Back to register
Public school · EMIS data

სსიპ - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვების საჯარო სკოლა

შიდა ქართლი · გორი · გორი, სოფელი შავშვები

Register ID#2371
Students180
Teachers21
Buildings1
School profile

General information

Principal
იზა წიქარიძე
Grade levels
დაწყებითი (1-6), საბაზო (7-9), საშუალო (10-12)
Teaching sector
ქართული
Authorization start
Authorization end
First grade admission

Current capacity information

გორი, სოფელი შავშვები

Sector
ქართული
Shift
1
Total capacity
50
Available places
34
SEN capacity
5
Available SEN places
5
Complete EMIS record

Additional information and documents

Open a section to view its text, related links, and document listing.

Mission, vision, and valuesText information

სკოლის მისია სკოლის მისიაა დაამკვიდროს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება. ხელი შეუწყოს მის გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას. შესძინოს მას თვითრეალიზაციისთვის საჭირო ცოდნა და ცნობიერება, განუვითაროს კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა. ჩაუნერგოს ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოს მიმართ პატივისცემა. შეუქმნას მოსწავლეს სათანადო პირობები საერთაშორისო სტანდარტის მქონე განათლების მისაღებად, საკუთარი ინტელექტუალური, ფიზიკური და სულიერი თვისებებისა და შესაძლებლობების გამოსავლენად და გასავითარებლად. ასევე, დაეხმაროს მას მომავალი განვითარების გზის არჩევაში ( გააგრძელოს სწავლა უმაღლეს სასწავლებელში, ან ჩაებას შრომით საქმიანობაში). იზრუნოს პედაგოგთა საქმიანობის ხარისხობრივ ზრდაზე, იყოს კონკურენტუნარიანი სკოლის მისიაა ხელი შეუწყოს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. რისთვისაც უზრუნველყოფს სხვადასხვა მიმართულების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას, პროფესიული განათლების თანაბარ ხელმისაწვდომობას, მოამზადებს ადგილობრივი და საერთაშორისო შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი კვალიფიკაციის, კონკურენტუნარიან პროფესიული განათლების მქონე კვალიფიციურ კადრებს. სკოლის ხედვა ჩვენ ვართ სკოლა, რომელიც დაფუძნებულია ურთიერთთანამშრომლობაზე, პატივისცემასა და ტოლერანტობაზე. ვქმნით სამართლიან, გამჭვირვალე გარემოს და მხარს ვუჭერთ მოსწავლის თანამედროვე სამყაროსთვის საჭირო უნარ-ჩვევებით აღჭურვას. ჩვენ ვაძლიერებთ არაფორმალურ განათლებას და ვზრდით კრიტიკულად შემოქმედებითად მოაზროვნე, პრობლემების გადამჭრელ, ნოვატორ, თავისუფალ მოქალაქეს. ჩვენ ვაყალიბებთ მართვის დემოკრატიულ სისტემას, კვლევაზე დაფუძნებით ვავლენთ გამოწვევებს და ერთობლივად ვნერგავთ გადაჭრის სტრატეგიებს. ჩვენ ვახალისებთ ინიციატივებს და ხელს ვუწყობთ მათ განხორციელებაში. რაც თემში პოზიტიური ცვლილებების საწინდარია. სკოლა უზრუნველყოფს შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი კომპეტენციების განვითარებას, სწავლის პერიოდშივე პროფესიული სტუდენტების/მსმენელების რეალურ სამუშაო პროცესებში ჩართვას, ინოვაციების, გამოცდილებისა და რესურსების ურთიერთგაზიარებას. სკოლის ხედვაა 2030 წლისთვის გახდეს რეგიონში წამყვანი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლიც მსურველებს შესთავაზებს მრავალფეროვან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს.

StructureText information

სკოლის ეფექტური ფუნქციონირებისათვის საჭიროა სტრუქტურული ერთეულების გამართული მუშაობა. სკოლის მართვაში ჩართულია სკოლის ყველა სტრუქტურული ერთეული: სამეურვეო საბჭო, პედაგოგიური საბჭო, დისციპლინარული კომიტეტი, მოსწავლეთა თვითმმართველობა;

Strategic planPlan and performance report

Documents

2023-2030_სტრატ,გან.გეგმა.docx12/03/2025 12:17:20 · 0.24 MB
Download documents on EMIS
Annual action planPlan and performance report

Documents

3. 2024-2025 სასკოლო სასწავლო გეგმა.doc12/03/2025 12:28:45 · 0.33 MB
Download documents on EMIS
Programs and support servicesText information

