Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდის საჯარო სკოლა

შიდა ქართლი · გორი · გორი, სოფელი ტინისხიდი

Register ID#2376
Students228
Teachers27
Buildings1
School profile

General information

Principal
მეგი ხუციშვილი
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
Teaching sector
ქართული
Authorization start
27/11/2023
Authorization end
27/11/2032
First grade admission

Current capacity information

გორი, სოფელი ტინისხიდი

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
100
Available places
86
SEN capacity
10
Available SEN places
10
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and values1 additional item

სკოლის მისია - სკოლამ უნდა უზრუნველყოს კარგად გააზრებული და მათ ყოველდღიურ საქმიანობაში დამკვიდრებული გარემოსა და საცხოვრებელი პირობების შესაბამისი კონკურენტუნარიანი ადამიანების აღზრდა (კეთებით/ პროექტული) სწავლებით, სასკოლო საზოგადოების გუნდური მუშაობისა და ღიაობის პრინციპებზე დაყრდნობით. ხედვა: 2030 წლისთვის გვსურს ჩვენი სკოლა და მისი კურსდამთავრებულები იყვნენ კონკურეტნ-უნარიანი, დამოუკიდებელი მოქალაქეები. ღირებულებები: სკოლა ხელმძღვანელობს ღიაობის, გამჭვირვალობის და თანასწორობის პრინციპებითა და მიდგომებით, რომლებიც დაეხმარება ჩვენს მოსწავლეებს გახდნენ ღირსეული მოქალაქეები. ჩვენთვის პრიორიტეტია: პედაგოგთა პროფესიონალიზმი; სიახლეების მიმღებლობა; ღიაობა, სანდოობა; ტოლერანტობა; თანამშრომლობა; ეფექტური კომუნიკაცია; მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესების მხარდაჭერა

Structure2 additional items

სკოლის დირექცია: დირექტორი, დირექტორის მოადგილე, ბუღალტერი; სკოლის ტექნიკური პერსონალი: საქმისმწარმოებელი, ბიბლიოთეკარი, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორი (მტუკ); სკოლის პედაგოგიური კოლექტივი: 26 მასწავლებელი; შტატგარეშე თანამშრომლები: 2 დამლაგებელი, 2 დარაჯი და ექიმი. შტატიანი თანამშრომლები: ფსიქოლოგი - 1 და სსსმ მოსწავლის ასისტენტი - 2. განსაზღვრული გვყავს სკოლის ვებგვერდის განვითარების მართვაზე პასუხისმგებელი პირები (იხ. დირექტორის ბრძანება)

Documents

სკოლის ვებგვერდის განვითარების მართვაზე პასუხისმგებელი პირების განსაზღვრის შესახებ.pdf11/12/2025 20:52:50 · 0.29 MB
Download documents on EMIS
Strategic planPlan and performance report

Plan

სკოლაში მოქმედებს სტრატეგიული განვითარებისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების, მონიტორინგის და შეფასების მეთოდოლოგია - იხილეთ მიბმული ფაილი. შემუშავებული გვაქვს 2023-2030 წლების სტრატეგიული განვითარების და სამოქმედო გეგმები, რომელიც ასევე მიბმულ ფაილად არის ატვირთული.

Documents

2023-2030-სტრატეგიული-განვითარების-გეგმა.docx12/12/2025 10:59:13 · 0.1 MB
სტრატეგიული განვითარების და სამოქმედო გეგმების შემუშავების, მონიტორინგის და შეფასების მეთოდოლოგია.pdf16/12/2025 09:03:26 · 0.69 MB
Download documents on EMIS
Annual action planPlan and performance report

Plan

2023-2024, 2024-2025 და მიმდინარე - 2025-2026 სასწავლო წლების სამოქმედო გეგმები იხილეთ მიბმულ ფაილებად.

Documents

2024-2025 სამოქმედო გეგმა.docx12/12/2025 11:21:16 · 0.11 MB
2023-2024 სამოქმედო გეგმა.docx12/12/2025 11:21:16 · 0.11 MB
2025-2026 სამოქმედო გეგმა.docx12/12/2025 11:21:16 · 0.04 MB
Download documents on EMIS

Performance report

2023-2024 და 2024-2025 სასწავლო წლების ერთწლიანი სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშები იხილეთ მობმულ ფაილებად.

