Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერძენაულის საჯარო სკოლა

შიდა ქართლი · ქარელი · ქარელი, სოფელი ბერძენაული

Register ID#2430
Students51
Teachers22
Buildings1
School profile

General information

Principal
ივანე გისი
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
Teaching sector
ქართული
Authorization start
12/08/2025
Authorization end
12/08/2034
First grade admission

Current capacity information

ქარელის მუნიციპალიტეტი სოფელი ბერძენაული

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
25
Available places
22
SEN capacity
3
Available SEN places
3
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and values2 additional items

მისია სსიპ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერძენაულის საჯარო სკოლის მისია, შექმნას უსაფრთხო, ჯანსაღი და მზრუნველი გარემო, სადაც თანასწორობის დაცვით თითოეული მოსწავლე მიაღწევს თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს, ისწავლის განსხვავებული აზრის და კულტურის პატივისცემას, წიგნიერებისა და მედიაწიგნიერების უნარების განვითარებას, ფორმალური და არაფორმალური განათლების მიღების უზრუნველყოფას, რომელიც მზად იქნება უპასუხოს თანამედროვე სამყაროს გამოწვევებს და საკუთარი ქვეყნის საკეთილდღეოდ გამოიყენოს დასავლური ღირებულებები. მისიის ამოცანები 1. სკოლის არსებობის პერიოდში შექმნილი სასწავლო-აღმზრდელობითი გარემოს სრულყოფა-შენარჩუნება. 2. დამხმარე სახელმძღვანელოების, მეთოდური ლიტერატურის, ინოვაციური პედაგოგიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვით პროგრამული მასალის გაფართოება, მოსწავლეების უზრუნველყოფა ხარისხიანი განათლებით. 3. მრავალფეროვანი სოციუმის და სხვადასხვა სოციალური ფენის მოსწავლეთა წარმომადგენლობის პირობებში ადაპტირებული სკოლის პრინციპების მზრუნველობითი დამოკიდებულების დამკვიდრება. ღირებულებები 1. კეთილგანწყობილი გარემო, სადაც წახალისებულია მოსწავლეებისა და მასწავლებლების ინიციატივა, საკუთარი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა, ურთიერთპატივისცემა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა. 2. ცოდნასა და განვითარებაზე ორიენტირებული გარემო-რომელიც უზრუნველყოფს კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების დახვეწა-გაუმჯობესებას, არგუმენტირებული მსჯელობის, სიახლეების ძიებას, პრობლემის ანალიზისა და გადაჭრის უნარების გამომუშავებას. 3. ინკლუზიური და ტოლერანტული გარემო-სადაც დაფასებულია ადამიანის ინდივიდუალური ნიშან-თვისებები და განსხვავებულობა, დაგმობილია პიროვნებისადმი უპატივცემულო და ღირსების შემლახველი მოპყრობა, ბულინგი. 4. ჯანსაღი გარემო-რომელიც უზრუნველყოფს დაბალანსებულ პროგრამას (აკადემიური და კლასგარეშე აქტივობები, სპორტი, დასვენება), რომლის ფარგლებშიც მოსწავლე მიიღებს სიღრმისეულ განათლებას სტრესისგან თავისუფალ გარემოში და შეინარჩუნებს ბავშობისათვის დამახასიათებელ სილაღეს და თავისუფლებას. ხედვა მაღალი ხარისხის განათლება ყოველთვის იყო და იქნება სკოლის განმასხვავებელი ნიშანი. ბავშვების სწორი და ჰარმონიული განვითარების ერთ-ერთი წინაპირობა ბალანსია. სწორედ ამიტომ ჩვენ ერთდროულად ვაძლიერებთ, როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმალურ განათლებას. ვცდილობთ, მოსწავლეებში ავამაღლოთ წიგნიერებისა და მედიაწიგნიერების ცოდნის დონე. ხედვა ყალიბდება SWOT ანალიზის საფუძველზე: 1. ინდივიდუალური განვითარების მხარდაჭერა - ყოველი მოსწავლის უნიკალურობის პატივისცემა და მისი პოტენციალის განვითარება. 2. თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაცია - თანამედროვე ტექნოლოგიური და საინფორმაციო საშუალებების აქტიური გამოყენება. 3. სოციალური პასუხისმგებლობა და დემოკრატიული ღირებულება - მოსწავლეების ჩამოყალიბება, როგორც პასუხისმგებელ და ჰუმანურ მოქალაქედ. 4. წიგნიერების კულტურის გაღრმავება - კითხვის პოპულარიზაცია, როგორც შემეცნების, თვითგანვითარებისა და სოციალურ - ემოციური ზრდის საფუძველი. 5. შემოქმედებითი თანამშრომლობა - ერთობლივი კითხვა, დისკუსიები და პროექტები, რომლებიც აძლიერებენ კომუნიკაციისა და გუნდურობის უნარს. სკოლა შესაძლებლად მიიჩნევს ხედვაში გაწერილი მიზნები შესრულებული იქნას სტრატეგიული გეგმის ვადაში. კერძოდ - 2024-2030 წლების ვადაში.

