გორი, სოფელი ქიწნისი
- Sector
- ქართული
- Shift
- 1
- Total capacity
- 25
- Available places
- 12
- SEN capacity
- 3
- Available SEN places
- 3
შიდა ქართლი · გორი · გორი, სოფელი ქიწნისი
Open a section to view its text, related links, and document listing.
სსიპ - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისის საჯარო სკოლის მისიაა შევუქმნათ მოსწავლეებს გონებრივი და ფიზიკური განვითარებისთვის, პიროვნული პოტენციალის გამოვლენისა და იდენტობის ჩამოყალიბებისათვის ხელსაყრელი გარემო. შევუქმნათ მოსწავლეს სათანადო პირობები ხარისხიანი განათლების მისაღებად, საკუთარი ინტელექტუალური და სულიერი თვისებებისა და შესაძლებლობების გამოსავლენად და გასავითარებლად. სკოლის ღირებულებებია: • დემოკრატია და კანონის უზენაესობა; • უსაფრთხოება; • განვითარებისკენ სწრაფვა; • ურთიერთთანამშრომლობა და პატივისცემა. • კონკურენტუნარიანი, პატრიოტი მოქალაქის აღზრდა;
სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისის საჯარო სკოლაში მოქმედებს ექვსი სტრუქტურული ერთეული: სამეურვეო საბჭო, დირექცია, პედაგოგიური საბჭო, მოსწავლეთა თვითმმართველობა, დისციპლინური კომიტეტი და მრჩეველთა საბჭო. სკოლაში არის რვა საგნობრივი კათედრა: სახელმწიფო ენის კათედრა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ქართული ენა და ლიტერატურის მასწავლებლები; მათემატიკისა და ისტ-ის კათედრა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ორი სხვადასხვა მათემატიკის, ისტ-ის და კომპიუტერული მეცნიერების მასწავლებლები; საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ბუნებისმეტყველების, ბიოლოგიის, ქიმიისა და ფიზიკის მასწავლებლები; საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან მე და საზოგადოების, ჩვენი საქართველოს, ისტორიის, გეოგრაფიის, სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოების, მოქალაქეობის და სამოქალაქო განათლების მასწავლებლები; უცხოური ენების კათედრა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ინგლისური ენისა და მეორე უცხოური ენის (რუსული ენის) მასწავლებლები; ესთეტიკური აღზრდის კათედრა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებისა და მუსიკის მასწავლებლები; სპორტის კათედრა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან სპორტისა და ფიზიკური აღზრდის მასწავლებლები; დაწყებითი საფეხურის კათედრა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან I-IV კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებლები. სკოლაში შექმნილი კათედრები აერთიანებს საგნობრივ ჯგუფებში შემავალ ყველა მასწავლებელს.
სკოლის ბიუჯეტი 514172ლ; შრომის ანაზღაურება 456592ლ; კომუნალური გადასახადები 33430ლ; შენობის ინფრასტრუქტურის ხარჯი 8000ლ; სხვა ხარჯი 16150ლ.