ქარელის რაიონი სოფელი ატოცი
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 25
- Available places
- 23
- SEN capacity
- 3
- Available SEN places
- 3
შიდა ქართლი · ქარელი · ქარელი, სოფელი ატოცი
Open a section to view its text, related links, and document listing.
სკოლის მისია სსიპ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცის საჯარო სკოლის მისია არის სკოლის ფუნქციონირების ზოგადი ორიენტირი, რომელიც გამოხატავს მისი არსებობის აზრს, რომ „სსიპ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცის საჯარო სკოლა იყოს საუკეთესო სკოლა“. სკოლის მისიის შემუშავების პროცესში ჩართული იყო სასკოლო საზოგადოება. შეხვედრების დროს გამოთქმული მოსაზრებები, წინადადებები, მისიის ხედვის თაობაზე, ასახული იქნა მისიის საბოლოო ვარიანტში. დაწყებითი საფეხურის მისია დაწყებითი საფეხურის მისიაა: საგანთა თანამიმდევრული სწავლა-სწავლების გზით მოსწავლის გონებრივი, ფიზიკური, ემოციური და სოციალური განვითარების ხელშეწყობა; საბაზისო უნარების - წიგნიერებისა და რაოდენობრივი წიგნიერების განვითარების ხელშეწყობა; სასკოლო გარემოსა და სწავლის მიმართ დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება, ცნობისმოყვარეობის ცოდნის მოყვარეობაში გადაზრდა და მოსწავლის მომზადება საბაზისო საფეხურისათვის. საბაზისო საფეხურის მისია საბაზო საფეხურის მისიაა: საგანთა სწავლა-სწავლების საფუძველზე მყარი, დინამიკური და ფუნქციური ცოდნის კონსტრუირება, მოსწავლის ინტერესებისა და მიდრეკილებების გამოვლენა, მოსწავლის დამოუკიდებელი სწავლის უნარისა და შრომისუნარიანობის განვითარება, აქტიური მოქალაქის ფორმირების ხელშეწყობა და საფუძვლების შექმნა განათლების მომდევნო საფეხურზე სწავლის გაგრძელებისათვის ან შრომითი საქმიანობისათვის. საშუალო საფეხურის მისია საშუალო საფეხურის მისიაა: საგანთა გაღრმავებული სწავლების გზით სისტემური ცოდნის კონსტრუირება; მოაზროვნე, მაძიებელი, ახლის შემოქმედი, წიგნიერი, ინფორმირებული და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქის ჩამოყალიბება, რომელსაც შეუძლია გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება, საკუთარი მიღწევების გამოყენება ახალი მატერიალური, ინტელექტუალური თუ სულიერი ღირებულებების შესაქმნელად. სკოლის ხედვა შეიქმნას მოსწავლის შესაძლებლობების სრულად გამოვლენაზე ორიენტირებული სასწავლო გარემო. სკოლამ უზრუნველყოს მოსწავლის აკადემიური და პიროვნული ზრდა. სკოლამ უზრუნველყოს სხვადასხვა შესაძლებლობის მოსწავლეთათვის თანაბარი განათლების მიღება. ყველა მოსწავლეს საშუალება უნდა ჰქონდეს საკუთარი ნიჭიერებისა და შესაძლებლობების სრულად გამოვლენისა და სწორი მიმართულებით განვითარებისათვის. სკოლამ უზრუნველყოს სასკოლო საზოგადოებისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა. სკოლის ღირებულებები: სკოლა უპირველეს ყოვლისა, ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესში ჩართული პირების საუკეთესო ინტერესებით და საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით: • გამჭირვალობა: ჩვენი საქმიანობა, ხედვები და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია ყველა დაინტერესებული პირისათვის, უზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა. • მიუკერძოებლობა: ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სკოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და ითვალისწინებს დაინტერესებულ მხარეთა საუკეთესო ინტერესებს. • თანამშრომლობა: ჩვენ ღია ვართ დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის. კონსტრუქციულად განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებულნი ვართ პრობლემების გადაჭრაზე. • ობიექტურობა: ჩვენ მიერ განხორციელებული შეფასებები, ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას და ფაქტობრივ გარემოებებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს შეფასებაში მონაწილე პირების სუბიექტივიზმს. • განვითარება და ინოვაციურობა: სისტემატურად ვაფასებთ ჩვენს საქმიანობას და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, ვგეგმავთ განვითარების ინოვაციურ გზებს. არ ვერიდებით სიახლეების დანერგვას.