Documents

სკოლის მისია, ხედვა და ღირებულებები.pdf04/07/2025 13:42:18 · 0.04 MB
Download documents on EMIS
Structure4 additional items

Documents

სკოლის სტრუქტურა1 (1).pdf04/07/2025 13:55:16 · 0.84 MB
სკოლის წესდება (1).pdf07/07/2025 13:05:54 · 8.6 MB
საგანგებო მართ. გეგმა (1).pdf07/07/2025 13:29:59 · 27 MB
Download documents on EMIS
Strategic planPlan and performance report

Plan

სსიპ ქარელის მუნიციპელიტეტის სოფელ ბერძენაულის საჯარო სკოლის შვიდწლიანი 2024-2030 წლების სტრატეგიული გეგმა შემუშავებულია სკოლის დირექტორის მიერ (სასკოლო საზოგადოებასთან ერთად), შეთანხმებულია სამეურვეო საბჭოსთან, დამტკიცებულია სკოლის პედაგოგიური საბჭოს მიერ. გამოქვეყნებულია სკოლის ფეისბუკგვერდზე, გაზიარებულია სასკოლო საზოგადოების მიერ.

Documents

სტრატეგიული გეგმა.pdf07/07/2025 12:28:53 · 1.1 MB
Download documents on EMIS
Annual action planPlan and performance report

Plan

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა გამომდინარეობს 2024 – 2030 წლების სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმიდან, სკოლის მისიიდან და სკოლის სტრატეგიული მიზნებიდან. მასში ასახულია სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი აქტივობები, შესრულების ინდიკატორები, შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები/სტრუქტურული ერთეულები, შესაბამისი რესურსები და დასახული მიზნების რეალიზების ვადები.

Documents

სამოქმედო გეგმა..pdf07/07/2025 12:30:23 · 4.07 MB
2024-25სასწ.წლის სამოქმედო გეგმის მონიტორინგი.pdf09/01/2026 12:43:59 · 1.39 MB
სამოქმედო გეგმა 2025-26სასწ.წ..pdf09/01/2026 12:43:59 · 5.18 MB
Download documents on EMIS
Programs and support services6 additional items

არაფორმალური განათლება: კლუბები, ღონისძიებები, ოლიმპიადები და პროექტები.

Documents

1.pdf12/06/2025 12:38:03 · 4.94 MB
სამოქალაქოს კლუბი (1).pdf12/06/2025 12:55:06 · 9.56 MB
proeqti muza.pdf12/06/2025 14:23:21 · 0.98 MB
2024-25 refleqsia..pdf12/06/2025 14:23:22 · 0.03 MB
Download documents on EMIS
Behavior rules and appeal mechanisms8 additional items

