Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ საღოლაშენის საჯარო სკოლა

შიდა ქართლი · ქარელი · ქარელი, სოფელი საღოლაშენი

Register ID#2452
Students204
Teachers23
Buildings1
School profile

General information

Principal
გალინა ხუციშვილი
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
Teaching sector
ქართული
Authorization start
23/10/2023
Authorization end
23/10/2032
First grade admission

Current capacity information

ქარელი, სოფელი საღოლაშენი

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
50
Available places
30
SEN capacity
5
Available SEN places
5
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and valuesText information

სკოლის მისია: სოფელ საღოლაშენის საჯარო სკოლის მისიაა შექმნას მოსწავლის შესაძლებლობების სრულიად გამოვლენაზე ორიენტირებული სასწავლო გარემო, აღზარდოს საზოგადოების სრულფასოვანი წევრი, რომელსაც გააზრებული ექნება ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა. ხელი შეუწყოს მოსწავლეში ისეთი უნარების განვითარებას, რომელიც მიესადაგება საერთაშორისო სტანდარტებს. სკოლის მომავლის ხედვა: სკოლას აქვს მოლოდინი, რომ ჩვენი მოსწავლეებისათვის სასკოლო გარემო იქნება სასურველი, სადაც ბავშვები თავს იგრძნობენ დაცულად, შეძლებენ განვითარდნენ და მოემზადონ მომავალი ცხოვრებისთვის. საგნების სწავლასთან ერთად მოზარდები ჩამოიყალიბებენ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს. სკოლის დამთავრების შემდეგ კი დამოუკიდებლად შეძლებენ ცხოვრების გაგრძელებას. სკოლის ინტერესია ასევე მასწავლებელთა უწყვეტ პროფესილ განვითარებაზე ზრუნვა. აღნიშნულიდან გამომდინარე სკოლა მოიპოვებს ნდობას და პატივისცემას თემში. სკოლის ღირებულებებია : განცხადებული მომავლის ხედვისა და სკოლის მისიის განხორციელების მიზნით სასკოლო საზოგადოება თანხმდება, რომ სკოლამ მთლიანობაში და მისმა ყოველმა ცალკეულმა თანამშრომელმა თავიანთი ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებაში უნდა იხელმძღვანელონ შემდეგი პრინციპებითა და მიდგომებით: სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებაზე ზრუნვა, პროფესიონალიზმი, საქმის სიყვარული და ერთგულება, კეთილსინდისიერება, მიუკერძოებლობა, პასუხისმგებლობა, ურთიერთპატივისცემა, გუნდური მუშაობა, სხვათა შრომის, მიღწევების დაფასება, განვითარება და ინოვაციური მიდგომების დანერგვა.

Structure1 additional item

სკოლაშო მოქმედებს სტრუქტურული ერთეულები: სკოლის დირექცია რომელიც შედგება სკოლის დირექტორის, მისი მოადგილისდა ბუღალტერიისაგან, რომელიც უზრუნველყოფს სკოლის მართვას. სკოლის სამეურვეო საბჭო , რომელიც შედგება სამი პედაგოგისგან, სამი მშობლისა და ერთი თვითმმართველობის თავმჯდომარე მოსწავლისაგან, პედაგოგიური საბჭო, რომელიც შედგება სკოლის ყველა პედაგოგისგან და მართავს პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე, თვითმმართველობა, რომელიც შედგება არჩევნების შედეგად აჩეული წევრებისა და საბაზო და საშუალო საფეხურის თავმჯდომარეებისგან. მრჩეველთა საბჭო , რომელშიდაც შედის დირექტორის მოადგილე, მანდატური, პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, დისციპლინარული კომიტეტის თავმჯდომარე და მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე. დისციპლინური კომიტეტი, რომელიც შედგება ორი მასწავლებლის, ორი მოსწავლის და ორი მშობლისაგან. სკოლაში შექმნილი სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები გამიჯნულია ერთმანეთისაგან, ყველა მათგანი მოქმედებს დამოუკიდებლად, მაგრამ თანამშრომლობენ ერთმანეთთან და საბოლოო ჯამში ქმნიან სასკოლო კულტურას .

