Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - ქალაქ თბილისის №131 საჯარო სკოლა

თბილისი · ისანი-სამგორი · თბილისი, ისანი-სამგორი, ჭიჭინაძის ქ. №12

Register ID#247
Students1,173
Teachers74
Buildings1
School profile

General information

Principal
ადელინა ენუქიძე
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
Teaching sector
ქართული
Authorization start
27/11/2023
Authorization end
27/11/2032
First grade admission

Current capacity information

თბილისი, ისანი-სამგორი, ჭიჭინაძის ქ. №12

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
125
Available places
27
SEN capacity
13
Available SEN places
11
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and valuesText information

სსიპ ქალაქ თბილისის N131 საჯარო სკოლის მისიაა: დემოკრატიული და მაღალი სამოქალაქო ფასეულობებით განმსჭვალული ახალი თაობის აღზრდა, რომელიც შეძლებს როგორც ზოგადი, ისე პროფესიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამოყენებას, როგორც განათლების უმაღლესს საფეხურზე, ისე სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციაში. ინტეგრირებული პროფესიული პროგრამის საშუალებით, სკოლა ხელს შეუწყობს მოსწავლეებს, დაეუფლონ თანამედროვე შრომის ბაზრისათვის აქტუალურ პროფესიას, გამოიმუშავონ კონკურენტუნარიანი პროფესიონალისათვის საჭირო უნარ-ჩვევები და ადრეული ასაკიდან შეიტანონ წვლილი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. სსიპ ქალაქ თბილისის N131 სკოლის ხედვაა, ისეთი შემოქმედებითი, უსაფრთხო და მულტიკულტურული სასწავლო გარემოს შექმნა, როგორც ზოგადი, ისე პროფესიული განათლებისათვის, რომელშიც ყველა შესაძლებლობის მოსწავლე სრულად გამოავლენს საკუთარ პოტენციალს და შეძლებს ჩამოყალიბდეს მაღალი პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქედ და შრომის ბაზარზე მოთხოვნად და კონკურენტუნარიან პროფესიონალად. სსიპ ქალაქ თბილისის N131 საჯარო სკოლა საკუთარი მუშაობის პროცესში სიღრმისეულად იაზრებს და ეფუძნება შემდეგ ღირებულებებს: • თანასწორობა, მრავალფეროვნება და ურთიერთპატივისცემა; • გუნდური მუშაობა; • კეთილსინდისიერება; • გამჭვირვალობა და სამართლიანობა; • ინოვაციებისა და სიახლეებისადმი ღიაობა.

