კასპი, სოფ. ახალქალაქი.გარიყულა. ეკატერინე გაბაშვილის ქ.N6
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 50
- Available places
- 29
- SEN capacity
- 5
- Available SEN places
- 5
შიდა ქართლი · კასპი · კასპი, სოფელი მეფისქალაქი (ახალქალაქი), ეკატერინე გაბაშვილის ქუჩა N6.
Open a section to view its text, related links, and document listing.
მისია სსიპ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქის საჯარო სკოლის მისიაა თავისი სასწავლო აღმზრდელობითი პროგრამებით, მართვის ხასიათით, ენობრივი მრავალფეროვნებით, საუკეთესო ეროვნული და ევროპული ტრადიციების საფუძველზე ხელი შეუწყოს მოსწავლეების პიროვნულ ზრდას, მათ განავითარებას ქვეყნის ინტერესების, ტრადიციების და დემოკრატიული ღირებულებსადმი პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქეებად ჩამოყალიბებაში. სკოლა მოსწავლეებში უზრუნველყოფს იმ უნარ-ჩვევების განვითარებას, რომელიც დაეხმარება მათ კონკურენტუნარიან გარემოში ადაპტირებას. ხედვა სსიპ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქის საჯარო სკოლის ხედვაა უზრუნველყოს სწავლების მაღალი ხარისხი, ეროვნული თვითშეგნებისა და ევროპული იდენტობის მოქალაქის აღზრდა, მოზარდის ინტელექტუალური, სოციალური და კულტურული ჩამოყალიბება და მისი კრეატიული პოტენციალის გამოვლენა-განვითარება, ფიზიკურად და სულიერად ჯანსაღი მოზარდის ფორმირებისათვის კომფორტული გარემოს შექმნა, ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი სტანდარტისა და სტანდარტს ზევით შემუშავებული ზოგადსაგანმანათლებლო და აღმზრდელობითი პროგრამები განხორციელება ღირებულებები სამართლიანობა და თანასწორობა კეთილსინდისიერება უწყვეტი განვითარებისკენ სწრაფვა გუნდურობა გამჭვირვალეობა მიკუთვნებულობა
საჯარო სამართლის იურიდიული პირი სსიპ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქის საჯარო სკოლა (შემდგომში-სკოლა) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირია., რომელიც დაფუძნებულია სრული ზოგადი განათლების უზრუნველსაყოფად და ასრულებს კანონით განსაზღვრულ ფუნქციებს და ნერგავს ეროვნულ სასწავლო გეგმას სამივე (დაწყებით, საბაზო და საშუალო) საფეხურზე ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მისაღწევად. სსიპ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქის საჯარო სკოლა, ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის N448 ბრძანებით დაფუძნდა. მანამდე აღნიშნული სკოლა არსებობდა, როგორც კასპის რაიონის სოფელ ახალქალაქის საშუალო სკოლა. სხელმწიფო უზრუნველყოფს სრული ზოგადი განათლების მიღებას. მოსწავლის განათლების სახელმწიფო დაფინანსება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში გრძელდება 12 წლის განმავლობაში; დასახული მიზნების და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, სკოლას ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა შესაბამისი ქონება; სკოლა უფლებამოსილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობით განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) სხვა გადაწყვეტილებები, სკოლის ქონებასთან დაკავშირებით, რომელიც სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უარი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში; ისეთი გარიგების დადებისას, რომლის ღირებულება აღემატება სკოლის ბიუჯეტის 5%-ს, აუცილებელია სამეურვეო საბჭოს თანხმობა; სკოლას უფლება არ აქვს მისთვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება სარგებლობის უფლებით გადასცეს (მათ შორის გააქირაოს, იჯარის, თხოვების ფორმით გადასცეს), დააგირაოს იპოთეკით ან სხვაგვარად დატვირთოს საქართველოს ეკონომიკური სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოსთან (მესაკუთრესთან) შეუთანხმებლად; სკოლის მიმდინარე ხარჯების დაფინანსება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფოს მიერ ვაუჩერის გაცემით; სკოლის კაპიტალური ხარჯების ანაზღაურება ხდება სახელმწიფო ან/და ადგილობრივი ბიუჯეტიდან; სკოლას უფლება აქვს მოიზიდოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა ფინანსური სახსრები, მათ შორის მიიღოს შემოსავალი ეკონომიკური საქმიანობით, თუ ეს საქმიანობა მავნე ზეგავლენას არ ახდენს მოსწავლეთა ფიზიკურ და ზნეობრივ განვითარებაზე. მიღებული სახსრები კანონმდებლობის შესაბამისად ხმარდება მხოლოდ სკოლის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას; სკოლის ყველა შემოსავალი და ხარჯები აისახება ბიუჯეტში: სკოლა ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური- საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მეშვეობით; სკოლის დირექტორი თანხებს განკარგავს სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული სკოლის ბიუჯეტის მიხედვით: დირექტორი უფლებამოსილია გადაუდებელი აუცილებლობისას, სამეურვეო საბჭოს თანხმობის გარეშე გადაანაცვლოს ბიუჯეტის ერთი მუხლის სახსრები არაუმეტეს 1% -ისა მეორე მუხლში. ამ ცვლილებამ არ უნდა გამოიწვიოს მასწავლებელთა ხელფასების შემცირება. სამეურვეო საბჭომ დირექტორის მიერ წარდგენილი სკოლის ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში სკოლა უფლებამოსილია გასწიოს ხარჯები კანონმდებლობით დადგენილი წესით; სკოლის წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი; სკოლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კანონით გათვალისწინებული წესით. სახელმწიფო კონტროლი გულისხმობს სკოლის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობის და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას; მაკონტროლებელი ორგანოს უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მისალები და ინფორმაცია. სკოლამ მაკონტროლებელ ორგანოს მოთხოვნილი ინფორმაცია უნდა წარუდგინოს არაუგვიანეს 15 დღის ვადაში; სკოლის სტრუქტურა განისაზღვრება სკოლის წესდებით, რომელსაც ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი; სკოლას ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც ირჩევს სკოლის სამეურვეო საბჭო 6 წლის ვადით. ერთი და იგივე პირის დირექტორის პოზიციაზე არჩევა შეიძლება მხოლოდ ორი ვადით. სკოლის დირექტორი არჩევიდან 2 კვირის ვადაში ნიშნავს დირექტორის მოადგილეს/მოადგილეებს, მათ შორის, დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში დირექტორის მ/შემსრულებელს და ამ მონაცემებს აგზავნის სარეგისტრაციოდ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.