Documents

სტრუქტურული ერთეულების მარეგულირებელი დოკუმენტი.pdf14/09/2023 12:05:31 · 2.92 MB
Download documents on EMIS
Strategic planPlan and performance report

Plan

სკოლის შესაძლებლობებისა და გარემოს შესწავლის ანალიზი (SWOT), გაზიარებული მისიისა და საქართველოს კანონდებლობით განსაზღვრული უფლება-მოვალეობების ფარგლებში სსიპ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ საღოლაშენის საჯარო სკოლას დაგეგმილი აქვს აქტივობების განხორციელება სამი სტრატეგიული მიმართულებით: 1. სკოლაში არსებული მომსახურებების გაუმჯობესება, მაღალი აკადემიური მოსწრება, სწავლის ხარისხის ამაღლება 2. განათლების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა; 3. სკოლის ორგანიზაციული განვითარება.

Documents

სტრატეგიული-განვითარების-გეგმა-2023-2030-წწ.-ახალი.pdf21/09/2023 13:34:18 · 0.28 MB
Download documents on EMIS
Annual action planPlan and performance report

Plan

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა გამომდინარეობს 2023 – 2030 წლების სტრატეგიული განვითარების შვიდწლიან გეგმიდან, სკოლის მისიიდან და სკოლის სტრატეგიული მიზნებიდან. მასში ასახულია სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი აქტივობები, შესრულების ინდიკატორები, შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები/სტრუქტურული ერთეულები, შესაბამისი რესურსები და დასახული მიზნების რეალიზების ვადები.

Documents

ერთწლიანი-სამოქმედო-გეგმა-2023-2024.pdf21/09/2023 13:36:39 · 0.32 MB
2024-2025 წლის სამოქმედო გეგმა.pdf01/10/2024 12:06:55 · 0.32 MB
2025-2026 ერთწლიანი სამოქმედო გეგმა.pdf26/09/2025 11:32:52 · 0.34 MB
Download documents on EMIS

Documents

2023-2024 წლის სამოქმედო გეგმა - შესრულებული.pdf01/10/2024 12:06:55 · 0.39 MB
2024-2025 წლის შესრულებული სამოქმედო გეგმა.pdf26/09/2025 11:32:52 · 0.82 MB
Download documents on EMIS
Behavior rules and appeal mechanisms1 additional item

.სკოლას შინაგანაწესში ჩადებული აქვს პერსონალის, მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის უფლებების დაცვის მექანიზმი, მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს და სკოლას შორის დადებულია ხელშეკრულება, რომელშიც გაწერილია მათი უფლებები და მოვალეობები. სკოლის მოქმედ პერსონალს, მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს კანონიერი უფლების დარღვევის შემთხვევაში შეუძლია მიმართოს განცხადებით დირექტორს. განცხადება გატარდება რეგისტრაციაში და რეაგირებისთვის გადაეცემა დისციპლინარულ კომიტეტს. დისციპლინარული კომიტეტი იმსჯელებს და გაატარებს შესაბამის ღონისძიებებს.

Documents

შინაგანაწესი კომენტარების გარეშე.pdf21/09/2023 13:39:15 · 0.24 MB
Download documents on EMIS
InfrastructureText information