სკოლის მხარდაჭერის სერვისები ფიზიკური და ფსიქო-ემოციური უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა სკოლის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია სასწავლო პროცესის განხორციელების პროცესში. სკოლას გააზრებული აქვს საკუთარი როლი და ადგილი, სკოლაში შექმნილია სასკოლო საზოგადოებისთვის უსაფრთხო და პიროვნების განვითარებაზე ორიენტირებული სოციო-კულტურული სივრცე. სკოლა უზრუნველყოფს სასკოლო საზოგადოების დაცულობას და მათი ინტერესების დაცვას, აღნიშნული მიზნების მისაღწევად სკოლა მიმართავს სხვადასხვა მექანიზმს. სკოლაში დაცულია საზოგადოებრივი წესრიგი სკოლას ყავს - დარაჯი, ფუნქციონირებს მანდატურის სამსახური. მოსწავლეების სკოლაში მოსვლისა და გასვლის პროცესს მონიტორინგს უწევენ ადმინისტრაციის წარმომადგენლები და კლასის დამრიგებლები. სკოლაში უცხო პირების შესვლა მკაცრად კონტროლდება, გადაცდომების პრევენციის მიზნით დადგენილია მორიგეობის გრაფიკი - შესვენების დროს თითოეულ სართულზე 2-3 პედაგოგი ზრუნავს წესრიგსა და მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე (იხ. დანართი 1 - მორიგეობის განრიგი) . ამას გარდა, სკოლის ტერიტორიაზე უზრუნველყოფილია საგანგებო სიტუაციებში რეაგირებისა და პირველადი დახმარების აღმოჩენის მექანიზმები კანონმდებლობის შესაბამისად; დაცულია სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები (იხ.დანართი 2,3,4). სკოლას ასევე გააჩნია სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებული წესები და რეგულაციები, რომლებიც შესაბამისობაშია სკოლის სპეციფიკასა და მოთხოვნებთან. სკოლას ყავს მრჩეველთა საბჭო, რომელიც პერიოდულად სკოლის ადმინისტრაციას აწვდის რეკომენდაციებს სკოლაში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საჭიროებების შესახებ (იხ. დანართი 5, 6 - მრჩეველთა საბჭოს ოქმი, შინაგანაწესი). თუმცა, უსაფრთხო სკოლა მხოლოდ ფიზიკური გარემოს კონტროლს არ გულისხმობს და ის მოსწავლეების ფსიქოლოგიური და ემოციური უსაფრთხოების უზრუნველყოფასაც მოიცავს. სასწავლო პროცესში უზრუნველყოფილია უპირობოდ პოზიტიური, ღია, მხარდამჭერი და მიმღებლობითი გარემო. სკოლის ადმინისტრაციისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია სკოლში მოსული თითოეული მოსწავლე თავს ემოციურად უსაფრთხოდ გრძნობდეს, რაც თავის მხრივ აისახება მის წარმატებაზე როგორც სწავლაში, ასევე ცხოვრებასა და ურთიერთობაში. ამგვარი გარემოს მიღწევაში ბევრი სხვადასხვა ფაქტორი მონაწილეობს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ბავშვების სოციალურ-ემოციური უნარების განვითარებაზე ზრუნვაა, რაშიც მასწავლებლის როლი უმნიშვნელოვანესია. პედაგოგები ზრუნავენ სასწავლო პროცესი წარმართონ მოსწავლეზე ორიენტირებულად და უზრუნველყონ პოზიტიური კლიმატი სკოლისა და კლასის დონეზე. სკოლაში არსებობს სადამრიგებლო საათი, სადაც პედაგოგები მიზანმიმართულად (ხშირად კონკრეტული საჭიროებიდან გამომდინარე) საუბრობენ ბავშვებთან სხვადასხვა საკითხებზე, განიხილავენ სიტუაციებს, ეძებენ გამოსავალს, აკეთებენ დასკვნებს. მოსწავლეებს ასევე აქვთ საშუალება განიხილონ და ისაუბრონ თავიანთ პრობლემებზე. მშობლებისა და პედაგოგების აზრით, ამ ეტაპზე სკოლას არანაირი გამოწვევა არ აქვს და როგორც ფიზიკური გარემო, ისე სასწავლო პროცესი სკოლაში ყველასთვის მისაღებია. თუმცა, გარდა ზოგადი პრევენციული აქტივობებისა, ფსიქო-ემოციური უსაფრთხოების მიზნით, სკოლა ასევე, მუდმივად სწავლობს სიტუაციას, ახდენს კონკრეტული პრობლემის იდენტიფიცირებას და შეიმუშავებს კონკრეტულ სიტუაციაზე მორგებულ, რეაქტიული ინტერვენციის გზებს. ვთვლით, რომ ეს არის ზრუნვაზე ორიენტირებული მიდგომა, რომ მოსწავლეს ჰქონდეს პირობები, თავი მაქსიმალურად დაცულად იგრძნოს და შეძლოს თვითრეალიზება. ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებს ჰქონდეთ საკუთარი მნიშვნელოვნებისა და კომპეტენტურობის განცდა, როცა მის აზრს ითვალისწინებენ, პატივს სცემენ. სკოლა ჩართული იყო USAID-სა და მანდატურის სამსახურის მიერ ინიცირებულ პროგრამაში ,,არა ძალადობას“, რომლის ფარგლებშიც ჩაუტარდათ ტრენინგები სკოლის ყველა თანამშრომელს, დამრიგებლებმა ჩაატარეს კლასსაათები და განახორციელეს სხვადასხვა სახის აქტივობები კლასებისა და სკოლის დონეზე. აღმზრდელობითი და ღირებულებითი მუშაობა მიმდინარეობდა სხვადასხვა ფორმით: დისკუსიები, ფილმებისა და ნაწარმოებების განხილვა, პოსტერების, ვიდეო რგოლების და სლოგანების დამზადება; ნახატების გამოფენა. მოსწავლეთა სამოქალაქო შეგნების ჩამოყალიბებასთან ერთად, პროექტის ერთ-ერთი მიზანი იმ ემოციური კომფორტის მიღწევაში დახმარება იყო, რომელიც მოსწავლეს უყალიბებს სკოლისადმი პოზიტიური განწყობას, უქმნის უსაფრთხოების შეგრძნებას და უზრდის სწავლის მოტივაციას. რა თქმა უნდა, სკოლაში კანონმდებლობის შესაბამისად დაცულია პერსონალური მონაცემები და ინფორმაციული უსაფრთხოება.