Documents

2023-2024 (შესრულების ანგარიში).docx12/12/2025 11:21:17 · 0.01 MB
2024-2025 (შესრულების ანგარიში).docx16/12/2025 09:03:58 · 0.01 MB
Download documents on EMIS
Programs and support services20 additional items

სკოლაში მოქმედებს სამი პროგრამა: დაწყებითი (1-6), საბაზო (7-10) და საშუალო (11-12) განათლების პროგრამები. დირექტორის ბრძანების საფუძველზე, ყალიბდება მოსწავლეთა ნუსხა, რის საფუძველზეც, იუსტიციის სახლიდან მათ შეუძლიათ აიღონ საბაზო და საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ატესტატი). სკოლაში შემუშავებულია და ფუნქციონირებს სხვადასხვა სახის მხარდაჭერის სერვისები. (შესაბამისი მასალა იხილეთ მიბმულ ფაილებში).

Documents

შეფასების-ვერიფიკაციის-წესი.pdf12/12/2023 11:26:12 · 0.1 MB
+სსსმ მოსწავლესათან მუშაობის მექანიზმები.docx12/12/2025 12:08:04 · 1.31 MB
+საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმა (4).docx12/12/2025 12:08:04 · 0.15 MB
+პირველადი დახმარების აღმოჩენის მექანიზმი.docx12/12/2025 12:08:05 · 0.03 MB
+მოსწავლეთა უფლებების დაცვა და გარანტიები.docx12/12/2025 12:08:05 · 0.03 MB
+ადამიანებისა და პროცესების უსაფრთხოება.docx12/12/2025 12:08:05 · 0.03 MB
ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები.pdf12/12/2025 12:08:05 · 0.21 MB
საზოგადოებასთან-ურთიერთობის-წესი.docx12/12/2025 12:08:05 · 0.03 MB
სკოლის სტრუქტურა და ფუნქცია მოვალეობეების აღწერა.docx12/12/2025 12:08:06 · 0.04 MB
ჩარიცხვის, საფეხურის დაძლევის, მობილობის, სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის წესის შესახებ.pdf16/12/2025 09:02:28 · 15.58 MB
შიდა საქმიანობის ხარისხის უზრუნველყოფის პოლიტიკის დამტკიცების შესახებ.pdf16/12/2025 09:02:29 · 15.58 MB
სტრუქტურული ერთეულებისა და ადმინისტრაციული პერსონალის ფუნქცია-მოვალეობების დოკუმენტის დამტკიცების შესახებ.pdf16/12/2025 09:02:29 · 14.7 MB
სკოლის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის წესის დამტკიცების შესახებ.pdf16/12/2025 09:02:30 · 5.1 MB
სკოლის ბიბლიოთეკის მუშაობის დებულების დოკუმენტის დამტკიცების შესახებ.pdf16/12/2025 09:02:30 · 5.15 MB
რეფერირების წესი და პასუხისმგებელი პირი.pdf16/12/2025 09:02:31 · 2.05 MB
პერსონალურ მონაცემთა დაცვის წესისა და მონიტორინგის ჯგუფის შექმნის შესახებ და დოკუმენტის დამტკიცების შესახებ.pdf16/12/2025 09:02:31 · 12.44 MB
პერსონალის მართვის პოლიტიკა.pdf16/12/2025 09:02:31 · 10.14 MB
მოსწავლის სასწავლო გარემოსთან ადაპტაციის მექანიზმი.pdf16/12/2025 09:02:32 · 2.66 MB
თანამშრომელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები.docx16/12/2025 09:02:32 · 0.02 MB
Download documents on EMIS
Behavior rules and appeal mechanisms2 additional items

