გორი, სოფ.სკრა,ქუჩა-22,N11
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 30
- Available places
- 19
- SEN capacity
- 3
- Available SEN places
- 3
შიდა ქართლი · გორი · გორი, სოფელი სკრა
Open a section to view its text, related links, and document listing.
მისია: ინკლუზიური გარემოს შექმნითა და ხარისხიანი განათლებით უზრუნველყოს მოსწავლის პოტენციალის გამოვლენა, პასუხისმგებლობის გააზრება, უწყვეტი განვითარება, რათა ჩამოყალიბდეს კანონმორჩილ და შემწყნარებელ მოქალაქედ საზოგადოების ყველა ჯგუფის მიმართ. ხედვა: სწავლა-სწავლების პროცესში მოსწავლემ შეძლოს ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების გათვალისწინებით პასუხისმგებლობის გააზრება, გარემოზე ზრუნვა, კრიტიკული აზროვნება; მიღებული ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე ჩამოუყალიბდეს 21-ე საუკუნის მოქალაქისათვის საჭირო უნარ-ჩვევები, რომელსაც დამოუკიდებლად გამოიყენებს ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე.
წინამდებარე დოკუმენტი მოიცავს სკოლის მისიას, ხედვას, ღირებულებებსა და სტრატეგიულ მიზნებს. სტრატეგია განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა მიაღწიოს სკოლამ დასახულ მიზნებს არსებული მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენების გზითა და საჭირო დამატებითი რესურსების მოძიებით. სტრატეგიული გეგმა დეტალურად ახდენს გარემო ფაქტორების და შიდა გარემოს SWOT (სიძლიერე, სისუსტე, შესაძლებლობები და საფრთხე) ანალიზს. 7 (შვიდ) წლიანი სტრატეგიული გეგმის პროექტის შედგენისას გათვალისწინებული იქნა როგორც წინარე გამოცდილება, ასევე, ახალი გამოწვევები. ინფორმაციის შეჯერების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებითა და თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით: ძირითად ამოცანად სკოლა ისახავს მოსწავლეებს მისცეს ხარისხიანი, XXI საუკუნის შესაბამისი განათლება, მოამზადოს ისინი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, ხელი შეუწყოს საჭირო უნარ-ჩვევების, პიროვნული ღირებულებების ჩამოყალიბებას შესაბამისი კვალიფიციური კადრების მეშვეობით. სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმის შემუშავების პროცესის წარმართვაზე პასუხისმგებელია სკოლის დირექტორი, რომელიც უზრუნველყოფს კომუნიკაციას სკოლის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, საჭირო ინფორმაციის შეგროვებას. სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის რეალიზება ხდება შიდა და გარე ფაქტორების გათვალისწინებით. ობიექტური ანალიზის საფუძველზე, შესაძლებელია მოხდეს სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის გადახედვა გარკვეული პერიოდულობით.
2023-2024 სასწავლო წლის სამოქმედო გეგმა 2024-2025 სასწავლო წლის სამოქმედო გეგმა 2025-2026 სასწავლო წლის სამოქმედო გეგმა
სკრის საჯარო სკოლის სამოქმედო გეგმის შეჯამება-შეფასება
სკოლაში შემუშავებულია და ფუნქციონირებს სხვადასხვა სახის მხარდაჭერის სერვისები:
სკოლაში მოქმედებს: 1. სკოლის შინაგანაწესი; 2. გასაჩივრებისა და საჩივრის განხილვის წესი; 3. მოსწავლის, მშობლის და მასწავლებლის ძირითადი უფლებები; 4. ბავშვთა მიმართ განხორციელებული ძალადობასთან დაკავშირებული შიდა ინსტრუქცია; 5. ბავშვთა დაცვის მიმართვის ბარათი.
სკოლის ბიუჯეტი 524435 ლარი; შრომის ანაზღაურება - 458396 ლარი; კომუნალურების გადასახადი - 36052 ლარი; შენობის ინფრასტრუქტურა - 4100 ლარი; სხვა ხარჯები - 25887 ლარი.