სსიპ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცის საჯარო სკოლის სტრუქტურა მოიცავს პედაგოგიურ საბჭოს, სამეურვეო საბჭოს, სკოლის დირექციას, მოსწავლეთა თვითმმართველობას და დისციპლინურ კომიტეტს. სკოლაში შეიძლება შეიქმნას სააპელაციო კომიტეტი.
განხილულია პედაგოგიური საბჭოს 2023 წლის 11 სექტემბრის N2 სხდომაზე დამტკიცებულია სამეურვეო საბჭოს 2023 წლის 11 სექტემბრის N2 სხდომაზე სსიპ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცის საჯარო სკოლის შვიდწლიანი განვითარების სტრატეგიული გეგმა 2023-2030 წლები შესავალი წინამდებარე დოკუმენტი მოიცავს სკოლის მისიას, ხედვას, ღირებულებებსა და სტრატეგიულ მიზნებს. სტრატეგია განსაზღვრავს თუ როგორ უნდა მიაღწიოს სკოლამ დასახულ მიზნებს არსებული მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენების გზითა და საჭირო დამატებითი რესურსების მოძიებით. სტრატეგიული გეგმა დეტალურად ახდენს გარემო ფაქტორების და შიდა გარემოს SWOT (სიძლიერე, სისუსტე, შესაძლებლობები და საფრთხე) ანალიზს. 7 (შვიდ) წლიანი სტრატეგიული გეგმის პროექტის შედგენისას გათვალისწინებული იქნა, როგორც წინარე გამოცდილება, ასევე, ახალი გამოწვევები. ინფორმაციის შეჯერების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებითა და თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით: ძირითად ამოცანად სკოლა ისახავს მოსწავლეებს მისცეს ხარისხიანი, 21-ე საუკუნის შესაბამისი განათლება, მოამზადოს ისინი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, ხელი შეუწყოს საჭირო უნარ-ჩვევების, პიროვნული ღირებულებების ჩამოყალიბებას შესაბამისი კვალიფიციური კადრების მეშვეობით. სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმის შემუშავების პროცესის წარმართვაზე პასუხისმგებელია სკოლის დირექტორი, რომელიც უზრუნველყოფს კომუნიკაციას სკოლის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, საჭირო ინფორმაციის შეგროვებას. სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის რეალიზება ხდება შიდა და გარე ფაქტორების გათვალისწინებით. ობიექტური ანალიზის საფუძველზე, შესაძლებელია მოხდეს სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის გადახედვა გარკვეული პერიოდულობით. სკოლის შესახებ ინფორმაცია: სკოლის სახელწოდება „სსიპ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცის საჯარო სკოლა“ მოიცავს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ (ბრძანება N448 ) სკოლის სრული რეკონსტრუქცია გადაიარაღება მოხდა 2016 წელს, შენობა გათვლილია 90 მოსწავლეზე. სწავლა მიმდინარეობს სამ საფეხურზე: დაწყებითი, საბაზო და საშუალო. მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა 2018-2014 წლების ამოქმედებულია დაწყებითი და საბაზო საფეხურისათვის, მისი დანერგვის პროცესი მიმდინარეობს საშუალო საფეხურისათვის. სკოლაში 52 მოსწავლეა, მათ სწავლა აღზრდას ემსახურება მასწავლებელი -20, დირექცია - 2, ადმინისტრაცია -2, შტატგარეშე პერსონალი -6. მასწავლებელთა შორის არის: წამყვანი - 6, უფროსი - 13 და მოწვეული -1 მასწავლებელი. სკოლის ინფრასტრუქტურა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა პასუხობს მოთხოვნებს. სკოლა უზრუნველყოფილია ელექტრო ენერგიით, ცენტრალური გათბობით, ინტერნეტით, უწყვეტი