Behavior rules and appeal mechanisms1 additional item

მუხლი 12.მოსწავლის წახალისების ფორმები დაგამოყენების წესი 1. დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხურის წარმატებით დასრულებისათვის, ეროვნულ ან/და საერთაშორისო ოლიმპიადებში წარმატებით მონაწილეობისათვის, საგანმანათლებლო პროცესში განსაკუთრებულად თავის გამოჩენისათვის, სანიმუშო სწავლისათვის ან სხვა გარემოების არსებობისას დირექტორის გადაწყვეტილებით სკოლა უფლებამოსილია მოსწავლეთა მიმართ გამოიყენოს წახალისების შემდეგი ფორმები: ა) მადლობის გამოცხადება; ბ) სიგელით დაჯილდოება; გ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება. 2. მოსწავლის მიმართ შეიძლება ერთდროულად გამოყენებულ იქნეს წახალისების რამდენიმე ფორმა. 3. წახალისების შესახებ გადაწყვეტილება ფორმდება სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით და ინახება მოსწავლის პირად საქმეში. მუხლი 13. დისციპლინური დევნა 1. დისციპლინური დევნა არის სკოლის მიერ ჩატარებულ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელთა მიზანია ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის გამოვლენა. 2. სასკოლო დისციპლინა დაცული უნდა იქნეს იმ მეთოდების მეშვეობით, რომლებიც ეფუძნება თავისუფლებისა და ღირსების პატივისცემას. 3. დისციპლინური დევნა და სახდელი უნდა იყოს გონივრული, დასაბუთებული და პროპორციული. დისციპლინური სახდელის დაკისრებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის შინაარსი, სიმძიმის ხარისხი და შედეგი, რაც პირდაპირ მიზეზობრივ კავშირშია ჩადენილ დისციპლინურ გადაცდომასთან. 4. დისციპლინური დევნა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, ჯეროვანი და სამართლიანი პროცედურით. დაუშვებელია ისეთი დისციპლინური სახდელის გამოყენება, რომელიც ლახავს პირის პატივსა და ღირსებას. 5. დისციპლინური დევნისას სკოლა ვალდებულია განუმარტოს პირს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის არსი. 6. ერთი დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება დაკისრებულ იქნეს დისციპლინური სახდელის მხოლოდ ერთი სახე. 7. დაუშვებელია სკოლის მიერ დისციპლინური სახდელის დაკისრება იმ ქმედებისთვის, რომელიც პირმა ჩაიდინა სასკოლო დროისგან თავისუფალ დროს ან სკოლის ტერიტორიის გარეთ, გარდა იმ ქმედებისა, რომელიც პირდაპირ ან ირიბად ზიანს აყენებს სკოლის ან/და მოსწავლის ინტერესებს. მუხლი 14. დასაქმებულის მიერ დისციპლინური გადაცდომა და პასუხისმგებლობის სახეები 1. დასაქმებულის დისციპლინური გადაცდომაა: ა) სამსახურებრივ მოვალეობათა ან/და შინაგანაწესის შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება; ბ) სამსახურებრივი მოვალეობისადმი დაუდევარი დამოკიდებულება; გ) დასაქმებულის, მოსწავლის ან სკოლის დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი, ზნეობრივ - ეთიკური ნორმების დარღვევა; დ) ქმედება, რომელიც ლახავს სკოლის რეპუტაციას/ავტორიტეტს; ე) მასწავლებლის მიერ მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის დარღვევა; ვ) მოსწავლეზე/დასაქმებულზე ფსიქოლოგიური ზეწოლა; ზ) მოსწავლის/დასაქმებულის პირად ცხოვრებაში ჩარევა, გარდა მოსწავლის მშობლისათვის/კანონიერი წარმომადგენლისათვის მოსწავლი პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისა; თ) კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით პერსონალური მონაცემების გამჟღავნება ან/და კონფიდენციალობის დარღვევა; ი) სკოლისათვის შეგნებულად ან დაუდევრობით ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა; კ) სკოლის ტექნიკის, აღჭურვილობისა ან/და დოკუმენტების უნებართვოდ ან არასათანადოდ გამოყენება ან/და სკოლის ტერიტორიის გარეთ გატანა; ლ) სკოლის ტერიტორიაზე ან სასკოლო დროს უსაფრთხოების წესების დარღვევა; მ) სკოლის ტერიტორიაზე თამბაქოს/ელექტრონული სიგარეტის მოხმარება; ნ) მოსწავლის/დასაქმებულის/მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის/სკოლის ტერიტორიაზე შემოსული გარეშე პირის სიტყვიერი ან/და ფიზიკური შეურაცხყოფა ან/და მოსწავლის ფიზიკური დასჯა; ო) სამსახურში დაგვიანება ან გაუფრთხილებლად სამუშაოს გაცდენა ან სამუშაო დროის განმავლობაში სამუშაო ადგილის გაუფრთხილებლად დატოვება; პ) სკოლის დოკუმენტაციის (საკლასო ჟურნალი, კათედრის პორტფოლიო, სხდომის ოქმები და სხვა) წარმოების წესის დარღვევა; ჟ) საგაკვეთილო პროცესის შეგნებულად მიტოვება ან ჩაშლა ან ჩაშლის მცდელობა, გაკვეთილზე დაგვიანება, საგაკვეთილო პროცესიდან მოსწავლეების ჯგუფურად გაშვება. რ) დისციპლინური გადაცდომის შესახებ ინფორმაციის დამალვა; ს) სკოლაში კონფლიქტური სიტუაციების შექმნა; 2. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომებისა, დასაქმებულის დისციპლინური გადაცდომაა უსაფრთხოების წესის ნორმების დარღვევა, მათ შორის: ა) საგანგებო სიტუაციების დროს: ა.ა) კლასის დამრიგებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა; ა.ბ) სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლის/დირექტორის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა; ა.გ) უფლებამოსილი პირის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა; ბ) საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველი გადამდები დაავადების შემთხვევის დროს: ბ.ა) კლასის დამრიგებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა; ბ.ბ) სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლის/დირექტორის/სკოლის ექიმის/ექთნის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა; ბ.გ) უფლებამოსილი პირის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა; გ) სუიციდური აზრის/სუიციდის მცდელობის/სუიციდის დროს უფლებამოსილი პირის/სკოლის ადმინისტრაციის/სკოლის დირექტორის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა; დ) თვითდაზიანების დროს უფლებამოსილი პირის/სკოლის ადმინისტრაციის/კლასის დამრიგებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა; ე) ფეთქებადი ნივთიერებების სკოლაში აღმოჩენის დროს/სკოლაში ფეთქებადი ნივთიერებების არსებობის შესახებ შეტყობინების დროს კლასის

