Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის №124 საჯარო სკოლა

თბილისი · ისანი-სამგორი · თბილისი, ისანი-სამგორი, მოსკოვის გამ., მე-2 კვარტალი

Register ID#246
Students1,252
Teachers77
Buildings1
School profile

General information

Principal
მადონა მუმლაძე
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
Teaching sector
ქართული
Authorization start
28/11/2023
Authorization end
28/11/2032
First grade admission

Current capacity information

თბილისი, ისანი-სამგორი, მოსკოვის გამ. მე-2 კვარტალი

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
25
Available places
5
SEN capacity
3
Available SEN places
2

თბილისი, ისანი-სამგორი, მოსკოვის გამ. მე-2 კვარტალი

Sector
ქართული
Shift
2
Total capacity
50
Available places
35
SEN capacity
5
Available SEN places
4

თბილისი, ისანი-სამგორი, მოსკოვის გამ. მე-2 კვარტალი

Sector
ქართული
Shift
3
Total capacity
50
Available places
30
SEN capacity
5
Available SEN places
4
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and values1 additional item

ჩვენი მისიაა: ჯანსაღ, უსაფრთხო და პოზიტიურ სასკოლო გარემოში ხარისხიანი განათლებითა და უცხოური ენების გაძლიერებული სწავლების მხარდაჭერით აღვზარდოთ 21-ე საუკუნის ღირსეული მოქალაქეები. ჩვენი ხედვით: სსიპ - მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N124 საჯარო სკოლა შეძლებს მოსწავლეთა აღჭურვას ენობრივი კომპეტენციებით, რასაც მივაღწევთ ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან სასკოლო საზოგადოების მჭიდრო თანამშროომლობა/კოლაბორაციით. კურსდამთავრებულები შეძლებენ სკოლის ფარგლებში შეძენილი ცოდნით, უნარებითა და ღირებულებებით თავი დაიმკვიდრონ თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიებით აღჭურვილ სამყაროში არა მხოლოდ საგანმანათლებლო სივრცეში აკადემიური მიმართულებით, არამედ შრომის ბაზარზეც, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიო მასშტაბით. ორგანიზაციის ღირებულებები: 1. თანამშრომლობა: ჩვენ ღია ვართ დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის. კონსტრუქციულად განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებულნი ვართ პრობლემების გადაჭრაზე. 2. გუნდურობა: ეფექტურად მუშაობისთვის მნიშვნელოვანია როლების შესაბამისი გადანაწილება.  ორგანიზაციის თითოეულ წევრს გაცნობიერებული გვაქვს საკუთარი უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობა, რომელიც კონკრეტული როლიდან გამომდინარეობს. 3. გამჭირვალობა: სასკოლო საქმიანობაში მოქმედი პროცედურები, ჩვენი ხედვები და ღირებულებები საჯაროა, წინასწარ ცნობილია და ხელმისაწვდომი. 4. დემოკრატიული მართვა: ჩვენ ვუზრუნველვყოფთ, რომ მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამებოდეს მოქმედ კანონმდებლობას და ითვალისწინებდეს მონაწილეთა საუკეთესო ინტერესებს. 5. ობიექტურობა: ჩვენ მიერ განხორციელებული შეფასებები, ასევე თვითშეფასება ეფუძნება კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებსა და ფაქტობრივ გარემოებებს. ყველა პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს შეფასებაში მონაწილე პირების სუბიექტივიზმს. 6. განვითარება და ინოვაციურობა: სისტემატურად ვაფასებთ ჩვენს საქმიანობას და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, ვგეგმავთ განვითარების ინოვაციურ გზებს.

Documents

124 - მისია-ხედვა-ღირებულებები.docx03/10/2023 15:15:12 · 0.16 MB
Download documents on EMIS
StructureText information

სტრუქტურა

Strategic planPlan and performance report

Documents

124 - სტრატეგიული გეგმა.pdf16/10/2023 01:08:07 · 1.61 MB
Download documents on EMIS
Annual action planPlan and performance report

Documents

სამოქმედო გეგმა 2023-2024.pdf15/10/2023 00:55:00 · 1.43 MB
ერთწლიანი გეგმა 2024-2025.xlsx25/12/2025 17:32:31 · 0.03 MB
ერთწლიანი გეგმა 2025-2026.xlsx25/12/2025 17:36:12 · 0.03 MB
Download documents on EMIS

Documents

2024-2025_წლიური_ანგარიში.docx25/12/2025 17:40:47 · 0.04 MB
23-24 წლიური ანგარიში.docx25/12/2025 17:40:47 · 0.03 MB
Download documents on EMIS
Programs and support services1 additional item