ქცევის წესები და აპელაციის მექნიზმები შმუშავებულია და დამტკიცებულია სასკოლო საზოგადოების. მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. წინამდებარე სსიპ - ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერძენაულის საჯარო სკოლის (შემდგომში – ,,სკოლა”) შინაგანაწესი (შემდგომში – ,,შინაგანაწესი”) ვრცელდება სკოლაში დასაქმებულ პირებზე, მოსწავლეებსა და მათ მშობლებზე/კანონიერ წარმომადგენლებზე, ასევე სკოლის ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირზე და სავალდებულოა შესასრულებლად. 2. შინაგანაწესი წარმოადგენს სკოლასა და სკოლაში დასაქმებულებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. დასაქმებული ვალდებულია გაეცნოს შინაგანაწესს და აღნიშნული დაადასტუროს საკუთარი ხელმოწერით. სკოლა ვალდებულია დასაქმებულს გააცნოს შრომის შინაგანაწესში შეტანილი ცვლილება მისი შეტანიდან 14 კალენდარული დღის ვადაში. 3. შინაგანაწესი ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის. 4. სკოლა ვალდებულია შინაგანაწესი განათავსოს ყველასათვის თვალსაჩინო ადგილას. 5. დამრიგებელი ვალდებულია სასწავლო წლის დაწყებისას შინაგანაწესი გააცნოს მოსწავლესა და მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს. შინაგანაწესში განხორციელებული ცვლილების გაცნობა უნდა მოხდეს არაუგვიანეს 14 კალენდარული დღის ვადაში.. 6. შინაგანაწესით განისაზღვრება: ა) სამუშაო კვირის ხანგრძლივობა, ყოველდღიური სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დრო, ცვლაში მუშაობისას - ცვლის ხანგრძლივობა; ბ) დასვენების ხანგრძლივობა; გ) შრომის ანაზღაურების გაცემის დრო და წესი; დ) ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი; ე) ანაზღაურების გარეშე შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი; ვ) შრომის პირობების დაცვის წესები; ზ) წახალისებისა და პასუხისმგებლობის სახე და გამოყენების წესი; თ) მატერიალური პასუხისმგებლობა; ი) განცხადების/საჩივრის განხილვის წესი; კ) სასწავლო პროცესის მარეგულირებელი ზოგადი ნორმები; ლ) სკოლაში ჩაცმულობის წესი. 7. შინაგანაწესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) სკოლის ადმინისტრაცია - სკოლის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული პირები (გარდა მასწავლებლისა), ასევე სკოლაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები; ბ) სკოლის დირექცია – სკოლის დირექტორი და მისი მოადგილე/მოადგილეები (ასეთის არსებობის შემთხვევაში); გ) სასკოლო დრო – სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული პროცესის, აგრეთვე სკოლის მიერ ინიცირებული, ორგანიზებული, კონტროლირებული, დაფინანსებული ნებისმიერი ღონისძიების მიმდინარეობის დრო. დ) უფლებამოსილი პირი – სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირი, რომელიც სკოლის ტერიტორიაზე, სასკოლო დროს უზრუნველყოფს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას. ე) დისკრიმინაცია არის განზრახ ან გაუფრთხილებლობით პირის განსხვავება ან გამორიცხვა ან მისთვის უპირატესობის მინიჭება რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას. პირდაპირია დისკრიმინაცია, როდესაც ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო პირის მიმართ ხორციელდება არათანაბარი მოპყრობა სხვა პირთან შედარებით, რომელიც იმავე ან მსგავს მდგომარეობაში არის, იყო ან შეიძლებოდა ყოფილიყო უფრო ხელსაყრელი მოპყრობის ობიექტი. ირიბია დისკრიმინაცია, როდესაც ნეიტრალური დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო პირს სხვა პირთან შედარებით არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა ობიექტურად არის გამართლებული კანონიერი მიზნით და გამოყენებული საშუალებები ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელი და თანაზომიერია. მუხლი 2. სამუშაო კვირის ხანგრძლივობა, სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დრო 1. სკოლაში სამუშაო კვირა ხუთდღიანია (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით). იმის გათვალისწინებით, რომ სკოლის შენობა მეორე ცვლაში(14:00 საათიდან) დაკავებული აქვს სსიპ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრეძის საჯარო სკოლას, სამუშაო დროის ხანგრძლივობა შეადგენს 25საათს კვირაში (გარდა ხელშეკრულებით განსაზღვრული შემთხვევისა) რაც გულისხმობს 5-საათიან 5 სამუშაო დღეს (სამუშაო დროში არ იგულისხმება შესვენების დრო და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დასვენების დღეები. 2. შაბათ-კვირა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უქმე დღეები არის დასვენების დღეები. 3. სამუშაო დროის დასაწყისია 09:00 საათი, ხოლო დასასრული - 14:00 საათი, გარდა კლასის დამრიგებლისა და მასწავლებლისა, რომელთა სკოლაში გამოცხადება განსაზღვრულია 23-ე მუხლის მე-6 პუნქტით. სამუშაო დროის შემცირების გამო შესვენების დრო აღარაა განსაზღვრული. დარაჯის შესვენების დრო განისაზღვრება ცვლიანობის გრაფიკის შესა

