Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის საჯარო სკოლა

შიდა ქართლი · გორი · გორი, სოფელი ზერტი

Register ID#2391
Students346
Teachers36
Buildings2
School profile

General information

Principal
ჯუმბერი ტერუნაშვილი
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
Teaching sector
ქართული
Authorization start
17/11/2023
Authorization end
17/11/2032
First grade admission

Current capacity information

გორი, სოფელი ზერტი

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
50
Available places
30
SEN capacity
5
Available SEN places
4
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and values1 additional item

სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის საჯარო სკოლის მომავლის ხედვაა, რომ 2030 წლისათვის იგი იყოს: მყარი და მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ცოდნის კერა; ზრუნავდეს თავისუფალი და კომპეტენტური ადამიანის ჩამოყალიბებაზე; წვლილი შეჰქონდეს ქვეყნისა და რეგიონის სამეცნიერო, კულტურულ, სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში; იყოს ჩვენი ქვეყნის საუკეთესო სკოლების ასეულში. სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის საჯარო სკოლის მისიაა 1. აღზარდოს თავისუფალი, ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე პიროვნება, რომელსაც ექნება განვითარებული გონებრივი და ფიზიკური უნარ - ჩვევები, დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული სამოქალაქო ცნობიერება და პასუხისმგებლობა ოჯახის, საზოგადოების და სახელმწიფოს წინაშე; 2. უზრუნველყოს ზოგადი განათლების ყველასთვის თანაბარი ხელმისაწვდომობა; 3. ხელი შეუწყოს ინკლუზიური განათლების დანერგვას; 4.მუდმივად გააუმჯობესოს სწავლების ხარისხი და იზრუნოს თანამშრომლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობაზე. გაცხადებული მომავლის ხედვისა და სკოლის მისიის განხორციელების მიზნით სასკოლო საზოგადოება თანხმდება, რომ სკოლამ მთლიანობაში და მისმა ყოველმა ცალკეულმა თანამშრომელმა თავიანთი ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებაში უნდა იხელმძღვანელონ შემდეგი სამუშაო პრინციპებითა და მიდგომებით: • ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოს წარმატება; • ჩვენთვის მნიშვნელოვანია პროფესიონალიზმი, საქმის სიყვარული და ერთგულება, პატიოსნება და კეთილსინდისიერება; • ჩვენთვის მნიშვნელოვანია სხვათა შრომის, მიღწევებისა და აზრის პატივისცემა, მიუკერძოებლობა; • ჩვენ ვაცნობიერებთ საკუთარ პასუხისმგებლობას, გვესმის, რომ ვაკეთებთ საერთო საქმეს და ვართ ჩვენი სკოლის ერთგულნი; • ჩვენ ვნერგავთ ინოვაციურ მიდგომებს და ვითვალისწინებთ წარსულ გამოცდილებას, ვაფასებთ ინიციატივას და ვზრუნავთ მის მუდმივ გაუმჯობესებაზე; • ჩვენ ვზრუნავთ სწავლა-სწავლების მაღალ ხარისხზე; • ჩვენ ვმუშაობთ გუნდურად და ვიცავთ კოლეგიალობას; • ჩვენ ვართ შედეგზე ორიენტირებული და ვითვალისწინებთ გაწეულ ხარჯსა და მიღებულ სარგებელს

Structure2 additional items

სკოლის სტრუქტურა მოიცავს სამეურვეო საბჭოს, დირექციას, ადმინისტრაციას, პედაგოგიურ საბჭოს, საგნობრივ კათედრებს და დამხმარე პერსონალს. სამეურვეო საბჭო წარმოადგენს უმაღლეს მმართველობით ორგანოს, რომლის ფუნქციები განსაზღვრულია სკოლის წესდებით. სკოლის სტრუქტურული ერთეულების კომპეტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებითა და დირექტორის მიერ დამტკიცებული სტრუქტურული ერთეულების დებულებებით.