Structure1 additional item

სკოლის მისია, ხედვა და ღირებულებები წარმოაჩენს სკოლის როლს თემში, ორიენტირებულია სასკოლო საზოგადეობის უსაფრთხო და პიროვნულ განვითარებაზე და ქმნის სოციო-კულტურულ სივრცეს. სსიპ- ქალაქ თბილისის N131 საჯარო სკოლა მდებარეობს ქ. თბილისში, ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩა N12-ში. სკოლა არის ქართულენოვანი და ორცვლიანი. სკოლაში ამჟამად სწავლობს 1231 მოსწავლე. სასწავლო პროცესს ემსახურება 71 მასწავლებელი, აქედან მენტორის სტატუსით- 4; წამყვანის-7; უფროსი-53, ამაში იგულისხმება 4 სპეციალური მასწავლბელიც; მოწვეული-1; პირობით აყვანილი-2 მასწავლებელი.უსაფრთხო და პიროვნულ განვითარებაზე ორიენტირებული სოციო-კულტურული სივრცის უზრუნველყოფისათვის სკოლა თანამშრომლობს სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულებების მანდატურის სამსახურთან. სკოლაში დასაქმებულია 4 მანდატური, 2 დარაჯი. ისინი ურთიერთთანამშრომლობის გზით უზრუნველყოფენ სკოლაში მშვიდ და უსაფრთხო გარემოს. სკოლას, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის N437 დადგენილებით დამტკიცებული „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების“ შესაბამისად, სკოლაში შემუშავებული გვაქვს ბავშვის მიმართ განხორციელებული ძალადობასთან დაკავშირებული შიდა ინსტრუქცია. აღნიშნული ინსტრუქციის დაცვაზე პასუხისმგებელ პირებს წარმოადგენენ სკოლაში დასაქმებული მანდატურები და სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირი. სკოლაში დამონტაჟებულია 23 ვიდეო კამერა, რომელიც უზრუნველყოფს სკოლის შიდა და გარე პერიმეტრის ვიდეო მეთვალყურეობას. გარე პერიმეტრის გასაკონტროლებლად დამონტაჟებულია 8 ვიდეო კამერა, შიდა პერიმეტრის (დერეფნებისა და საერთო სივრცეების) გასაკონტროლებლად დამონტაჟებულია 15 ვიდეო კამერა. სკოლაში შესვენებების დროს დაწესებული გვაქვს მასწავლებელთა მორიგეობა, რა დროსაც ხდება სკოლაში უსაფრთხოების დაცვა. სკოლაში, სკოლის ტერიტორიაზე სასკოლო დროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სფეროში მანდატურისა და სკოლის სტრუქტურული ერთეულების კოორდინირებული მოქმედების უზრუნველყოფის მიზნით ფუნქციონირებს სკოლის უსაფრთხოების მრჩეველთა საბჭო, რომელიც იკრიბება სასწავლო წლის განმავლობაში ოთხჯერ მაინც. სასწავლო წლის განმავლობაში ხორციელდება მოსწავლის კანონიერ წარმომადგენლებთან საგანმანათლებლო-საინფორმაციო ხასიათის ღონისძიებები მნიშვნელოვან საკითხებზე. სსსმ მოსწავლეებს საჭიროების შემთხვევაში მიმაგრებული ჰყავთ 4 სპეციალური პედაგოგი, 1 ფსიქოლოგი და 3 სსსმ მოსწავლის ასისიტენტი, რომლებიც მუშაობენ მათთვის გამოყოფილ რესურს ოთახში, რომელიც სტანდარტებით გათვალისწინებულ მონაცემებს შეესაბამება და აღჭურვილია სათანადო რესურსით. სკოლას აქვს ადაპტირებული საპირფარეშო, აქვს პანდუსი, მაგრამ არ არის სტანდარტებში, კერძოდ, ვერ უკავშირდება კვების ობოექტს, ბიბლიოთეკას, ამის შესახებ გვაქვს განაცხადი გაგზავნილი სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტუქტურის განვითარების სააგენტოშ; საასკოლო საზოგადოების ჯანმრთელობას ემსახურება სამედიცინო აპარატურითა და პრეპარატებით აღჭურვილი ექიმის ოთახი, ერთი მედპერსონალით. სკოლაში შემუშავებული გვაქვს საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმა. სკოლაში განთავსებულია, საევაკუაციო გეგმა, ცეცხლმაქრები. სკოლის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს თემთან ურთიერთობა და მშობელთა ჩართულობის გაზრდა. ამისათვის სკოლაში ხორციელდება სასკოლო პროექტები: ’’ჯანსაღი ცხობრების წესი’’; ,,დაიცავი ჩემი და შენი სიცოცხლე’’, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა აქტივობები მშობელთა ჩართულობით. აღნიშნული ხელს უწყობს სკოლის მისიის, ხედვისა და ღირებულებების უზრუნველყოფას და ამასთანავე თემში ქმნის სოციო-კულტურულ სივრცეს, რომელიც ორიენტირებულია სასკოლო საზოგადოების უსაფრთხო და პიროვნულ განვითარებაზე.

Documents

სტრუქტურა- 2.pdf15/12/2025 09:21:54 · 0.07 MB
Download documents on EMIS
Strategic planPlan and performance report

Plan

სსიპ ქალაქ თბილისის №131 საჯარო სკოლის სტრატეგიული გეგმის მიზანია განსაზღვროს სტრატეგიული მიმართულებები და ამოცანები, რომლებითაც ორგანიზაცია იხელმძღვანელებს მომავალი შვიდი წლის განმავლობაში. სტრატეგიული გეგმა ხელს უწყობს ორგანიზაციის სტრუქტურული ერთეულების შეთანხმებულ და ეფექტიან მუშაობას, დადგენილ ვადებში სტრატეგიული მიზნების მიღწევას და საქმიანობის შეფასებას. სკოლის სტრატეგიული გეგმა გაწერილია შვიდწლიან პერიოდზე და მოიცავს 2023-2030 წლებს. სტრატეგიული გეგმა ეფუძნება სკოლის მისიას, ხედვას, ღირებულებებს. სტრატეგია განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა მიაღწიოს სკოლამ დასახულ მიზნებს არსებული მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების ეფექტიანად გამოყენების გზითა და საჭირო დამატებითი რესურების მოძიებით. სტრატეგიული გეგმის სწორად განხორციელება ხელს უწყობს სკოლის წარმატებულ საქმიანობას, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო საგანმანათლებლო ბაზარზე. უფრო ვრცლად იხილით თანდართული დოკუმენტი