Documents

შინაგანაწესი - 2024 -25 სასწ. წელი (1).pdf07/03/2025 11:52:10 · 0.27 MB
განაცხადებისა და საჩივრის განხილვის წესი.pdf07/07/2025 12:44:20 · 7.17 MB
ბიბლიოთეკის დებულების დამტკიცება.pdf07/07/2025 12:44:20 · 3.83 MB
კომპიუტერული ლაბორატორიის გამოყენების წესი.pdf07/07/2025 12:44:20 · 2.59 MB
მოსწ.-ის ჩარიცხვის,კლასიდან კლასში გადაყვ. სტატუსის შეჩერ. მობილობისა და უცხოეთში მიღ.განათლ.-ის აღიარების საფუძვ. ჩარიცხვის წესი.pdf07/07/2025 12:44:21 · 9.96 MB
მოსწავლეთა ადაპტაციის წესი.pdf07/07/2025 12:44:21 · 6.22 MB
საზოგადოებასთან ურთიერთობის, კომუნიკაციის წესის დამტკიცება.pdf07/07/2025 12:44:21 · 5.25 MB
Download documents on EMIS
Infrastructure3 additional items

სსიპ ქარელის მუნიციპალიტერის სოფელ ბერძენაულის საჯარო სკოლა დაარსდა 1976 წელს, ტერიტორიულად მდებარეობს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერძენაულში. სკოლის მთლიანი ტერიტორია მოიცავს 18 300 კვადრატულ მეტრს, საწავლო კორპუსი განთავლებული ორ სართულზე, საერთო ფართია 698.99 კვადრატულ მეტრი. სკოლას აქვს ბიბლიოთეკა, სამასწავლებლო, დირექტორის კაბინეტი, ექიმის ოთახი, სპორტული მოედანი, შიდა საპირფაროშო და თორმეტი საკლასო ოთახი. ძველი საქვაბე 55.7 კვადროტულ მეტრზე, სპორტული მოედნები (ფრენბურთი, მინი ფეხბურთი და ფეხბურთის მოედანი) 2 800 კვადრატულ მეტრზე, დანარჩენი ტერიტორია დაკავებული აქვს სკოლის ეზოს 15 600 კვადრატული მეტრი.

Documents

სახანძრო უსაფრთხოება.pdf07/07/2025 12:41:16 · 0.16 MB
სამხარაულის ექსპერტის დასკვნა.pdf07/07/2025 12:41:16 · 9.95 MB
Download documents on EMIS
Finances2 additional items

2025 წლის ბერძენაულის საჯარო სკოლის ბიუჯეტი სკოლის დირექციამ შმოსული თანხებიდან სკოლის საჭიროებებზე გათვალა და სამეურვეო საბჭოს წარუდგინა, რომელმაც განხილვის შემდეგ დაამტკიცა. შემოსავალი 2024 წელს: სახელმწიფო ხაზინადან: 495 227 ლარი ნაშთი იანვრის დასაწყისში: 59 295 ლარი ბანკის სარგებელი: 4 238 სულ: 558 750 გათვლის ხარჯი იხილეთ ბიუჯეტის დოკუმენტში.

Documents

2025წლის საბიუჯეტო განაცხადი -.pdf07/03/2025 10:57:34 · 0.14 MB
Download documents on EMIS