წყალმომარაგებით. სკოლაში დასაქმებულთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით გამართულია დაცვის სისტემა, გამოყოფილია უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი პირი. სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას უსაფრთხოებას იცავს მორიგე მასწავლებლები, დამლაგებლები, დარაჯები. სასკოლო საზოგადოება ერთიანი მიდგომით მზადაა უსაფრთხო, ორგანიზებული და დისციპლინირებული გარემოს უზრუნველსაყოფად. სკოლის მისია სსიპ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცის საჯარო სკოლის მისია არის სკოლის ფუნქციონირების ზოგადი ორიენტირი, რომელიც გამოხატავს მისი არსებობის აზრს, რომ „სსიპ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცის საჯარო სკოლა იყოს საუკეთესო სკოლა“. სკოლის მისიის შემუშავების პროცესში ჩართული იყო სასკოლო საზოგადოება. შეხვედრების დროს გამოთქმული მოსაზრებები, წინადადებები, მისიის ხედვის თაობაზე, ასახული იქნა მისიის საბოლოო ვარიანტში. დაწყებითი საფეხურის მისია დაწყებითი საფეხურის მისიაა: საგანთა თანამიმდევრული სწავლა-სწავლების გზით მოსწავლის გონებრივი, ფიზიკური, ემოციური და სოციალური განვითარების ხელშეწყობა; საბაზისო უნარების - წიგნიერებისა და რაოდენობრივი წიგნიერების განვითარების ხელშეწყობა; სასკოლო გარემოსა და სწავლის მიმართ დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება, ცნობისმოყვარეობის ცოდნის მოყვარეობაში გადაზრდა და მოსწავლის მომზადება საბაზისო საფეხურისათვის. საბაზისო საფეხურის მისია საბაზო საფეხურის მისიაა: საგანთა სწავლა-სწავლების საფუძველზე მყარი, დინამიკური და ფუნქციური ცოდნის კონსტრუირება, მოსწავლის ინტერესებისა და მიდრეკილებების გამოვლენა, მოსწავლის დამოუკიდებელი სწავლის უნარისა და შრომისუნარიანობის განვითარება, აქტიური მოქალაქის ფორმირების ხელშეწყობა და საფუძვლების შექმნა განათლების მომდევნო საფეხურზე სწავლის გაგრძელებისათვის ან შრომითი საქმიანობისათვის. საშუალო საფეხურის მისია საშუალო საფეხურის მისიაა: საგანთა გაღრმავებული სწავლების გზით სისტემური ცოდნის კონსტრუირება; მოაზროვნე, მაძიებელი, ახლის შემოქმედი, წიგნიერი, ინფორმირებული და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქის ჩამოყალიბება, რომელსაც შეუძლია გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება, საკუთარი მიღწევების გამოყენება ახალი მატერიალური, ინტელექტუალური თუ სულიერი ღირებულებების შესაქმნელად. სკოლის ხედვა შეიქმნას მოსწავლის შესაძლებლობების სრულად გამოვლენაზე ორიენტირებული სასწავლო გარემო. სკოლამ უზრუნველყოს მოსწავლის აკადემიური და პიროვნული ზრდა. სკოლამ უზრუნველყოს სხვადასხვა შესაძლებლობის მოსწავლეთათვის თანაბარი განათლების მიღება. ყველა მოსწავლეს საშუალება უნდა ჰქონდეს საკუთარი ნიჭიერებისა და შესაძლებ
