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, საჭირო ინფორმაციის შეგროვებას. სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის რეალიზება ხდება შიდა და გარე ფაქტორების გათვალისწინებით. ობიექტური ანალიზის საფუძველზე, შესაძლებელია მოხდეს სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის გადახედვა გარკვეული პერიოდულობით. სკოლის შესახებ ინფორმაცია სსიპ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურის საჯარო სკოლა მდებარეობს სოფელ ოსიაურში. სკოლა არის საჯარო. სკოლაში სწავლება მიმდინარეობს ქართულ ენაზე - დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე. დაწყებითი საფეხური მოიცავს I-VI კლასებს, საბაზო საფეხური - VII-IX კლასებს, ხოლო საშუალო საფეხური- X-XII კლასებს. სკოლის მისია სსიპ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურის საჯარო სკოლის (შემდგომში – სკოლა) მისიაა მოსწავლეებს განუვითაროს 21-ე საუკუნისათვის საჭირო კომპეტენციები ფორმალური და არაფორმალური განათლების გზით. აღზარდოს კრიტიკულად მოაზროვნე, თავისუფალი, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი პიროვნება, რომელსაც ექნება განვითარებული დემოკრატიულ ფასეულობებზე დაფუძნებული სამოქალაქო ცნობიერება და პასუხისმგებლობა ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე, იქნება ტოლერანტული და კონკურენტუნარიანი. ხედვა სსიპ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურის საჯარო სკოლა შეძლებს მოსწავლეთა აღჭურვას 21-ე საუკუნის კომპეტენციებითა და გლობალურ-ფუნქციური უნარებით, რასაც მივაღწევთ ინოვაციური და ტრადიციული სწავლების მეთოდებით, სტრატეგიებითა და მიდგომებით. კურსდამთავრებულები მეტაკოგნიციის საშუალებით შეძლებენ განათლების უწყვეტ პროცესში ორგანულ ჩართვას, რითაც დაიმკვიდრებენ თავს შრომის ბაზარზეც, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიო მასშტაბით. ღირებულებები: 1. თანამშრომლობა; 2. გუნდურობა; 3. გამჭირვალობა; 4. დემოკრატია; 5. ობიექტურობა; 6. განვითარება და ინოვაციურობა. სსიპ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურის საჯარო სკოლის მიზნები სკოლის მიზანია: • აღზარდოს მაღალი აკადემიური ცოდნის მიღებაზე ორიენტირებული თავისუფალი და პასუხისმგებელი, კრიტიკული აზროვნების, ეფექტური კომუნიკაციის უნარების, ჯანსაღი ღირებულებების მატარებელი ადამიანები, რომელთაც შეეძლებათ საკუთარი შესაძლებლობების ოპტიმალური შეფასება და ცხოვრებაში რეალიზება. • ხელი შეუწყოს მასწავლებელთა პროფესიულ ზრდას და პედაგოგიური პრაქტიკის შემდგომ დახვეწასა და გამდიდრებას. • მოსწავლეთათვის შესაბამისი უნარების განვითარება, დამოუკიდებლად მოახერხოს საჭირო ინფორმაციის მოძიება, აღქმა, ანალიზი, დასკვნის გაკეთება და გადაწყვეტილების მიღება; • მოსწავლეთა შესაძლებლობების მაქსიმალური გამოვლენა და განვითარება; • მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მუდმივი განახლება; • უსაფრთხო და შესაძლებლობებით მრავალფეროვანი გარემოს შექმნა და მუდმივი სრულყოფა; • სასკოლო საზოგადოების გააქტიურება. SWOT - ანალიზი იმისათვის, რომ სკოლამ მოახერხოს თავისი მისიის შესრულება და მოსწავლეებისათვის საუკეთესო საგანმანათლებლო მომსახურების შეთავაზება, აუცილებელია სწორად იქნეს დანახული სკოლის მიერ დასახული და