Documents

შვიდწლიანი სტრატეგიული გეგმა გაერთიანებული საბოლო.docx05/06/2025 18:34:44 · 0.07 MB
შვიდწლიანი პროფესიულთან შესაბამისობა.docx05/06/2025 18:49:08 · 0.07 MB
Download documents on EMIS
Annual action planPlan and performance report

Plan

სკოლას აქვს ერთწლიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც გამომდინარეობს სტრატეგიული გეგმიდან. სკოლაში ყოველი წლის ბოლოს სამეურვეო საბჭოს სხდომაზე ხდება ერთწლიანი სამოქმედო გეგმის შეჯამება. სხდომაზე ხდება სამოქმედო გეგმის თითოეული ნაწილის განხილვა. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ისეთ საჭიროებებს, რომლის განხორციელებაც ვერ მოხერხდა, რათა მომავალში იქნეს გათვალისწინებული. სამოქმედო გეგმაში განსაზღვრულია სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი აქტივობები, შესრულების გაზომვადი ინდიკატორები, რეალისტუfრი ვადები, პასუხისმგებელი პირები/სტრუქტურული ერთეულები და შესაბამისი რესურსები, რომელთა უზრუნველყოფაც რეალისტურია. ერთწლიანი სამოქმედო გეგმა კონკრეტულია, მასში მითითებულია ვინ, როდის, სად და რას აკეთებს სასწავლო წლის მანძილზე, შესაბამისი ინდიკატორებით გვაძლევს საშუალებას დავადგინოთ რამდენად სრულყოფილად განხორციელდა სხვადასხვა აქტივობები, 1. სკოლის დოკუმენტაციის შემუშავება, სკოლის ორგანიზაციული განვითარება 2. სწავლა - სწავლების ხარისხის ამაღლება 3. სკოლის მმართველობაში დემოკრატიული კულტურის დამკვიდრება 4. ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარება და სკოლის კომპიუტერიზაცია 5. სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფა, განვითარება და აღჭურვა 6. სკოლის აღჭურვა სასწავლო რესურსებითა და სწავლების ხელშემწყობი სხვა საშუალებებით. 7. უსაფრთხო და ორგანიზებული გარემოს შექმნა 8. მშობელთა ჩართულობა სასწავლო-აღმზრდელობით პროცესში 9. მასწავლებელთა პროფესიული განვითარება 10. სწავლებისა და აღზრდის საქმეში მასტიმულირებელი ბერკეტების მოძიება და გამოყენება

Documents

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა - 2022 -2023 წელი.pdf19/09/2023 14:13:50 · 0.17 MB
N131 საჯარო სკოლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმა.xlsx05/06/2025 18:49:05 · 0.02 MB
Download documents on EMIS
Programs and support servicesText information

სკოლის საგანმანათლებლო საქმიანობის მართვა ეფუძნება პროცესულ მიდგომას და ხორციელდება ხარისხის უზრუნველყოფის ციკლის შესაბამისად. სასწავლო წლის დასაწყისში სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით სკოლის პედაგოგიური საბჭო შეიმუშავებს და ამტკიცებს სასკოლო სასწავლო გეგმას, რომელშიც გაწერილია სკოლის მისია და მიზნები, რადგან მომავალი სასწავლო წლისთვის სკოლის მისია, ხედვა და მიზნები საჭიროებს რევიზირებას, შესაბამისად სამომავლოდ სკოლის საგანმანათლებლო საქმიანობას მეტი ყურადღებას დავუთმობთ, რათა მთელმა სასკოლო თემმა მიიღოს მის შემუშავებაში მონაწილეობა. მისიისა და ხედვის შემუშავების შემდეგ, შევიმუშავეთ სკოლის შვიდწლიანი სტრატეგიული განვითარების გეგმა, რომელსაც დაეფუძება სკოლის განვითარების ერთწლიანი გეგმა-ეს პროცესი უნდა დაიგეგმოს და განხორციელდეს მომდევნო სასწავლო წელს. საგანმანათლებლო პროცესის მართვა სკოლაში ხდება მოქმედი კანონმდებლობისა და სკოლის შიდა სამართლებრივი აქტებით (სასკოლო გეგმა, სკოლის შინაგანაწესი, საგანმანათლებლო შიდა დოკუმენტები, დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, სასწავლო პროცესის მარეგულირებელი დოკუმენტები ხელმისაწვდომია საზოგადოებისთვის დოკუმენტების გაცნობას უზრუნველყოფს სკოლის დირექცია, კლასის დამრიგებელი, როგორც პირისპირ ასევე სოციალური ქსელის მეშვეობით. სკოლაში შეიქმნა და ფუნქციონირებს პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ჩართულ მასწავლებელთა ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფი, რომელიც საქმიანობას ახორციელებს დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული დებულებით; თანამშრომლების, მოსწავლეების/მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების მიერ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით საჩივარი წარედგინება დირექტორს, რომელიც ღებულობს ზომებს შემდგომი რეაგირებისთვის. დისციპლინური დარღვევის შესახებ ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში საქმე შემდგომი მოკვლევისთვის გადაეცემა დისციპლინურ კომიტეტს. დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილება, ასევე დირექტორის გადაწყვეტილება საჩივრდება სკოლის სამეურვეო საბჭოში. სკოლაში შემუშავებულია თანამშრომელთა მიღების- გათავისუფლების, მოსწავლეების წახალისების და საჩივრის განხილვის გამჭირვალე სისტემა, რაც ასახულია სკოლის შინაგანაწესში; სკოლაში შექმნილია სხვადასხვა კოლეგიურო ორგანო, რომელიც შექმნილია თანამშრომელთა, მოსწავლეების, მასწავლებლებისა და მშობლების თანამონაწილეობით. კერძოდ, სამეურვეო საბჭო, დისციპლინური კომიტეტი, მრჩეველთა საბჭო. პერსონალს თუ მშობელს შესაძლებლობა აქვს მიმართოს ამ ორგანოებს მათი უფლებების დარღვევის შემთხვევაში. რაც ასახულია სკოლის შინაგანაწესსა და შრომით ხელშეკრულებებში. შინაგანაწესი გამოკრულია სკოლის პირველი სართულის ფოიეში თვალსაჩინო ადგილას. ასევე სასწავლო წლის დასაწყისში, პირველ მშობელთა კრებაზე ხდება შინაგანაწესის გაცნობა. 1. კლასის დამრიგებლების მოვალეობაა, გააცნოს მოსწავლესა და მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს მათი უფლებები და მოვალეობები (სკოლის შინაგანაწესი, მოსწავლის ეთიკის კოდექსი, სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისი საკითხები და სხვ.); სკოლაში მართვის პროცესების რეგულირების ძირითადი დოკუმენტია სკოლის შინაგანაწესი, რომლის შემუშავება ხდება სასკოლო საზოგადოების ჩართულობით. მოსწავლეთა თვითმმართველობას შეუძლია, შეიმუშაოს რეკომენდაციები შინაგანაწესთან დაკავშირებით. სამეურვეო საბჭო დეტალურად განიხილავს და ამტკიცებს დირექტორის მიერ წარდგენილ შინაგანაწესს. შინაგანაწესის დამტკიცების შემდეგ ხდება მისი გაცნობა სკოლის ყველა თანამშრომლისთვის. დამრიგებელსა და მშობელს შორის კომუნიკაციისთვის შექმნილი მშობელთა ჯგუფები სოციალურ ქსელში, ასევე აქვთ სატელეფონო კომუნიკაცია. ტარდება მშობელთა კრებები. ცვლილებებთან და განხორციელებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიზნით, მათთან უკუკავშირის მიღების და მასზე რეაგირების ეფექტური მექანიზმებია დამრიგებლის ოქმები, ან შეტყობინება სკოლის ოფიციალური სოციალური გვერდის მეშვეობით, საინფორმაციო შეხვედრის ამსახველი დოკუმენტაცია, თიმსის ფლატფორმა, სოციალური ქსელი. სკოლას ამ ეტაპზე ვებ-გვერდი არ გააჩნია, მაგრამ სამომავლოდ გეგმავს მის შექმნას. 2. სკოლის მართვის კოლეგიურ ორგანოებში უზრუნველყოფილია სასკოლო საზოგადობის წევრების ჩართულობა. სკოლის სამეურვეო საბჭოს შემადგენლობაში შედის თანაბარი რაოდენობით მშობელთა და პედაგოგიური საბჭოს წარმომადგენლები, აგრეთვე საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენელი. სამეურვეო საბჭოს ბოლო არჩევნები სკოლაში ჩატარდა 2022 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის N30 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ დებულების“ შესაბამისად. დისციპლინური გადაცდომის განხილვის მიზნით სამეურვეო საბჭო ირჩევს დისციპლინურ კომიტეტს, რომლის შემადგენლობაში თანაბარი რაოდენობით შედის პედაგოგი, მშობელი და საშუალო საფეხურის მოსწავლე. სკოლაში ასევე შექმნილია მრჩეველთა საბჭო. დამრიგებლები მშობლებს აცნობენ სკოლის შინაგანაწესს, მოსწავლეთა შეფასების სისტემას, სახელმძღვანელოების ნუსხას, აწვდიან ინფორმაციას წლიური გამოცდის და იმ ღონისძიებების შესახებ, რომელთა განხორციელებაც იგეგმება სასწავლო წლის განმავლობაში. თუმც ეს არ არის საკმარისი, სამომავლოდ ვგეგმავთ მშობელთა მეტ ჩართულობას და აქტიურობას სასკოლო ცხოვრების სხვადასხვა აქტივობებში, რაც სრულად შემუშავებული იქნება სკოლის მიერ მშობელთა ურთიერთობის სტრატეგიის დოკუმენტში.