სკოლას 2017 წელს ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია. ინფრასტრუქტურა გამართულია. სამ სართულზე განლაგებულია საკლასო ოთახები. სამასწავლებლო, კომპიუტერული ლაბორატორია, საბუნებისმეტყველო საგნების ლაბორატორია. ბიბლიოთეკა, მანდატურის, ექთნის ოთახი, რესურს ოთახი. სპორტდარბაზი განთავსებულია გვერდით შენობაში, ასევე ოთახი ბუფეტისათვის, ამ ეტაპზე არ არის გაქირავებული, სამომავლოდ გეგმავს სკოლა აღნიშნული ფართი გააქირაოს ბუფეტის ფუნქციონირებისთვის შესაბამისი რეგულაციების, წესების და პირობების დაცვით. სათანადოდ აღჭურვილია რესურსოთახი, სველი წერტილები. სკოლა უზრუნველყოფილია საგანმანთლებლო საქმიანობისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურითა და მატერიალური რესურსით, ასევე უზრუნველყოფილია სასკოლო მერხებით, დაფებით და საჭირო ინვენტარით. სკოლას აქვს ელექტროენერგიის მიწოდების უწყვეტი სისტემა, გათბობის სისტემა, სველი წერტილები. სამივე სართული დაქსელილია ცენტრალური ვაიფაის სისტემით. სკოლაში ინკლუზიური გარემოა შექმნილი: სსსმ მოსწავლეებისათვის შექმნილია ადაპტირებული (პანდუსი, ადაპტირებული სველი წერტილები) გარემო. რესურსოთახი აღჭურვილია ყველა საჭირო რესურსით, საჭიროებიდან გამომდინარე პერიოდულად ხდება სასწავლო მასალებით განახლება. სკოლაში გვაქვს 14 პერსონალური კომპიუტერი, 36 ლეპტოპი, 4 პროექტორი, 5 ქსეროქსის აპარატი, რომლებსაც მოსწავლეები და თანამშრომლები თავისუფლად იყენებენ საგანმანათლებლო მიზნებისთვის.

Finances4 additional items

სკოლაში არსებობს ფინანსური რესურსების მართვის ეფექტიანი სისტემა. სკოლის დირექტორი უზრუნველყოფს სკოლის ფინანსური რესურსის ეფექტიან განკარგვას. სტრატეგიული და სამოქმედო გეგმებიდან გამომდინარე. სკოლის ბიუჯეტი განხილულია პედსაბჭოზე და დამტკიცებულია სამეურვეო საბჭოს მიერ. სკოლა ყოველი წლის 10 დეკემბერს წარუდგენს სამეურვეო საბჭოს ფინანსურ ანგარიშს. სკოლის ფინანსების განკარგვა მკაცრად კონტროლდება პირველ რიგში სამეურვეო საბჭოსა და შემდეგ დირექტორის მიერ. ყოველი წლის ბოლოს სამეურვეო საბჭო ამტკიცებს სკოლის ბიუჯეტს, რომელიც შემუშავებულია სასკოლო საზოგადოების მონაწილეობით. ბიუჯეტის 85% გაიცემა და საქმებულთა ხელფასებზე, 5% გათვლილია ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად, 10% ხმარდება კომუნალურ გადასახადებს, სამეურნეო და საკანცელარიო და სხვა ხარჯებს. წლის მანძილზე ხდება ბიუჯეტის გადახედვა და საჭიროების შემთხვევაში სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით შედის ცვლილება მუხლობრივად ამ ეტაპზე სკოლის ბიუჯეტი საკმარისია, იმისათვის, რომ სკოლა ნორმალურ პირობებში ფუნქციონირებდეს. სკოლაში წინასწარ დაგეგმილია ფინანსების მართვა და შექმნილია სამოქმედო გეგმა და დროდადრო ხდება სამოქმედო გეგმის მონიტორინგი. საჭიროების შემთხვევაში ბიუჯეტში შედის ცვლილება სამეურვეო საბჭოს თანხმობით, დგება შეცვლილი ბიუჯეტი. სკოლას აქვს ფინანსური რესურსების დაგეგმვის , მართვის სისტემა. სკოლა ყოველი წლის ნოემბრის თვეში შეიმუშავებს შესყიდვების წლიურ გეგმას და შესყიდვების წლიურ წესს. ეს გეგმა აიტვირთება სახელმწიფო შესყიდვების გვერდზე ePLAN . სკოლას არ აქვს არანაირი დავალიანება

Documents

წლიური შესრულება -საღოლაშენი.xlsx28/01/2025 13:44:35 · 0.02 MB
2025 წლის საბიუჯეტო განაცხადი - (1 ) საღოლაშენი.xlsx28/01/2025 13:44:35 · 0.05 MB
ანგარიში ფინანსური საქმიანობის შესახებ 2023-2024.pdf28/01/2025 13:44:35 · 0.41 MB
სამეურვეო საბჭოს ოქმი ფინანსური და სასწავლო საქმიანობის შესახებ ანგარიშის მოსმენისა და სკოლის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების სესახებ.pdf28/01/2025 13:44:36 · 3.02 MB
Download documents on EMIS