წინამდებარე დოკუმენტი: განხილულია პედაგოგიური საბჭოს 2023 წლის 11 სექტემბრის N 2 სხდომაზე დამტკიცებულია სამეურვეო საბჭოს 2023 წლის 11 სექტემბრის N 2 სხდომაზე სსიპ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცის საჯარო სკოლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2023-2024 წლები ერთწლიანი სამოქმედო გეგმა გამომდინარეობს 2023 – 2030 წლების სტრატეგიული განვითარების შვიდწლიან გეგმიდან, სკოლის მისიიდან და სკოლის სტრატეგიული მიზნებიდან. მასში ასახულია სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი აქტივობები, შესრულების ინდიკატორები, შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები/სტრუქტურული ერთეულები, შესაბამისი რესურსები და დასახული მიზნების რეალიზების ვადები. 1. სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლება სტრატეგიული მიზნები ამოცანები აქტივობები პასუხისმგებელი პირი შესრულების პერიოდი IX X XI XII I II III IV V VI VII VIII შესრულების ინდიკატორები რესურსები სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლება ახალი პროგრამების შემუშავება/ დანერგვა სასწავლო პროგრამების/კურიკულუმების/ შემუშავება მასწავლებლები; საგნობრივი კათედრები; კურიკულუმი; საგნობრივი კათედრის ოქმები; პედაგოგიური საბჭოს ოქმი; სამეურვეო საბჭოს ოქმი არსებული რესურსი სასკოლო დოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანა/საჭიროების შემთხვევაში ახლის დამტკიცება დირექტორი; სამეურვეო საბჭო; პედაგოგიური საბჭო; შესაბამისი დოკუმენტაციის დამტკიცების მასალები არსებული რესურსი საჭიროების შემთხვევაში, სსსმ მოსწავლეთათვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმების შემუშავება/სწავლება დირექტორი; ისგ ჯგუფები; სპეციალური მასწავლებელი; პედაგოგიური საბჭოს ოქმი; სამეურვეო საბჭოს ოქმი; ისგ ჯგუფის ოქმები; ინდივიდუალური გეგმები არსებული რესურსი მოსწავლეთათვის მრავალფეროვანი, დამატებითი სასწავლო პროგრამების შეთავაზება დირექტორი; საგნობრივი კათედრები; მასწავლებლები; სასკოლო კურიკულუმი; დამატებითი სასწავლო პროგრამების აღწერილობა არსებული რესურსი სადამრიგებლო პროგრამების შემუშავება/დანერგვა დირექტორი, დამრიგებლები სადამრიგებლო პროგრამები; დამრიგებლის პორტფოლიო არსებული რესურსი სასწავლო პროცესის ხარისხის გაზრდა შიდა სასკოლო პროექტების დანერგვა და მართვა დირექტორი; საგნობრივი კათედრები; მასწავლებლები პროექტის პროგრამა; ფოტო-ვიდეო მასალა არსებული რესურსი დიფერენცირებული სწავლება დირექტორი, მასწავლებლები; საგნობრივი კურიკულუმები; ინდივიდუალური გეგმები არსებული რესურსი სწავლა სწავლების კონსტრუქტივისტული პრინციპების დამკვიდრება მასწავლებლები კურიკულუმი; სასწავლო პროექტები; მოსწავლეთა მიერ შესრულებული დავალებები; სასწავლო პროცესში გამოყენებული მასალები/აქტივობები; მასწავლებლის პორტფოლიო არსებული რესურსი გამჭვირვალე, სანდო, ობიექტური და სამართლიანი შეფასების სისტემის დანერგვა დირექტორი; მასწავლებლები კურიკულუმი; მოსწავლეთა მიერ შესრულებული დავალებები; შეფასებები არსებული რესურსი დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებთან დამატებითი მუშაობა დირექტორი; მასწავლებლები მოსწავლის აკადემიური მხარდაჭერის საკონსულტაციო გრაფიკი; მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების შედეგების ანალიზი და ანგარიში; არსებული რესურსი სასწავლო პროცესის მონიტორინგი და შედეგების გათვალისწინებით შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა/ განხორციელება სხვადასხვა ტიპის კითხვარების შემუშავება. მოსწავლეთა, მასწავლებელთა და მშობელთა პერიოდული გამოკითხვა სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საჭიროებების