ქარელი, სოფელი აბისი
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 25
- Available places
- 22
- SEN capacity
- 3
- Available SEN places
- 3
შიდა ქართლი · ქარელი · ქარელი, სოფელი აბისი
Open a section to view its text, related links, and document listing.
სკოლის მისია სსიპ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აბისის საჯარო განკუთვნილია I-XII კლასების მოსწავლეთა სწავლებისათვის. ჩვენი სკოლის მისიაა აღზარდოს თავისუფალი, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი პიროვნება, რომელსაც ექნება განვითარებული გონებრივი და ფიზიკური უნარ- ჩვევები, დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული სამოქალაქო ცნობიერება და პასუხისმგებლობა ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე. სკოლის ხედვა აბისის საჯარო სკოლის ხედვა ეფუძნება პრინციპს, რომ იგი იყოს მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული სკოლა. სწავლა სწავლების პროცესი ხელს შეუწყობს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევას, იქნება მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებებსა და ინტერესებს მორგებული, ხელს შეუწყობს სასკოლო საზოგადოების უწყვეტ განათლებასა და განვითარებას. აბისის სკოლის მოსწავლეები შეძლებენ მიღებული ცოდნის ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენებას, ადგილობრივ თუ საერთაშორისო ღონისძიებებში ჩართვასა და საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენას. სკოლის ღირებულებები სიყვარული, თანადგომა, სამართლიანობა, ურთიერთპატივისცემა, პატრიოტიზმი, ერთგულება, პასუხისმგებლობა, თანამშრომლობა (მიმტევებლობა)
სსიპ ქარელის მუნიცილიტეტის სოფელ აბისის საჯარო სკოლის სტრუქტურა
სკოლაში შემუშავებულია და ფუნქციონირებს სხვადასხვა სახის მხარდამჭერის სერვისისები: მოსწავლეთა ადაპტაციის წესი. მოსწავლეთა ჩარიცხვის, კლასიდან კლასში გადაყვანის, სტატუსის შეჩერების, შეჩერებული სტატუსის აღდგენის,მოსწავლეთა მობილობის წესის დამტკიცების შესახებ. მატერიალური რესურსების სარგებლობის ქცევის წესი. სკოლაში მოსწავლის, მშობლის და მასწავლებლის ძირითადი უფლებების და თავისუფლებების დამტკიცების წესი. სკოლის მშობლებთან ურთიერთობის დებულება და ხელშეკრულება.
სკოლაში მოქმედებს: სკოლის შინაგანაწესი მშობელთან ურთიერთობის დებულება პერსონალთა მონაცემთა დაცვის წესი სკოლასა და მშობელს შორის დადებული ხელშეკრულება ბავშვის მიმართ განხორციელებული ძალადობასთან დაკავშირებული შიდა ინსტრუქცია
სკოლის ინფრასტრუქტურა ქმნის შესაძლებლობას, მოსწავლეებმა სკოლის ბაზაზე განახორციელონ სოციალური, კულტურული, სპორტული და შემეცნებითი აქტივობები. სკოლაში ფუნქციონირებს კომპიუტერული ლაბორატორია , რომელიც აღჭურვილია თანამედროვე სათანადო ტექნიკით და ინტერნეტით. სასკოლო ბიბლიოთეკა ხელს უწყობს სასკოლო საზოგადოებას ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების განვითარებაში. სკოლის შიდა და გარე სპორტული მოედანი ხელს უწყობს მოსწავლეებს ჯანსაღი ცხოვრების წესის განხორციელებაში. სკოლაში ფუნქციონირებს სამედიცინო კაბინეტი, რომელიც აღჭურვილია საჭირო სამედიცინო ინვენტარით.
სკოლაში არსებობს ფინანსური რესურსების მართვის ეფექტიანი სისტემა. სკოლის ბიუჯეტი განხილულია პედ. საბჭოზე და დამტკიცებულია სამეურვეო საბჭოს მიერ. სკოლის დირექტორი ყოველი წლის 10 დეკემბრამდე წარუდგენს სამეურვეო საბჭოს ფინანსურ ანგარიშს. სკოლის ფინანსების განკარგვა მკაცრად კონტროლდება სამეურვეო საბჭოს მიერ. ყოველი წლის ბოლოს სამეურვეო საბჭო ამტკიცებს მომავალი წლის ბიუჯეტს, რომელიც შემუშავებულია სასკოლო საზოგადოების მონაწილეობით. ბიუჯეტის 85% ხმარდება თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებას დანარჩენი კი სკოლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, კომუნალურ გადასახადებს და საკანცელარიო საქონლის შეძენას. წლის მანძილზე ხდება ბიუჯეტის გადახედვა და საჭიროების შემთხვევაში სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით ცვლილების შეტანა. ამ ეტაპზე სკოლის ბიუჯეტი საკმარისია იმისთვის, რომ სკოლა ნორმალურ პირობებში ფუნქციონირებდეს. სკოლას აქვს ფინანსური რესურსების დაგეგმვის, მართვის სისტემა. ყოველი წლის 20 ნოემბრამდე შეიმუშავებს შესყიდვების წლიურ გეგმას და შესყიდვების წლიურ წესს, რომელიც აიტვირთება სახელმწიფო შესყიდვების გვერდზე EPLAN. სკოლას არ აქვს არანაირი დავალიანება.