სსიპ - მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N124 საჯარო სკოლა დაფუძნებულია განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 15 სექტემბრის N448 ბრძანების საფუძველზე საჯარო სამართლის იურიდიულ პირად. 2023-2024 სასწავლო წლის სკოლის სასწავლო გეგმა შედგენილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის N40/ნ ბრძანებით და 2011 წლის 11 მარტის N36/ნ ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმების საფუძველზე. სკოლაში სწავლება მიმდინარეობს ქართულ ენაზე - დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე. დაწყებითი საფეხური მოიცავს I-VI კლასებს, საბაზო საფეხური - VII-IX კლასებს, ხოლო საშუალო საფეხური- X-XII კლასებს. სსიპ მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N124 საჯარო სკოლის სასკოლო-სასწავლო გეგმა, ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას. უფრო კონკრეტულად კი კონსტრუქტივისტულ საგანმანათლებლო კონცეფციას, რომელიც განსაზღვრავს ხუთ ძირითად საგანმანათლებლო პრინციპს. სწორედ ამ პრინციპებს უნდა დაეყრდნოს სწავლა-სწავლების პროცესი. ეს პრინციპებია: ა) სწავლა-სწავლება ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლეთა შინაგანი ძალების გააქტიურებას. მიღებული ინფორმაცია ცოდნად გარდაიქმნება მოსწავლის მიერ მისი აქტიური დამუშავების შედეგად. მოსწავლე მიწოდებული ინფორმაციიდან გამოარჩევს ცოდნის შენებისთვის (კონსტრუირებისთვის) მნიშვნელოვან ელემენტებს და ცოდნად გარდაქმნის შერჩეულ ინფორმაციას სხვადასხვა სააზროვნო ოპერაციის განხორციელების საფუძველზე. ბ) სწავლა-სწავლება ხელს უნდა უწყობდეს ცოდნის ეტაპობრივად კონსტრუირებას წინარე ცოდნაზე დაფუძნებით. ინფორმაციის დამუშავება და ცოდნად გარდაქმნა წინარე ცოდნის საშუალებით ხორციელდება. წინარე ცოდნა განაპირობებს იმას, თუ მიწოდებული ინფორმაციიდან რა კომპონენტებს მიაქცევს ყურადღებას მოსწავლე და რის სწავლას შეძლებს იგი. გ) სწავლა-სწავლება ხელს უნდა უწყობდეს ცოდნათა ურთიერთდაკავშირებას და ორგანიზებას. მეხსიერებაში ცოდნათა ურთიერთდაკავშირება და ორგანიზება ზრდის გააზრების, დამახსოვრებისა და ცოდნის ფუნქციური გამოყენების შესაძლებლობებს. დ) სწავლა-სწავლება უნდა უზრუნველყოფდეს სწავლის სტრატეგიების დაუფლებას (სწავლის სწავლა). სწავლის პროცესში მართებული ხერხებისა და მიდგომების გამოყენება წარმატებული სწავლის განმსაზღვრელ ფაქტორს წარმოადგენს. კონკრეტული მიზნის მისაღწევად განსახორციელებელ ქმედებათა გააზრებულად, გაცნობიერებულად დაგეგმვა და კოორდინირება ზრდის მოსწავლის ქმედობაუნარიანობას, ეხმარება მას მიზნის ეფექტიანად მიღწევასა და სიძნელეთა გადალახვაში. აქედან გამომდინარე, მასწავლებელი ვალდებულია დააფიქროს მოსწავლე იმ ხერხებსა თუ მიდგომებზე, რომლებსაც იგი გამოიყენებს მიზნის მისაღწევად და დაეხმაროს მათ შორის, საუკეთესოს აღმოჩენაში. ე) სწავლა-სწავლება უნდა მოიცავდეს ცოდნის სამივე კატეგორიას: დეკლარატიულს, პროცედურულსა და პირობისეულს. ე.ა) დეკლარატიული ცოდნა სტატიკური ხასიათისაა. იგი გულისხმობს თეორიების, ფაქტების, წესების ცოდნას და პასუხობს კითხვას: რა ვიცი? ე.ბ) პროცედურული ცოდნა დინამიკურია და იძლევა ცოდნის რეალიზების საშუალებას. პროცედურული ცოდნა პასუხობს კითხვას: როგორ გავაკეთო/როგორ შევასრულო? ე.გ) პირობისეული ცოდნა დინამიკურია და გულისხმობს პირობების, ანუ არსებითი ნიშან-თვისებების ამოცნობას. იგი უზრუნველყოფს სხვადასხვა კონტექსტში ცოდნის ადეკვატურად გამოყენებას და პასუხობს კითხვას: როდის და/ან რატომ გამოვიყენო ეს ცოდნა? უფრო მეტი იხ. მიბმული ფაილი

Documents

სსგ, კურიკულუმი.pdf15/10/2023 01:29:35 · 1.34 MB
Download documents on EMIS
Behavior rules and appeal mechanisms1 additional item

სსიპ - მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N124 საჯარო სკოლის შინაგანაწესი

Documents

124 - შინაგანაწესი.pdf14/10/2023 16:37:24 · 0.25 MB
Download documents on EMIS
InfrastructureText information

ფოტოსურათები

Finances3 additional items

Documents

დაფინანსების დინამიკა.pdf25/12/2025 17:51:45 · 0.08 MB
დაფინანსების დინამიკა 23-24.xlsx25/12/2025 17:51:45 · 0.02 MB
Download documents on EMIS