სკოლაში ქცევის წესები: 1. დილით ვესალმებით ერთმანეთს. 2. გაკვეთილზე, შევდივართ დროულად. 3. გაკვეთილზე ყურადღებით ვუსმენთ მასწავლებელს და კლასელებს. 4. განსხვავებულ აზრს ყვირილის გარეშე ვაცნობთ მსმენელებს. 5. გაკვეთილის ბოლოს ვიწერთ დავალებას და მხოლოდ ამის შემდეგ, ვტოვებთ საკლასო ოთახს. 6. შესვენებისას დერეფანში მშვიდად ვმოძრაობთ, სირბილის გარეშე. 7. წასვლისას ვემშვიდობებით ერთმანეთს მოსწავლე ვალდებულია: 1 შეასრულოს სკოლის წესდებითა და შინაგანაწესით დადგენილი ნორმები, დაიცვას მოსწავლეთა ქცევის წესები; 2 იყოს დისციპლინირებული და ბეჯითი; 3 გაუფრთხილდეს სკოლის ქონებასა და პირად ნივთებს, დაიცვას უსაფრთხოების წესები; 4 დაემორჩილოს მასწავლებელსა და ადმინისტრაციას 5 რეგულარულად დაესწროს სასწავლო ცხრილით გათვალისწინებულ მეცადინეობებს, დროულად შეასრულოს სასწავლო გეგმითა და პროგრამებით განსაზღვრული დავალებები; 6 სასკოლო ფორმითა და სასწავლო ნივთებით დროულად გამოცხადდეს სკოლაში და დაიკავოს თავისი სამუშაო ადგილი საკლასო ოთახში; 7 ყველგან და ყოველთვის დაიცვას სკოლის სახელი და ავტორიტეტი 8 პატივი სცეს სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და თანამშრომლებს. მოსწავლეს უფლება აქვს: 1 მიიღოს სახელმწიფო სტანდარტის შესაბამისი ზოგადი განათლება; 2 ჩარიცხულ იქნეს კლასის დაძლევის შემდეგ სკოლის შესაბამის კლასში; 3 ისარგებლოს სკოლის კაბინეტ-ლაბორატორიებით, საკლასო ოთახებით, ბიბლიოთეკით, სპორტული დარბაზით. 4 ისარგებლოს სკოლის სამედიცინო, ფსიქოლოგიური, ლოგოპედიური და სასადილოს მომსახურებით; 5 მოითხოვოს სწავლების მაღალი დონე და სკოლის წესდებითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულება; 6 გამოხატოს თავისი დამოკიდებულება მასწავლებელთა პროფესიული დონის მიმართ; 7 იცნობდეს სკოლის ადმინისტრაციის მიერ დადგენილ ნუსხას მოსწავლის უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ; 8 სრულად იყოს ჩართული სასწავლო პროცესში და ხელმისაწვდომი იყოს მისთვის სკოლაში არსებული ყველა სახის ღონისძიება; 9 უფასოდ ისარგებლოს სკოლის ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდით; 10 მიიღოს დამატებითი, (მ.შ. ფასიანით) საგანმანათლებლო პირობები; 11 მიიღოს მონაწილეობა სკოლის მართვაში წესდებითა და შინაგანაწესით გათვალისწინებული ფორმით; 12 გამოთქვას საკუთარი აზრი.დაიცვას პიროვნული ღირსება, სინდისისა და ინფორმაციის თავისუფლება; მოსწავლეს ეკრძალება: 1 სკოლის შინაგანაწესით დადგენილი ნორმების დარღვევა:  სკოლაში დადგენილი ნიმუშის სასკოლო ფორმის გარეშე გამოცხადება;  გაკვეთილებზე დაგვიანება;  გაკვეთილების უმიზეზოდ გაცდენა;  სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას გაკვეთილებიდან უმიზეზოდ გამოსვლა;  სიგარეტის მოწევა;  სკოლაში მობილური ტელეფონის გამოყენება;  სკოლაში საღეჭი რეზინის მოხმარება, მზესუმზირის შემოტანა;  სკოლაში არასასწავლო დანიშნულების ნივთების შემოტანა და გამოყენება. 