კვლევის მიზნით დირექტორი; დამრიგებლები კითხვარების ანალიზი არსებული რესურსი სასწავლო პროცესის დიაგნოსტიკური წერების ჩატარება დირექტორი, კათედრები ჩატარებული დიაგნოსტიკური წერის ანალიზი არსებული რესურსი სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, მოსწავლეთა მიღწევების დინამიკის შესწავლა და პერიოდულად მონიტორინგის ჩატარება დირექტორი; მასწავლებლები განხორციელებული მონიტორინგის ანგარიში არსებული რესურსი სასკოლო სასწავლო გეგმის შესრულების მონიტორინგი დირექტორი; ხარისხის ჯგუფი განხორციელებული მონიტორინგის ანგარიში არსებული რესურსი სსსმ მოსწავლეთათვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმების შესრულების მონიტორინგი ინკლუზიური განათლების შიდა მონიტორინგის ჯგუფი ინკლუზიური განათლების შიდა მონიტორინგის ჯგუფის ოქმი; ინკლუზიური განათლების შიდა მონიტორინგის ჯგუფის დასკვნა არსებული რესურსი საგაკვეთილო პროცესზე დასწრება, შედეგების ანალიზი და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება დირექტორი; ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფი; საგნობრივი კათედრები გაკვეთილზე დასწრების შედეგები და მისი ანალიზი; ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფის ოქმები; ურთიერთდასწრების შედეგები არსებული რესურსი აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებისთვის მოსწავლეებში მოტივაციის გაზრდა მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდა, მოიპოვონ დაფინანსება და პროფესიას დაეუფლონ პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებლებში დირექტორი; დამრიგებლები მასწავლებლები მოსწავლეთა უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის დინამიკა; დამრიგებლის საათი. არსებული რესურსი მოსწავლეთა მიღწევების დინამიკის შესწავლის შედეგად საუკეთესო მოსწავლეთა წახალისების პრაქტიკის დამკვიდრება დირექტორი; საგნობრივი კათედრები; წახალისების შესახებ გადაწყვეტილებები
სსიპ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცის საჯარო სკოლაში შემუსავებულია და ფუნქციონირებს სხვადასხვა სახის მხარდაჭერის სერვისები: მოსწავლეთა ინიციატივების მხარდაჭერის წესი; მოსწავლეთა ადაპტაციის წსი; პროფესიული ორიენტაციის დაგეგმვისა და კონსულტირების გაწევის წესი; ტრანზაციის გეგმა; ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავების მეთოდოლოგია; ინტერვენციის გეგმა; სსსმ პირთათვის საგანმანათლებლო სერვისების მიწოდების რეგულაციები; პერსონალის ადაპტაციის წესი
შინაგანაწესი წარმოადგენს სკოლასა და სკოლაში დასაქმებულებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. დასაქმებული ვალდებულია გაეცნოს შინაგანაწესს და აღნიშნული დაადასტუროს საკუთარი ხელმოწერით. შინაგანაწესი ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის.
სკოლას აქვს სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტი, რომელშიც ასახულია შემოსავალი და ხარჯი. სკოლის შემოსავალი შედგება ვაუჩერული დაფინანსებისგან და დამატებითი ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლებისგან. სკოლის მომდევნო წლის ბიუჯეტი მტკიცდება ყოველი კალენდარული წლის დასრულებისას. მიმდინარე წლის განმავლობაში ხორციელდება ფაქტობრივი შემოსავლებისა და ხარჯების დაზუსტება.