ქარელი, სოფელი რუისი
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 25
- Available places
- 8
- SEN capacity
- 3
- Available SEN places
- 2
შიდა ქართლი · ქარელი · ქარელი, სოფელი რუისი
Open a section to view its text, related links, and document listing.
სკოლის მისია მოამზადოს აქტიური და სამოქალაქო აზროვნების მქონე პიროვნება, რომელიც იქნება ჰუმანიზმისა და დემოკრატიული ფასეულობების მატარებელი, ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების გამზიარებელი, კანონმორჩილი, ტოლერანტული და გარემოზე მზრუნველი მოქალაქე. სკოლამ ხელი შეუწყოს ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას, საქართველოს ინტეგრაციას მსოფლიოში. სკოლის ხედვა სკოლის ხედვა ეფუძნება პრინციპს, რომ სკოლა იყოს მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული, ზრუნავდეს ინკლუზიური გარემოს შექმნაზე, მოზარდის უწყვეტ განვითარებაზე, განათლების ხარისხის ამაღლებაზე, თავისუფალი და კომპეტენტური ადამიანის ჩამოყალიბებაზე. სკოლის ღირებულებები: სკოლა უპირველეს ყოვლისა, ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესში ჩართული პირების საუკეთესო ინტერესებით და საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით: • გამჭირვალობა: ჩვენი საქმიანობა, ხედვები და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია ყველა დაინტერესებული პირისათვის, უზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა. • სამართლიანობა: ჩვენ უზრუნველვყოფთ სკოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამებოდეს მოქმედ კანონმდებლობას და ითვალისწინებდეს დაინტერესებულ მხარეთა ინტერესებს. • მიუკერძოებლობა: ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სკოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და ითვალისწინებს დაინტერესებულ მხარეთა საუკეთესო ინტერესებს. • თანამშრომლობა და გუნდურობა: ჩვენ ღია ვართ დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის. კონსტრუქციულად განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებულნი ვართ პრობლემების გადაჭრაზე. • ობიექტურობა: ჩვენ მიერ განხორციელებული შეფასებები, ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას და ფაქტობრივ გარემოებებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს შეფასებაში მონაწილე პირების სუბიექტივიზმს. • განვითარება და ინოვაციურობა: სისტემატურად ვაფასებთ ჩვენს საქმიანობას და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, ვგეგმავთ განვითარების ინოვაციურ გზებს. არ ვერიდებით სიახლეების დანერგვას. • ტოლერანტობა: სასკოლო საზოგადოება აღიარებს და პატივს სცემს განსხვავებულ მსოფლმხედველობებს და ღირებულებებს. • ურთიერთპატივისცემა: კომუნიკაცია ემყარება ერთმანეთის აზრის მოსმენას, გაზიარებას და გათვალისწინებას. • ინკლუზიურობა: სკოლა ქმნის ინკლუზიურ საგანმანათლებლო სივრცეს, სადაც უზრუნველყოფილია სასკოლო საზოგადოების ყველა წევრის მსოფლმხედველობის აღიარება და მრავალფეროვანი მოსაზრებების პატივისცემა.
სსიპ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის N3 საჯარო სკოლა მდებარეობს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისში. 2025-2026 სასწავლო წელს სკოლაში ირიცხება 226 მოსწავლე, დასაქმებულია 26 მასწავლებელი, 3 დირექცია-ადმინისტრაციის წარმომადგენელი, 11- ტექნიკური პერსონალი. სკოლა აშეწდა 1990 წელს.
სსიპ ქარელის მუნიციპელიტეტის სოფელ რუისის N3 საჯარო სკოლის შვიდწლიანი 2023-2030 წლების სტრატეგიული გეგმა შემუშავებულია სკოლის დირექტორის მიერ (სასკოლო საზოგადოებასთან ერთად), შეთანხმებულია სამეურვეო საბჭოსთან, დამტკიცებულია სკოლის პედაგოგიური საბჭოს მიერ. გამოქვეყნებულია სკოლის ფეისბუკგვერდზე, გაზიარებულია სასკოლო საზოგადოების მიერ.
მოკლე ინფორმაცია ერთწლიანი სამოქმედო გეგმა გამომდინარეობს 2023 – 2030 წლების სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმიდან, სკოლის მისიიდან და სკოლის სტრატეგიული მიზნებიდან. მასში ასახულია სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი აქტივობები, შესრულების ინდიკატორები, შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები/სტრუქტურული ერთეულები, შესაბამისი რესურსები და დასახული მიზნების რეალიზების ვადები.