შესრულებული სტრატეგიული გეგმის დადებითი და უარყოფითი, სუსტი და ძლიერი მხარეები. სისუსტეების გამოვლენა მიმართულია იმისკენ, რომ არსებული შესაძლებლობის ფარგლებში გადაიქცეს ძლიერ მხარეებად, ხოლო საფრთხეების წინასწარ შეფასება საშუალებას იძლევა, რომ სკოლა მზად დახვდეს სავარაუდო გამოწვევებს. S (ძლიერი მხარე) W (სუსტი მხარე) • პოზიტიური, წამახალისებელი გარემო; • მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემო; • თანამშრომლობითი სასწავლო გარემო; • ეკოლოგიურად სუფთა გარემო,გამწვანებული დიდი ეზო; • სასკოლო კულტურა; • მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის მოტივაცია; • მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის მობილიზების სწრაფად ორგანიზების უნარი; • სასწავლო პროცესის მართვა (ტრადიციული სწავლების ფორმატში); • მოსწავლეთა საჭიროებებზე მორგებული ინფრასტრუქტურა; • პროფესიულ კოლეჯებთან თანამშრომლობა; • მოსწავლეთა არაფორმალურ აქტივობების მაღალი მაჩვენებელი; • ონლაინ სწავლების გამოცდილება. • მატერიალურ-ტექნიკური ბაზა; • გაცდენის შემთხვევაში, ჩამნაცვლებელი მასწავლებლების არარსებობა; • სასკოლო ცხოვრებაში საბაზო და საშუალო საფეხურის მ
სსიპ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურის საჯარო სკოლის წლიური გეგმის ანგარიში: 2024-2025 სასწავლო წელი შესავალი: წინამდებარე ანგარიში წარმოადგენს სსიპ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურის საჯარო სკოლის 2024-2025 სასწავლო წლის წლიური გეგმის შესრულების შეჯამებას. გეგმის ძირითადი სტრატეგიული მიზნები იყო სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლება და ადამიანური რესურსის განვითარება. ანგარიში მიმოიხილავს დაგეგმილი აქტივობების შესრულების სტატუსს, მიღწეულ შედეგებსა და გამოვლენილ საჭიროებებს. ________________________________________ 1. სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლება ამ სტრატეგიული მიზნის ფარგლებში განხორციელდა არაერთი აქტივობა, რომელიც მიმართული იყო სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესებისკენ. მიღწევები: • ახალი პროგრამების შემუშავება და დანერგვა: o სასწავლო პროგრამები/კურიკულუმები შემუშავდა რევიზიისა და მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით, რაც უზრუნველყოფს სწავლების შინაარსის განახლებასა და აქტუალურობას. o საჭიროების შემთხვევაში განხორციელდა შემუშავებული პროგრამების მოდიფიცირება. o სასკოლო დოკუმენტაციაში შევიდა ცვლილებები და დამტკიცდა ახალი დოკუმენტები. o სსსმ მოსწავლეებისთვის შემუშავდა და განხორციელდა ინდივიდუალური სასწავლო გეგმები (ისგ), რაც ინკლუზიური განათლების პრინციპების დაცვით თითოეული მოსწავლის საჭიროებებზე მორგებულ მიდგომას უზრუნველყოფს. o მოსწავლეებს შეთავაზებული ჰქონდათ მრავალფეროვანი, დამატებითი სასწავლო პროგრამები, რაც მათ ინტერესებსა და შესაძლებლობებს აფართოებს. o დანერგილია სადამრიგებლო პროგრამები, რაც ხელს უწყობს მოსწავლეთა პიროვნულ და სოციალურ განვითარებას. • სასწავლო პროცესის ხარისხის გაზრდა: o დანერგილია და ეფექტიანად იმართება შიდა სასკოლო პროექტები, რაც აძლიერებს სწავლების პრაქტიკულ ასპექტს და მოსწავლეთა ჩართულობას. o აქტიურად გამოიყენება დიფერენცირებული სწავლება, რაც თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით მიმდინარეობს. o დანერგილია გამჭვირვალე, სანდო, ობიექტური და სამართლიანი შეფასების სისტემა, რაც ზრდის ნდობას შეფასების პროცესის მიმართ. o დამხმარე რესურსების ვალიდაცია წარმატებით განხორციელდა. • სასწავლო პროცესის მონიტორინგი და გაუმჯობესება: o შემუშავდა სხვადასხვა ტიპის კითხვარები და პერიოდულად ჩატარდა მოსწავლეთა, მასწავლებელთა და მშობელთა გამოკითხვები სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საჭიროებების კვლევის მიზნით, რაც ხელს უწყობს უკუკავშირის მუდმივ მიღებასა და გათვალისწინებას. o განხორციელდა სასკოლო სასწავლო გეგმის შესრულების მონიტორინგი, რამაც დაადასტურა მისი ეფექტიანი იმპლემენტაცია. o სსსმ მოსწავლეთა ინდივიდუალური სასწავლო გეგმების შესრულების მონიტორინგიც წარმატებით განხორციელდა. o სისტემატურად ხდებოდა საგაკვეთილო პროცესზე დასწრება, შედეგების ანალიზი და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება, რაც ხელს უწყობს მასწავლებლების პროფესიულ ზრდას. • აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებისთვის მოსწავლეებში მოტივაციის გაზრდა: o დანერგილია საუკეთესო მოსწავლეების წახალისების პრაქტიკა, რაც აძლიერებს მოტივაციას და ხელს უწყობს აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებას. o სკოლაში შექმნილია მოსწავლეებისთვის მხარდამჭერი და მიმღებლობითი გარემო. o აქტიურად მიმდინარეობს მოსწავლეების ჩართვა ოლიმპიადებში, კონფერენციებსა და პროექტებში, ხოლო წარმატებული მოსწავლეები წახალისდნენ. გამოწვევები/ნაწილობრივ შესრულებული აქტივობები: • შეფასების ვერიფიკაცია არ შესრულდა. საჭიროა ამ მიმართულებით აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება მომავალ სასწავლო წელს. • დიაგნოსტიკური წერების ჩატარება ნაწილობრივ შესრულდა. აუცილებელია ამ აქტივობის სრულად განხორციელება სასწავლო პროცესის ეფექტიანი შეფასებისთვის. • მოსწავლეთა მიღწევების დინამიკის შესწავლა და პერიოდული მონიტორინგი ნაწილობრივ შესრულდა. მნიშვნელოვანია ამ პროცესის სრულყოფა და რეგულარულობა. • რემედიაციის პროგრამის შემუშავება/განხორციელება არ გახდა საჭირო, თუმცა მისი მზაობა მომავალი საჭიროებების გათვალისწინებით აუცილებელია. ________________________________________ 2. ადამიანური რესურსის განვითარება ადამიანური რესურსის განვითარების სტრატეგიული მიზნის ფარგლებში სკოლამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა პერსონალის მართვისა და მათი პროფესიული ზრდის ხელშეწყობის კუთხით. მიღწევები: • პერსონალის მართვის პოლიტიკისა და პრაქტიკის გაუმჯობესება: o დანერგილია პერსონალის მართვის მონაწილეობითი და გუნდური მუშაობის პრინციპები, რაც ხელს უწყობს თანამშრომლობით გარემოს შექმნას. o განხორციელდა თანამშრომელთა სამუშაო გარემოსთან ადაპტაციის ხელშემწყობი მექანიზმები. o გაუმჯობესდა და დაიხვეწა თანამშრომელთა წახალისების სისტემა, რაც ზრდის მათ მოტივაციასა და ერთგულებას. • ადამიანური რესურსის მუდმივი განვითარება: o აკადემიური კორპუსის გაძლიერების მიზნით მოხდა პოზიციის შესაბამისი კადრების მოზიდვა და დასაქმება ობიექტურობისა და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით. o განხორციელდა თანამშრომელთა პროფესიული საჭიროებების კვლევა, რაც საფუძვლად დაედო შემდგომ ტრენინგებისა და