2 სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებული მოსწავლეთა უფლება-მოვალეობათა შეუსრულებლობისა და სისტემატიურად მათი დარღვევის შემთხვევაში დაისმევა საკითხი მოსწავლის სკოლიდან გადასვლის ან გარიცხვის შესახებ; I–საკლასო დისკუსია პირველ ეტაპზე მასწავლებელი ესაუბრება მოსწავლეებს ქცევის წესებზე. ამ საუბარში მოსწავლეების აზრის ფორმირება ხდება. ამდენად, მათ ჩართულობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. სასურველია, გაიმართოს დისკუსია.  მოვისმინოთ მოსწავლეების აზრი;  გავარკვიოთ, ისინი რას ფიქრობენ ამ თემაზე;  გავიხსენოთ მაგალითები, როცა ცუდად შემუშავებულმა წესმა ან წესების უგულებელყოფამ არასასურველი შედეგი გამოიღო. მოსწავლეებს ვახსენებთ, რომ წესებმა უნდა დაარეგულიროს მოსწავლეთა ქცევა როგორც გაკვეთილზე, ასევე შესვენების დროს დერეფანში. გასათვალისწინებელია ისიც, რომ წესები ნეგატიური ფორმით არ უნდა იყოს ჩამოყალიბებული. მაგალითად, “არ ვაგვიანებთ გაკვეთილზე” – წესის ამგვარ ფორმულირებას გაცილებით სჯობს – “გაკვეთილზე შევდივართ დროულად, ზარის დარეკვისთანავე”. II–ჯგუფური მუშაობა მასწავლებელი მოსწავლეებს ჰყოფს რამდენიმე ჯგუფად. სასურველია ჯგუფში 3–4 მოსწავლე ერთიანდებოდეს. ჯგუფებს უნდა დავურიგოთ წინასწარ გამზადებული ფორმები. გთავაზობთ სამუშაო ფორმის ერთ–ერთ ვარიანტს. ჯგუფური მუშაობის დროს მასწავლებელი ყურადღებით აკვირდება პროცესს. საჭიროების შემთხვევაში კონკრეტულ ჯგუფს ყურადღების მიღმა დარჩენილ საკითხს ახსენებს. სამუშაო ფორმის ნიმუშზე გამოყოფილია კუთხე, სადაც მოსწავლეებმა უნდა ჩაწერონ საკუთარი სახელი და გვარი. ეს ერთგვარად ზრდის მათ პასუხისმგებლობას და სამუშაოს მეტი ენთუზიაზმით ეკიდებიან. III–დასკვნითი ნაწილი წესების ჩამოწერის შემდეგ თითოეულმა ჯგუმა უნდა წარმოადგინოს პრეზენტატორი (ან პრეზენტატორები), რომელიც (რომლებიც) საკუთარ ნამუშევარს გააცნობენ კლასს. მასწავლებელი შევსებულ ფორმებს ყურადღებით უნდა გაეცნოს, დააკვირდეს მოსწავლეთა განწყობასა და სურვილებს. შეაჯეროს საკუთარი ვარიანტი მოსწავლეთა ნამუშევართან და შემდეგ გაკვეთილზე კლასში გამოაკრას ლამაზად დაბეჭდილი და გამზადებული “ქცევის წესები” სასურველია, თუ კედელზე გაკვრამდე თითოეული მოსწავლე საკუთარი ხელისმოწერით დაადასტურებს, რომ ეს წესები მათ შეიმუშავეს და მზად არიან ისინი სისრულეში მოიყვანონ. სკოლის დირექცია. 2023-2024 ს/წ.

Documents

შინაგანაწესი 2025-2026.docx12/12/2025 11:42:07 · 0.08 MB
ტინისხიდი. გასაჩივრების მექანიზმები.docx17/12/2025 09:52:15 · 0.03 MB
Download documents on EMIS
InfrastructureText information

სკოლას აქვს გამართული ინფრასტრუქტურა. აღჭურვილია ყველა საჭირო რესურსით.

Finances2 additional items

სკოლის ბიუჯეტი შეადგენს - 439 000 ლარს. შრომის ანაზღაურება - 399 000 ლარი კომუნალური გადასახადები - 16 000 ლარი შენობის ინფრასტრუქტურის განვითარება - 5000 ლარი სხვა ხარჯები (საკანცელარიო, სამეურნეო, ჰიგიენური საშუალებებისთვის) - 19 000 ლარი სკოლის ბიუჯეტი და ანგარიში ფინანსური მდგრადობის შესახებ იხილეთ მიბმულ ფაილებში.

Documents

ტინისხიდის სკოლა. ბიუჯეტი.xlsx16/12/2025 09:02:57 · 0.04 MB
ფინანსური მდგრადობის შესახებ ანგარიში.pdf16/12/2025 10:50:32 · 0.64 MB
Download documents on EMIS