Behavior rules and appeal mechanisms2 additional items

მოსწავლის და მოსწავლის მეურვის კანონიერი უფლებები მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. სსიპ ქალაქ თბილისის N 131 საჯარო სკოლა (შემდგომში - სკოლა) არის ადგილი, სადაც რეალიზდება ბავშვის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლება - განათლების უფლება. მხოლოდ სკოლის მოსწავლის სტატუსის მოპოვება არ არის საკმარისი ამ უფლების დასაცავად. სკოლა ვალდებულია ყოველდღიურად იზრუნოს თითოეული ბავშვის უფლებების დაცვაზე. 2. სკოლაში უზრუნველყოფილია სასკოლო საზოგადოების წევრების: მოსწავლეების, მოსწავლეთა მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების (შემდგომ „მეურვის“), სკოლის ყველა პერსონალის კანონიერი უფლებების დაცვა. ამ მიზნით: 2.1. სკოლას აქვს შინაგანაწესი; 2.2. სკოლაში ფუნქციონირებს სკოლის სამეურვეო საბჭო; 2.3. სკოლას ყავს დისციპლინური კომიტეტი; 2.4. სკოლას ყავს მანდატურები/უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი; 2.5. სკოლას ყავს სკოლის ექიმი; 2.6. თითოეულ კლასს ყავს დამრიგებელი; 2.7. სკოლას აქვს სასკოლო სასწავლო გეგმა. 3. სასკოლო საზოგადოების ყველა წევრს უფლება აქვს ჰქონდეს უსაფრთხო გარემო. მუხლი 2. მოსწავლისა და მისი მეურვის კანონიერი უფლებები 1. მოსწავლეებისათვის მათი უფლებებისა და სკოლის მიერ დადგენილი წესების გაცნობას თითოეული კლასის დამრიგებელი ახორციელებს მათი ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით. ეს შესაძლებელია განხორციელდეს ვიზუალიზაციით, სახელოვნებო/შემოქმედებითი მიდგომების გამოყენებით. დაუშვებელია მოსწავლისათვის უფლებებისა და წესების გაცნობა დოკუმენტზე ხელმოწერით, მოსწავლეში შიშის გრძნობის გაღვიძება, დასჯის შიშის შექმნა და სხვა. 2. ინფორმაცია მოსწავლისა და მისი მეურვის უფლებების შესახებ ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში სკოლის ადმინისტრაციის ან კლასის დამრიგებლის მიერ ელექტრონულად ეგზავნება ყველა მოსწავლეს. 3. თითოეული მოსწავლის მეურვესთან სკოლა აფორმებს ხელშეკრულებას, სადაც დეტალურადაა გაწერილი მხარეთა უფლება-მოვალეობები.