Documents

ზერტი,სტრუქტურა.docx20/10/2023 14:19:29 · 0.08 MB
Download documents on EMIS
Strategic planPlan and performance report

Plan

სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის საჯარო სკოლის გრძელვადიანი (2022-2028 წწ) სტრატეგიული გეგმა მოიცავს სკოლის მისიას, ხედვას, ღირებულებებსა და მიზნებს. სტრატეგია განსაზღვრავს თუ როგორ უნდა მიაღწიოს სკოლამ დასახულ მიზნებს არსებული მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენების გზითა და საჭირო დამატებითი რესურების მოძიებით. სტრატეგილი გეგმა დეტალურად ახდენს გარემო ფაქტორების, კონკურენტებისა და SWOT (სიძლიერე, სისუსტე, შესაძლებლობები და საფრთხე) ანალიზს. სტრატეგიულ გეგმაში გაწერილია 2022-2028 წლების სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვისა და განვითარების, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგული კამპანიის სტრატეგია, სადაც იდენტიფიცირებულია ყველა საკომუნიკაციო არხი შესაბამისი სეგმენტის მიხედვით. სტრატეგიული მიზნების განხორციელების ვადის პარალელურად, მოცემულია შეფასების მეტრიკა და კრიტერიუმები, რომლებიც ნათლად წარმოაჩენს დასახული მიზნების წარმატებით ან წარუმატებლად განხორციელებას. სტრატეგიული გეგმის სწორად განხორციელება ხელს უწყობს სკოლის წარმატებულ საქმიანობას, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო საგანმანათლებლო ბაზარზე.

Documents

სტრატეგ.გეგმა,რედაქტირებული,05.08.23.docx19/10/2023 14:25:45 · 0.04 MB
Download documents on EMIS

Performance report

სკოლის სტრატეგიული გეგმიდან გამომდინარე ყოველწლიურად დგება ერთწლიანი გეგმა ჩაშლილი მიმართულებების მიხედვით. წლის დასრულების ბოლოს წარმოებს მისი შესრულების მონიტორინგი და დგება ანგარიში. ანგარიშში მოცემულია მიმართულებების მიხედვით შესრულების დინამიკა და თუ საჭიროებს ცვლილებას რომელიმე მიმართულება-ეს გათვალისწინებული იქნება მომავალი წლების დაგეგმვისას.

Annual action planPlan and performance report

Plan

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა გამომდინარეობს 2022– 2028 წლების სტრატეგიული განვითარების შვიდწლიან გეგმიდან, სკოლის მისიიდან და სკოლის სტრატეგიული მიზნებიდან. მასში ასახულია სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი აქტივობები, შესრულების ინდიკატორები, შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები/სტრუქტურული ერთეულები, შესაბამისი რესურსები და დასახული მიზნების რეალიზების ვადები.

Documents

ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2023-2024სასწ.წელი.docx19/10/2023 14:56:33 · 0.08 MB
ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2024-2025.docx11/03/2025 13:23:05 · 0.08 MB
ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2025-2026 საჯარო.docx13/11/2025 14:16:24 · 0.08 MB
Download documents on EMIS

Performance report

სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის საჯარო სკოლის 2023-2024 წლის სამოქმედო გეგმის შესრულებისა და მონიტორინგის საკითხი განიხილა სამეურვეო საბჭოს 2024 წლის 24 ივნისის #5 სხდომამ. 2023-2024 სასწავლო წლის ბოლოს სამოქმედოგეგმის შესრულებაზე პასუხისმგებელმა პირებმა წარმოადგინეს ანგარიშები მათ მიერ შესრულებული სამუშაოების მიხედვით.

Documents

5.pdf01/07/2024 12:50:32 · 1.24 MB
Download documents on EMIS
Programs and support services1 additional item

სკოლა ვალდებულია შინსწავლების რეჟიმზე გადაიყვანოს ის მოსწავლეები, რომლებიც არ არიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები, მაგრამ საჭიროებენ მკურნალობას ერთ თვეზე მეტი ვადით ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიეკუთვნებიან რისკჯგუფს პირისპირ სწავლების შემთხვევაში და მშობლის მიმართვის შემთხვევაში, აღნიშნული გარემოებები ცნობილი ხდება სკოლისათვის. სკოლის მიერ შედგენილი განრიგის შესაბამისად, სკოლის მიერ განსაზღვრული მასწავლებელი, ახორციელებს მოსწავლესთან ვიზიტს; (შესაძლებელია განსაზღვრული მასწავლებლი არ ასწავლიდეს შინსწავლებაზე გადაყვანილ მოსწავლეს). მოსწავლის შინსწავლების შემთხვევაში, სკოლა უზრუნველყოფს შინსწავლებაზე მყოფი მოსწავლისთვის შესაბამისი კლასის საათობრივი ბადით განსაზღვრული თითოეული საგნისთვის (გარდა სპორტის საგნობრივი ჯგუფით გათვალისწინებული საგნებისა) კვირაში მინიმუმ ერთი გაკვეთილის ჩატარებას. მოსწავლის შინ სწავლების შემთხვევაში, სკოლა უზრუნველყოფს შემაჯამებელი დავალებების ჩატარებაზე/აღდგენაზე მოსწავლისთვის ხელშეწყობას. მოსწავლის შინ სწავლების შემთხვევაში, სპორტის საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნების შეფასებისას მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს მოსწავლის ფიზიკური მდგომარეობა. სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის საჯარო სკოლას შინ სწავლებაზე გადაყვანილი ჰყავს ერთი მოსწავლე. „ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნების გათვალისწინებით, სკოლას შეუძლია, საკუთარი სურვილისა და შესაძლებლობების ფარგლებში, შესთავაზოს მოსწავლეებს დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურება. ასეთი სახის მომსახურება შესაძლებელია სკოლამ შესთავაზოს მოსწავლეს, როგორც უფასო, ისე ფასიანი მომსახურების სახით. ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული/გაუთვალისწინებელი დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურება შეიძლება იყოს მოსწავლისთვის შეთავაზებული ფაკულტატური ან სავალდებულო საგნის სახით. ამ მხრივ, სკოლის მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით, 2023-2024 სასწავლო წელს სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს: კლუბურ მუშაობას. ამ სასწავლო წელს ფასიანი წრეები სკოლაში არ იქმნება. პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პასუხისმგებელ პირებად განსაზღვრულია კლასის დამრიგებლები. 8 გაკვეთილი - IX კლასში 4 გაკვეთილი - XI კლასში.