Documents

შინაგანაწესი 2024.docx12/03/2025 12:35:57 · 0.08 MB
Download documents on EMIS
InfrastructureText information

სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვების საჯარო სკოლა მთლიანად სარეაბილიტაციოა.სკოლაში ფუნქციონირებს კომპიუტერული ლაბორატორია,რომელიც აღჭურვილია ახლი კომპიუტერული ტექნიკით და სკოლის ბიბლიოთეკა,სკოლაში გამართულად მუშაობს საქვაბე მეურნეობა და გათბობის სისტემა,სკოლის სველი წერტილები განთავსებულის სკოლის ეზოში,

FinancesText information

სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვების საჯარო სკოლა უზრუნველყოფს სკოლის ფინანსების ხარჯვას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე და სრული პასუხისმგებლობით ეკიდება ამ პროცესს.სკოლის ფინანსების ხარჯვა ხორციელდება სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის მიხედვით და სკოლის შესყიდვების გეგმის შესაბამისად.სკოლაში დანერგილია და პრაქტიკაში გამოიყენება ფინანსების მართვის,შესყიდვების გამჭირვალე სისტემა,რომელიც უზრუნველყოფს სკოლის ინფრასტრუქტურის,მატერიალურ-ტექნიკური ბაზის,მოსწავლეთა და მასწავლებელთა საჭიროებას და სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებას სკოლის ხელთ არსებული ფინანსური რესურსისა და შესაძლებლობის შესაბამისად.