Documents

N131 ახალი შინაგანაწესიი.pdf19/09/2023 14:27:44 · 0.24 MB
131-ე სკოლის კანონიერი უფლებების დაცვა.docx05/10/2023 15:43:16 · 0.06 MB
Download documents on EMIS
InfrastructureText information

სკოლაში დირექტორის ბრძანებით შექმნილი გვაქვს საგანგებო შტაბი, რომელსაც ევალება დაიცვას სკოლაში თანამშრომელთა და მოსწავლეთა უსაფრთხოება. გაკვეთილზე დასწრების კონტროლს ანხორციელებს კლასის დამრიგებელი, მოსწავლის მოსვლის მომენტიდან, გაკვეთილის დასრულებამდე, დამტკიცებულია საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმა; ასევე სკოლაში დირექტორის ბრძანებით არის განსაზღვრული სახანძრო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი. სკოლაში დამონტაჟებულია 16 ცეცხლმაქრი, რომლებიც არის დამუხტული, სკოლაში ყველა სართულებზე გამოკრულია ევაკუაციის გეგმა, რომელიც დამზადებულია შესაბამისი უფლებამოსილი სამსახურის მიერ. სკოლის შიდა და გარე პერიმეტრი აღჭურვილია ვიდეოსათვალთვალო კამერებით, (23 ვიდეოკამერა), სკოლას ჰყავს კვალიფიკაციური ექიმი, რომელიც უზრუნველყოფს სკოლაში პირველადი დახმარების გაწევას, როგორც სკოლის თანამშრომლებისა და მოსწავლეებისათვის, ასევე, სკოლის ტერიტორიაზე მყოფი პირებისათვის. სკოლას გვაქვს პირველადი დახმარების მედიკამენტები და ინვენტარი. სკოლაში შექმნილია პირობები იმისათვის, რომ სასკოლო საზოგადოების წევრებს შევუქმნათ ფიზიკური, ფსიქოლოგიური და ემოციურად უსაფრთხო გარემო, რაც ხელს უწყობს გუნდურ მუშაობას, მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურას. (სადამრიგებლო საათი, მრჩეველთა საბჭო, მორიგეობა, სკოლის დარაჯი, მანდატური, ინკლუზიის განათლების განხორციელების სამოქმედო გეგმა, ფსიქოლოგი) სკოლაში სასწავლო პროცესი იწყება დირექციის მიერ შემუშავებული მორიგეობის გრაფიკით, რომელიც ავალდებულებს თითოეულ მასწავლებელს, იმორიგეოს და ადევნოს თვალყური მოსწავლეებს, მისთვის განსაზღვრულ ტერიტორიულ ერთეულში. (სართულებზე, ფლიგელებში, საპირფარეშოებთან). კლასის დამრიგებლები მუდმივად დგანან და აკონტროლებენ თავიანთ სადამრიგებლო კლასებს დასვენებების პერიოდში. სკოლის მოსწავლეების უსაფრთხოებაზე ზრუნავს, მანდატურის სამსახური, (3 მანდატური)რომელთანაც შეთანხმებულად თანამშრომლობს სკოლის დირექცია, კლასის დამრიგებლები. აუცილებლობის შემთხვევაში მუშაობს რეფერირების ინსტიტუტი, სკოლაში მოქმედებს გადაადგილების საშვთა სისტემა, უცხო პირთათვის, მოსწავლეთა სკოლიდან გაშვების საშვი და შემოსასვლელში კარისკაცი, მეთვალყურეობას უწევს უცხო პირთა გადაადგილებას.

Finances1 additional item

სსიპ ქალაქ თბილისის N131 საჯარო სკოლას აქვს ვაუჩერული დაფინანსება და ეკონომიკური შემოსავალი სკოლას არ აქვს ფინანსური დავალიანება. სკოლა, თავის შემოსავლის ფარგლებში, სწორი ბიუუჯეტირებით, ინარჩუნებს ფინანსურ მდგრადობას. ფინანსების დაზოგვის მიზნით ხდება ხარჯების ოპტიმიზაცია. ეკონომიკური შემოსავალი მიმართულია შიდასასკოლო პროექტებზე და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისკენ მიმართულ აქტივობების მხარდაჭერაზე. სკოლის ბიუჯეტით გათვალიწინებულია სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობების უზრუნველყოფა. სკოლის ბიუჯეტს ამტკიცებს სამეურვეო საბჭო, დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულია შესყიდვების წესი, გეგმა. სკოლის დირექტორი ყოველი წლის 10 დეკემბრამდე ანგარიშით წარდგება სამეურვეო საბჭოს წინაშე. ვებგვერდზე განთავსებულია სკოლის საპროგნოზო ბიუჯეტი.

Documents

ბიუჯეტი-2023.pdf04/10/2023 13:16:59 · 5.62 MB
Download documents on EMIS