კასპი, სოფ. წინარეხი
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 47
- Available places
- 47
- SEN capacity
- 6
- Available SEN places
- 6
შიდა ქართლი · კასპი · კასპი, სოფ. წინარეხი
Open a section to view its text, related links, and document listing.
სკოლის მისიაა: განახორციელოს ისეთი აქტივობები, რომლებიც უზრუნველყოფს მატერიალური და ადამიანური რესურსის მოზიდვას, სკოლის კონტიგენტის გაზრდას, რაც მომავალში ხელს შეუწყობს და საშუალებას მისცემს მოსწავლემ შეძლოს სწავლის გაგრძელება როგორც საშუალო საფეხურზე, ასევე პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში. განუვითარდეს მოზარდს გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევები, მიეცეს საჭირო ცოდნა, დაუმკვიდრედეთ ჯანსაღი ცხოვრების წესი, ბავშვებს ჩამოუყალიბდეთ ლიბერალურ და დემოკრატიულ ღირებულებებზე. სკოლის მომავლის ხედვაა: სკოლის მატერიალურ ტექნიკური უზრუნველყოფა, რომელიც საშუალებას მოგვცემს ვიყოთ მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო დაწესებულება. ჩვენი საქმიანობით ვპასუხობდეთ თანამედროვე მოთხოვნებს და გამოწვევებს. ვზრუნავდეთ თავისუფალი და კომპეტენტური ადამიანის ჩამოყალიბებაზე, რომელიც თავის წვლილს შეიტანს ქვეყნის მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში. სკოლის ღირებულებებია: ➢ პასუხისმგებლობა; ➢ თანამშრომლობა; ➢ ურთიერთპატივისცემა; ➢ სამართლიანობა; ➢ პუნქტუალურობა; ➢ თანასწორობა; ➢ შემოქმედებითობა; ➢ ტოლერანტობა; ➢ კულტურული მემკვიდრეობის დაფასება.
სსიპ - კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხის საჯარო სკოლის სკოლის სტრუქტურა: დირექტორი, დირექცია,ადმინისტრაცია საქ.მწარმოებელი, ბუღალტერი, ექიმი, ექთანი, უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი. დისციპლინარული კომიტეტი, სამეურვეო საბჭო, მრჩეველთა საბჭო, მშობელთა მხარდამჭერი ჯგუფი, მოსწავლეთა თვითმართველობა, კლუბები, პედაგოგიური საბჭო. საგნობრივი კათედრები: ქართული ენის/უცხოური ენების; ისტი/მათემატიკა/ჭადრაკის; დაწყებითების; საზოგადოებრივი/საბუნებისმეტყველო; სპოტი/ესთეთიკა; ტექნიკურიპერსონალი: დარაჯი, დამლაგებელი ცეცხლფარეში.
ორგანიზაციული სტრუქტურა არის საქმიანობის დაგეგმვისა და პასუხისმგებლობის განაწილების ეფექტური საშუალება, სადაც ორგანიზაციის თითოეულმა წარმომადგენელმა იცის საკუთარი საქმიანობა და განსაზღვრულია მისი როლი. სწორად დაგეგმილი ორგანიზაციული სტრუქტურა, ხელს უწყობს ურთიერთობებს, ადგენს პოზიციებს, ფორმალური ანგარიშვალდებულების ხაზებს კონკრეტულ თანამდებობებს, პოზიციებსა თუ სტრუქტურულ ერთეულებს შორის, რაც აორგანიზებს პერსონალის შრომის პროცესს.
სსიპ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხის საჯარო სკოლის ერთწლიანი (2023-2024 წწ) სამოქმედო გეგმა მოიცავს სკოლის მისიას, ხედვას, ღირებულებებსა და მიზნებს. სამოქმედო გეგმა განსაზღვრავს თუ როგორ უნდა მიაღწიოს სკოლამ დასახულ მიზნებს არსებული მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენების გზითა და საჭირო დამატებითი რესურსების მოძიებით. სამოქმედო გეგმაში გაწერილია 2023-2024 სასწავლო წლის ეფექტურად წარმართვისა და განვითარების, საზოგადოებასთან ურთიერთობისა გეგმა.
სკოლას აქვს კლუბები, მუშაობენს სხვადასხვა პროექტებზე.
წინამდებარე სსიპ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხის საჯარო სკოლის (შემდგომში – ,,სკოლა”) შინაგანაწესი (შემდგომში – ,,შინაგანაწესი”) ვრცელდება სკოლაში დასაქმებულ პირებზე, მოსწავლეებსა და მათ მშობლებზე/კანონიერ წარმომადგენლებზე, ასევე სკოლის ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირზე და სავალდებულოა შესასრულებლად.
სკოლა ახლადაშენებულია და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს.
სკოლა ფინანსდება საქართველოს ხაზინით