გორი, სოფ. საქაშეთი
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 50
- Available places
- 40
- SEN capacity
- 6
- Available SEN places
- 6
შიდა ქართლი · გორი · გორი, სოფელი საქაშეთი
Open a section to view its text, related links, and document listing.
მისია სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საქაშეთის საჯარო სკოლა კვალიფიციური კადრებით, თანამედროვე ინფრასტრუქტურით, სათანადო აღჭურვილობითა და უსაფრთხო გარემოთი ქმნის მოსწავლეებისათვის მისაღებ პირობებს ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი პიროვნების აღზრდა-ჩამოყალიბებისათვის; უვითარებს მოზარდს გონებრივ და ფიზიკურ უნარ- ჩვევებს; აიარაღებს მას საჭირო ცოდნით, სწავლა-სწავლების მაღალი ხარისხით; უნერგავს და უყალიბებს ლიბერალურ, დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერებას; ზრდის კონკურენტუნარიან, კომუნიკაბელურ პიროვნებად; ეხმარება ოჯახის, სკოლის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში; ამზადებს მას საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციისათვის. ხედვა • ყველა მოსწავლე განათლებას მიიღებს უსაფრთხო, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისგან დაცულ გარემოში. • მოსწავლეები შეიძენენ ცოდნას და განივითარებენ უნარებს, რომლებიც საჭიროა წარმატებული მომავლისათვის. • სკოლის მიზნების შესრულებაზე პასუხისმგებლობა გაზიარებულია სასკოლო საზოგადოებას, ოჯახსა და თემს შორის. ღირებულებები • უსაფრთხოება • გუნდურობა • უფლებათა დაცვა • განათლების მაღალი ხარისხი. • კონკურენტუნარიანი, მოქალაქის აღზრდა. • გლობალურ პროცესში ინტეგრაცია. • საზოგადოების მაღალი ჩართულობა.
სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საქაშეთის საჯარო სკოლის ორგანიზაციული სტრუქტურა
შვიდწლიანი სტრატეგიული გეგმის შედგენისას გათვალისწინებული იქნა როგორც წინარე გამოცდილება, ასევე, ახალი გამოწვევები. ინფორმაციის შეჯერების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებითა და თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით: დოკუმენტი მოიცავს სკოლის მისიას, ხედვას, ღირებულებებსა და სტრატეგიულ მიზნებს. სტრატეგია განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა მიაღწიოს სკოლამ დასახულ მიზნებს არსებული მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენების გზითა და საჭირო დამატებითი რესურსების მოძიებით. სტრატეგიული გეგმა დეტალურად ახდენს გარემო ფაქტორების და შიდა გარემოს SWOT (ძლიერი, და სუსტი მხარეები, შესაძლებლობები და საფრთხები) ანალიზს.
დოკუმენტი წარმოადგენს სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საქაშეთის საჯარო სკოლის 2023 – 2024 წლების ერთწლიან განვითარების სამოქმედო გეგმას, რომელიც სკოლის მისიიდან გამომდინარეობს და კონკრეტული ამოცანების გადაჭრას ისახავს მიზნად. სამოქმედო გეგმა შემუშავებულია წინა სასწავლო წლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმის რეფლექსიის საფუძველზე და ეყრდნობა სტრატეგიული განვითარების გეგმას. დოკუმენტის მიზანია, გამოკვეთოს პრიორიტეტები და ძირითადი მიმართულებები, რომელთა მიხედვითაც სკოლა 2023-2024 წლებში იხელმძღვანელებს. სამოქმედო გეგმის შემუშავებაში ჩართული სასკოლო საზოგადოების წევრები: სკოლის დირექტორი, დირექტორის მოადგილე, სამეურვეო საბჭო, პედაგოგიური საბჭო, საგნობრივი კათედრების ხელმძღვანელები, ხარისხის განვითარებისა და მასწავლებელთა პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფი, მოსწავლეთა თვითმმართველობა. სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესი იყო გამჭვირვალე. პროცესი წარიმართა ზემო აღნიშნული მხარეების ჩართულობით და განხილვაში მონაწილეობით. ვინაიდან სკოლის სამოქმედო განავითარების გეგმის რეალიზება შესაძლებელია შიდა და გარე ფაქტორების გათვალისწინებითა და ობიექტური ანალიზით, გეგმის გადახედვა მოხდება პერიოდულად. სკოლის დირექტორს აქვს უფლება და ვალდებულება, შეაჯეროს ეს დოკუმენტი სამეურეო საბჭოსთან, სასკოლო საზგადოებასთან და შეიტანოს გარკვეული ცვლილებები სკოლის საჭიროებებიდან გამომდინარე.
სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საქაშეთის საჯარო სკოლაში შემუშავებულია სხვადასხვა სახის მხარდაჭერის სერვისები. 1. უსაფრთხო და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესი და პირობები; 2 .საზოგადოებასთან ურთიერთობისა კომუნიკაციის და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის წესი; 3. ეფექტური ტრანზიცია; 4. პროფესიული ორიენტაციისა და დაგეგმვისა და კონსულტირების წესი; 5. პერსონალის სოციალიზაციის პროცედურები; 6. კურიკულუმის შემუშავებისა და განვითარების მეთოდოლოგია; 7. სკოლის ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის წესი; 8. ინკლუზიური განათლების პროგრამა და დებულება;
სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საქაშეთის საჯარო სკოლაში შემუშავებულია, დამტკიცებულია და სკოლაში მოქმედებს: სკოლის შინაგანაწესი; გასაჩივრებისა ინსრუქცია.
სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საქაშეთის საჯარო სკოლას 2015-2016 წლებში ჩაუტარდა მილენიუმის პროექტის ფარგლებში სრული რეაბილიტაცია.
სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საქაშეტის საჯარო სკოლის სკოლის ბიუჯეტი შეადგენს - 381 358 ლარს. შრომის ანაზღაურება - 321 768 ლარი; კომუნალური გადასახადები - 27 000 ლარი; შენობის ინფრასტრუქტურის განვითარება - 19 000 ლარი; სხვა ხარჯები - 13 590 ლარი;