სსიპ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის მე-3 საჯარო სკოლას აქვს შინაგანაწესი შემუშავებული და შეთანხმებული სასკოლო საზოგადოებასთან და დამტკიცებული სამეურვეო საბჭოს მიერ, რომლის დაცვის და აღსრულების უზრუნველსაყოფად იგი გაზიარებულია სასკოლო საზოგადოებისათვის. სკოლას გაწერილი აქვს მოსწავლის ჩარიცხვის, საფეხურის დაძლევის, მობილობის, სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის, გასაჩივრების, მოსწავლეთა ადაპტაციის, კონსულტირების- გამჭვირვალე და მკაფიო კანონმდებლობის შესაბამისი მექანიზმები; სკოლის მოსწავლეები ჩართულები არიან გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მოსწავლეს აქვს ხმის უფლება მისი სასკოლო ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტში, მათ შორის: • კურიკულუმი, მაგ., შესასწავლი საკითხების, არჩევითი საგნების შესახებ; • სწავლა და სწავლება, მაგ., დისტანციური სწავლების, საკლასო ოთახის წესების შესახებ; • სკოლის პოლიტიკა, მაგ., გენდერული თანასწორობის, დისციპლინური პროცედურების შესახებ; • სკოლის ინფრასტრუქტურა და ფიზიკური გარემო, მაგ., გათბობის, ავეჯის შესახებ; • რესურსები, მაგ., სახელმძღვანელოების შესყიდვის, კომპიუტერების გამოყენების შესახებ; • კლასგარეშე აქტივობები, მაგ., კლუბების, საზოგადოებრივი პროექტების შესახებ; • ყოველდღიური სასკოლო ცხოვრება, მაგ., სკოლის წესების შესახებ. მოსწავლეებს ეს ეხმარება: • თავდაჯერებულობის ჩამოყალიბებაში; • ხელს უწყობს მათ სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში; • თავს აგრძნობინებს სასკოლო საზოგადოების ღირსეულ წევრად, რომელსაც საკუთარი წვლილის შეტანა შეუძლია; • ავითარებს მათ კომპეტენციებს აქტიური მოქალაქეობისთვის; • აუმჯობესებს მათ მიღწევებს სასკოლო საგნებში; • ასწავლის მათ იმ უნარებს და დამოკიდებულებებს, რომლებიც საჭიროა სამუშაო ადგილზე წარმატების მისაღწევად; ჩვენი სკოლისთვის მნიშვნელოვანია მშობლებთან თანამშრომლობა-ინფორმირებულობა, მასწავლებელთა, საზოგადოების და სოციალური მუშაკის ჩართულობის გზით. მშობლებთან ეფექტური კომუნიკაციის დასამყარებლად სკოლა მიმართავს რეგულარულ არაფორმალურ შეხვედრებს, რაც არის საწინდარი სკოლაში პოზიტიური გარემოს შექმნის. 2025-26 სასწავლო წლიდან, სკოლაში ფუნქციონირებს დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურება შემდეგ დისციპლინებში: 1. მათემატიკის დ/ს წრე; 2. მუსიკის წრე; 3. ქართული ენისა და ლიტერატურის წრე; 4. სამოქალაქო განათლების კლუბი.
სსიპ-ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის N3 საჯარო სკოლა უზრუნველყოფს საგანმანათლებლო საქმიანობისთვის საჭირო ინფრასტრუქტურასა და მატერიალურ რესურსებს. სკოლის შენობა და მიმდებარე ტერიტორია შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და გათვლილია ავტორიზაციის პერიოდში დადგენილი მოსწავლეთა ზღვრული რაოდენობის მომსახურებაზე. სასწავლო ოთახები აღჭურვილია სასწავლო ინვენტარით, მათ შორის მერხებით, დაფებით, საჭიროების შემთხვევაში კომპიუტერებით და პროექტორებით. სკოლას აქვს აღჭურვილი კომპიუტერული კლასი და სპორტული დარბაზი. ინფრასტრუქტურისა და მატერიალური რესურსების მოვლა, პატრონობა და განახლება ხორციელდება რეგულარულად, დაგეგმილი ბიუჯეტის ფარგლებში.