განვითარების აქტივობებს. o წარმატებული პრაქტიკის, ცოდნისა და სიახლეების გაზიარების მიზნით დაინერგა შიდა სასკოლო ტრენინგები. o აქტიურად მიმდინარეობდა თანამშრომელთა განვითარებისთვის საჭირო ტრენინგებისა და სემინარების მოძიება/ინფორმაციის მიწოდება. o განხორციელდა გაკვეთილებზე დასწრება და მასწავლებლებისთვის უკუკავშირის გაზიარება. ________________________________________ დასკვნა და რეკომენდაციები: 2024-2025 სასწავლო წელი სსიპ ხაშურის მუნიციპალ
სკოლა არის ის ადგილი, სადაც რეალიზდებაბავშვის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლება-განათლების მიღება. სკოლა ვალდებულია ყოველდღიურად იზრუნოს თითოეული ბავშვის უფლებების დაცვაზე. სკოლაში უზრუნველყოფილია სასკოლო საზოგადოების წევრების: მოსწავლეების,მოსწავლეთა მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების, სკოლის ყველა პერსონალის კანონიერი უფლებების დაცვა.ამ მიზნით 1.სკოლას აქვს შინაგანაწესი 2.სკოლაში ფუნქციონირებს სამეურვეო საბჭო 3.სკოლას ჰყავს დისციპლინური კომიტეტი 4.სკოლას ჰყავს მანდატური 5.სკოლის ექიმი 6.თითოეულ კლასს ჰყავს დამრიგებელი 7.სკოლას აქვს სასკოლო სასწავლო გეგმა სასკოლო საზოგადოების ყველა წევრს უფლება აქვს ჰქონდეს უსაფრთხო გარემო.
შინაგანაწესი წარმოადგენს სკოლასა და სკოლაში დასაქმებულებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. დასაქმებული ვალდებულია გაეცნოს შინაგანაწესს და აღნიშნული დაადასტუროს საკუთარი ხელმოწერით. სკოლა ვალდებულია დასაქმებულს გააცნოს შრომის შინაგანაწესში შეტანილი ცვლილება მისი შეტანიდან 14 კალენდარული დღის ვადაში. 3. შინაგანაწესი ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის. 4. სკოლა ვალდებულია შინაგანაწესი განათავსოს ყველასათვის თვალსაჩინო ადგილას. 5. დამრიგებელი ვალდებულია სასწავლო წლის დაწყებისას შინაგანაწესი გააცნოს მოსწავლესა და მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს. შინაგანაწესში განხორციელებული ცვლილების გაცნობა უნდა მოხდეს არაუგვიანეს 14 კალენდარული დღის ვადაში.. ,მ6. შინაგანაწესით განისაზღვრება: ა) სამუშაო კვირის ხანგრძლივობა, ყოველდღიური სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დრო, ცვლაში მუშაობისას - ცვლის ხანგრძლივობა; ბ) დასვენების ხანგრძლივობა; გ) შრომის ანაზღაურების გაცემის დრო და წესი; დ) ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი; ე) ანაზღაურების გარეშე შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი; ვ) შრომის პირობების დაცვის წესები; ზ) წახალისებისა და პასუხისმგებლობის სახე და გამოყენების წესი; თ) მატერიალური პასუხისმგებლობა; ი) განცხადების/საჩივრის განხილვის წესი; კ) სასწავლო პროცესის მარეგულირებელი ზოგადი ნორმები; ლ) სკოლაში ჩაცმულობის წესი. 7. შინაგანაწესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) სკოლის ადმინისტრაცია - სკოლის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული პირები (გარდა მასწავლებლისა), ასევე სკოლაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები; ბ) სკოლის დირექცია – სკოლის დირექტორი და მისი მოადგილე/მოადგილეები (ასეთის არსებობის შემთხვევაში); გ) სასკოლო დრო – სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული პროცესის, აგრეთვე სკოლის მიერ ინიცირებული, ორგანიზებული, კონტროლირებული, დაფინანსებული ნებისმიერი ღონისძიების მიმდინარეობის დრო. დ) უფლებამოსილი პირი – სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირი, რომელიც სკოლის ტერიტორიაზე, სასკოლო დროს უზრუნველყოფს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას. ე) დისკრიმინაცია არის განზრახ ან გაუფრთხილებლობით პირის განსხვავება ან გამორიცხვა ან მისთვის უპირატესობის მინიჭება რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას. პირდაპირია დისკრიმინაცია, როდესაც ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო პირის მიმართ ხორციელდება არათანაბარი მოპყრობა სხვა პირთან შედარებით, რომელიც იმავე ან მსგავს მდგომარეობაში არის, იყო ან შეიძლებოდა ყოფილიყო უფრო ხელსაყრელი მოპყრობის ობიექტი. ირიბია დისკრიმინაცია, როდესაც ნეიტრალური დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო პირს სხვა პირთან შედარებით არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა ობიექტურად არის გამართლებული კანონიერი მიზნით და გამოყენებული საშუალებები ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელი და თანაზომიერია. მუხლი 2. სამუშაო კვირის ხანგრძლივობა, სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დრო 1. სკოლაში სამუშაო კვირა ხუთდღიანია (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით). სამუშაო დროის ხანგრძლივობა შეადგენს 40 საათს კვირაში (გარდა ხელშეკრულებით განსაზღვრული შემთხვევისა) რაც გულისხმობს 8-საათიან 5 სამუშაო დღეს (სამუშაო დროში არ იგულისხმება შესვენების დრო და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დასვენების დღეები. 2. შაბათ-კვირა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უქმე დღეები არის დასვენების დღეები. 3. სამუშაო დროის დასაწყისია 09:00 საათი, ხოლო დასასრული - 18:00 საათი., გარდა კლასის დამრიგებლისა და მასწავლებლისა, რომელთა სკოლაში გამოცხადება განსაზღვრულია 23-ე მუხლის მე-6 პუნქტით. სამუშაო დროის განმავლობაში შესვენების დროა 13:00 საათიდან 14:00 საათამდე, გარდა მასწავლებლისა, რომლის შესვენების დროც განისაზღვრება გაკვეთილებს შორის შესვენების დროის შესაბამისად. ასევე, დარაჯის შესვენების დრო განისაზღვრება ცვლიანობის გრაფიკის შესაბამისად. 4. დასაქმებული, რომელიც მეძუძური დედაა და კვებავს ერთ წლამდე ასაკის ბავშვს, მისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა დამატებითი შესვენება დღეში არანაკლებ 1 (ერთი) საათისა, რომელიც შეუძლია გამოიყენოს სამუშაო დღის ნებისმიერ მონაკვეთში. აღნიშნული ითვლება სამუშაო დროში და ანაზღაურდება. 5. სკოლაში დასაქმებულებისთვის ამ მუხლისაგან განსხვავებული სამუშაო კვირის ხანგრძლივობა, შესვენების, დასვენებისა და სამუშაო დრო შეიძლება განისაზღვროს მხარეთა შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებით. 6. სკოლის მიერ ინიცირებული, ორგანიზებული, კონტროლირებული, დაფინანსებული ნებისმიერი ღონისძიებისთვის საჭირო დრო, რომელიც ემთხვევა უქმე საათებს შეიძლება ანაზღაურდეს სხვა დროს დამატებითი დასვენების ხარჯზე სკოლის დირექციასთან შეთანხმებით.
სსიპ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურის საჯარო სკოლის 2025 წლის ბიუჯეტი და სახელმწიფო შესყიდვების გეგმა იხილეთ თანდართულ ფაილებში