თბილისი, ისანი-სამგორი, თრიალეთის ქ. №7
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 200
- Available places
- 90
- SEN capacity
- 20
- Available SEN places
- 15
თბილისი · ისანი-სამგორი · თბილისი, ისანი-სამგორი, თრიალეთის ქ. №7
Open a section to view its text, related links, and document listing.
სსიპ ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლის მ ი ს ი ა მისია არის აღზარდოს ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლებების, მოვალეობებისა და პასუხისმგებლობის მცოდნე მოქალაქე. ხ ე დ ვ ა სსიპ ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლის ხედვაა, წარმართოს მდგარდი და მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული სწავლა-სწავლების პროცესი. შეძლოს მოსწავლეთა აღჭურვა 21-ე საუკუნის გამჭოლი კომპეტენციებით. სკოლა ხელს უწყობს მოსწავლეებში დამოუკიდებელი აზროვნების უნარების განვითარებას. ასევე ისეთი ღირებულებების განვითარებას, როგორიც არის: ღირსება, სამართლიანობა, ურთიერთპატივისცემა, სხვისი აზრის მოსმენა და აღიარება. სკოლას აქვს საკუთარი სტრატეგიული განვითარების ერთწლიანი სამოქმედო და შვიდწლიანი სტრატეგიული გეგმა, რომელშიც გათვალისწინებული და განსაზღვრულია სასკოლო საზოგადოების ინტერესები და პრიორიტეტები. კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება, თანამედროვე სამეცნიერო და ტექნოლოგიური მიღწევების ფლობისა და გამოყენების უნარების გამომუშავება, მოსწავლეებს მისცემს მყარ საფუძველს, მომავალში დაძლიონ ცხოვრებისეული გამოწვევები. ღ ი რ ე ბ უ ლ ე ბ ე ბ ი: 1. თანამშრომლობა; 2. გუნდურობა; 3. გამჭირვალობა; 4. დემოკრატია; 5. ობიექტურობა; 6.ტოლერანტობა; 7. პატრიოტიზმი; 8. პასუხისმგებლობა; 9. განვითარება და ინოვაციურობა. სსიპ ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლის მიზნები ს კ ო ლ ი ს მ ი ზ ა ნ ი ა: ა) ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი, კანონმორჩილი და ტოლერანტი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის საჭირო პირობების შექმნა; ბ) მოზარდის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება; გ) მოსწავლეთა ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა, მოსწავლის მიერ ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში ხელშეწყობა. დ) მდგრადი განვითარების ფარგლებში გარემოსდაცვითი ცნობიერების მქონე, წიგნიერი, ტოლერანტი, დემოკრატიის საერთაშორისო პრინციპების გამტარებელი, ანალიტიკურად და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქე. ე) აღზარდოს მოქალაქე, რომელსაც შეუძლია ტექნოლოგიური და ციფრული ინტელექტუალური მიღწევების ეფექტიანად გამოყენება, ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და ანალიზი, ახალი, მატერიალური, ინტელექტუალური თუ სულიერი ღირებულებების შექმნა. ვ) ინკლუზიური განათლების ხელშემწყობი გარემოს შექმნა
მოკლე ინფორმაცია შვიდწლიანი განვითარების სტრატეგიული გეგმა მოიცავს სკოლის მისიას, ხედვას, ღირებულებებსა და სტრატეგიულ მიზნებს. სტრატეგია განსაზღვრავს თუ როგორ უნდა მიაღწიოს სკოლამ დასახულ მიზნებს არსებული მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენების გზითა და საჭირო დამატებითი რესურსების მოძიებით. სტრატეგიული გეგმა დეტალურად ახდენს გარემო ფაქტორების და შიდა გარემოს SWOT (სიძლიერე, სისუსტე, შესაძლებლობები და საფრთხე) ანალიზს. შვიდწლიანი სტრატეგიული გეგმის პროექტის შედგენისას გათვალისწინებული იქნა, როგორც წინარე გამოცდილება, ასევე, ახალი გამოწვევები. ინფორმაციის შეჯერების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებითა და თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით ძირითად ამოცანად, სკოლა ისახავს მოსწავლეებს მისცეს ხარისხიანი, 21-ე საუკუნის შესაბამისი განათლება, მოამზადოს ისინი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, ხელი შეუწყოს საჭირო უნარ-ჩვევების, პიროვნული ღირებულებების ჩამოყალიბებას შესაბამისი კვალიფიციური კადრების მეშვეობით. სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმის შემუშავების პროცესის წარმართვაზე პასუხისმგებელია სკოლის დირექტორი, რომელიც უზრუნველყოფს კომუნიკაციას სკოლის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, საჭირო ინფორმაციის შეგროვების მიზნით. სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის რეალიზება ხდება შიდა და გარე ფაქტორების გათვალისწინებით. ობიექტური ანალიზის საფუძველზე, შესაძლებელია მოხდეს სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის გადახედვა გარკვეული პერიოდულობით.
სსიპ ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით მუდმივად იგეგმება სხვადასხვა ტიპის არაფორმალური აქტივობები. აღნიშნული ღონისძიებები/პროექტები ხორციელდება სკოლაში დასაქმებული მაღალკვალიფიციური კადრების ხელმძღვანელობით. სკოლაში მუდმივად ტარდება სასწავლო-შემოქმედებითი ღონისძიებები, სასწავლო- შემეცნებითი სასწავლო აქტივობები,სპორტული შეჯიბრებები, მხიარული სტარტები, ექსკურსიები, ერთობლივი გასვლები მუზეუმებში, თეატრებში და სხვა. სკოლის მოსწავლეთა ინიციატივების მთავარ რგოლს წარმოადგენს მოსწავლეთა თვითმმართველობა, რომელიც შუამავალ როლს ასრულებს სკოლის ადმინისტრაციასთან კომუნიკაციაში. შესაძლებლობის ფარგლებში სკოლის დირექცია განიხილავს მათ ინიციატივებს, მოსაზრებებს და მაქსიმალურად ცდილობს მხარდაჭერას. დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურების მიწოდების მიზნით, სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს სხვადასხვა კლუბებს. სკოლის პრაქტიკიდან გამომდინარე, სასკოლო კლუბების შეთავაზება ხდება მოსწვალის ინტერესებიდან გამომდინარე. კერძოდ, თავად ბავშვები წყვეტენ, რომელი კლუბებია მათთვის საინტერესო და მისაღები. სკოლაში ფუნქციონირებს ‘ხელოვნების მოყვარულთა კლუბი“ და „ფიზიკის კლუბი“. სკოლა მუდმივად აწვდის ინფორმაციას არაფორმალური განათლების მიმართულებით არსებულ საგანმანათლებლო პროგრამებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, სკოლის ადმინისტრაცია მუდმივად მზადაა მშობლებთან კომუნიკაციისთვის და მშობლებს შესაძლებლობა აქვთ მიმართონ პირდაპირ დირექციას, თუ მათ სურთ კონკრეტული დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურების მიღება. სკოლაში ასევე ფუნქციონირებს სხვადასხვა წრეები: ფეხბურთი. ქართული ხალხური ცეკვები, ხელოვნება, სიმღერა. მშობელთა დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს სააღმზრდელო საგანმანათლებლო წრეს - გახანგრძლივებულს (კვების გარეშე). ასევე, სკოლას აქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული - საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციასთან.