ქარელი, სოფ. დირბი
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 50
- Available places
- 30
- SEN capacity
- 5
- Available SEN places
- 5
შიდა ქართლი · ქარელი · ქარელი, სოფელი დირბი
Open a section to view its text, related links, and document listing.
სკოლა დამოუკიდებლად ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას და უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მიღებას დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე. მისია სკოლის მისიაა საზღვრისპირა რეგიონში მოსწავლეებისთვის მაღალი ხარისხის განათლების მიწოდება, რომელიც უზრუნველყოფს მათ აკადემიურ წარმატებას, პიროვნულ განვითარებასა და მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას. ხედვა დირბის საჯარო სკოლა გახდება საგანმანათლებლო სანიმუშო ცენტრი საზღვრისპირა რეგიონში, რომელიც: აერთიანებს სწავლების თანამედროვე მეთოდებს ადგილობრივი კულტურული ტრადიციების პატივისცემასთან; ამზადებს მოსწავლეებს გლობალური გამოწვევებისთვის ადგილობრივი იდენტობის შენარჩუნებით; უზრუნველყოფს 21-ე საუკუნის უნარებზე დაფუძნებულ განათლებას სოფლის მოსახლეობისთვის. ღირებულებები 1. თანამშრომლობა; 2. გუნდურობა; 3. გამჭირვალობა; 4. დემოკრატია; 5. ობიექტურობა; 6. განვითარება და ინოვაციურობა.
წინამდებარე დოკუმენტი მოიცავს სკოლის მისიას, ხედვას, ღირებულებებსა და სტრატეგიულ მიზნებს. სტრატეგია განსაზღვრავს თუ როგორ უნდა მიაღწიოს სკოლამ დასახულ მიზნებს არსებული მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენების გზითა და საჭირო დამატებითი რესურსების მოძიებით. სტრატეგიული გეგმა დეტალურად ახდენს გარემო ფაქტორების და შიდა გარემოს SWOT (სიძლიერე, სისუსტე, შესაძლებლობები და საფრთხე) ანალიზს. 7 (შვიდ) წლიანი სტრატეგიული გეგმის პროექტის შედგენისას გათვალისწინებული იქნა, როგორც წინარე გამოცდილება, ასევე, ახალი გამოწვევები. ინფორმაციის შეჯერების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებითა და თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით: ძირითად ამოცანად სკოლა ისახავს მოსწავლეებს მისცეს ხარისხიანი, 21-ე საუკუნის შესაბამისი განათლება, მოამზადოს ისინი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, ხელი შეუწყოს საჭირო უნარ-ჩვევების, პიროვნული ღირებულებების ჩამოყალიბებას შესაბამისი კვალიფიციური კადრების მეშვეობით. სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმის შემუშავების პროცესის წარმართვაზე პასუხისმგებელია სკოლის დირექტორი, რომელიც უზრუნველყოფს კომუნიკაციას სკოლის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, საჭირო ინფორმაციის შეგროვებას.
2025-2026 სასწავლო წლის სკოლის სასწავლო გეგმა შედგენილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის N40/ნ ბრძანებით და 2011 წლის 11 მარტის N36/ნ ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმების საფუძველზე. სკოლაში სწავლება მიმდინარეობს ქართულ ენაზე – დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე. დაწყებითისაფეხურიმოიცავს I-VI კლასებს, საბაზო საფეხური– VII-X კლასებს, ხოლო საშუალო საფეხური- XI-XII კლასებს. დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა. სრული ზოგადი განათლების მიღება გულისხმობს ზოგადი განათლების სამივე საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევების დონის დაძლევას და შესაბამისი დოკუმენტით სახელმწიფოს მიერ ამის დადასტურებას.
სსიპ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის საჯარო სკოლას აქვს შინაგანაწესი შემუშავებული და შეთანხმებული სასკოლო საზოგადოებასთან და დამტკიცებული სამეურვეო საბჭოს მიერ, რომლის დაცვის და აღსრულების უზრუნველსაყოფად იგი გაზიარებულია სასკოლო საზოგადოებისათვის. სკოლას გაწერილი აქვს მოსწავლის ჩარიცხვის, საფეხურის დაძლევის, მობილობის, სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის, გასაჩივრების, მოსწავლეთა ადაპტაციის, კონსულტირების- გამჭვირვალე და მკაფიო კანონმდებლობის შესაბამისი მექანიზმები; სკოლის მოსწავლეები ჩართულები არიან გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მოსწავლეს აქვს ხმის უფლება მისი სასკოლო ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტში, მათ შორის: • კურიკულუმი, მაგ., შესასწავლი საკითხების, არჩევითი საგნების შესახებ; • სწავლა და სწავლება, მაგ., დისტანციური სწავლების, საკლასო ოთახის წესების შესახებ; • სკოლის პოლიტიკა, მაგ., გენდერული თანასწორობის, დისციპლინური პროცედურების შესახებ; • სკოლის ინფრასტრუქტურა და ფიზიკური გარემო, მაგ., გათბობის, ავეჯის შესახებ; • რესურსები, მაგ., სახელმძღვანელოების შესყიდვის, კომპიუტერების გამოყენების შესახებ; • კლასგარეშე აქტივობები, მაგ., კლუბების, საზოგადოებრივი პროექტების შესახებ; • ყოველდღიური სასკოლო ცხოვრება, მაგ., სკოლის წესების, ფორმის ტანსაცმლის შესახებ. მოსწავლეებს ეს ეხმარება: • თავდაჯერებულობის ჩამოყალიბებაში; • ხელს უწყობს მათ სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში; • თავს აგრძნობინებს სასკოლო საზოგადოების ღირსეულ წევრად, რომელსაც საკუთარი წვლილის შეტანა შეუძლია; • ავითარებს მათ კომპეტენციებს აქტიური მოქალაქეობისთვის; • აუმჯობესებს მათ მიღწევებს სასკოლო საგნებში; • ასწავლის მათ იმ უნარებს და დამოკიდებულებებს, რომლებიც საჭიროა სამუშაო ადგილზე წარმატების მისაღწევად; ჩვენი სკოლისთვის მნიშვნელოვანია მშობლებთან თანამშრომლობა-ინფორმირებულობა, მასწავლებელთა, საზოგადოების და სოციალური მუშაკის ჩართულობის გზით. მშობლებთან ეფექტური კომუნიკაციის დასამყარებლად სკოლა მიმართავს რეგულარულ არაფორმალურ შეხვედრებს, რაც არის საწინდარი სკოლაში პოზიტიური გარემოს შექმნის. 2024-25 სასწავლო წლიდან, სკოლაში ფუნქციონირებს დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურება შემდეგ დისციპლინებში: 1. კალიგრაფიის წრე 2. ჩინური ენის წრე 3. სტემ კლუბი
საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა სკოლაში ხორციელდება სკოლის მანდატურისა და უსაფრთხოების სისტემების მეშვეობით. სკოლას აქვს მკაფიოდ განსაზღვრული ქცევის წესები, რომლებიც გაწერილია შინაგანაწესში და გაცნობილია ყველა მოსწავლის, თანამშრომლისა და მშობლისთვის. სკოლის ტერიტორიაზე შესვლა კონტროლდება, უცხო პირების დაშვება ხდება მხოლოდ წინასწარი რეგისტრაციით და შესაბამისი პასუხისმგებელი პირის თანხლებით. შენობაში თვალსაჩინო ადგილას განთავსებულია: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – „112“-ის ცხელი ხაზის ნომერი, წარმოდგენილი დოკუმენტაციით მოსწავლეებისათვის მოსწავლის უფლებებისა და წესების გაცნობა ხდება კლასის ხელმძღვანელების მიერ კლასის საათზე
დირბის საჯარო სკოლა სრულად უზრუნველყოფს საგანმანათლებლო საქმიანობისთვის საჭირო ინფრასტრუქტურასა და მატერიალურ რესურსებს. სკოლის შენობა და მიმდებარე ტერიტორია სრულად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და გათვლილია ავტორიზაციის პერიოდში დადგენილი მოსწავლეთა ზღვრული რაოდენობის მომსახურებაზე. სასწავლო ოთახები აღჭურვილია სასწავლო ინვენტარით, მათ შორის მერხებით, დაფებით, საჭიროების შემთხვევაში კომპიუტერებით და პროექტორებით. სკოლას აქვს აღჭურვილი კომპიუტერული კლასი და სპორტული დარბაზი. ინფრასტრუქტურისა და მატერიალური რესურსების მოვლა. პატრონობა და განახლება ხორციელდება რეგულარულად, დაგეგმილი ბიუჯეტის ფარგლებში.
დირბის საჯარო სკოლა ფინანსურად მდგრადია და უზრუნველყოფილია სახელმწიფო დაფინანსებით, რომელიც გამოიყოფა ვაუჩერული სისტემის მეშვეობით მოსწავლეთა რაოდენობის შესაბამისად. სკოლის ბიუჯეტი გეგმავს და ითვალისწინებს სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ყველა ძირითადი ღონისძიების ფინანსურ უზრუნველყოფას. პრიორიტეტულია საგანმანათლებლო პროცესის განხორციელებისთვის საჭირო ხარჯები - მასწავლებელთა და ადმინისტრაციის შრომის ანაზღაურება, სასწავლო რესურსების შევსება, სკოლის ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობა და განვითარება. ასევე, ბიუჯეტში გათვალისწინებულია სასკოლო აქტივობებისა და ღონისძიებების დაფინანსება. საჭიროების შემთხვევაში, სკოლა ახორციელებს ბიუჯეტის კორექტირებას, რათა უზრუნველყოს გაუთვალისწინებელი ხარჯების დაფარვა პრიორიტეტების შენარჩუნებით.