Behavior rules and appeal mechanisms3 additional items

სკოლას შემუშავებული აქვს შინაგანაწესი, რომელიც თანხვედრაშია მოქმედ საქართველოს კანონმდებლობასთან. მასში გაწერილია მოსწავლის, სკოლის უფლება-მოვალეობები. ასევე სკოლას შემუშავებული აქვს მოსწავლეთა დაცვისა და გასაჩივრების შიდა მექანიზმები.

Documents

მოსწავ.დაცვის მექანიზმები..docx20/10/2023 14:16:42 · 0.03 MB
gancx.mireba da gasachivr..docx20/10/2023 14:16:42 · 0.03 MB
Download documents on EMIS
Infrastructure2 additional items

სსიპ-გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის საჯარო სკოლას აქვს 2 სასწავლო კორპუსი. პირველი(ძირითადი კორპუსი) მებარეობს გორის რაიონის სოფელ ზერტში, სადაც მიმდინარეობს სასწავლო პროცესი დაწყებით,საბაზო და საშუალო საფეხურზე. სკოლის შენობა სამსართულიანია. სკოლას აქვს სპორტული დარბაზი, სააქტო დარბაზი, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ლაბორატორია, კომპიუტერული ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, რესურს ოთახი, სამედიცინო კაბინეტი. კაბინეტები აღჭურვილია შესაბამისი ტექნიკითა და ინვენტარით, წიგნადი ფონდით, შესაბამისი რესურსით. სკოლის შიგნით სამივე სართულზე მოწყობილია სველი წერტილები. სკოლის გარეთ არის სპორტული მოედანი. სკოლა თბება ბუნებრივი აირით. მეორე კორპუსი მდებარეობს გორის რაიონის სოფელ კვარხეთში. ამ კორპუსში მიმდინარეობს დაწყებით საფეხურზე სწავლის პროცესი. არის 2 კლასკომპლექტი(ორი საკლასო ოთახი). შენობის გარეთ მოწყობილია სველი წერტილები. შენობას აქვს მცირე ეზო. შენობა თბება ელექტრობატარიებით.

Documents

ბიბლიოთეკის დებულება საჯარო +.docx26/10/2023 12:54:48 · 0.69 MB
Download documents on EMIS
Finances3 additional items

სკოლის ძირითადი დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფოს მიერ ვაუჩერის გაცემით საჯარო სკოლას უფლება აქვს მოიზიდოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა ფინანსური სახსრები, მათ შორის, მიიღოს შემოსავალი ეკონომიკური საქმიანობით, თუ ეს საქმიანობა არ არის სახიფათო ჯანმრთელობისათვის და არ ახდენს მავნე ზეგავლენას მოსწავლეთა ფიზიკურ და ზნეობრივ განვითარებაზე. მიღებული სახსრები კანონმდებლობის შესაბამისად ხმარდება მხოლოდ სკოლის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. სკოლის ყველა შემოსავალი და ხარჯი აისახება მის ბიუჯეტში. სკოლას აქვს დამოუკიდებელი საბანკო ანგარიში და ბეჭედი.

Documents

2023 წლის საპროგნოზო ბიუჯეტი -.xlsx26/10/2023 12:59:19 · 0.02 MB
2025.pdf12/03/2025 11:13:05 · 0.68 MB
Download documents on EMIS