სტრატეგიული პროცესის ეფექტიანად წარმართვისათვის, წინა წლების გამოცდილების გათვალისწინებით, ასევე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებით, სკოლას შემუშავებული აქვს სტრატეგიული დაგეგმვის მეთოდოლოგია, რომლის მთავარ ორიენტირად განისაზღვრა მაქსიმალური ჩართულობა. სკოლას 7 წლიანი სტრატეგიული გეგმა რომელიც მოიცავს 2023-2030 წლებს. სკოლის გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმა მოიცავს სკოლის მისიას, ხედვას, ღირებულებებსა და მიზნებს. სტრატეგია განსაზღვრავს თუ როგორ უნდა მიაღწიოს სკოლამ დასახულ მიზნებს არსებული მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენების გზითა და დამატებითი საჭირო რესურსების მოძიებით. აღნიშნულ სტრატეგიულ გეგმაში შეფასებული და გათვალისწინებულია სკოლის ძლიერი და სუსტი მხარეები, შესაძლებლობები და საფრთხეები ე. წ. SWOT ანალიზი. სტრატეგიული გეგმის სწორად განხორციელებით სკოლის წარმატებული საქმიანობა მიიღწევა როგორც თემისა და ქვეყნის ასევე საერთაშორისო ბაზარზე.
სკოლა წინა წლის სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე და 7 წლიანი სტრატეგიული მიზნების შესაბამისად ყოველწლიურად შეიმუშავებს ერთ წლიან სამოქმედო გეგმას, მიზნების, აქტივობების, პასუხისმგებელი პირების/სტრუქტურული ერთეულების, შესრულების ინდიკატორებისა და შესრულების ვადების გათვალისწინებით
სკოლა გამორჩეულ ყურადღებას უთმობს ახალი ჩარიცხული მოსწავლეების ადაპტაციას სასწავლო გარემოში, სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო მეთოდოლოგიური მიდგომების გამოყენებით, ასევე, მათი სახალისო აქტივობებში ჩართვის გზით. სკოლაში დანერგილია მოსწავლის საკონსულტაციო სისტემა აკადემიური მიღწევების გასაუმჯობესებლად. ამასთან, მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, გამოიჩინონ ინიციატივები, დაგეგმონ და განახორციელონ პროექტები მათი ინტერესების შესაბამისად. სკოლა ზრუნავს ასეთი ინიციატივების წახალისებაზე. მოსწავლეები უზრუნველყოფილები არიან კვალიფიციური ექიმის, ფსიქოლოგის, სპეციალური საჭიროების მქონე პირის ასისტენტის მომსახურებით. აღსანიშნავია, რომ მრავალფეროვანი პროექტებისა და კლუბების შეთავაზებით, სკოლა მიზნად ისახავს, მოსწავლეებს მისცეს მათი პოტენციალის აღმოჩენის და განვითარების საშუალება, ციფრული, სახელოვნებო, სპორტული თუ სხვა მიმართულებით.
სკოლას შემუშავებული და განსაზღვრული აქვს ქცევის წესები და აპელაციის მექანიზმები შესაბამისი დოკუმენტებით
202-2025 სასწავლო წლისთვის დასრულდა სკოლის სრული რეაბილიტაციის პროცესები. სკოლის ეზოში განთავსებულია ორი კორპუსი: 1 სამსართულიანი სასწავლო კორპუსი და 1 ორსარტულიანი ადმინისტრაციული კორპუსი. სკოლას აქვს შიდა და გარე სპორტული დარბაზი და მოედანი. სკოლას აქვს პანდუსი და ლიფტი, ბიბლიოთეკა, თავისუფალი სივრცე მოსწავლეებისა და სასკოლო საზოგადოების აქტივობებისთვის.
სკოლა ფინანსების განკარგვას ახორციელებს კანონმდებლობის შესაბამისად.(ბუღალტრული აღრიცხვა, მატერიალური რესურსების განკარგვა და კონტროლი,ფინანსების განკარგვა და კონტროლი)